პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი გაჭიანურებული ომისთვის ემზადება... პუტინი მზადაა ახალი იერიშებისთვის" - სტოლტენბერგი
"რუსეთი გაჭიანურებული ომისთვის ემზადება... პუტინი მზადაა ახალი იერიშებისთვის" - სტოლტენბერგი

პუ­ტი­ნი მზა­დაა გრძელ­ვა­დი­ა­ნი ომის­თვის და ახა­ლი იე­რი­შე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა გა­მო­ცე­მა AFP-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

სტოლ­ტენ­ბერ­გმა აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თი გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი ომის­თვის ემ­ზა­დე­ბა, ხოლო ნატო-ს ქვეყ­ნებ­მა უნდა გა­აგ­რძე­ლონ კი­ე­ვის მხარ­დამ­ჭერ­მა და ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა, სა­ნამ პუ­ტი­ნი არ მიხ­ვდე­ბა, რომ “ბრძო­ლის ველ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა არ შე­უძ­ლია”.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თქმით, არა­ნა­ი­რი ნი­შა­ნი არ არ­სე­ბობს იმი­სა, რომ პუ­ტინ­მა “უარი თქვა თა­ვის სა­ერ­თო მი­ზან­ზე - უკ­რა­ი­ნის კონ­ტროლ­ზე”.

“სა­თა­ნა­დოდ უნდა შე­ვა­ფა­სოთ რუ­სე­თი. რუ­სე­თი გრძელ­ვა­დი­ან ომს გეგ­მავს. ვხე­დავთ, რომ მეტი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას ახ­დე­ნენ, მზად არი­ან დიდი და­ნა­კარ­გე­ბის­თვის, უფრო მეტ ია­რაღ­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა­ზე წვდო­მის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ.

უნდა გვეს­მო­დეს, რომ პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი მზა­დაა გრძელ­ვა­დი­ა­ნი ომის­თვის და ახა­ლი სა­ი­ე­რი­შო ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის”, - თქვა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ “დიდი ალ­ბა­თო­ბით ეს ომი, რო­გორც ომე­ბის უმე­ტე­სო­ბა, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დას­რულ­დე­ბა”, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს “უკ­რა­ი­ნის, რო­გორც სუ­ვე­რე­ნუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გა­მარ­ჯვე­ბა”.

სტოლ­ტენ­ბერ­გმა აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის Patriot-ის სის­ტე­მე­ბის მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ “დის­კუ­სია მიმ­დი­ნა­რე­ობს”, მაგ­რამ ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ, რომ მათ საკ­მა­რი­სი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლი აქვთ, რათა უკვე მი­წო­დე­ბულ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბამ იმუ­შა­ოს.

ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა პუ­ტი­ნის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ რი­ტო­რი­კას “უგუ­ნუ­რი და სა­ში­ში” უწო­და.

“მისი მი­ზა­ნი, რა თქმა უნდა, იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ უკ­რა­ი­ნის მი­მართ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რაა შე­ა­ჩე­როს, მაგ­რამ ამას ვერ შეძ­ლებს”, - თქვა სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
7

მე მგონი რუსეთი კი არ შეიტყუეს ომში, პირიქით და ეხლა ამათ დაშლაზე ჩალიჩობს

Qeto
1

ეს ფოტოსესიის მერე თავად არჩევს მედიისათვის როდენისეულ ფოტოებს?

ავტორი:

"რუსეთი გაჭიანურებული ომისთვის ემზადება... პუტინი მზადაა ახალი იერიშებისთვის" - სტოლტენბერგი

"რუსეთი გაჭიანურებული ომისთვის ემზადება... პუტინი მზადაა ახალი იერიშებისთვის" - სტოლტენბერგი

პუტინი მზადაა გრძელვადიანი ომისთვის და ახალი იერიშებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი გაჭიანურებული ომისთვის ემზადება, ხოლო ნატო-ს ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ კიევის მხარდამჭერმა და იარაღის მიწოდება, სანამ პუტინი არ მიხვდება, რომ “ბრძოლის ველზე გამარჯვება არ შეუძლია”.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ პუტინმა “უარი თქვა თავის საერთო მიზანზე - უკრაინის კონტროლზე”.

“სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი. რუსეთი გრძელვადიან ომს გეგმავს. ვხედავთ, რომ მეტი ძალების მობილიზებას ახდენენ, მზად არიან დიდი დანაკარგებისთვის, უფრო მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე წვდომის მოპოვებას ცდილობენ.

უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზადაა გრძელვადიანი ომისთვის და ახალი საიერიშო ოპერაციებისთვის”, - თქვა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ “დიდი ალბათობით ეს ომი, როგორც ომების უმეტესობა, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება”, მაგრამ ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს “უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება”.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის Patriot-ის სისტემების მიწოდების შესახებ “დისკუსია მიმდინარეობს”, მაგრამ ნატო-ს მოკავშირეები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათ საკმარისი საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილი აქვთ, რათა უკვე მიწოდებულმა შეიარაღებამ იმუშაოს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა პუტინის ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ რიტორიკას “უგუნური და საშიში” უწოდა.

“მისი მიზანი, რა თქმა უნდა, იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერაა შეაჩეროს, მაგრამ ამას ვერ შეძლებს”, - თქვა სტოლტენბერგმა.