სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქვს საკუთარი კომპანია, ორ შვილს ვზრდით" - წლების წინ საქართველოდან წასული სოფო ბარნოვისა და სამორი ბალდეს ამერიკული ცხოვრება: რას საქმიანობს წყვილი შტატებში?
"მაქვს საკუთარი კომპანია, ორ შვილს ვზრდით" - წლების წინ საქართველოდან წასული სოფო ბარნოვისა და სამორი ბალდეს ამერიკული ცხოვრება: რას საქმიანობს წყვილი შტატებში?

7 წლის წინ, სა­მო­რი ბალ­დემ და სოფო ბარ­ნოვ­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტეს, მა­შინ ჯერ კი­დევ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ... შტა­ტებ­ში 2015 წელს გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად და 2016 წელს მათი პირ­ვე­ლი შვი­ლი და­ი­ბა­და. სოფო ამ­ბობს, რომ შტა­ტებ­ში ცხოვ­რე­ბი­სას ყვე­ლა­ზე მე­ტად ახ­ლობ­ლე­ბი ენატ­რე­ბათ, თუმ­ცა ცოლ-ქმა­რი თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და ორ ბავ­შვს ზრდი­ან...

- სოფო, სა­ქარ­თვე­ლო­დან შტა­ტებ­ში გა­დას­ვლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წლე­ბის წინ მი­ი­ღეთ, რა­ტომ ამე­რი­კა და არა თუნ­დაც ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა?

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 7 წლის წინ მი­ვი­ღეთ, 2013 წლის ზა­ფხულ­ში ჩემი მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე თვით იყო ჩა­მო­სუ­ლი ნიუ-იორკში, რო­გორც ტუ­რის­ტი, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ეს ქა­ლა­ქი, მა­შინ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. რო­დე­საც დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­მომ­თა­ვა­ზა რომ ერ­თად წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. იმ პე­რი­ოდ­ში, აქ­ტი­უ­რად ვფიქ­რობ­დი სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას იტა­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ რომ­ში, ზა­ფხულ­ში სას­წავ­ლო პროგ­რა­მით წა­სუ­ლიც ვი­ყა­ვი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ამე­რი­კა­ში დრო­ე­ბით გად­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ.

- რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შეგ­ხვდათ პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­გორ აუ­ღეთ ალღო ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტმს?

- სირ­თუ­ლე­ე­ბი რო­გორც უცხო ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სულ ხალ­ხს, რა თქმა უნდა, ჩვენც შეგ­ვხვდა, ბევ­რს არა­ვის ვიც­ნობ­დით და უამ­რავ სა­კი­თხში გარ­კვე­ვა თა­ვად მოგ­ვიხ­და, მაგ­რამ ენის ბა­რი­ე­რი არც ერთს გვქო­ნია, რა­მაც ჩვე­ნი აქ ყოფ­ნა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­ა­ად­ვი­ლა.

- თქვენ ხე­ლო­ვა­ნი ხართ, არა­ერ­თი გა­მო­ფე­ნა გქონ­დათ, ვინ და­გეხ­მა­რათ, რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ, რომ თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი ამე­რი­კე­ლე­ბამ­დე მი­გე­ტა­ნათ?

- ჩემს პირ­ველ გა­მო­ფე­ნებს ჯგუ­ფუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ ჩემი მე­გობ­რე­ბიც, შემ­დგომ უკვე, თა­ვად და­ვამ­ყა­რე ად­გი­ლობ­რივ გა­ლე­რის­ტებ­თან საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტი, და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა­მებრ მი­კავ­შირ­დე­ბი­ან.

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ, რო­გო­რია თქვე­ნი ერთი დღე?

- ბოლო 6 წე­ლია დე­კო­რა­ტი­უ­ლი არ­ტის სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ, მაქვს სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია, ვა­კე­თებთ კერ­ძო შეკ­ვე­თებს, რაც სხვა­დასსხვა კომ­პო­ზი­ცი­უ­რი თუ ფაქ­ტუ­რუ­ლი დი­ზა­ი­ნის შექ­მნას მო­ი­თხოვს ინ­ტე­რი­ე­რის­თვის.

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტი­ვი არ არის შვი­ლის გაზ­რდა, თუმ­ცა მშობ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ემიგ­რა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სწო­რედ შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის გამო იღებს... თქვენ თუ გქონ­დათ სირ­თუ­ლე­ე­ბი?

- ნამ­დვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი შვი­ლე­ბის უცხო ქვე­ყა­ნა­ში გაზ­რდა, რო­გორც ყვე­ლა მშო­ბე­ლის­თვის, ჩემ­თვი­საც ბავ­შვე­ბი უპირ­ვე­ლე­სია, რაც გვაძ­ლევს ძა­ლას, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლეს გა­უმკლავ­დეთ.

- შვი­ლებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, რამ­დე­ნი წლის არი­ან და რამ­დე­ნად გრჩე­ბათ დრო ოჯა­ხის­თვის?

- ბიჭი და გოგო გვყავს, დე­მი­ე­ნი 6 წლის არის, მია 2 წლის. დროს ბავ­შვე­ბის­თვის ყო­ველ­თვის ვნა­ხუ­ლობ, პრი­ო­რი­ტე­ტი ჩემ­თვის ოჯა­ხია, შემ­დეგ საყ­ვა­რე­ლი საქ­მე და და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი.

- მე­უღ­ლე­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, რას საქ­მი­ა­ნობს ახლა სა­მო­რი?

- სა­მო­რიც დე­კო­რა­ტი­უ­ლი არ­ტის სფე­რო­შია ჩარ­თუ­ლი, არა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, არა­მედ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კუ­თხით, საკ­მა­ოდ რთუ­ლი სფე­როა, რაც ბევრ სხვა ისეთ უნა­რებს მო­ი­თხოვს, რაც სა­მო­რის გა­აჩ­ნია. ასე­ვე, აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დია და პე­რი­ო­დუ­ლად მუ­შა­ობს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას თუ ახერ­ხებთ ხოლ­მე, რო­გო­რი გრძნო­ბაა, რო­დე­საც სამ­შობ­ლო გე­ნატ­რე­ბა.

- საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და სამ­შობ­ლო­დან შორს ყოფ­ნა ყვე­ლა­ზე მძი­მე რამ არის, რაც აქ ყოფ­ნას ახ­ლავს. მუდ­მი­ვად აქ დარ­ჩე­ნა ერთი წუ­თი­თაც არ მი­ფიქ­რია, ჩემი ნა­ხე­ვა­რი ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი, ისი­ნი, ვინც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ, მათი ნახ­ვა კი ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

- შტა­ტებ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან თუ გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა, რამ­დე­ნად ხში­რად ახერ­ხებთ ერ­თგვარ შეკ­რე­ბებს...

- რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი მყავს, ვერ ვი­ტყო­დი რომ ხში­რად ვნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს, რად­გან მეც და ისი­ნიც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ მა­ინც ვიკ­რი­ბე­ბით პე­რი­ო­დუ­ლად.

- სოფო, გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, შტა­ტებ­ში თუ გქო­ნი­ათ სხვა ტი­პის შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, თქვე­ნი გა­რეგ­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუნ­დაც სამ­სა­ხი­ო­ბო კუ­თხით ან ფოტო მო­დე­ლად...

- რამ­დე­ნი­მე სტუ­დი­ურ ფო­ტო­სე­სი­ა­ში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ამას არ ჰქო­ნია სე­რი­ო­ზუ­ლი ხა­სი­ა­თი. ვცდი­ლობ ჩემი დრო სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბას და­ვუთ­მო.

- და­სას­რულს, რო­გო­რია თქვე­ნი ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ აპი­რებთ თქვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი­დან რო­მე­ლი­მეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას?

- აუ­ცი­ლებ­ლად. ეს ფრა­ზა ალ­ბათ ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რად ეს­მის, ჩემ­თვის ამე­რი­კა მა­ინც თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ისე­თე­ბი იყ­ვნენ, რო­გო­რე­ბიც არი­ან, თეთ­რე­ბი თუ შა­ვე­ბი, გამ­ხდრე­ბი თუ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბი, მწვა­ნე თმით თუ ლურ­ჯით, სა­ყუ­რით თუ უსა­ყუ­როდ, რე­ლი­გი­უ­რე­ბი თუ არა­რე­ლი­გი­უ­რე­ბი, ანუ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი, რო­გორც ჩვე­ნი სა­მუ­შა­ოა, და ამის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ გა­ნი­კი­თხავ­დეს ან უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, არ უზღუ­დავ­დეს სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბას. რა თქმა უნდა, არ არ­სე­ბობს სის­ტე­მა, სა­დაც დარ­ღვე­ვა არ არის, მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც ნამ­ყო­ფი ვარ, ნიუ-იორ­კი ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქა­ლა­ქია. ვფიქ­რობ, ეს არის აქა­უ­რო­ბის მთა­ვა­რი შარ­მი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზა
1

წარმატებებს გისურვებთ.ვაფასებ თქვენნაირ ჭკვიან ახალგაზრდებს.კარგი იქნებოდა თუ ქართველ, პროფესიონალ არტისტებს,მხატვრებსაც ჩაუდგებით სათავეში,თქვენი კრიატიული საქმიანობით. დაასაქმებთ საქართველოში და თქვენთვისაც სასურველი იქნებოდა ეს, საქმე. ანუ დაეხმაროთ ნიჭიერ მხატვრებს განვითარებაში.

lela
16

საიდანაა გვარი ბარნოვი, სუფთა ქართული გვარია ბარნაველებიდან წარმოქმნილი

ავტორი:

"მაქვს საკუთარი კომპანია, ორ შვილს ვზრდით" - წლების წინ საქართველოდან წასული სოფო ბარნოვისა და სამორი ბალდეს ამერიკული ცხოვრება: რას საქმიანობს წყვილი შტატებში?

"მაქვს საკუთარი კომპანია, ორ შვილს ვზრდით" - წლების წინ საქართველოდან წასული სოფო ბარნოვისა და სამორი ბალდეს ამერიკული ცხოვრება: რას საქმიანობს წყვილი შტატებში?

7 წლის წინ, სამორი ბალდემ და სოფო ბარნოვმა საქართველოს დატოვება გადაწყვიტეს, მაშინ ჯერ კიდევ შეყვარებულები იყვნენ... შტატებში 2015 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად და 2016 წელს მათი პირველი შვილი დაიბადა. სოფო ამბობს, რომ შტატებში ცხოვრებისას ყველაზე მეტად ახლობლები ენატრებათ, თუმცა ცოლ-ქმარი თავისი საქმიანობით არიან დაკავებულები და ორ ბავშვს ზრდიან...

- სოფო, საქართველოდან შტატებში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება წლების წინ მიიღეთ, რატომ ამერიკა და არა თუნდაც ევროპის რომელიმე ქვეყანა?

- ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 7 წლის წინ მივიღეთ, 2013 წლის ზაფხულში ჩემი მეუღლე რამდენიმე თვით იყო ჩამოსული ნიუ-იორკში, როგორც ტურისტი, ძალიან მოეწონა ეს ქალაქი, მაშინ შეყვარებულები ვიყავით. როდესაც დაბრუნდა საქართველოში, შემომთავაზა რომ ერთად წამოვსულიყავით. იმ პერიოდში, აქტიურად ვფიქრობდი სწავლის გაგრძელებას იტალიის დედაქალაქ რომში, ზაფხულში სასწავლო პროგრამით წასულიც ვიყავი, საბოლოო ჯამში ამერიკაში დროებით გადმოსვლა გადავწყვიტეთ.

- რა სირთულეები შეგხვდათ პირველ ეტაპზე, როგორ აუღეთ ალღო ამერიკული ცხოვრების რიტმს?

- სირთულეები როგორც უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ხალხს, რა თქმა უნდა, ჩვენც შეგვხვდა, ბევრს არავის ვიცნობდით და უამრავ საკითხში გარკვევა თავად მოგვიხდა, მაგრამ ენის ბარიერი არც ერთს გვქონია, რამაც ჩვენი აქ ყოფნა, შეიძლება ითქვას, რომ გააადვილა.

- თქვენ ხელოვანი ხართ, არაერთი გამოფენა გქონდათ, ვინ დაგეხმარათ, როგორ მოახერხეთ, რომ თქვენი ნამუშევრები ამერიკელებამდე მიგეტანათ?

- ჩემს პირველ გამოფენებს ჯგუფური ხასიათი ჰქონდა, მონაწილეობას იღებდნენ ჩემი მეგობრებიც, შემდგომ უკვე, თავად დავამყარე ადგილობრივ გალერისტებთან საქმიანი კონტაქტი, დაინტერესებისამებრ მიკავშირდებიან.

- ახლა რას საქმიანობთ, როგორია თქვენი ერთი დღე?

- ბოლო 6 წელია დეკორატიული არტის სფეროში ვმუშაობ, მაქვს საკუთარი კომპანია, ვაკეთებთ კერძო შეკვეთებს, რაც სხვადასსხვა კომპოზიციური თუ ფაქტურული დიზაინის შექმნას მოითხოვს ინტერიერისთვის.

- უცხო ქვეყანაში მარტივი არ არის შვილის გაზრდა, თუმცა მშობლების დიდი ნაწილი, ემიგრაციის გადაწყვეტილებას სწორედ შვილების კეთილდღეობის გამო იღებს... თქვენ თუ გქონდათ სირთულეები?

- ნამდვილად არ არის მარტივი შვილების უცხო ქვეყანაში გაზრდა, როგორც ყველა მშობელისთვის, ჩემთვისაც ბავშვები უპირველესია, რაც გვაძლევს ძალას, რომ ყველა სირთულეს გაუმკლავდეთ.

- შვილებზე მოგვიყევით, რამდენი წლის არიან და რამდენად გრჩებათ დრო ოჯახისთვის?

- ბიჭი და გოგო გვყავს, დემიენი 6 წლის არის, მია 2 წლის. დროს ბავშვებისთვის ყოველთვის ვნახულობ, პრიორიტეტი ჩემთვის ოჯახია, შემდეგ საყვარელი საქმე და დანარჩენი ყველაფერი.

- მეუღლეზე მოგვიყევით, რას საქმიანობს ახლა სამორი?

- სამორიც დეკორატიული არტის სფეროშია ჩართული, არა შემოქმედებითი, არამედ საორგანიზაციო კუთხით, საკმაოდ რთული სფეროა, რაც ბევრ სხვა ისეთ უნარებს მოითხოვს, რაც სამორის გააჩნია. ასევე, აქვს მუსიკალური სტუდია და პერიოდულად მუშაობს.

- საქართველოში ჩამოსვლას თუ ახერხებთ ხოლმე, როგორი გრძნობაა, როდესაც სამშობლო გენატრება.

- საყვარელი ადამიანებისგან და სამშობლოდან შორს ყოფნა ყველაზე მძიმე რამ არის, რაც აქ ყოფნას ახლავს. მუდმივად აქ დარჩენა ერთი წუთითაც არ მიფიქრია, ჩემი ნახევარი ოჯახი და მეგობრები, ისინი, ვინც ძალიან მიყვარს, საქართველოში ცხოვრობენ, მათი ნახვა კი ძალიან დიდი ბედნიერებაა.

- შტატებში მცხოვრებ ქართველებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, რამდენად ხშირად ახერხებთ ერთგვარ შეკრებებს...

- რამდენიმე მეგობარი მყავს, ვერ ვიტყოდი რომ ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს, რადგან მეც და ისინიც ძალიან დაკავებულები ვართ, მაგრამ მაინც ვიკრიბებით პერიოდულად.

- სოფო, გარდა პროფესიული საქმიანობისა, შტატებში თუ გქონიათ სხვა ტიპის შემოთავაზებები, თქვენი გარეგნობიდან გამომდინარე, თუნდაც სამსახიობო კუთხით ან ფოტო მოდელად...

- რამდენიმე სტუდიურ ფოტოსესიაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ამას არ ჰქონია სერიოზული ხასიათი. ვცდილობ ჩემი დრო საკუთარ პროფესიაში განვითარებას დავუთმო.

- დასასრულს, როგორია თქვენი ამერიკული ოცნება, საქართველოში თუ აპირებთ თქვენი პროექტებიდან რომელიმეს განხორციელებას?

- აუცილებლად. ეს ფრაზა ალბათ ყველას თავისებურად ესმის, ჩემთვის ამერიკა მაინც თავისუფლებასთან ასოცირდება, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ისეთები იყვნენ, როგორებიც არიან, თეთრები თუ შავები, გამხდრები თუ ჭარბწონიანები, მწვანე თმით თუ ლურჯით, საყურით თუ უსაყუროდ, რელიგიურები თუ არარელიგიურები, ანუ მრავალფეროვნები, როგორც ჩვენი სამუშაოა, და ამის გამო საზოგადოება არ განიკითხავდეს ან უარეს შემთხვევაში, არ უზღუდავდეს სიცოცხლის უფლებას. რა თქმა უნდა, არ არსებობს სისტემა, სადაც დარღვევა არ არის, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ნამყოფი ვარ, ნიუ-იორკი ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანი ქალაქია. ვფიქრობ, ეს არის აქაურობის მთავარი შარმი.