პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადრები აეროპორტიდან - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯაბა ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს
კადრები აეროპორტიდან - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯაბა ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ჯამ­ბუ­ლათ (ჯაბა) ხო­ფე­რია სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს.

ცხე­დარს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დახ­ვდნენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი თბი­ლის­ში არ გა­ი­მარ­თე­ბა და მას გუ­რი­ა­ში, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვიმ­ბა­ლა­ურ­ში დღეს­ვე გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

"ჩვენ­თვის, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის ჯა­ბას და­ღუპ­ვა უდი­დე­სი და­ნა­კარ­გია, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის. ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი გმი­რი ერთი ათა­სად ღირს ჩვენ­თვის,“ - აღ­ნიშ­ნა ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის „ძალა ერ­თო­ბა­შია“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, და­ვით ქა­ცა­რა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, ჯამ­ბუ­ლათ (ჯაბა) ხო­ფე­რია 1-ელ დე­კემ­ბერს და­ი­ღუ­პა. ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით მო­ი­წამ­ლა. ხო­ფე­რია რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძლი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომს 33 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო, 5 და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როს გად­მოს­ვე­ნე­ბა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
100%
12

ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის "სარიტუალო ასეული" რის საფუძველზე მონაწილებს სამგლოვიარო ღონისძიებაში, რომელიც არ მიესადაგება პროტოკოლს, თუ რამე შეიცვალა?

მზია ფანოზიშვილი
2

მარადიული ხსოვნა გმირებს!!!.......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კადრები აეროპორტიდან - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯაბა ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

კადრები აეროპორტიდან - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯაბა ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს.

ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

არსებული ინფორმაციით, მისი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში არ გაიმართება და მას გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში დღესვე გადაასვენებენ.

"ჩვენთვის, ყველა ჩვენგანისთვის ჯაბას დაღუპვა უდიდესი დანაკარგია, ისევე როგორც ყველა ქართველი მეომრის. ჩვენი თითოეული გმირი ერთი ათასად ღირს ჩვენთვის,“ - აღნიშნა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ.

ცნობისთვის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია 1-ელ დეკემბერს დაიღუპა. ის, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. ხოფერია რამდენიმედღიანი მკურნალობის მიუხედავად, ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. საომარი მოქმედებების გამო, 5 დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.