პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუციებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად იყენებს, სადაც ბიზნესპროექტებს ახორციელებს" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"
"ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუციებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად იყენებს, სადაც ბიზნესპროექტებს ახორციელებს" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

2018 წლის აგ­ვის­ტო­დან დღემ­დე 6-მა სა­ჯა­რო უწყე­ბამ აბას­თუმ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის 249,920,551 ლარი და­ხარ­ჯა, თით­ქმის 14-ჯერ მეტი, ვიდ­რე 2012-2018 წლებ­ში. ამ თან­ხის 83.1% "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შე­მომ­წირ­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა მი­ი­ღეს. სხვა­დას­ხვა დროს, მათ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ან­გა­რიშ­ზე 1,276,000 ლარი აქვთ შე­ტა­ნი­ლი,- ამის შე­სა­ხებ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ კვლე­ვა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2012 წლი­დან 2021 წლის ჩათ­ვლით, აბას­თუ­მან­ში სა­ხელ­მწი­ფომ 67,790 კვ.მ. მიწა გა­ყი­და. ეს ფარ­თო­ბი ჯამ­ში 26 სუ­ბი­ექ­ტმა შე­ი­ძი­ნა 8,693,501 ლა­რად. გა­ყი­დუ­ლი ფარ­თის 95,3% - 64,649 კვ.მ. ბოლო 4 წე­ლი­წად­ში 18 სუ­ბი­ექ­ტზე გას­ხვის­და. ჯამ­ში, მათ 8,392,301 ლარი გა­და­ი­ხა­დეს.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აბას­თუმ­ნით 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ინ­ტე­რეს­და, როცა ის მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე იყო. ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ “აბას­თუ­მა­ნი უნდა გახ­დეს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტრი მსოფ­ლი­ო­ში” და ამის შემ­დეგ, კუ­რორ­ტი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის.

“სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს” კვლე­ვამ აბას­თუმ­ნის მა­გა­ლით­ზე წარ­მო­ა­ჩი­ნა, თუ რო­გორ იყე­ნებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მთელ რიგ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ებს იმ გა­რე­მოს გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სა­დაც სა­კუ­თარ ბიზ­ნესპრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს და რო­გორ სწრა­ფად და ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე წარ­მარ­თავს სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ბი­უ­ჯე­ტო რე­სურ­სებს სა­ა­მი­სოდ.

ბოლო 4 წე­ლი­წად­ში სა­ხელ­მწი­ფომ აბას­თუ­მან­ში 20-ჯერ მეტი მიწა გა­ყი­და, ვიდ­რე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან პირ­ველ 6 წე­ლი­წად­ში. პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლი ფარ­თო­ბის 91,7% "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ­მა სუ­ბი­ექ­ტებ­მა იყი­დეს, 81.1% კი - პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პი­რებ­მა.

მთავ­რო­ბამ მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აბას­თუ­მან­ში მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც კუ­რორ­ტით სა­კუ­თა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­მო­ხა­ტა. 2018 წლის აგ­ვის­ტო­დან დღემ­დე 6-მა სა­ჯა­რო უწყე­ბამ აბას­თუმ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და­ხარ­ჯა 249,920,551 ლარი, თით­ქმის 14-ჯერ მეტი, ვიდ­რე 2012-2018 წლებ­ში. ამ თან­ხის 83.1% "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შე­მომ­წირ­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა მი­ი­ღეს. მათ, სხვა­დას­ხვა დროს, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ან­გა­რიშ­ზე 1,276,000 ლარი აქვთ შე­ტა­ნი­ლი.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ“ 2012 წლი­დან დღემ­დე აბას­თუ­მან­ში პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა და 6 სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის - მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის - სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი შე­ის­წავ­ლა. ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლეთ, რომ­ლებ­შიც თან­ხა კონ­კრე­ტუ­ლად აბას­თუმ­ნის­თვის იყო გა­წე­რი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, კვლე­ვა­ში ვერ მოხ­ვდე­ბო­და ის შეს­ყიდ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თო სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის გა­ფორმ­და, თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლი ლო­კა­ცია არ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი“, - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ძი­რი­თად მიგ­ნე­ბებს, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ ცნო­ბით, 2012 წლი­დან 2021 წლის ჩათ­ვლით, აბას­თუ­მან­ში სა­ხელ­მწი­ფომ 67,790 კვ.მ. მიწა გა­ყი­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ფარ­თო­ბი ჯამ­ში 26 სუ­ბი­ექ­ტმა შე­ი­ძი­ნა 8,693,501 ლა­რად.

"გა­ყი­დუ­ლი ფარ­თის 95,3% - 64,649 კვ.მ. ბოლო 4 წე­ლი­წად­ში 18 სუ­ბი­ექ­ტზე გას­ხვის­და. ჯამ­ში, მათ 8,392,301 ლარი გა­და­ი­ხა­დეს. 18 სუ­ბი­ექ­ტი­დან, რომ­ლებ­მაც 2018 წლის აგ­ვის­ტო­დან შე­ი­ძი­ნეს მიწა აბას­თუ­მან­ში, 14 "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მათ ჯამ­ში 59,276 კვ.მ. ფარ­თო­ბი 7,490,400 ლა­რად იყი­დეს[1]. აქე­დან, 9 სუ­ბი­ექ­ტი უშუ­ა­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - მათ ჯამ­ში, 52,443 კვ.მ. მიწა 6,417,200 ლა­რად შე­ი­ძი­ნეს.

2012-2022 წლებ­ში, 6-მა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბამ, აბას­თუ­მან­ში, რო­გორც კუ­რორტზე ასე­ვე, სო­ფელ­ში, ჯამ­ში, 177 სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა გა­მო­ა­ცხა­და და მათ­ზე 267,490,306 ლარი და­ხარ­ჯა. ამ თან­ხის 93.4% - 249,920,551 ლარი 2018 წლის აგ­ვის­ტო­დან დღემ­დე და­ი­ხარ­ჯა, ანუ მას შემ­დეგ, რაც აბას­თუმ­ნით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და.

2018-2022 წლებ­ში აბას­თუ­მან­ში სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბით გა­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის 83,1% - 207,720,451 ლარი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შე­მომ­წირ­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა მი­ი­ღეს. მათ, სხვა­დას­ხვა დროს მმარ­თველ პარ­ტი­ას 1,276,000 ლარი შე­წი­რეს.

2018 წლის აგ­ვის­ტო­დან დღემ­დე აბას­თუ­მან­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჯა­რო შეს­ყიდ­ვე­ბი­დან 145,101,148 ლარი, ანუ მთლი­ა­ნად გა­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის 58,1%, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” შე­მომ­წირ­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა უკონ­კუ­რენ­ტოდ და სხვა პრე­ტენ­დენ­ტე­ბის დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ხარ­ჯზე მი­ი­ღეს.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის შე­მომ­წირ­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან აბას­თუმ­ნის ტენ­დერებ­ში ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა შპს "არალ­მა“ და შპს "ჯეუ გრუპ­მა“ მი­ი­ღეს, ჯამ­ში - 140,492,444 ლარი.

2018-2022 წლებ­ში, ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა - 150,968,119 ლარი, 16 შეს­ყიდ­ვით სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მო­ყო. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი კი - 126,697 ლარი 2 შეს­ყიდ­ვით - კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ.

ყვე­ლა უწყე­ბამ, გარ­და ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ი­სა, ბოლო ოთხწე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში იმა­ზე მეტი და­ხარ­ჯა, ვიდ­რე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან პირ­ველ 6 წე­ლი­წად­ში.

2012 წლი­დან 2018 წლის აგ­ვის­ტომ­დე 5 სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბას სულ 110 სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვით 17,569,755 ლარი ჰქონ­და და­ხარ­ჯუ­ლი. აქე­დან, 15 სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვის 7,302,165 ლა­რის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის კონ­ტრაქ­ტე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შემ­წირ­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა მი­ი­ღეს. მათ მმარ­თველ პარ­ტი­ას, სხვა­დას­ხვა დროს ჯამ­ში 220 000 ლარი შე­წი­რეს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
16

ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო აბასთუმანში დარჩებოდა ეგ კურორტი გაპარტახებული, როგორიც მანამდე იყო.

ჩრდილი ბიძინასი
17

ბიძინას გაუმარჯოს, რომელიც გამდიდრების პირველი დღიდანვე ზრუნავს საქართველოზე და საქართველოს ყველა მცხოვრებელზე.......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუციებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად იყენებს, სადაც ბიზნესპროექტებს ახორციელებს" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

"ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუციებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად იყენებს, სადაც ბიზნესპროექტებს ახორციელებს" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

2018 წლის აგვისტოდან დღემდე 6-მა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის 249,920,551 ლარი დახარჯა, თითქმის 14-ჯერ მეტი, ვიდრე 2012-2018 წლებში. ამ თანხის 83.1% "ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. სხვადასხვა დროს, მათ მმართველი პარტიის ანგარიშზე 1,276,000 ლარი აქვთ შეტანილი,- ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, აბასთუმანში სახელმწიფომ 67,790 კვ.მ. მიწა გაყიდა. ეს ფართობი ჯამში 26 სუბიექტმა შეიძინა 8,693,501 ლარად. გაყიდული ფართის 95,3% - 64,649 კვ.მ. ბოლო 4 წელიწადში 18 სუბიექტზე გასხვისდა. ჯამში, მათ 8,392,301 ლარი გადაიხადეს.

"ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნით 2018 წლის აგვისტოში დაინტერესდა, როცა ის მმართველი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო. ივანიშვილმა განაცხადა, რომ “აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში” და ამის შემდეგ, კურორტი პრიორიტეტული გახდა სახელმწიფოსთვის.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევამ აბასთუმნის მაგალითზე წარმოაჩინა, თუ როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუციებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს და როგორ სწრაფად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე წარმართავს სახელმწიფო მნიშვნელოვან საბიუჯეტო რესურსებს საამისოდ.

ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფომ აბასთუმანში 20-ჯერ მეტი მიწა გაყიდა, ვიდრე "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 წელიწადში. პრივატიზებული ფართობის 91,7% "ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სუბიექტებმა იყიდეს, 81.1% კი - პირადად ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა.

მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით საკუთარი ეკონომიკური დაინტერესება ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა. 2018 წლის აგვისტოდან დღემდე 6-მა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის დახარჯა 249,920,551 ლარი, თითქმის 14-ჯერ მეტი, ვიდრე 2012-2018 წლებში. ამ თანხის 83.1% "ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. მათ, სხვადასხვა დროს, მმართველი პარტიის ანგარიშზე 1,276,000 ლარი აქვთ შეტანილი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წლიდან დღემდე აბასთუმანში პრივატიზებული ქონება და 6 სახელმწიფო უწყების - მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის - სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების იმ ხელშეკრულებებით ვიხელმძღვანელეთ, რომლებშიც თანხა კონკრეტულად აბასთუმნისთვის იყო გაწერილი. შესაბამისად, კვლევაში ვერ მოხვდებოდა ის შესყიდვები, რომლებიც საერთო საჭიროებისთვის გაფორმდა, თუმცა, კონკრეტული ლოკაცია არ იყო მითითებული“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ძირითად მიგნებებს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, აბასთუმანში სახელმწიფომ 67,790 კვ.მ. მიწა გაყიდა. მათივე ინფორმაციით, ეს ფართობი ჯამში 26 სუბიექტმა შეიძინა 8,693,501 ლარად.

"გაყიდული ფართის 95,3% - 64,649 კვ.მ. ბოლო 4 წელიწადში 18 სუბიექტზე გასხვისდა. ჯამში, მათ 8,392,301 ლარი გადაიხადეს. 18 სუბიექტიდან, რომლებმაც 2018 წლის აგვისტოდან შეიძინეს მიწა აბასთუმანში, 14 "ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული. მათ ჯამში 59,276 კვ.მ. ფართობი 7,490,400 ლარად იყიდეს[1]. აქედან, 9 სუბიექტი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული - მათ ჯამში, 52,443 კვ.მ. მიწა 6,417,200 ლარად შეიძინეს.

2012-2022 წლებში, 6-მა სახელმწიფო უწყებამ, აბასთუმანში, როგორც კურორტზე ასევე, სოფელში, ჯამში, 177 სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა და მათზე 267,490,306 ლარი დახარჯა. ამ თანხის 93.4% - 249,920,551 ლარი 2018 წლის აგვისტოდან დღემდე დაიხარჯა, ანუ მას შემდეგ, რაც აბასთუმნით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა.

2018-2022 წლებში აბასთუმანში სახელმწიფო შესყიდვებით გახარჯული თანხის 83,1% - 207,720,451 ლარი "ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. მათ, სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას 1,276,000 ლარი შეწირეს.

2018 წლის აგვისტოდან დღემდე აბასთუმანში განხორციელებული საჯარო შესყიდვებიდან 145,101,148 ლარი, ანუ მთლიანად გახარჯული თანხის 58,1%, “ქართული ოცნების” შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა უკონკურენტოდ და სხვა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღეს.

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიებიდან აბასთუმნის ტენდერებში ყველაზე მეტი თანხა შპს "არალმა“ და შპს "ჯეუ გრუპმა“ მიიღეს, ჯამში - 140,492,444 ლარი.

2018-2022 წლებში, ყველაზე მეტი თანხა - 150,968,119 ლარი, 16 შესყიდვით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოყო. ყველაზე ნაკლები კი - 126,697 ლარი 2 შესყიდვით - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.

ყველა უწყებამ, გარდა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა, ბოლო ოთხწელიწადნახევარში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 წელიწადში.

2012 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე 5 სახელმწიფო უწყებას სულ 110 სახელმწიფო შესყიდვით 17,569,755 ლარი ჰქონდა დახარჯული. აქედან, 15 სახელმწიფო შესყიდვის 7,302,165 ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები "ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. მათ მმართველ პარტიას, სხვადასხვა დროს ჯამში 220 000 ლარი შეწირეს“,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.