სამხედრო
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო. მისი "ქოსატყუილასაც“ კი შეშურდებოდა" - ბადრი ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ
"სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო. მისი "ქოსატყუილასაც“ კი შეშურდებოდა" - ბადრი ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ

"კონ­სორ­ცი­უ­მის მი­ზა­ნი იყო და რჩე­ბა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის აშე­ნე­ბა და ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წას­ვლის შემ­დგომ. რა თქმა უნდა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას არც არას­დროს აპი­რებ­და", - ამის შე­სა­ხებ “ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, სიც­რუე უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ "ტყუ­ილს მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქვს“.

"ის, რომ დღეს, ჩვენ ქვე­ყა­ნას ჰყავს ცი­ლისმწა­მე­ბე­ლი და მა­ტყუ­ა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია, მაგ­რამ დღეს, პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თა­ვი­სი სიც­რუ­ით და ცი­ლის­წა­მე­ბით ახა­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბი და­ი­პყრო და მისი ალ­ბათ, შე­შურ­დე­ბო­და ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბის გმირ, ქო­სა­ტყუ­ი­ლა­საც კი, ტყუ­ი­ლის მას­შტა­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ანაკ­ლი­ა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბულ იქნა 75 მლნ დო­ლა­რი, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რის მიერ, ციფ­რი და დო­კუ­მენ­ტა­ცია ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­შია. პრე­მი­ერ-მი­ნისტრს თავი უნდა შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა და მო­ე­თხო­ვა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­დან რე­ა­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ოდე­ნო­ბა, რო­მე­ლიც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ას - ეს არის ერთი ტყუ­ი­ლი, რო­მე­ლიც მან დღეს გა­აჟ­ღე­რა, თით­ქოს ინ­ვეს­ტი­ცია იყო 25 მლნ და არა 75 მი­ლი­ო­ნი.

მე­ო­რე დიდი ტყუ­ი­ლი, რო­მე­ლიც მან თქვა, თით­ქოს, ხა­ზა­რა­ძემ და ჯა­ფა­რი­ძემ 3 მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს 40 მლნ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბაა, რო­მე­ლიც ასე­ვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია იმ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­დგე­ნი­ლია და იქ დევს“,- აცხა­დებს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე.

მისი თქმით, ის, რომ დღეს, ანაკ­ლი­ა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს მარ­თლაც დიდი პრობ­ლე­მა აქვთ შექ­მნი­ლი იმის გამო, რომ ტე­რი­ტო­რია გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი და იქ სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა, ეს ხდე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და მთავ­რო­ბის პირ­და­პი­რი მი­ზე­ზით, მათი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბით, რად­გან სამი წლის წინ ინ­ვეს­ტორს 75 მლნ დო­ლა­რი ჩა­მო­არ­თვეს.

  • ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ასე­თი რამ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში არ ყო­ფი­ლა.

"არამ­ხო­ლოდ ჩა­მო­არ­თვეს 75 მლნ დო­ლა­რი ინ­ვეს­ტო­რებს, არა­მედ უკვე მე­ო­თხე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ჩემი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, სა­სა­მარ­თლო და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ტა­რე­ბა სწო­რედ იმ მიზ­ნით, რომ ჩვე­ნი რე­პუ­ტა­ცია შე­ლა­ხუ­ლი­ყო, რათა თა­ვის დრო­ზე გა­ე­ჩე­რე­ბი­ნათ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩვენ ქვე­ყა­ნას მი­ა­ყე­ნა უზარ­მა­ზა­რი ზი­ა­ნი“ , - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

მისი თქმით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­ტყვი­დან, რო­მე­ლიც მან გა­აჟ­ღე­რა, კი­დევ ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ტყუ­ი­ლი იყო ის, რომ თით­ქოს თა­ვის დრო­ზე კონ­სორ­ცი­უ­მი სა­ხელ­მწი­ფოს­გან გა­რან­ტი­ას ითხოვ­და და სა­ნაც­ვლოდ არა­ფერს სთა­ვა­ზობ­და.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში სი­მარ­თლე არის შემ­დე­გი: მა­შინ მე შეხ­ვედ­რა მქონ­და ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სარ­თან. ჩვენ შევ­თან­ხმდით იმა­ზე, რომ ევ­რო­კავ­ში­რი ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის­თვის 50 მლნ ევ­როს გა­რან­ტი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და, ოღონდ, თუკი სა­ხელ­მწი­ფოც უზ­რუნ­ველ­ყოფ­და 50 მი­ლი­ო­ნის გა­რან­ტი­ას და თუკი ინ­ვეს­ტო­რი, ანუ ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფ­დით 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­რან­ტი­ას, რა­ზეც ჩვენ თან­ხმო­ბა მი­ვე­ცით, მთავ­რო­ბამ უარი თქვა“, - აცხა­დებს ჯა­ფა­რი­ძე.

მისი თქმით, დღეს კი სა­ნაც­ვლოდ ვის­მენთ იმას, რომ თურ­მე ახლა სა­ხელ­მწი­ფო ჩა­დებს პრო­ექტს, ანუ ანაკ­ლი­ა­ში 5-ჯერ მეტ ინ­ვეს­ტი­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს იმ დროს, რო­დე­საც 50 მი­ლი­ო­ნის გა­რან­ტი­ა­ზე უარი თქვა და უარი უთხრა ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­და­დე­ბას და ასე­ვე, სხვებს.

"რა თქმა უნდა, არ­ცერ­თი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ინ­ვეს­ტო­რი ამ მთავ­რო­ბას­თან არ­ცერთ ერ­თობ­ლივ პრო­ექტს არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, რად­გან ამ მთავ­რო­ბამ გა­მო­ი­ჩი­ნა თავი, რომ მას შე­უძ­ლია თან­ხა წა­არ­თვას ინ­ვეს­ტორს. ეს იყო სწო­რედ ის, რაც მოხ­და სამი წლის წინ“ , - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ბიტ­რაჟ­ში და­ვას, მისი გან­მარ­ტე­ბით, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ამ ნა­წილ­შიც დიდი ტყუ­ი­ლი თქვა.

"კონ­სორ­ცი­უ­მის მი­ზა­ნი იყო და რჩე­ბა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის აშე­ნე­ბა და ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წას­ვლის შემ­დგომ. რა თქმა უნდა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას არც არას­დროს აპი­რებ­და და ის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც დღეს ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა, თით­ქოს მთავ­რო­ბა პრო­ექ­ტში ამ უზარ­მა­ზა­რი თან­ხის ინ­ვეს­ტო­რე­ბის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ეს არის თვა­ლებ­ში ნაც­რის მო­რი­გი შეყ­რა, იმ ზი­ა­ნის რო­გორ­მე გა­და­ფარ­ვა, რო­მე­ლიც მი­ად­გა ჩვენ ქვე­ყა­ნას, თი­თო­ე­ულ ქარ­თულ ოჯახს იმის გამო, რომ არ გან­ხორ­ცი­ელ­და ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტი“ , - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ანაკ­ლი­ის პორ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით აშენ­დე­ბა - 51%-ის მფლო­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო, და­ნარ­ჩენ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
10

კაი რა ჯაფარ ფულის გამო ყველაფრის გაკეთება როგორ შეიძლება ქვეყანას გაყიდით მაგის უფლება რომ გქონდეთ

ჯეკო
15

მართლა სირცხვილი ტყული ორპირობა არ გეყოთ გრცხვენოდეთ და შეირგეთ რაც აახიეთ ხალხს ამ მთავრობას რა ვუთხარი შენ ხაზარაძე ოქრიაშვილი და კიდევ უამრავი თქვენ ნაირი წურბელა მიშას რომ არ უზის გვერდით 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო. მისი "ქოსატყუილასაც“ კი შეშურდებოდა" - ბადრი ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ

"სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო. მისი "ქოსატყუილასაც“ კი შეშურდებოდა" - ბადრი ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ

"კონსორციუმის მიზანი იყო და რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება და ეს აუცილებლად მოხდება "ქართული ოცნების“ ხელისუფლების წასვლის შემდგომ. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება“ ამ პროექტის განხორციელებას არც არასდროს აპირებდა", - ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ანაკლიის პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

  • ბადრი ჯაფარიძემ ღარიბაშვილის განცხადებას, სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“.

"ის, რომ დღეს, ჩვენ ქვეყანას ჰყავს ცილისმწამებელი და მატყუარა ხელისუფლება, უკვე დადასტურებული ფაქტია, მაგრამ დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო და მისი ალბათ, შეშურდებოდა ქართული ზღაპრების გმირ, ქოსატყუილასაც კი, ტყუილის მასშტაბიდან გამომდინარე.

სინამდვილეში, ანაკლიაში ინვესტირებულ იქნა 75 მლნ დოლარი, რაც დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორის მიერ, ციფრი და დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროშია. პრემიერ-მინისტრს თავი უნდა შეეწუხებინა და მოეთხოვა ეკონომიკის სამინისტროდან რეალური ინვესტიციის ოდენობა, რომელიც დადასტურებული აქვს მაღალი რეპუტაციის აუდიტორულ კომპანიას - ეს არის ერთი ტყუილი, რომელიც მან დღეს გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია იყო 25 მლნ და არა 75 მილიონი.

მეორე დიდი ტყუილი, რომელიც მან თქვა, თითქოს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ 3 მილიონის ინვესტირება განახორციელეს, სინამდვილეში ეს 40 მლნ დოლარის ინვესტირებაა, რომელიც ასევე დადასტურებულია იმ დოკუმენტაციით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილია და იქ დევს“,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მისი თქმით, ის, რომ დღეს, ანაკლიაში მცხოვრებ ადამიანებს მართლაც დიდი პრობლემა აქვთ შექმნილი იმის გამო, რომ ტერიტორია გაპარტახებული და იქ სრული განუკითხაობაა, ეს ხდება “ქართული ოცნების“ ხელისუფლების და მთავრობის პირდაპირი მიზეზით, მათი დანაშაულებრივი მოქმედებით, რადგან სამი წლის წინ ინვესტორს 75 მლნ დოლარი ჩამოართვეს.

  • ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ასეთი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.

"არამხოლოდ ჩამოართვეს 75 მლნ დოლარი ინვესტორებს, არამედ უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძისა და ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა, სასამართლო და პროკურატურაში განუწყვეტელი ტარება სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენი რეპუტაცია შელახულიყო, რათა თავის დროზე გაეჩერებინათ ანაკლიის პროექტი. ამ ყველაფერმა ჩვენ ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი ზიანი“ , - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვიდან, რომელიც მან გააჟღერა, კიდევ ერთი გამორჩეული ტყუილი იყო ის, რომ თითქოს თავის დროზე კონსორციუმი სახელმწიფოსგან გარანტიას ითხოვდა და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობდა.

"სინამდვილეში სიმართლე არის შემდეგი: მაშინ მე შეხვედრა მქონდა ევროკავშირის კომისართან. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ევროკავშირი ანაკლიის პროექტისთვის 50 მლნ ევროს გარანტიას უზრუნველყოფდა, ოღონდ, თუკი სახელმწიფოც უზრუნველყოფდა 50 მილიონის გარანტიას და თუკი ინვესტორი, ანუ ჩვენ უზრუნველვყოფდით 50 მილიონი დოლარის გარანტიას, რაზეც ჩვენ თანხმობა მივეცით, მთავრობამ უარი თქვა“, - აცხადებს ჯაფარიძე.

მისი თქმით, დღეს კი სანაცვლოდ ვისმენთ იმას, რომ თურმე ახლა სახელმწიფო ჩადებს პროექტს, ანუ ანაკლიაში 5-ჯერ მეტ ინვესტიციას განახორციელებს იმ დროს, როდესაც 50 მილიონის გარანტიაზე უარი თქვა და უარი უთხრა ევროკავშირის წინადადებას და ასევე, სხვებს.

"რა თქმა უნდა, არცერთი რეპუტაციული ინვესტორი ამ მთავრობასთან არცერთ ერთობლივ პროექტს არ განახორციელებს, რადგან ამ მთავრობამ გამოიჩინა თავი, რომ მას შეუძლია თანხა წაართვას ინვესტორს. ეს იყო სწორედ ის, რაც მოხდა სამი წლის წინ“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება არბიტრაჟში დავას, მისი განმარტებით, ღარიბაშვილმა ამ ნაწილშიც დიდი ტყუილი თქვა.

"კონსორციუმის მიზანი იყო და რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება და ეს აუცილებლად მოხდება "ქართული ოცნების“ ხელისუფლების წასვლის შემდგომ. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება“ ამ პროექტის განხორციელებას არც არასდროს აპირებდა და ის განცხადება, რომელიც დღეს ღარიბაშვილმა გააკეთა, თითქოს მთავრობა პროექტში ამ უზარმაზარი თანხის ინვესტორების განახორციელებს, ეს არის თვალებში ნაცრის მორიგი შეყრა, იმ ზიანის როგორმე გადაფარვა, რომელიც მიადგა ჩვენ ქვეყანას, თითოეულ ქართულ ოჯახს იმის გამო, რომ არ განხორციელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება - 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდება.