პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ საკუთარი საფლავები გაათხრევინეს, შემდეგ კი დახვრიტეს" - "ვაგნერის" სასტიკი შურისძიება საკუთარ მებრძოლებზე: რას ჰყვება რუსი სამხედრო ტყვე?
"ჯერ საკუთარი საფლავები გაათხრევინეს, შემდეგ კი დახვრიტეს" - "ვაგნერის" სასტიკი შურისძიება საკუთარ მებრძოლებზე: რას ჰყვება რუსი სამხედრო ტყვე?

უკ­რა­ი­ნულ­მა Telegram-ის არ­ხებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ინ­ტერ­ვიუ კაც­თან, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ეც­ნო, რო­გორც რუსი სამ­ხედ­რო ტყვე, ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც ვაგ­ნე­რის PMC-მა და­ი­ქი­რა­ვა უკ­რა­ი­ნის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. ვი­დეო 12 დე­კემ­ბერს გა­მო­აქ­ვეყ­ნა ტე­ლეგ­რა­მის არ­ხმა „ნუ და­მე­ლო­დე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან“. აღ­ნიშ­ნუ­ლი არხი აქ­ვეყ­ნებს მო­ნა­ცე­მებს და­ღუ­პუ­ლი ან ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ.

ვი­დე­ოს აღ­წე­რა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ინ­ტერ­ვიუ აღე­ბუ­ლია ვი­ა­ჩეს­ლავ იზ­მა­ი­ლო­ვი­სა­გან, მეტ­სა­ხე­ლად "გო­ი­და". თუმ­ცა თა­ვად ვი­დე­ო­ში კაცი თავს ვლა­დის­ლა­ვად წარ­მოგ­ვიდ­გენს. ხალ­ხის კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა მან ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მა, იზ­მა­ი­ლო­ვი ამ­ბობს, რომ „სი­მარ­თლის თქმა უნ­დო­და“.

იზ­მა­ი­ლო­ვის თქმით, PMC Wagner-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი 27 სექ­ტემ­ბერს მი­ვი­და მათ­თან კო­ლო­ნი­ა­ში, სა­დაც ის რო­გორც პა­ტი­მა­რი სას­ჯელს იხ­დი­და. ბიზ­ნეს­მენ­მა „და­ი­წყო ხალ­ხის გა­და­ბი­რე­ბა...“

პა­ტი­მარ­მა თქვა, რომ მას შეს­თა­ვა­ზეს ექ­ვსთვი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი, შემ­დეგ კი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი სას­ჯე­ლის­გან სრუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. პა­ტიმ­რებს უთხრეს, რომ მათ 200 000 რუბლს გა­და­უხ­დიდ­ნენ და დაჰ­პირ­დნენ "მათ ოჯა­ხებს პრი­ვი­ლე­გი­ებს, ასე­ვე, უთხრეს, რომ გაგ­ზავ­ნიდ­ნენ საბ­რძოლ­ვე­ლად სან­გრებ­ში მე­ო­რე ფრონ­ტის ხაზ­ზე". იზ­მა­ი­ლო­ვის თქმით, მისი კო­ლო­ნი­ი­დან 300-მდე ადა­მი­ა­ნი და­თან­ხმდა ომში წას­ვლას.

რო­დე­საც ისი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვიდ­ნენ, "ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად აღ­მოჩ­ნდა", - ამ­ბობს იზ­მა­ი­ლო­ვი. კაცი ამ­ტკი­ცებს, რომ პა­ტიმ­რებ­მა ორ­კვი­რი­ა­ნი სას­წავ­ლო კურ­სი გა­ი­ა­რეს, რის შემ­დე­გაც ისი­ნი მა­შინ­ვე "გა­დას­ხეს თავ­დას­ხმა­ზე“ ლი­სი­ჩანსკის მახ­ლობ­ლად.

"ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა და­ბა­ლი იყო, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, პი­რი­ქით. ძა­ლი­ან ძნე­ლია ექ­ვსთვი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტის პე­რი­ოდ­ში ცო­ცხლად გა­დარ­ჩე, ”- თქვა იზ­მა­ი­ლოვ­მა.

კი­თხვა­ზე, სან­დოა თუ არა ინ­ფორ­მა­ცია ომი­დან უკან დაბ­რუ­ნე­ბულ ჯა­რის­კა­ცებს "ვაგ­ნე­რი" სიკ­ვდი­ლით სჯის, პა­ტი­მარ­მა უპა­სუ­ხა: "პირ­ველ თავ­დას­ხმა­ში მე ვი­ყა­ვი მე­ო­რე ჯგუფ­ში. ევა­კუ­ა­ცი­ის ჯგუ­ფი ჩემს წინ იყო. ორ მებ­რძოლს ძა­ლი­ან შე­ე­შინ­და, პირ­ვე­ლად იყ­ვნენ ომში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისი­ნი ბა­ზა­ზე მოკ­ლეს. ჯერ სა­კუ­თა­რი საფ­ლა­ვე­ბი გა­ა­თხრე­ვი­ნეს, შემ­დეგ კი უბ­რა­ლოდ, დახ­ვრი­ტეს და და­მარ­ხეს“.

ვი­დე­ოს და­სას­რულს იზ­მა­ი­ლოვ­მა თქვა, რომ და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სწო­რად არ არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. „ჩემს ოცე­ულ­ში 90 კაცი მყავ­და. ამ 90-დან მაქ­სი­მუმ 20 დარ­ჩა“, - გა­ნა­ცხა­და მან.

Верстка-ს გა­მო­ცე­მამ ვი­დე­ო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი პი­რის ვი­ნა­ო­ბა და­ა­დას­ტუ­რა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცნო­ბით, ეს არის 26 წლის სა­მა­რა­ში მცხოვ­რე­ბი ვლა­დის­ლავ იზ­მა­ი­ლო­ვი. გა­მო­ცე­მა­ში არ წე­რია, რო­მელ კო­ლო­ნი­ა­ში მო­ი­ხა­და სას­ჯე­ლი.

იზ­მა­ი­ლო­ვის მე­გო­ბარ­მა გა­მო­ცე­მას და­უ­დას­ტუ­რა, რომ ვი­დე­ო­ზე მისი მე­გო­ბა­რია, რო­მე­ლიც კო­ლო­ნი­ა­ში იხ­დი­და სას­ჯელს. „ის კო­ლო­ნი­ა­ში იყო, ბო­ლოს ივ­ლის­ში ვე­სა­უბ­რე მას. თუ არ ვცდე­ბი, ქურ­დო­ბის­თვის და­ი­ჭი­რეს ცი­ხე­ში. მშობ­ლე­ბი არ ჰყავს, მხო­ლოდ ბე­ბია ჰყავს. მას ორი შვი­ლიც ჰყავს, ცოლს გა­შო­რე­ბუ­ლია“, - თქვა მან.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ 2017 წელს მე­გობ­რის გა­ძარ­ცვი­სა და მან­ქა­ნის ქურ­დო­ბის­თვის მი­ე­სა­ჯა ერთი წლით და რვა თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რის შეყ­ვა­რე­ბუ­ლის თქმით, მან კო­ლო­ნი­ა­ში მო­ი­ხა­და სას­ჯე­ლი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისევ ცი­ხე­ში დაბ­რუნ­და, ოღონდ სხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის.

იზ­მა­ი­ლო­ვის ბე­ბი­ის თქმით, აგ­ვის­ტო­ში მათი ბოლო სა­უბ­რი­სას, შვი­ლიშ­ვილ­მა თქვა, რომ "უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვი­დო­და, თუ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და".

იმ ფაქ­ტზე, რომ რუს ტყვე­ებს უკ­რა­ი­ნის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად რეკ­რუ­ტი­რე­ბა უტარ­დე­ბათ, მე­დია ხში­რად წერს.

ნო­ემ­ბერ­ში მე­დი­ა­ზო­ნამ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმა­ზე, რომ სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში რუ­სე­თის გა­მო­სას­წო­რე­ბელ კო­ლო­ნი­ებ­ში პა­ტი­მარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 23 000 ადა­მი­ა­ნით შემ­ცირ­და. პუბ­ლი­კა­ცია ამ შემ­ცი­რე­ბას უკავ­ში­რებ­და ვაგ­ნე­რის PMC-ის მიერ პა­ტიმ­რე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის ფაქ­ტებს.

იზ­მა­ი­ლო­ვი არ არის პირ­ვე­ლი ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც და­ი­ქი­რა­ვა ვაგ­ნე­რის PMC-მა და და­თან­ხმდა ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მას უკ­რა­ი­ნის ტყვე­ო­ბა­ში. სექ­ტემ­ბერ­ში, ყო­ფილ­მა პა­ტი­მარ­მა IK-3-დან რი­ა­ზა­ნის რე­გი­ონ­ში, ევ­გე­ნი ნუ­ჟინ­მა ჟურ­ნა­ლისტ იური ბუ­ტუსოვს გა­ნუ­ცხა­და, თუ რო­გორ მოხ­ვდა ომში და რა მოხ­და ფრონტზე.

ნო­ემ­ბერ­ში, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ნუ­ჟი­ნის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის ვი­დეო, რო­მე­ლიც და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი იყო, რო­გორც "მო­ღა­ლა­ტის სას­ჯე­ლი". მა­შინ ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ს სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი შე­საძ­ლოა მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ნუ­ჟი­ნის გა­ტა­ცე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბა­ში. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფის­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­თან­ხმდა რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლის ფარ­გლებ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ობიექტური
1

ამხელი ერი, ამხელა რესურსებით და რაოდენ ტვინგამორეცხილები არიან ვერ ააწყვეს იმპერიალისტურმა ვნებებმა დააჩაჩანაკა! სახელმწიფო სადაც ხალხი გაუბედურებული და გამათხოვრებული ყავთ. რუსული "გლუბინკა" შიმშილობს.. უნიტაზი უკვირთ და ოქროსფერი ჩანგლები ... ოქრო გონოთ!!! ილოცონ რომ უკრაინამ დაამარცხოს რუსეთი.. იქნებ რაღაც გამოუსწორდეთ მაგ გაუბედურებულ მონებს....

შეწუხებული
1

რა დაემართა ამ ერს , რამ გაამხეცა.. ნუთუ არ შეიძლება ომი პირობებშიც კანონს დაემორჩილო და ისევ სტალინის დროს რომ იყო ეგრე.წ. "დამსჯელი ბატალიონები" იგივე არ გააკეთო. ეს კადიროვი როგორ მოირგეს, როგორ მოწონთ. და აქ უკრაინაზე ღლიცინობს ზოგიერთი!! დააკვირდით რუსების ბრძოლის ფორმას ეს რის სრული უკონტროლობა და სიმხეცე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჯერ საკუთარი საფლავები გაათხრევინეს, შემდეგ კი დახვრიტეს" - "ვაგნერის" სასტიკი შურისძიება საკუთარ მებრძოლებზე: რას ჰყვება რუსი სამხედრო ტყვე?

"ჯერ საკუთარი საფლავები გაათხრევინეს, შემდეგ კი დახვრიტეს" - "ვაგნერის" სასტიკი შურისძიება საკუთარ მებრძოლებზე: რას ჰყვება რუსი სამხედრო ტყვე?

უკრაინულმა Telegram-ის არხებმა გამოაქვეყნეს ინტერვიუ კაცთან, რომელიც საზოგადოებას გაეცნო, როგორც რუსი სამხედრო ტყვე, ყოფილი პატიმარი, რომელიც ვაგნერის PMC-მა დაიქირავა უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად. ვიდეო 12 დეკემბერს გამოაქვეყნა ტელეგრამის არხმა „ნუ დამელოდები უკრაინიდან“. აღნიშნული არხი აქვეყნებს მონაცემებს დაღუპული ან ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების შესახებ.

ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ ინტერვიუ აღებულია ვიაჩესლავ იზმაილოვისაგან, მეტსახელად "გოიდა". თუმცა თავად ვიდეოში კაცი თავს ვლადისლავად წარმოგვიდგენს. ხალხის კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მან ინტერვიუს მიცემა, იზმაილოვი ამბობს, რომ „სიმართლის თქმა უნდოდა“.

იზმაილოვის თქმით, PMC Wagner-ის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი 27 სექტემბერს მივიდა მათთან კოლონიაში, სადაც ის როგორც პატიმარი სასჯელს იხდიდა. ბიზნესმენმა „დაიწყო ხალხის გადაბირება...“

პატიმარმა თქვა, რომ მას შესთავაზეს ექვსთვიანი კონტრაქტი, შემდეგ კი სისხლისსამართლებრივი სასჯელისგან სრული გათავისუფლება. პატიმრებს უთხრეს, რომ მათ 200 000 რუბლს გადაუხდიდნენ და დაჰპირდნენ "მათ ოჯახებს პრივილეგიებს, ასევე, უთხრეს, რომ გაგზავნიდნენ საბრძოლველად სანგრებში მეორე ფრონტის ხაზზე". იზმაილოვის თქმით, მისი კოლონიიდან 300-მდე ადამიანი დათანხმდა ომში წასვლას.

როდესაც ისინი უკრაინაში ჩავიდნენ, "ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა", - ამბობს იზმაილოვი. კაცი ამტკიცებს, რომ პატიმრებმა ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს, რის შემდეგაც ისინი მაშინვე "გადასხეს თავდასხმაზე“ ლისიჩანსკის მახლობლად.

"ისინი ამბობდნენ, რომ სიკვდილიანობა დაბალი იყო, მაგრამ სინამდვილეში, პირიქით. ძალიან ძნელია ექვსთვიანი კონტრაქტის პერიოდში ცოცხლად გადარჩე, ”- თქვა იზმაილოვმა.

კითხვაზე, სანდოა თუ არა ინფორმაცია ომიდან უკან დაბრუნებულ ჯარისკაცებს "ვაგნერი" სიკვდილით სჯის, პატიმარმა უპასუხა: "პირველ თავდასხმაში მე ვიყავი მეორე ჯგუფში. ევაკუაციის ჯგუფი ჩემს წინ იყო. ორ მებრძოლს ძალიან შეეშინდა, პირველად იყვნენ ომში. მოგვიანებით ისინი ბაზაზე მოკლეს. ჯერ საკუთარი საფლავები გაათხრევინეს, შემდეგ კი უბრალოდ, დახვრიტეს და დამარხეს“.

ვიდეოს დასასრულს იზმაილოვმა თქვა, რომ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა სწორად არ არის შეფასებული. „ჩემს ოცეულში 90 კაცი მყავდა. ამ 90-დან მაქსიმუმ 20 დარჩა“, - განაცხადა მან.

Верстка-ს გამოცემამ ვიდეოზე გადაღებული პირის ვინაობა დაადასტურა. ჟურნალისტების ცნობით, ეს არის 26 წლის სამარაში მცხოვრები ვლადისლავ იზმაილოვი. გამოცემაში არ წერია, რომელ კოლონიაში მოიხადა სასჯელი.

იზმაილოვის მეგობარმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ვიდეოზე მისი მეგობარია, რომელიც კოლონიაში იხდიდა სასჯელს. „ის კოლონიაში იყო, ბოლოს ივლისში ვესაუბრე მას. თუ არ ვცდები, ქურდობისთვის დაიჭირეს ციხეში. მშობლები არ ჰყავს, მხოლოდ ბებია ჰყავს. მას ორი შვილიც ჰყავს, ცოლს გაშორებულია“, - თქვა მან.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 2017 წელს მეგობრის გაძარცვისა და მანქანის ქურდობისთვის მიესაჯა ერთი წლით და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა. ყოფილი პატიმრის შეყვარებულის თქმით, მან კოლონიაში მოიხადა სასჯელი, მაგრამ მოგვიანებით ისევ ციხეში დაბრუნდა, ოღონდ სხვა დანაშაულისთვის.

იზმაილოვის ბებიის თქმით, აგვისტოში მათი ბოლო საუბრისას, შვილიშვილმა თქვა, რომ "უკრაინაში წავიდოდა, თუ ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა".

იმ ფაქტზე, რომ რუს ტყვეებს უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად რეკრუტირება უტარდებათ, მედია ხშირად წერს.

ნოემბერში მედიაზონამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთის გამოსასწორებელ კოლონიებში პატიმართა რაოდენობა 23 000 ადამიანით შემცირდა. პუბლიკაცია ამ შემცირებას უკავშირებდა ვაგნერის PMC-ის მიერ პატიმრების დაქირავების ფაქტებს.

იზმაილოვი არ არის პირველი ყოფილი პატიმარი, რომელიც დაიქირავა ვაგნერის PMC-მა და დათანხმდა ინტერვიუს მიცემას უკრაინის ტყვეობაში. სექტემბერში, ყოფილმა პატიმარმა IK-3-დან რიაზანის რეგიონში, ევგენი ნუჟინმა ჟურნალისტ იური ბუტუსოვს განუცხადა, თუ როგორ მოხვდა ომში და რა მოხდა ფრონტზე.

ნოემბერში, მედიაში გავრცელდა ნუჟინის სასტიკი მკვლელობის ვიდეო, რომელიც დასათაურებული იყო, როგორც "მოღალატის სასჯელი". მაშინ ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები შესაძლოა მონაწილეობდნენ ნუჟინის გატაცებასა და მკვლელობაში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ყოფილი პატიმარი ნებაყოფლობით დათანხმდა რუსეთში დაბრუნებას პატიმრების გაცვლის ფარგლებში.

იხილეთ ასევე: