პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომში წასვლა ან პატიმრობა..." - ჩეჩნეთიდან მოსახლეობა გარბის: იძულებითი გაწვევა "პუტინის სპეცოპერაციაში", კადიროვის წნეხი და ადგილობრივების პროტესტი
"ომში წასვლა ან პატიმრობა..." - ჩეჩნეთიდან მოსახლეობა გარბის: იძულებითი გაწვევა "პუტინის სპეცოპერაციაში", კადიროვის წნეხი და ადგილობრივების პროტესტი

ჩეჩ­ნე­თი­დან გაქ­ცე­ვას ყო­ველ­დღე ცდი­ლო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და რუ­სე­თის რო­მე­ლი­მე რე­გი­ონ­ში ან ქა­ლაქ­ში იმა­ლე­ბი­ან, შემ­დეგ კი, მექ­სი­კის ან სხვა ქვეყ­ნის გავ­ლით, ამე­რი­კა­ში ლტოლ­ვი­ლად ბარ­დე­ბი­ან...

  • "ეს ომში გაწ­ვე­ვი­დან თა­ვის არი­დე­ბის ერ­თგვა­რი გა­მო­სა­ვა­ლია..." - წერს რუ­სუ­ლი მე­დია ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­მო­ხილ­ვი­სას.

kavkazr.com-ის ცნო­ბით, ბოლო ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან 1598 ადა­მი­ა­ნი უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა და მათი დიდი ნა­წი­ლი, ჩეჩ­ნე­თი­და­ნაა.

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რივ­მა კონ­ტრაქ­ტორ­მა მა­გო­მედ ელემ­ხე­ნოვ­მა, ომში წას­ვლა სა­სა­მარ­თლო­ში გა­აპ­რო­ტეს­ტა, საქ­მე წა­ა­გო, რის შემ­დე­გაც მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრეს იმ მო­ტი­ვით, რომ რუ­სე­თის­თვის ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­მო­ერ­თე­ბის­თვის წარ­მო­ე­ბულ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში უარს ამ­ბობს.

იუ­რის­ტი­სა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, არ­ტემ მუ­გუ­ნი­ან­ცის თქმით, კონ­ტრაქ­ტორს სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს უარი თქვას იმ ზო­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში სა­ომ­რად წას­ვლა­ზე, რო­მელ­საც რუ­სე­თი ჯერ კი­დევ არ მი­იჩ­ნევს თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ად. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, სხვა თე­მაა, რა იქ­ნე­ბა შე­დე­გი..." ამ­ბობს მუ­გუ­ნი­ან­ცი.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ჩეჩ­ნე­თის სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლომ ათ­დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა ალი მუ­სა­ევს, რო­მელ­მაც ასე­ვე უარი თქვა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე. თუმ­ცა, სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ, ის მა­ინც გა­უშ­ვეს ომში, რათა ეს სხვე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი ყო­ფი­ლი­ყო.

ასე­ვე ომში წას­ვლა გა­აპ­რო­ტეს­ტა კი­დევ ერ­თმა კონ­ტრაქ­ტორ­მა ზე­ლიმ­ხან ბუ­გუ­ჩა­ევ­მა, რო­მელ­საც გროზ­ნოს გარ­ნი­ზო­ნის სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლომ დე­ზერ­ტი­რო­ბის ბრალ­დე­ბით 7-დან 10-წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა...

ამის შემ­დეგ, რო­გორც ჩეჩ­ნეთ­ში, ასე­ვე, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სხვა რე­გი­ო­ნებ­ში, იმა­ტა კონ­ტრაქ­ტო­რე­ბის უგზო-უკვლოდ გაქ­რო­ბის ფაქ­ტებ­მაც.

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი თა­ვი­ან­თი ოჯა­ხის წევ­რებ­საც არ აყე­ნე­ბენ საქ­მის კურ­სში, იმის ში­შით, რომ ისი­ნი "კა­დი­რო­ვე­ლე­ბის­გან" წნეხს ვერ გა­უძ­ლე­ბენ და მთე­ლი ოჯა­ხის­თვის საფრ­თხის შექ­მნის ში­შით, სა­ი­დუმ­ლოს გას­ცე­მენ... ამი­ტო­მაც, უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა შო­რის არი­ან სამ­ხედ­რო კონ­ტრაქ­ტო­რე­ბიც, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც და ის ახალ­გაზ­რდე­ბიც, რო­მელ­თაც დღეს-ხვალ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო გაწ­ვე­ვა უწევს. მით უფრო, რომ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 17 წლის ზე­მოთ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, მათ შო­რის, ქა­ლე­ბის­თვის სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის სწავ­ლე­ბე­ბი იწყე­ბა, რაც ია­რა­ღის ხელ­ში და­ჭე­რის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, პირ­და­პირ ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"უკ­რა­ი­ნის ომში ასე­ვე უამ­რა­ვი ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლი იღუ­პე­ბა და მათ შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ავ­რცე­ლე­ბენ. ზოგი მათ­გა­ნი, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­უფრ­თხი­ლებ­ლად მიჰ­ყავთ ომში, ანუ შინ არ ბრუნ­დე­ბი­ან, ოჯა­ხი კი, და­კარ­გულ­ზე ძებ­ნას აცხა­დებს... აბ­სურ­დის თე­ატ­რია, არა?!" - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­საი ლო­მა­ე­ვი ინ­ტერ­ნეტ­ში.

"არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი წყვე­ტენ სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურს, მაგ­რამ მათ მა­ინც უწევთ ომში წას­ვლა, რო­გორც "მომ­ზა­დე­ბულ კადრს", რომ­ლე­ბიც სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან... უამ­რავ კონ­ტრაქ­ტორს, რო­მელ­თაც ომამ­დე სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, კონ­ტრაქ­ტი შე­უ­წყვი­ტეს, ახლა გაწ­ვე­ვა მო­უ­ვი­დათ, მაგ­რამ მათ არ უნ­დათ წას­ვლა...

პუ­ტი­ნი ყვე­ლას არ­წმუ­ნებს, რომ მო­ბი­ლი­ზა­ცია დას­რულ­და, მაგ­რამ კონ­ტრაქ­ტო­რებს, რო­მელ­თაც კონ­ტრაქ­ტის ვადა ამო­ე­წუ­რათ, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც თა­ვად კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ უარს კონ­ტრაქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, რად­გან ისი­ნი მის ფარ­გლებ­ში, ერთხელ უკვე იყ­ვნენ უკ­რა­ი­ნა­ში და ისევ დაბ­რუ­ნე­ბა არ სურთ" - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ვა­ლენ­ტი­ნა მელ­ნი­კო­ვა.

"ყვე­ლას, ვინც ბე­დავს და ომში წას­ვლა­ზე უარს ამ­ბობს, 7-დან 10-წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა, რად­გან დე­ზერ­ტი­რო­ბას სხვა მუხ­ლე­ბიც ემა­ტე­ბა, მა­გა­ლი­თად, არ­მი­ის დაკ­ნი­ნე­ბა, დე­მო­ტი­ვა­ცია, ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შე­მო­ტა­ნა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და სხვა... ამას­თან, პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ მისი ოჯა­ხის წევ­რებ­საც. ასე რომ, წვე­ვამ­დე­ლებ­სა და კონ­ტრაქ­ტო­რებს ახლა უმ­ძი­მე­სი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა უწევთ - ან ომში თა­ვის გა­წირ­ვა და მად­ლო­ბა მის ოჯახს, ან პა­ტიმ­რო­ბა და წნე­ხი მის ოჯახს.." - წერს აქ­ტი­ვის­ტი ურსო სუ­ლე­ი­მა­ნო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა ჰე...
1

ეს ნაცები უკვე იმდენად გამოტვინდნენ რომ აღარც იციან რა თქვან

იიიი
0

არც ასე მარტივად არის საქმე, დაფიქრდით. სიბრძნე დაესესხეთ ებრაელ ხალხს. ტყუილად არ უწოდა უფალმა ერთაშორის ერი ებრაელებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ომში წასვლა ან პატიმრობა..." - ჩეჩნეთიდან მოსახლეობა გარბის: იძულებითი გაწვევა "პუტინის სპეცოპერაციაში", კადიროვის წნეხი და ადგილობრივების პროტესტი

"ომში წასვლა ან პატიმრობა..." - ჩეჩნეთიდან მოსახლეობა გარბის: იძულებითი გაწვევა "პუტინის სპეცოპერაციაში", კადიროვის წნეხი და ადგილობრივების პროტესტი

ჩეჩნეთიდან გაქცევას ყოველდღე ცდილობენ ადგილობრივები და რუსეთის რომელიმე რეგიონში ან ქალაქში იმალებიან, შემდეგ კი, მექსიკის ან სხვა ქვეყნის გავლით, ამერიკაში ლტოლვილად ბარდებიან...

  • "ეს ომში გაწვევიდან თავის არიდების ერთგვარი გამოსავალია..." - წერს რუსული მედია ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარების მიმოხილვისას.

kavkazr.com-ის ცნობით, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, ჩრდილოეთ კავკასიიდან 1598 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მათი დიდი ნაწილი, ჩეჩნეთიდანაა.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ადგილობრივმა კონტრაქტორმა მაგომედ ელემხენოვმა, ომში წასვლა სასამართლოში გააპროტესტა, საქმე წააგო, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს იმ მოტივით, რომ რუსეთისთვის ახალი ტერიტორიების შემოერთებისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში უარს ამბობს.

იურისტისა და უფლებადამცველის, არტემ მუგუნიანცის თქმით, კონტრაქტორს სრული უფლება აქვს უარი თქვას იმ ზონაში მიმდინარე სპეცოპერაციაში საომრად წასვლაზე, რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ არ მიიჩნევს თავის ტერიტორიად. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება, სხვა თემაა, რა იქნება შედეგი..." ამბობს მუგუნიანცი.

რამდენიმე თვის წინ, ჩეჩნეთის სამხედრო სასამართლომ ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯა ალი მუსაევს, რომელმაც ასევე უარი თქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე. თუმცა, სასჯელის მოხდის შემდეგ, ის მაინც გაუშვეს ომში, რათა ეს სხვებისთვის მაგალითი ყოფილიყო.

ასევე ომში წასვლა გააპროტესტა კიდევ ერთმა კონტრაქტორმა ზელიმხან ბუგუჩაევმა, რომელსაც გროზნოს გარნიზონის სამხედრო სასამართლომ დეზერტირობის ბრალდებით 7-დან 10-წლამდე პატიმრობა მიუსაჯა...

ამის შემდეგ, როგორც ჩეჩნეთში, ასევე, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებში, იმატა კონტრაქტორების უგზო-უკვლოდ გაქრობის ფაქტებმაც.

ხშირ შემთხვევაში ისინი თავიანთი ოჯახის წევრებსაც არ აყენებენ საქმის კურსში, იმის შიშით, რომ ისინი "კადიროველებისგან" წნეხს ვერ გაუძლებენ და მთელი ოჯახისთვის საფრთხის შექმნის შიშით, საიდუმლოს გასცემენ... ამიტომაც, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის არიან სამხედრო კონტრაქტორებიც, პოლიციელებიც და ის ახალგაზრდებიც, რომელთაც დღეს-ხვალ სავალდებულო სამხედრო გაწვევა უწევს. მით უფრო, რომ არსებული ინფორმაციით, 17 წლის ზემოთ ახალგაზრდებისთვის, მათ შორის, ქალებისთვის სამხედრო მომზადების სწავლებები იწყება, რაც იარაღის ხელში დაჭერის შესწავლის შემდეგ, პირდაპირ ომში მონაწილეობას გულისხმობს.

"უკრაინის ომში ასევე უამრავი ჩრდილო კავკასიელი იღუპება და მათ შესახებ ოფიციალური უწყებები ინფორმაციას არ ავრცელებენ. ზოგი მათგანი, პოლიციის თანამშრომლები გაუფრთხილებლად მიჰყავთ ომში, ანუ შინ არ ბრუნდებიან, ოჯახი კი, დაკარგულზე ძებნას აცხადებს... აბსურდის თეატრია, არა?!" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი მუსაი ლომაევი ინტერნეტში.

"არის შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორები წყვეტენ საკონტრაქტო სამსახურს, მაგრამ მათ მაინც უწევთ ომში წასვლა, როგორც "მომზადებულ კადრს", რომლებიც სამხედრო მობილიზაციას ექვემდებარებიან... უამრავ კონტრაქტორს, რომელთაც ომამდე სხვადასხვა მიზეზის გამო, კონტრაქტი შეუწყვიტეს, ახლა გაწვევა მოუვიდათ, მაგრამ მათ არ უნდათ წასვლა...

პუტინი ყველას არწმუნებს, რომ მობილიზაცია დასრულდა, მაგრამ კონტრაქტორებს, რომელთაც კონტრაქტის ვადა ამოეწურათ, სამხედრო სამსახურიდან წასვლის უფლებას არ აძლევენ. არის შემთხვევები, როდესაც თავად კონტრაქტორები ამბობენ უარს კონტრაქტის გაგრძელებაზე, რადგან ისინი მის ფარგლებში, ერთხელ უკვე იყვნენ უკრაინაში და ისევ დაბრუნება არ სურთ" - ამბობს უფლებადამცველი ვალენტინა მელნიკოვა.

"ყველას, ვინც ბედავს და ომში წასვლაზე უარს ამბობს, 7-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან დეზერტირობას სხვა მუხლებიც ემატება, მაგალითად, არმიის დაკნინება, დემოტივაცია, ნეგატიური განწყობის შემოტანა შეიარაღებულ ძალებში, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ და სხვა... ამასთან, პრობლემები ექმნებათ მისი ოჯახის წევრებსაც. ასე რომ, წვევამდელებსა და კონტრაქტორებს ახლა უმძიმესი არჩევანის გაკეთება უწევთ - ან ომში თავის გაწირვა და მადლობა მის ოჯახს, ან პატიმრობა და წნეხი მის ოჯახს.." - წერს აქტივისტი ურსო სულეიმანოვი.