პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერისგან უკუკავშირი მივიღე, მითხრეს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საჭიროა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, მხოლოდ ამ ორ ახალგაზრდაზე რატომ ვჩერდებით" - ნიკო კვარაცხელიას დედა
"პრემიერისგან უკუკავშირი მივიღე, მითხრეს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საჭიროა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, მხოლოდ ამ ორ ახალგაზრდაზე რატომ ვჩერდებით" - ნიკო კვარაცხელიას დედა

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან უკუ­კავ­ში­რი მი­ვი­ღე და მი­თხრეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლებ­ლად ისე წა­რი­მარ­თე­ბა, რო­გორც სა­ჭი­როა, მაგ­რამ ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, ამ­დენ ხანს, მხო­ლოდ ამ ორ ახალ­გაზ­რდა­ზე რა­ტომ ვჩერ­დე­ბით, რო­დე­საც ცხრა ტომ­ში არის უამ­რა­ვი სა­ხე­ლი და გვა­რი და ეს ახალ­გაზ­რდე­ბი დღეს, ქუ­ჩა­შიც და­დი­ან,- ამის შე­სა­ხებ ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დე­დამ, იზა ომა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, პრე­მი­ერ­მა ოჯახს თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­და, თუმ­ცა 9-ტო­მი­ა­ნი საქ­მე, რო­მე­ლიც მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბას მო­ი­ცავს, სის­რუ­ლე­ში უნდა იქ­ნას მოყ­ვა­ნი­ლი.

"ნი­კოს საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლია და ეს ხე­ლის­გულ­ზეა, მაგ­რამ ვი­ღა­ცამ გა­და­წყვი­ტა, რომ ეს ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც 9 ტომ­ში წე­რია, რა­ტომ­ღაც დე­დამ უნდა აღას­რუ­ლოს. ამას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შევ­ძლებ. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ ამ საქ­მის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ამას არ ვამ­ბობ, რად­გან ნიკო კვა­რა­ცხე­ლია ჩემი შვი­ლია. ეს ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს იტყვის, იტყვის იმას, თუ ვინ გა­მო­ი­ყე­ნა ეს ახალ­გაზ­რდე­ბი და ვინ და­უკ­ვე­თა მათ ნი­კოს მკვლე­ლო­ბა. ნიკო თა­ვის თა­ო­ბას არ მო­უკ­ლავს. ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან ეზედ­მე­ტა ჩემი ნი­ჭი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი შვი­ლი.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან უკუ­კავ­ში­რი მი­ვი­ღე და მი­თხრეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლებ­ლად ისე წა­რი­მარ­თე­ბა, რო­გორც სა­ჭი­როა, მაგ­რამ ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, ამ­დენ ხანს, მხო­ლოდ ამ ორ ახალ­გაზ­რდა­ზე რა­ტომ ვჩერ­დე­ბით, რო­დე­საც ცხრა ტომ­ში არის უამ­რა­ვი სა­ხე­ლი და გვა­რი და ეს ახალ­გაზ­რდე­ბი დღეს, ქუ­ჩა­შიც და­დი­ან, გარ­კვე­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ახა­ლი­სე­ბენ და პრი­ზებს გა­დას­ცე­მენ. პრე­მი­ერ­მა კი, თა­ნად­გო­მა გა­მოგ­ვი­ცხა­და, მაგ­რამ ვამ­ბობ, 9-ტო­მი­ა­ნი საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად სის­რუ­ლე­ში უნდა მი­ვი­დეს”, - აცხა­დებს იზა ომა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ვინ შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის უკან, კონ­კრე­ტულ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს ვერ იტყვის, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის 9 ტომ­შია.

"პირ­ველ რიგ­ში, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბად ვი­საც ვთვლი, ისი­ნი ხელს ადე­ბენ კა­ვე­ლა­ძეს და ჭე­ლი­ძეს. აყ­ვა­ნის პე­რი­ოდ­ში კი, კა­ვი­ლა­ძემ და ჭე­ლი­ძემ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, გვა­რებს და­ა­დეს ხელი. გა­ა­სა­ჯა­რო­ონ კა­ვე­ლა­ძის აყ­ვა­ნის კად­რე­ბი, მათ აქვთ ეს კად­რე­ბი. წყე­ნის პო­ლი­ცი­ე­ლებს ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვთ, თუ რას ყვი­რო­და და­კა­ვე­ბუ­ლი კა­ვი­ლა­ძე, შე­ში­ნე­ბუ­ლი რა გვა­რებს ასა­ხე­ლებ­და, წყნე­თის პო­ლი­ცი­ა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან”, - აცხა­დებს იზა ომა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნნინიკო
13

ქალბატონ იზას გამაგრებას და თავის სიმართლეში გამარჯვებას ვუსურვებთ. მარა პრემიერს სასამართლო ამბებს ვინ ეკითხება?

მარი
10

არაფერი არ შეიცვლება, სანამ ადამიანების ჰუმანურობაზე, პასუხისმგებლობაზე, კულტურაზე , შეგნებაზე და აღზრდაზე არ მოახდენთ გავლენას! რადგან ქართველი მთავრობაში როცა მოდის, იწყებს ოპოზიციის ან წინა მთავრობის დევნას, ტერორს, წამებას, კვლას და ამას,, კანონის წესით,, აკეთებს! ქოცია, ნაცია, ზვიადია ან ედიკა…. სულ ერთია! ეს ბუნებაა ქართველების. ყოფილ პრეხიდენტს( ცუდი იყო თუ კარგი) მხოლოდ ქართველები დაამიწებენ!

თქვენი ჯერიც მოვა- ქოცებო! მაგრამ ბიძინა შორს, ლამაზ ქვეყნებში იქნება წამოწოლილი საკუთარ პლიაჟზე! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პრემიერისგან უკუკავშირი მივიღე, მითხრეს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საჭიროა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, მხოლოდ ამ ორ ახალგაზრდაზე რატომ ვჩერდებით" - ნიკო კვარაცხელიას დედა

"პრემიერისგან უკუკავშირი მივიღე, მითხრეს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საჭიროა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, მხოლოდ ამ ორ ახალგაზრდაზე რატომ ვჩერდებით" - ნიკო კვარაცხელიას დედა

პრემიერ-მინისტრისგან უკუკავშირი მივიღე და მითხრეს, რომ ყველაფერი აუცილებლად ისე წარიმართება, როგორც საჭიროა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, ამდენ ხანს, მხოლოდ ამ ორ ახალგაზრდაზე რატომ ვჩერდებით, როდესაც ცხრა ტომში არის უამრავი სახელი და გვარი და ეს ახალგაზრდები დღეს, ქუჩაშიც დადიან,- ამის შესახებ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერმა ოჯახს თანადგომა გამოუცხადა, თუმცა 9-ტომიანი საქმე, რომელიც მისი შვილის მკვლელობას მოიცავს, სისრულეში უნდა იქნას მოყვანილი.

"ნიკოს საქმე გამოძიებულია და ეს ხელისგულზეა, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს ნაშრომი, რომელიც 9 ტომში წერია, რატომღაც დედამ უნდა აღასრულოს. ამას ვერანაირად ვერ შევძლებ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ საქმის სისრულეში მოყვანა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას არ ვამბობ, რადგან ნიკო კვარაცხელია ჩემი შვილია. ეს ძალიან ბევრ რამეს იტყვის, იტყვის იმას, თუ ვინ გამოიყენა ეს ახალგაზრდები და ვინ დაუკვეთა მათ ნიკოს მკვლელობა. ნიკო თავის თაობას არ მოუკლავს. ვიღაცას ძალიან ეზედმეტა ჩემი ნიჭიერი და ჭკვიანი შვილი.

პრემიერ-მინისტრისგან უკუკავშირი მივიღე და მითხრეს, რომ ყველაფერი აუცილებლად ისე წარიმართება, როგორც საჭიროა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, ამდენ ხანს, მხოლოდ ამ ორ ახალგაზრდაზე რატომ ვჩერდებით, როდესაც ცხრა ტომში არის უამრავი სახელი და გვარი და ეს ახალგაზრდები დღეს, ქუჩაშიც დადიან, გარკვეულ ღონისძიებებს ახალისებენ და პრიზებს გადასცემენ. პრემიერმა კი, თანადგომა გამოგვიცხადა, მაგრამ ვამბობ, 9-ტომიანი საქმე აუცილებლად სისრულეში უნდა მივიდეს”, - აცხადებს იზა ომაძე.

მისივე თქმით, ვინ შეიძლება იდგეს მისი შვილის მკვლელობის უკან, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ იტყვის, თუმცა კონკრეტული სახელები და გვარები კვარაცხელიას მკვლელობის 9 ტომშია.

"პირველ რიგში, თანამზრახველებად ვისაც ვთვლი, ისინი ხელს ადებენ კაველაძეს და ჭელიძეს. აყვანის პერიოდში კი, კავილაძემ და ჭელიძემ კონკრეტულ ადამიანებს, გვარებს დაადეს ხელი. გაასაჯაროონ კაველაძის აყვანის კადრები, მათ აქვთ ეს კადრები. წყენის პოლიციელებს ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რას ყვიროდა დაკავებული კავილაძე, შეშინებული რა გვარებს ასახელებდა, წყნეთის პოლიციაში ეს ყველაფერი იციან”, - აცხადებს იზა ომაძე.