სამხედრო
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით გასამართლებას ითხოვს
პროკურატურა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით გასამართლებას ითხოვს

პრო­კუ­რორ არ­ჩილ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე მო­ი­თხოვს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის მუხ­ლით გა­სა­მარ­თლდნენ.

ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, დგინ­დე­ბა, რომ ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მით ზა­რა­ლი "თი­ბი­სი ბანკს“ მი­ად­გა და შე­სა­ბა­მი­სად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი "თი­ბი­სი ბან­კია“. პრო­კუ­რო­რის მტკი­ცე­ბით, ამის თა­ო­ბა­ზე საქ­მე­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი­ცაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ სხდო­მის ოქ­მე­ბი, ჩვე­ნი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ჩვენ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვამ­ბობთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით, კერ­ძოდ, თაღ­ლი­თო­ბით ზი­ა­ნი მი­ად­გა “თი­ბი­სი ბანკს” და შე­სა­ბა­მი­სად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არის “თი­ბი­სი ბან­კი”. უბ­რა­ლოდ, ეს არის ფორ­მა­ლუ­რი სა­კი­თხი, ვი­ნა­ი­დან, თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლი იყო ხან­დაზ­მუ­ლი, არ მომ­ხდა­რა დად­გე­ნი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის თა­ო­ბა­ზე. ჩვენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტიც გვაქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბა­ზე უა­რის თქმის თა­ო­ბა­ზე, სა­დაც ნამ­სჯე­ლია, რომ თაღ­ლი­თო­ბა მომ­ხდა­რია. აქ, სა­უ­ბა­რია, ვის მი­ად­გა ზი­ა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტიც საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია. ამ­დე­ნად, არას­წო­რია დაც­ვის მხა­რის გან­მარ­ტე­ბა, რომ თით­ქოს დო­კუ­მენ­ტე­ბი საქ­მე­ში არ არის. თა­ვად, დაც­ვის მხა­რე­მაც გა­აჟ­ღე­რა თა­ვის დას­კვნით სი­ტყვა­ში, რომ “თი­ბი­სი ბანკს” შე­ტა­ნი­ლი აქვს სარ­ჩე­ლი “მარ­ტე­ლო გრუ­პის” მი­მართ და ითხოვს ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას. სა­უ­ბა­რია თან­ხებ­ზე, რო­მე­ლიც სეს­ხის სა­ხით იყო ფორ­მა­ლუ­რად გა­ცე­მუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნა­ჩენს, ჩვენ გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი გვაქვს გა­ნა­ჩე­ნი, რომ­ლი­თაც სა­სა­მარ­თლომ უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის მუხ­ლი შეც­ვა­ლა თაღ­ლი­თო­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არას­წო­რი შე­ფა­სე­ბა მის­ცა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში. ამი­ტომ, ჩვენ ვი­თხოვთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას იმ მხრივ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მსჯავ­რდე­ბა მოხ­დეს უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის მუხ­ლით”, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ შემ­დე­გი სხდო­მა 2023 წლის 20 იან­ვარს, 16:00 სა­ათ­ზე ჩა­ნიშ­ნა, სა­დაც შე­საძ­ლოა, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ცხად­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ სა­მი­ვე მათ­განს მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­უც­ვა­ლა და ისი­ნი ჯგუ­ფურ თაღ­ლი­თო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­დათ 7 წლის ვა­დით, მაგ­რამ მუხ­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო, ისი­ნი და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

ცნო­ბის­თვის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ 2019 წლის 24 ივ­ლისს ჯგუ­ფუ­რად 16 664 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა (და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით).

რაც შე­ხე­ბა ავ­თან­დილ წე­რე­თელს, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბიზ­ნეს­მენს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის­თვის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
0

შური და ბოღმა უნდა გამოირიცხოს, კანონი უნდა კანონობდეს. ისე უმრავლესობა პრინციპში ერკვევა ამ სიტუაციებში და დანაშაული რომ სახეზეა ფაქტია.

ზურაბ
6

უნდა გამოიძიონ როგორ შექმნა ბანკი ხაზარაძემ ხალხის გაყვლეფის ხარჯზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით გასამართლებას ითხოვს

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით გასამართლებას ითხოვს

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით გასამართლდნენ.

ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, დგინდება, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმით ზარალი "თიბისი ბანკს“ მიადგა და შესაბამისად, დაზარალებული "თიბისი ბანკია“. პროკურორის მტკიცებით, ამის თაობაზე საქმეში ოფიციალური დოკუმენტიცაა წარმოდგენილი.

"შეგიძლიათ ნახოთ სხდომის ოქმები, ჩვენი საჯარო განცხადებები, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ აღნიშნული ქმედებით, კერძოდ, თაღლითობით ზიანი მიადგა “თიბისი ბანკს” და შესაბამისად, დაზარალებული არის “თიბისი ბანკი”. უბრალოდ, ეს არის ფორმალური საკითხი, ვინაიდან, თაღლითობის მუხლი იყო ხანდაზმული, არ მომხდარა დადგენილების გამოტანა დაზარალებულად ცნობის თაობაზე. ჩვენ ოფიციალური დოკუმენტიც გვაქვს წარმოდგენილი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე, სადაც ნამსჯელია, რომ თაღლითობა მომხდარია. აქ, საუბარია, ვის მიადგა ზიანი. შესაბამისად, ოფიციალური დოკუმენტიც საქმეში წარმოდგენილია. ამდენად, არასწორია დაცვის მხარის განმარტება, რომ თითქოს დოკუმენტები საქმეში არ არის. თავად, დაცვის მხარემაც გააჟღერა თავის დასკვნით სიტყვაში, რომ “თიბისი ბანკს” შეტანილი აქვს სარჩელი “მარტელო გრუპის” მიმართ და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. საუბარია თანხებზე, რომელიც სესხის სახით იყო ფორმალურად გაცემული. რაც შეეხება განაჩენს, ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს განაჩენი, რომლითაც სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლი შეცვალა თაღლითობით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები არასწორი შეფასება მისცა კვალიფიკაციის ნაწილში. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ კვალიფიკაციის შეცვლას იმ მხრივ, რომ ბრალდებულების მსჯავრდება მოხდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით”, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 იანვარს, 16:00 საათზე ჩანიშნა, სადაც შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.