პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურქეთში სამკურნალოდ ერთად ვიყავით... გადარჩენის იმედი ბოლომდე არ დაუკარგავს, მაგრამ ავმა სენმა მაინც იმსხვერპლა" - რას ჰყვება ერეკლე საღლიანი ნორა კვიციანზე?
"თურქეთში სამკურნალოდ ერთად ვიყავით... გადარჩენის იმედი ბოლომდე არ დაუკარგავს, მაგრამ ავმა სენმა მაინც იმსხვერპლა" - რას ჰყვება ერეკლე საღლიანი ნორა კვიციანზე?

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მწე­რა­ლი, პო­ე­ტი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე - ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნი სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მას თურ­ქმა მე­დი­კო­სებ­მა დი­აგ­ნო­ზი - ესენ­ცი­უ­რი ტრე­მო­რი და­უს­ვეს და ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და... სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს - ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნი თავს ჯან­მრთე­ლად გრძნობს და "კვი­რის პა­ლიტ­რას"ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ზეც დაგ­ვთან­ხმდა...

- ბა­ტო­ნო ერეკ­ლე, რით და­ი­წყო თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც შემ­დეგ მკვეთ­რად გარ­თულ­და...

- ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად ხელი იმ­დე­ნად ძლი­ე­რად მი­კან­კა­ლებ­და, წე­რაც მი­ჭირ­და...ბა­თუმ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და იქ ჩვენ­მა საყ­ვა­რელ­მა მსა­ხი­ობ­მა - ზუ­რაბ ცინ­ცქი­ლა­ძემ (სხვაგ­ვა­რად - მევ­ლუდ­მა) ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ ნახა, ბა­თუ­მის კლი­ნი­კა­ში, ქალ­ბა­ტონ ნანა სა­რიშ­ვილ­თან მი­მიყ­ვა­ნა... ამ კლი­ნი­კას კავ­ში­რი ქა­ლაქ სამ­სუნ­ში მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან აქვს. ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ მი­თხრა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო იქ წას­ვლა და ოპე­რა­ცია. ოპე­რა­ცი­ის­თვის კი ჯე­რო­ვა­ნი თან­ხა იყო სა­ჭი­რო...

დიდი მად­ლო­ბა მინ­და მო­ვახ­სე­ნო მე­რი­ას, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, კულ­ტუ­რის, ძეგლ­თა დაც­ვი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს... ჩემი პირ­ვე­ლი მხარ­დამ­ჭე­რი მე­უ­ფე გი­ორ­გი ჯამ­ბე­ლი­ა­ნი იყო (მარ­ნე­ულ-ხუ­ჯა­ბის ეპის­კო­პო­სი)... მან სთხო­ვა ყვე­ლას, ვი­საც კი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, სა­ჭი­რო სახ­სრე­ბი გა­ე­ღოთ... რო­დე­საც სა­ო­პე­რა­ციო თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო, აქ უკვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი როლი ითა­მა­შეს პრო­ფე­სორ­მა ზვი­ად კვი­ცი­ან­მა და მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა - მა­რიმ... პირ­და­პირ და­დეს ან­გა­რი­ში, რომ ხალ­ხს ფული გად­მო­ე­რი­ცხა, ვი­საც რამ­დე­ნი ჰქონ­და. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გვერ­დით და­მიდ­გა! მეტ სა­მად­ლო­ბელს ახლა უკვე ახა­ლი ლექ­სე­ბით ვიხ­დი - მალე ჩემი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი გა­მო­ვა, სა­დაც ერთი ლექ­სიც არ იქ­ნე­ბა ძვე­ლი...

ქალ­ბა­ტონ­მა ნანა სა­რიშ­ვილ­მა, თეკ­ლა კუ­ხა­ლე­იშ­ვილ­მა, შო­რე­ნა გვაგ­ვი­ლა­ვამ უდი­დე­სი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს ჩემ მი­მართ... რა თქმა უნდა, ჩემ­მა პი­რად­მა ექიმ­მა - ენის ქურ­დან ოღ­ლუმ... ეს ექი­მი სამ­სუნ­ში გახ­ლდათ და ვე­ხუმ­რე­ბო­დი, შენ ქურ­დი­ა­ნი ხარ-მეთ­ქი... გა­ი­ცი­ნა და მი­თხრა, ეგ მთლად ტყუ­ი­ლი არ არის, რად­გან ჩემი პა­პის მამა გურ­ჯის­ტა­ნი­დან გახ­ლდათ წა­მო­სუ­ლიო... სამ­სუ­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თან მყვე­ბოდ­ნენ. პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბი, ექთ­ნე­ბი სა­ო­ცარ სით­ბოს იჩენ­დნენ. მათ ვერ ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, რად­გან ენა არ მეს­მო­და და რომ მოვ­დი­ო­დი, ცხა­რე ცრემ­ლით ვტი­რო­დი, იმ­დე­ნად დიდი სით­ბო გა­მო­მა­ყო­ლეს იქე­დან.

- რამ­დენ ხანს იმ­ყო­ფე­ბო­დით თურ­ქეთ­ში?

- ათი დღე და ეს პე­რი­ო­დი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იყო, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი რომ მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო... არა­და, წე­რას იმ­დე­ნად ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, მა­შინ­დელ ნა­წერს რომ ვხე­დავ, გარ­ჩე­ვა თვი­თონ მი­ჭირს. ეს ავად­მყო­ფო­ბა მკვეთ­რად გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და სი­სუს­ტე­ში, ძლი­ე­რი თავ­ბრუს­ხვე­ვა მქონ­და, აღა­რაფ­რის უნა­რი... მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, რომ არა ზუ­რაბ ცინ­ცქი­ლა­ძე, არც ვი­ფიქ­რებ­დი, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რომ მი­მე­ხე­და.

პირ­ვე­ლად, თურ­ქეთ­ში ჩვენს უძ­ვირ­ფა­სეს - ნორა კვი­ცი­ან­თან ერ­თად ჩა­ვე­დი... სამ­წუ­ხა­როდ, ნორა გარ­და­იც­ვა­ლა, ჩემი უდი­დე­სი მწუ­ხა­რე­ბა მის ოჯახს და ყვე­ლას, ვინც ამ სა­ო­ცარ ადა­მი­ანს იც­ნობ­და... იგი ბო­ლოს მო­ნაზვნად აღიკ­ვე­ცა და უფ­ლის სამ­სა­ხურ­ში გან­ლია დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი.

- ახ­ლოს იც­ნობ­დით?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია! ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი ვართ... ნო­რას მე­უღ­ლე დე­და­ჩე­მის დე­დუ­ლე­თი­და­ნაა... ისე ყო­ჩა­ღად, მხნედ იყო, სიკ­ვდილს პირ­და­პირ შე­ე­გე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

წამებული ქალბატონი უფალმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი. 

-----------
0

მართლაც ნაწამები და ტანჯული, ძალიან დიდი ადამინი უნდა იყო რომ მონაზვნად აღიკვეცო!!! საეროში იმედგაცრუებული!!

ავტორი:

"თურქეთში სამკურნალოდ ერთად ვიყავით... გადარჩენის იმედი ბოლომდე არ დაუკარგავს, მაგრამ ავმა სენმა მაინც იმსხვერპლა" - რას ჰყვება ერეკლე საღლიანი ნორა კვიციანზე?

"თურქეთში სამკურნალოდ ერთად ვიყავით... გადარჩენის იმედი ბოლომდე არ დაუკარგავს, მაგრამ ავმა სენმა მაინც იმსხვერპლა" - რას ჰყვება ერეკლე საღლიანი ნორა კვიციანზე?

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე - ერეკლე საღლიანი სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მას თურქმა მედიკოსებმა დიაგნოზი - ესენციური ტრემორი დაუსვეს და ოპერაცია ჩაუტარდა... საბედნიეროდ, დღეს - ერეკლე საღლიანი თავს ჯანმრთელად გრძნობს და "კვირის პალიტრას" ვრცელ ინტერვიუზეც დაგვთანხმდა...

- ბატონო ერეკლე, რით დაიწყო თქვენი ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც შემდეგ მკვეთრად გართულდა...

- ავადმყოფობის შედეგად ხელი იმდენად ძლიერად მიკანკალებდა, წერაც მიჭირდა...ბათუმში ვიმყოფებოდი და იქ ჩვენმა საყვარელმა მსახიობმა - ზურაბ ცინცქილაძემ (სხვაგვარად - მევლუდმა) ჩემი მდგომარეობა რომ ნახა, ბათუმის კლინიკაში, ქალბატონ ნანა სარიშვილთან მიმიყვანა... ამ კლინიკას კავშირი ქალაქ სამსუნში მდებარე საავადმყოფოსთან აქვს. ქალბატონმა ნანამ მითხრა, რომ აუცილებელი იყო იქ წასვლა და ოპერაცია. ოპერაციისთვის კი ჯეროვანი თანხა იყო საჭირო...

დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამინისტროს... ჩემი პირველი მხარდამჭერი მეუფე გიორგი ჯამბელიანი იყო (მარნეულ-ხუჯაბის ეპისკოპოსი)... მან სთხოვა ყველას, ვისაც კი საშუალება აქვს, საჭირო სახსრები გაეღოთ... როდესაც საოპერაციო თანხის შეგროვება დაიწყო, აქ უკვე განსაკუთრებულად დიდი როლი ითამაშეს პროფესორმა ზვიად კვიციანმა და მისმა ქალიშვილმა - მარიმ... პირდაპირ დადეს ანგარიში, რომ ხალხს ფული გადმოერიცხა, ვისაც რამდენი ჰქონდა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით დამიდგა! მეტ სამადლობელს ახლა უკვე ახალი ლექსებით ვიხდი - მალე ჩემი ლექსების კრებული გამოვა, სადაც ერთი ლექსიც არ იქნება ძველი...

ქალბატონმა ნანა სარიშვილმა, თეკლა კუხალეიშვილმა, შორენა გვაგვილავამ უდიდესი ყურადღება გამოიჩინეს ჩემ მიმართ... რა თქმა უნდა, ჩემმა პირადმა ექიმმა - ენის ქურდან ოღლუმ... ეს ექიმი სამსუნში გახლდათ და ვეხუმრებოდი, შენ ქურდიანი ხარ-მეთქი... გაიცინა და მითხრა, ეგ მთლად ტყუილი არ არის, რადგან ჩემი პაპის მამა გურჯისტანიდან გახლდათ წამოსულიო... სამსუნის საავადმყოფოში თან მყვებოდნენ. პატარა გოგონები, ექთნები საოცარ სითბოს იჩენდნენ. მათ ვერ ვესაუბრებოდი, რადგან ენა არ მესმოდა და რომ მოვდიოდი, ცხარე ცრემლით ვტიროდი, იმდენად დიდი სითბო გამომაყოლეს იქედან.

- რამდენ ხანს იმყოფებოდით თურქეთში?

- ათი დღე და ეს პერიოდი სრულიად საკმარისი იყო, ჯანმრთელობის პრობლემები რომ მოგვარებულიყო... არადა, წერას იმდენად ვერ ვახერხებდი, მაშინდელ ნაწერს რომ ვხედავ, გარჩევა თვითონ მიჭირს. ეს ავადმყოფობა მკვეთრად გამოიხატებოდა სისუსტეში, ძლიერი თავბრუსხვევა მქონდა, აღარაფრის უნარი... მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ არა ზურაბ ცინცქილაძე, არც ვიფიქრებდი, ჯანმრთელობისთვის რომ მიმეხედა.

პირველად, თურქეთში ჩვენს უძვირფასეს - ნორა კვიციანთან ერთად ჩავედი... სამწუხაროდ, ნორა გარდაიცვალა, ჩემი უდიდესი მწუხარება მის ოჯახს და ყველას, ვინც ამ საოცარ ადამიანს იცნობდა... იგი ბოლოს მონაზვნად აღიკვეცა და უფლის სამსახურში განლია დარჩენილი დღეები.

- ახლოს იცნობდით?

- რასაკვირველია! ნათესავები, ახლობლები ვართ... ნორას მეუღლე დედაჩემის დედულეთიდანაა... ისე ყოჩაღად, მხნედ იყო, სიკვდილს პირდაპირ შეეგება...წაიკითხეთ სრულად

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"