სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"400 დღეა ერთი კაცის სიკვდილზე საუბრობთ, გაანებეთ ამ კაცს თავი - თქვენი პარტია და სიკვდილი საუკეთესო მეგობრები ხართ" - კობახიძე ჟურნალიტს
"400 დღეა ერთი კაცის სიკვდილზე საუბრობთ, გაანებეთ ამ კაცს თავი - თქვენი პარტია და სიკვდილი საუკეთესო მეგობრები ხართ" - კობახიძე ჟურნალიტს

400 დღეა ერთი კა­ცის სიკ­ვდილ­ზე სა­უბ­რობთ. გა­ა­ნე­ბეთ ამ კაცს თავი - თქვე­ნი პარ­ტია ["ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“] და სიკ­ვდი­ლი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ხართ, - ასე მი­მარ­თა ჟურ­ნა­ლის­ტებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ გან­მარ­ტა, რა­ტომ შე­წყვი­ტა მმარ­თველ­მა გუნ­დმა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს თემა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც არ აინ­ტე­რე­სებს და კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა გას­ცენ.

"გირ­ჩევთ, ეს აბ­სურ­დუ­ლი ტერ­მი­ნე­ბი ლექ­სი­კი­დან ამო­ი­ღოთ. არ ვარ­გა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ასე სა­უ­ბა­რი. 400 დღე არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილ­ზე ისა­უბ­როთ, სირ­ცხვი­ლია. 400 დღეა ერთი კა­ცის სიკ­ვდილ­ზე სა­უბ­რობთ, გა­ა­ნე­ბეთ ამ კაცს თავი. თქვე­ნი პარ­ტია და სიკ­ვდი­ლი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ხართ. სიკ­ვდილ­ზე აგებთ კამ­პა­ნი­ას. არ შე­იძ­ლე­ბა ასე. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას უყუ­რებს და ამი­ტო­მაა თქვე­ნი რე­ი­ტინ­გი და­ცე­მუ­ლი. ყვე­ლა პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის რე­ი­ტინ­გი და­ცე­მუ­ლია იმი­ტომ, რომ სულ სიკ­ვდილ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა ესა­უბ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. თქვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც და­ღა­ლეთ“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თე­მის პო­ლი­ტი­ზე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

"არ შე­იძ­ლე­ბა ამის პო­ლი­ტი­ზე­ბა. ეს აწყობს იმ ხალ­ხს, ვინც პა­ტივს არ სცემს სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბას. ჩვენ რა­ღაც მო­მენ­ტში ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხი გაგ­ვე­ცა კამ­პა­ნი­ებ­ზე, მაგ­რამ აღა­რაა სა­ჭი­რო. არც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს და არც არის სწო­რი, რომ მუდ­მი­ვად ამ თე­მის პო­ლე­მი­კა­ში ვი­ყოთ. ვი­საც ამ თე­მის პო­ლი­ტი­ზე­ბა სურს, სცა­დონ ცალ­მხრი­ვად, ჩვენ ამა­ში ვერ შევ­ყვე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

გარ­და ამი­სა, კო­ბა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა კი­თხვას ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ გა­მარ­თუ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ და გა­ნა­ცხა­და, რომ "არც ეს თემა და არც ეს კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო არ არი­ან“.

"სა­ინ­ტე­რე­სოა სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი. ყვე­ლა ამით უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს - სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბით და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კერ­ძო, სუ­ბი­ექ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი თავს არ უნდა მო­ახ­ვი­ონ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
3

კობბახიძე გაიხარე მაგარი კაცი ხარ.მაგრამ ჯობია ნაცებმა ეგრე გააგრძელონ რომ ბოლომდე განადგურდნენ.ეგ იქნება კანონზომიერი.

რიტა
17

და ეს სხვაზე ამბობს (პოლარიაზიაც ახდენენო),როცა თვითონ სკდება ბოღმით და სიძულვილით

ავტორი:

"400 დღეა ერთი კაცის სიკვდილზე საუბრობთ, გაანებეთ ამ კაცს თავი - თქვენი პარტია და სიკვდილი საუკეთესო მეგობრები ხართ" - კობახიძე ჟურნალიტს

"400 დღეა ერთი კაცის სიკვდილზე საუბრობთ, გაანებეთ ამ კაცს თავი - თქვენი პარტია და სიკვდილი საუკეთესო მეგობრები ხართ" - კობახიძე ჟურნალიტს

400 დღეა ერთი კაცის სიკვდილზე საუბრობთ. გაანებეთ ამ კაცს თავი - თქვენი პარტია ["ნაციონალური მოძრაობა“] და სიკვდილი საუკეთესო მეგობრები ხართ, - ასე მიმართა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ შეწყვიტა მმართველმა გუნდმა სააკაშვილის საკითხზე კომენტარების გაკეთება და განაცხადა, რომ ეს თემა საზოგადოებასაც არ აინტერესებს და კითხვებზე პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცენ.

"გირჩევთ, ეს აბსურდული ტერმინები ლექსიკიდან ამოიღოთ. არ ვარგა ამ ყველაფერზე ასე საუბარი. 400 დღე არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ისაუბროთ, სირცხვილია. 400 დღეა ერთი კაცის სიკვდილზე საუბრობთ, გაანებეთ ამ კაცს თავი. თქვენი პარტია და სიკვდილი საუკეთესო მეგობრები ხართ. სიკვდილზე აგებთ კამპანიას. არ შეიძლება ასე. საზოგადოება ამას უყურებს და ამიტომაა თქვენი რეიტინგი დაცემული. ყველა პარტიული ტელევიზიის რეიტინგი დაცემულია იმიტომ, რომ სულ სიკვდილზე არ შეიძლება ესაუბრო საზოგადოებას. თქვენი მხარდამჭერებიც დაღალეთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თემის პოლიტიზება არ შეიძლება.

"არ შეიძლება ამის პოლიტიზება. ეს აწყობს იმ ხალხს, ვინც პატივს არ სცემს სამართლის უზენაესობას. ჩვენ რაღაც მომენტში ვალდებული ვიყავით პოლიტიკური პასუხი გაგვეცა კამპანიებზე, მაგრამ აღარაა საჭირო. არც საზოგადოების ინტერესი არსებობს და არც არის სწორი, რომ მუდმივად ამ თემის პოლემიკაში ვიყოთ. ვისაც ამ თემის პოლიტიზება სურს, სცადონ ცალმხრივად, ჩვენ ამაში ვერ შევყვებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა კითხვას ევროპარლამენტში სააკაშვილის ოჯახის წევრების მიერ გამართული პრესკონფერენციის შესახებ და განაცხადა, რომ "არც ეს თემა და არც ეს კონკრეტული ადამიანები საინტერესო არ არიან“.

"საინტერესოა სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ყველა ამით უნდა დაინტერესდეს - სამართლის უზენაესობით, ადამიანის უფლებებით და ქართულ საზოგადოებას კერძო, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები თავს არ უნდა მოახვიონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.