პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისხლიანი ამანათების" საიდუმლო - უკრაინის საელჩოები ევროპის მასშტაბით "სისხლიან საჩუქრებს" იღებენ - რას აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში
"სისხლიანი ამანათების" საიდუმლო - უკრაინის საელჩოები ევროპის მასშტაბით "სისხლიან საჩუქრებს" იღებენ - რას აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში

ევ­რო­პის მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო­ე­ბი "სის­ხლი­ან ამა­ნა­თებს" იღე­ბენ. უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი უკვე ერთ კვი­რა­ზე მე­ტია გრძელ­დე­ბა და სა­ელ­ჩო­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვის რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბენ.

ბოლო ასე­თი შემ­თხვე­ვა ახ­ლა­ხან, სა­ბერ­ძნეთ­ში მოხ­და. რო­გორც უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი, ოლეგ ნი­კო­ლენ­კო აცხა­დებს, უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩომ სა­ბერ­ძნეთ­ში ანო­ნი­მუ­რი სის­ხლი­ა­ნი ამა­ნა­თი მი­ი­ღო. მი­სი­ვე ცნო­ბით, სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ამ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ნი­კო­ლენ­კო აღ­ნიშ­ნავს, რომ გამ­გზავ­ნის მი­სა­მარ­თი იგი­ვეა, რაც და­ნარ­ჩენ კონ­ვერ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო­ებ­მა და სა­კონ­სუ­ლო­ებ­მა მა­ნამ­დე მი­ი­ღეს - Tesla-ს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შო­უ­რუ­მი გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ზინ­დელ­ფინ­გენ­ში

  • რა ვი­ცით "სის­ხლი­ა­ნი ამა­ნა­თე­ბის" შე­სა­ხებ?

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა დმიტ­რო კუ­ლე­ბამ ჯერ კი­დევ გა­სულ ოთხშა­ბათს გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებ­მა 31 სა­ეჭ­ვო და მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ამა­ნა­თი მი­ი­ღეს ევ­რო­პის 15 ქვე­ყა­ნა­ში. მისი ცნო­ბით, ყვე­ლა ამა­ნა­თი გერ­მა­ნი­ი­დან, Tesla-ს შო­უ­რუ­მი­დან იყო გაგ­ზავ­ნი­ლი.

უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზო­გი­ერთ "სის­ხლი­ან ამა­ნათ­ში" იყო ცხო­ვე­ლე­ბის თვა­ლე­ბი, რო­მე­ლიც სი­თხე­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

კუ­ლე­ბას თქმით, ამა­ნა­თე­ბი გაჰ­ქონ­დათ ისე­თი სა­ფოს­ტო ოფი­სე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც არ იყო აღ­ჭურ­ვი­ლი ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლის სის­ტე­მით.

"კრი­მი­ნა­ლე­ბი ასე­ვე იღებ­დნენ ზო­მებს, რომ შე­ფუთ­ვებ­ზე არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ დნმ-ის კვა­ლი. ეს მი­უ­თი­თებს საქ­მის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე“, - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. კუ­ლე­ბას ცნო­ბით, ასე­თი ამა­ნა­თე­ბი მი­ი­ღეს უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო­ებ­ში იტა­ლი­ა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, რუ­მენთში, და­ნი­ა­ში, ხორ­ვა­ტი­ა­ში.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ თვე­ში მად­რიდ­ში, უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო­ში კონ­ვერ­ტით გაგ­ზავ­ნი­ლი ბომ­ბი აფეთ­ქდა, რის შე­დე­გა­დაც სა­ელ­ჩოს ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­შავ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სისხლიანი ამანათების" საიდუმლო - უკრაინის საელჩოები ევროპის მასშტაბით "სისხლიან საჩუქრებს" იღებენ - რას აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში

"სისხლიანი ამანათების" საიდუმლო - უკრაინის საელჩოები ევროპის მასშტაბით "სისხლიან საჩუქრებს" იღებენ - რას აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში

ევროპის მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინის საელჩოები "სისხლიან ამანათებს" იღებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება და საელჩოები განსაკუთრებული დაცვის რეჟიმის პირობებში მუშაობენ.

ბოლო ასეთი შემთხვევა ახლახან, საბერძნეთში მოხდა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, უკრაინის საელჩომ საბერძნეთში ანონიმური სისხლიანი ამანათი მიიღო. მისივე ცნობით, საბერძნეთის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ნიკოლენკო აღნიშნავს, რომ გამგზავნის მისამართი იგივეა, რაც დანარჩენ კონვერტებზე, რომლებიც უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა მანამდე მიიღეს - Tesla-ს ავტომობილების შოურუმი გერმანიის ქალაქ ზინდელფინგენში

  • რა ვიცით "სისხლიანი ამანათების" შესახებ?

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჯერ კიდევ გასულ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა 31 საეჭვო და მუქარის შემცველი ამანათი მიიღეს ევროპის 15 ქვეყანაში. მისი ცნობით, ყველა ამანათი გერმანიიდან, Tesla-ს შოურუმიდან იყო გაგზავნილი.

უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, ზოგიერთ "სისხლიან ამანათში" იყო ცხოველების თვალები, რომელიც სითხეში იყო მოთავსებული.

კულებას თქმით, ამანათები გაჰქონდათ ისეთი საფოსტო ოფისებიდან, რომლებიც არ იყო აღჭურვილი ვიდეოთვალთვალის სისტემით.

"კრიმინალები ასევე იღებდნენ ზომებს, რომ შეფუთვებზე არ დაეტოვებინათ დნმ-ის კვალი. ეს მიუთითებს საქმის შესრულების პროფესიონალურ დონეზე“, - ამბობს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. კულებას ცნობით, ასეთი ამანათები მიიღეს უკრაინის საელჩოებში იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმენთში, დანიაში, ხორვატიაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში მადრიდში, უკრაინის საელჩოში კონვერტით გაგზავნილი ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც საელჩოს ერთი თანამშრომელი დაშავდა.