პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მზად არიან იმსჯელონ სახალხო დამცველობის ნებისმიერ კანდიდატზე, ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მზად არიან იმსჯელონ სახალხო დამცველობის ნებისმიერ კანდიდატზე, ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ბექა და­ვი­თუ­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლო­ბის კან­დი­და­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რა დღეს გა­ი­მარ­თე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მზად არი­ან იმ­სჯე­ლონ ნე­ბის­მი­ერ კან­დი­დატ­ზე ანა აბა­ში­ძი­სა და ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლის გარ­და.

"მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აქამ­დეც არა­ფორ­მა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, დღე­ი­დან უკვე ოპო­ზი­ცი­ის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა ფორ­მა­ლუ­რად, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ერ­თვე­ბა ამ პრო­ცეს­ში და იმე­დი მაქვს, მი­ვაღ­წევთ შე­თან­ხმე­ბას. დღეს იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა პარ­ლა­მენ­ტში, წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბა ასე­თია, რომ ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან თან­ხმო­ბაა (შეხ­ვედ­რა­ზე).

ჩვე­ნი პო­ზი­ცია მარ­ტი­ვია, ვთქვით, რომ არ წარ­ვად­გენთ კან­დი­დატს, ამის უფ­ლე­ბა და­ვუთ­მეთ ოპო­ზი­ცი­ას და ვთქვით, რომ არა­ვი­თა­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ გვაქვს შე­თან­ხმე­ბის­თვის გარ­და ერ­თი­სა, რომ ვინც ამ პრო­ცეს­ში პარ­ლა­მენტს არ გა­უ­წია ელე­მენ­ტა­რუ­ლი ან­გა­რი­ში და პა­ტი­ვის­ცე­მა არ გა­მო­ავ­ლი­ნა, არ მო­ვი­და და არ გა­აც­ნო თა­ვის ხედ­ვე­ბი, ასე­ვე ვინც პირ­და­პირ შე­უ­რა­ცხყო­ფას არ აყე­ნებს ჩვენს ამომ­რჩევ­ლებს, ნე­ბის­მი­ერ კან­დი­დატ­ზე და­ვი­ლა­პა­რა­კებთ, სულ ერ­თია ვის­ზე, ამ ეტაპ­ზე ასე­თია ჩვე­ნი პო­ზი­ცია", - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თუ­ლი­ან­მა.

კი­თხვა­ზე, ვინ არის ის, ვინც შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს ამომ­რჩე­ველს და პარ­ლა­მენტს და გუ­ლის­ხმობს თუ არა ანა აბა­ში­ძეს და ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვილს, და­ვი­თუ­ლი­ა­ნი პა­სუ­ხობს, რომ ორი­ვეს გუ­ლის­ხმობს.

"ორი­ვეს - ერთი არ მო­ვი­და, მე­ო­რემ პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რა­ღა­ცე­ბი, "ფე­ის­ბუქ­ზე" ჰქონ­და გან­ცხა­დე­ბა, პირ­და­პირ ილან­ძღე­ბო­და,"- გა­ნა­ცხა­და და­ვი­თუ­ლი­ან­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა შან­სე­ბი აქვს ანა აბა­ში­ძეს, რო­გორც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რო­ბის კან­დი­დატს, და­ვი­თუ­ლი­ა­ნი აცხა­დებს, რომ ამა­ზე კო­მი­ტე­ტი იმ­სჯე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

სოფლის მეურნეობაში მუშახელის უდიდესი დეფიციტია. როგორ წაადგებოდნენ ამ დარგს???

სვანი
1

ვითომ არასამთავროდან არისო და 10 000 ლარი ააქვს ხელფასი, ეგეთი აქაურებისთვის არასოდეს არ იქნება; კანდიდატურებში ვინც უპატრონოა და წესიერი ისეთზე შეთანხმდით, თორემ რესპუბლიკელები ვისაც მხარს უჭერენ აბა ეგეთი უკვე ლომჯარიააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მზად არიან იმსჯელონ სახალხო დამცველობის ნებისმიერ კანდიდატზე, ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მზად არიან იმსჯელონ სახალხო დამცველობის ნებისმიერ კანდიდატზე, ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის ინფორმაციით, სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეხვედრა დღეს გაიმართება. მისივე თქმით, მზად არიან იმსჯელონ ნებისმიერ კანდიდატზე ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა.

"მოლაპარაკებები აქამდეც არაფორმალურად მიმდინარეობდა, დღეიდან უკვე ოპოზიციის ძირითადი შემადგენლობა ფორმალურად, ოფიციალურად ჩაერთვება ამ პროცესში და იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებას. დღეს იქნება შეხვედრა პარლამენტში, წინასწარი განწყობა ასეთია, რომ ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თანხმობაა (შეხვედრაზე).

ჩვენი პოზიცია მარტივია, ვთქვით, რომ არ წარვადგენთ კანდიდატს, ამის უფლება დავუთმეთ ოპოზიციას და ვთქვით, რომ არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის გარდა ერთისა, რომ ვინც ამ პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავის ხედვები, ასევე ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩევლებს, ნებისმიერ კანდიდატზე დავილაპარაკებთ, სულ ერთია ვისზე, ამ ეტაპზე ასეთია ჩვენი პოზიცია", - განაცხადა დავითულიანმა.

კითხვაზე, ვინ არის ის, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ამომრჩეველს და პარლამენტს და გულისხმობს თუ არა ანა აბაშიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს, დავითულიანი პასუხობს, რომ ორივეს გულისხმობს.

"ორივეს - ერთი არ მოვიდა, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები, "ფეისბუქზე" ჰქონდა განცხადება, პირდაპირ ილანძღებოდა,"- განაცხადა დავითულიანმა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, რა შანსები აქვს ანა აბაშიძეს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, დავითულიანი აცხადებს, რომ ამაზე კომიტეტი იმსჯელებს.