მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ უნდათ, რომ არ ამირჩიონ, შეუძლიათ არ ამირჩიონ..." - ანა აბაშიძე "ქართული ოცნების" დეპუტატს პასუხობს
"თუ უნდათ, რომ არ ამირჩიონ, შეუძლიათ არ ამირჩიონ..." - ანა აბაშიძე "ქართული ოცნების" დეპუტატს პასუხობს

მე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია, ეს არის "პოს­ტის“ მა­ნი­პუ­ლა­ცია - მათ ხელ­შია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და თუ უნ­დათ, რომ არ ამირ­ჩი­ონ, შე­უძ­ლი­ათ არ ამირ­ჩი­ონ, მი­ზე­ზი თუ უნ­დათ, შე­უძ­ლი­ათ ერთ-ერთი ესეც იყოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლო­ბის კან­დი­დატ­მა ანა აბა­ში­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ბექა და­ვი­თუ­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სა­დაც ომ­ბუდსმე­ნის კან­დი­და­ტებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა შედ­გა და სა­დაც მის პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით და­უს­ვეს კი­თხვა, ითხოვ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ეს "პოს­ტი“, თუმ­ცა ეს არ გა­ა­კე­თეს. მი­სი­ვე თქმით, შემ­დეგ­ში არა­ერ­თხელ ახ­სნა ეს სა­კი­თხი. აბა­ში­ძის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად კონ­კრე­ტუ­ლი დე­პუ­ტა­ტის გან­ცხა­დე­ბი­სა, ვერ იტყვის, რომ მისი კან­დი­და­ტუ­რა გა­მო­რი­ცხუ­ლია.

"მე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია, ეს არის პოს­ტის მა­ნი­პუ­ლა­ცია. მათ ხელ­შია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და თუ უნ­დათ, რომ არ ამირ­ჩი­ონ, შე­უძ­ლი­ათ არ ამირ­ჩი­ონ. მი­ზე­ზი თუ უნ­დათ, შე­უძ­ლი­ათ ერთ- ერთი ესეც იყოს. თქვენ ნა­ხეთ, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე ვი­თხოვ­დი კი­დეც, რომ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ჩემი "ფე­ის­ბუქ პოს­ტი“, რომ­ლი­თაც შევ­ძლებ­დი ამეხ­სნა ზუს­ტად ის, რომ ამომ­რჩევ­ლის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, არ მომ­ცეს, მერე ავ­ხსე­ნი არა­ერ­თხელ და კი­დევ თუ ამა­ზე ვინ­მე ლა­პა­რა­კობს, ეს რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ზე­ზი, რა­ტომ არ და­მი­ჭერს მხარს.

ამ ადა­მი­ანს (ბექა და­ვი­თუ­ლი­ანს) მინ­და ვუ­თხრა, რომ მშვი­დად და თა­ვი­სუფ­ლად არ და­მი­ჭი­როს მხა­რი. ის, რომ "გა­მო­რი­ცხუ­ლი“ ვარ, პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი ვარ, მე არ მაქვს ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია, არც ის ვიცი, ვინ არის მი­სა­ღე­ბი, და­ხუ­რულ კარს მიღ­მა სა­უბ­რო­ბენ. ვერ ვი­ტყვი, რომ "გა­მო­რი­ცხუ­ლი“ ვარ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კონ­კრე­ტულ­მა დე­პუ­ტატ­მა თქვა, რომ არ ამირ­ჩევს, მაგ­რამ იყოს ეს მისი აზრი, თვი­თონ იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. თუ კი­თხვე­ბი დარ­ჩა, შე­უძ­ლია მკი­თხოს, რა მოხ­და და რა შუ­ა­შია ამომ­რჩე­ვე­ლი, თუ მას ნამ­დვი­ლად უნდა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. თუ იგი­ვე აზ­რზე დარ­ჩე­ბა, მე რა თქმა უნდა, მის აზრს პა­ტივს ვცემ,“ - გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ბექა და­ვი­თუ­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მზად არი­ან იმ­სჯე­ლონ ნე­ბის­მი­ერ კან­დი­დატ­ზე ანა აბა­ში­ძი­სა და ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლის გარ­და, რად­გან ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტი შე­უ­რა­ცხყო, როცა გა­სა­უბ­რე­ბა­ზე არ მი­ვი­და, ხოლო ანა აბა­ში­ძეს "ფე­ის­ბუქ­ზე“ ჰქონ­და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დუდუს
0

აბა რაა ეს რა ასარჩევია და საერთოდ ყველგან წილოსაი და რიმოჩკა უნდა იყოს . ნეტა თქვენ გოგრაში ჩამახედა თუ არის შიგ რაიმე! რას მიედ- მოედებით თუ ხართ აზრზე ამ დავითულიანს ჭკუა რა მოეკითხება. ჩავიხედო ერთი რა განათლება აქვს . ერთი დუდღუნა კაცია და არაფრის აზრზე არ არის. უფ რა უსწავლია...

ლევანი
1

ეს გოგო არის იგივე ნინო ლომჯარია ოღონდ უფრო რადიკალური და უზრდელი.

ყველაზე ნორმალური ამ სიტუაციაში ალბათ იაგო ხვიჩია იქნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"თუ უნდათ, რომ არ ამირჩიონ, შეუძლიათ არ ამირჩიონ..." - ანა აბაშიძე "ქართული ოცნების" დეპუტატს პასუხობს

"თუ უნდათ, რომ არ ამირჩიონ, შეუძლიათ არ ამირჩიონ..." - ანა აბაშიძე "ქართული ოცნების" დეპუტატს პასუხობს

მე "ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ეს არის "პოსტის“ მანიპულაცია - მათ ხელშია გადაწყვეტილება და თუ უნდათ, რომ არ ამირჩიონ, შეუძლიათ არ ამირჩიონ, მიზეზი თუ უნდათ, შეუძლიათ ერთ-ერთი ესეც იყოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ანა აბაშიძემ განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კანდიდატებთან გასაუბრება შედგა და სადაც მის პოსტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, ითხოვდა ეჩვენებინათ ეს "პოსტი“, თუმცა ეს არ გააკეთეს. მისივე თქმით, შემდეგში არაერთხელ ახსნა ეს საკითხი. აბაშიძის თქმით, მიუხედავად კონკრეტული დეპუტატის განცხადებისა, ვერ იტყვის, რომ მისი კანდიდატურა გამორიცხულია.

"მე "ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ეს არის პოსტის მანიპულაცია. მათ ხელშია გადაწყვეტილება და თუ უნდათ, რომ არ ამირჩიონ, შეუძლიათ არ ამირჩიონ. მიზეზი თუ უნდათ, შეუძლიათ ერთ- ერთი ესეც იყოს. თქვენ ნახეთ, გასაუბრებაზე ვითხოვდი კიდეც, რომ ეჩვენებინათ ჩემი "ფეისბუქ პოსტი“, რომლითაც შევძლებდი ამეხსნა ზუსტად ის, რომ ამომრჩევლისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ამის საშუალება სამწუხაროდ, არ მომცეს, მერე ავხსენი არაერთხელ და კიდევ თუ ამაზე ვინმე ლაპარაკობს, ეს რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მიზეზი, რატომ არ დამიჭერს მხარს.

ამ ადამიანს (ბექა დავითულიანს) მინდა ვუთხრა, რომ მშვიდად და თავისუფლად არ დამიჭიროს მხარი. ის, რომ "გამორიცხული“ ვარ, პრინციპულად მიუღებელი ვარ, მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, არც ის ვიცი, ვინ არის მისაღები, დახურულ კარს მიღმა საუბრობენ. ვერ ვიტყვი, რომ "გამორიცხული“ ვარ იმის მიუხედავად, რომ კონკრეტულმა დეპუტატმა თქვა, რომ არ ამირჩევს, მაგრამ იყოს ეს მისი აზრი, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. თუ კითხვები დარჩა, შეუძლია მკითხოს, რა მოხდა და რა შუაშია ამომრჩეველი, თუ მას ნამდვილად უნდა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ იგივე აზრზე დარჩება, მე რა თქმა უნდა, მის აზრს პატივს ვცემ,“ - განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მზად არიან იმსჯელონ ნებისმიერ კანდიდატზე ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა, რადგან ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტი შეურაცხყო, როცა გასაუბრებაზე არ მივიდა, ხოლო ანა აბაშიძეს "ფეისბუქზე“ ჰქონდა შეურაცხმყოფელი განცხადებები.

ასევე იხილეთ: