სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იძულებულები გავხდებით, რომ გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები" - რას ამბობს იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე?
"იძულებულები გავხდებით, რომ გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები" - რას ამბობს იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე?

რატი ბრე­გა­ძე სა­ა­კაშ­ვილ­ზე - ვერ ვხე­დავთ სრულ­ფა­სო­ვან მკურ­ნა­ლო­ბას და გარ­კვე­ულ სი­მუ­ლა­ცი­ებს აქვს ად­გი­ლი - თუ არ შე­წყდე­ბა სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი, რაც მიზ­ნად ისა­ხავს სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლას, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდე­ბით, გა­ვა­სა­ჯა­რო­ოთ გარ­კვე­უ­ლი კად­რე­ბი გარ­კვე­ულ სი­მუ­ლა­ცი­ებ­თან ნამ­დვი­ლად გვაქვს საქ­მე, ეს თა­მა­მად უნდა ვთქვათ, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, რატი ბრე­გა­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე სა­უბ­რი­სას "რუს­თა­ვი 2-თან“ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­სა­ბა­მის კი­თხვას.

რატი ბრეგ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

"მე ამ შემ­თხვე­ვა­ში არ ვსა­უბ­რობ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი, რა თქმა უნდა, არის და ამის შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც არის. ჩვენ აქამ­დე შეგ­ნე­ბუ­ლად ვი­კა­ვებ­დით თავს მსგავ­სი სა­უბ­რის­გან, ყო­ველ­თვის მო­ვუ­წო­დებ­დით მას, რომ და­მორ­ჩი­ლე­ბო­და ექი­მე­ბის თხოვ­ნას, ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა სრულ­ფა­სო­ვა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა, ხელი შე­ე­წყო რო­გორც მას, ასე­ვე მის გა­რე­მოც­ვა­საც მკურ­ნა­ლი ექი­მის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვერ ვხე­დავთ სრულ­ფა­სო­ვან მკურ­ნა­ლო­ბას და გარ­კვე­ულ სი­მუ­ლა­ცი­ებს აქვს ად­გი­ლი.

რატი ბრე­გა­ძის თქმით, თუ არ შე­წყდე­ბა სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლას, მა­შინ უწყე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლოს.

"რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ, ვამ­ბობთ რა­ი­მეს, მეც ვთქვი, რომ გარ­კვე­უ­ლი სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი შეგ­ვიძ­ლია ვი­ხი­ლოთ, რა თქმა უნდა, ამას აქვს თა­ვის დამ­დას­ტუ­რე­ბე­ლი მა­სა­ლა და ასე­თი არის, მათ შო­რის ვი­დე­ო­მა­სა­ლა, შე­მიძ­ლია, ეს და­გი­დას­ტუ­როთ.

ასე­ვე, გვაქვს გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ეს ადა­მი­ნი ხელს უშ­ლი­და მათ შო­რის ექი­მე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას და ასე­ვე ხელს უშ­ლი­და სა­სა­მარ­თლოს საქ­მი­ა­ნო­ბას. ჩვენ ძა­ლი­ან ვე­რი­დე­ბით ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბარს, მაგ­რამ თუკი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც ჰქვია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბა, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯი და [სა­ჭი­რო გახ­დე­ბა] იმის და­დას­ტუ­რე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ში არა­ვის აწა­მე­ბენ და სა­ქარ­თვე­ლოს­გან არ უნდა შე­იქ­მნას მტრის ხატი, თუ არ შე­წყდე­ბა ეს სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლას იმის­თვის, რომ მო­პო­ვე­ბუ­ლი იყოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვი გზე­ბის გა­რე­შე და გან­ხორ­ცი­ელ­დეს კონ­სტი­ტუ­ცი­ით აკ­რძა­ლუ­ლი ქმე­დე­ბა, ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდე­ბით სწო­რედ ამ ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გა­ვა­სა­ჯა­რო­ოთ გარ­კვე­უ­ლი კად­რე­ბი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ შე­წყდე­ბა სი­მუ­ლა­ცი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნათ­ლად და­ა­ნა­ხებს იმ ყვე­ლა­ფერს, რა­ზეც ახლა ვსა­უბ­რობთ“, - გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე ქართველი ვარ
0

თქვი თუ რამე გაქვს სათქმელი...ამოღერღე,გამოიტანე,გაასაჯაროე....იძულებული უნდა გახდე რომ სიმართლე თქვა? აი ეგაა ქოცური ლოგიკა ჭკუა ინტელექტი და პოლიტიკა...რუსულ საბჭოური ტაქტიკა...თითქოს რაღაცის გამო არ ამბობს სიმართლეს. რამე სათქმელი გქონდეთ და აქამდე გაჩერდებოდით???

მოქალაქე
0

ნუ გადააყოლეთ ქართველი ერი მიშას ისტერიკებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"იძულებულები გავხდებით, რომ გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები" - რას ამბობს იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე?

"იძულებულები გავხდებით, რომ გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები" - რას ამბობს იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე?

რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი - თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რაც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები გარკვეულ სიმულაციებთან ნამდვილად გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას "რუსთავი 2-თან“ განაცხადა, როდესაც უპასუხა შესაბამის კითხვას.

რატი ბრეგვაძის განცხადებით, არსებობს სიმულაციური ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

"მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა გარკვეული სიმულაციები, რა თქმა უნდა, არის და ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არის. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას, რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო როგორც მას, ასევე მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი.

რატი ბრეგაძის თქმით, თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, მაშინ უწყება იძულებული გახდება გარკვეული კადრები გაავრცელოს.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვამბობთ რაიმეს, მეც ვთქვი, რომ გარკვეული სიმულაციები შეგვიძლია ვიხილოთ, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავის დამდასტურებელი მასალა და ასეთი არის, მათ შორის ვიდეომასალა, შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ.

ასევე, გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ეს ადამინი ხელს უშლიდა მათ შორის ექიმების საქმიანობას და ასევე ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას. ჩვენ ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუკი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის და სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და [საჭირო გახდება] იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება, სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, ჩვენ იძულებულები გავხდებით სწორედ ამ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რომ გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები და ეს საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმ ყველაფერს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.