პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკი: ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა
სემეკი: ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) მიერ სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფე­ბი უც­ვლე­ლი დარ­ჩა. ტა­რი­ფე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კით სო­ცი­ა­ლუ­რი გა­ზის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­ზე და ტა­რიფ­ში შე­მა­ვა­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის, მათ შო­რის აშშ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ლა­რის გაც­ვლი­თი კურ­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბით.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­და­იხ­დი­ან ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის იგი­ვე ტა­რიფს, რა­საც აქამ­დე იხ­დიდ­ნენ.

„დღეს, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის კო­მუ­ნა­ლურ კომ­პა­ნი­ებს და­ვუდ­გი­ნეთ ტა­რი­ფე­ბი მომ­დევ­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის პე­რი­ო­დის­თვის. ევ­რო­პა­ში ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სის ფონ­ზე შევ­ძე­ლით, რომ არ გაზ­რდი­ლი­ყო ტა­რი­ფე­ბი. ტა­რი­ფე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ სო­ცი­ა­ლუ­რი გა­ზის და­ფი­ნან­სე­ბის ნა­წილ­ში, ასე­ვე გავ­ლე­ნა იქო­ნია ლა­რის კურ­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბამ. ახალ ტა­რი­ფებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პო­ნენ­ტი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და გან­ვი­თა­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბას ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მი­წო­დე­ბის კუ­თხით პრობ­ლე­მა არც მომ­დევ­ნო წლებ­ში შე­ექ­მნე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის მოხ­მა­რე­ბის 99% კმა­ყო­ფილ­დე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან მი­ღე­ბუ­ლი გა­ზით, რომ­ლის მო­წო­დე­ბაც გამ­ყა­რე­ბუ­ლია გრძელ­ვა­დი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით.

სე­მეკ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა კომ­პა­ნი­ე­ბის მო­თხოვ­ნა ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის­თვის ხელ­ფა­სე­ბის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კო­მი­სი­ას მი­აჩ­ნია, რომ ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბას პერ­სო­ნა­ლი, რომ­ლებ­საც რთულ პი­რო­ბებ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა. მინ­და მივ­მარ­თო კომ­პა­ნი­ებს და გა­ვაფრ­თხი­ლო, რომ ამას უნდა მოჰ­ყვეს შე­სა­ბა­მი­სი დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ავა­რი­ე­ბის სწრა­ფად აღ­მო­ფხვრი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით. აქვე, ვაფრ­თხი­ლებ კომ­პა­ნი­ებს, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მკაც­რი თუ მათი მხრი­დან ად­გი­ლი ექ­ნე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ტა­რი­ფო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 3 წლი­ა­ნი რე­გუ­ლი­რე­ბის პე­რი­ო­დის ნაც­ვლად, ტა­რი­ფე­ბი გა­ნი­სა­ზღვრა 5 წლი­ან რე­გუ­ლი­რე­ბად პე­რი­ოდ­ზე - 2023 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 2028 წლის 1-ლ იან­ვრამ­დე შემ­დე­გი კომ­პა­ნი­ე­ბი­სათ­ვის: შპს „სო­კარ ჯორ­ჯია გაზი“, სს „სა­ქორგგა­ზი“, შპს „თე­ლავ­გა­ზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩი­რაღ­და­ნი“, შპს „გამა“, შპს „გო­გო­ჭუ­რი და კომ­პა­ნია“, შპს „ენერ­გია +“.

12 დე­კემ­ბრის სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე კო­მი­სი­ამ ასე­ვე იმ­სჯე­ლა 2023-2027 წლე­ბის­თვის შპს „სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ის“ ტა­რიფ­ზე. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შემ­ცირ­და გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ტა­რი­ფი. კერ­ძოდ, მოქ­მე­დი 1,895 თეთ­რი/მ3-ის ნაც­ვლად მომ­დევ­ნო წლე­ბის­თვის ტა­რი­ფი გა­ნი­სა­ზღვრა 1,583 თეთ­რი/მ3-ით.

ჰა?
0

და რატომ ღირს ჩვენთან თელავში ყველაზე ძვირი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სემეკი: ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა

სემეკი: ბუნებრივი გაზის ტარიფები უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით.

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იგივე ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდნენ.

„დღეს, ბუნებრივი გაზის კომუნალურ კომპანიებს დავუდგინეთ ტარიფები მომდევნო რეგულირების პერიოდისთვის. ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე შევძელით, რომ არ გაზრდილიყო ტარიფები. ტარიფების შენარჩუნება განაპირობა სახელმწიფოს თანამონაწილეობამ სოციალური გაზის დაფინანსების ნაწილში, ასევე გავლენა იქონია ლარის კურსის სტაბილურობამ. ახალ ტარიფებში გათვალისწინებულია საინვესტიციო კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და განვითარება გაგრძელდება, მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდების კუთხით პრობლემა არც მომდევნო წლებში შეექმნება. მოგეხსენებათ, საქართველოს გაზის მოხმარების 99% კმაყოფილდება აზერბაიჯანიდან მიღებული გაზით, რომლის მოწოდებაც გამყარებულია გრძელვადიანი ხელშეკრულებით.

სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მოთხოვნა ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. კომისიას მიაჩნია, რომ ნამდვილად იმსახურებს ხელფასების მატებას პერსონალი, რომლებსაც რთულ პირობებში უწევს მუშაობა. მინდა მივმართო კომპანიებს და გავაფრთხილო, რომ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი დროული რეაგირება ავარიების სწრაფად აღმოფხვრისა და მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. აქვე, ვაფრთხილებ კომპანიებს, მარეგულირებელი კომისია იქნება ძალიან მკაცრი თუ მათი მხრიდან ადგილი ექნება მომხმარებელთა უფლებების დარღვევას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე - 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ლ იანვრამდე შემდეგი კომპანიებისათვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“.

12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ ასევე იმსჯელა 2023-2027 წლებისთვის შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტარიფზე. გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირდა გაზის ტრანსპორტირების ტარიფი. კერძოდ, მოქმედი 1,895 თეთრი/მ3-ის ნაცვლად მომდევნო წლებისთვის ტარიფი განისაზღვრა 1,583 თეთრი/მ3-ით.