საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადავწყვიტე დავესწრო სასამართლო პროცესს, მიუხედავად რისკებისა... ჩემი გადაადგილების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რატი ბრეგაძეს" - სოსო გოგაშვილი
"გადავწყვიტე დავესწრო სასამართლო პროცესს, მიუხედავად რისკებისა... ჩემი გადაადგილების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რატი ბრეგაძეს" - სოსო გოგაშვილი

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის მისი ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და­ნიშ­ნულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს დღეს და­ეს­წრე­ბა.

რო­გორც "ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე გო­გაშ­ვი­ლი წერს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რის­კე­ბი არ­სე­ბობს და ოჯა­ხიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში მის მის­ვლას, ის სხდო­მა­ზე მა­ინც გა­მო­ცხად­დე­ბა.

გო­გაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის და­ღუპ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სამ­ძი­მარ­საც გა­მოთ­ქვამს.

"ვუ­სამ­ძიმ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს "რა­შის­ტებ­თან“ 30-წლი­ან ომში 6 ვაჟ­კა­ცის გმი­რუ­ლად და­ღუპ­ვის გამო. მწამს, რომ მათი მსხვერ­პლი შე­დეგს გა­მო­ი­ღებს, უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს, ტე­რო­რის­ტე­ბი და­მარ­ცხდე­ბი­ან და სა­ქარ­თვე­ლოც მო­ი­პო­ვებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

ჩემო მე­გობ­რე­ბო, მო­გი­კი­თხავთ ტყვე­ო­ბი­დან, თქვენც გი­სურ­ვებთ მალე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ახლა ცი­ხე­ში და გა­რეთ ყოფ­ნას ერთი ფასი აქვს, რად­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­რეთ პი­რო­ბი­თია, რო­მე­ლიც შე­უმ­ჩნევ­ლად დავ­კარ­გეთ და შე­ვე­გუ­ეთ.

7 დე­კემ­ბერს არის ჩემი "სა­სა­მარ­თლო” პრო­ცე­სი, გა­დავ­წყვი­ტე და­ვეს­წრო მი­უ­ხე­და­ვად რის­კე­ბი­სა და ჩემი ოჯა­ხის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა. რა თქმა უნდა, მე არ ვა­პი­რებ რა­ი­მე ფორ­მით კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემი გა­და­ად­გი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მთლი­ა­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა რატი ბრე­გა­ძეს.

ჩემი სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯა დიდი ხნის წინ გა­და­წყვი­ტეს, მაგ­რამ ნა­ჯა­ხით მუ­შა­ო­ბამ ბევ­რი შეც­დო­მა და­აშ­ვე­ბი­ნა საქ­მის გა­ყალ­ბე­ბი­სა და ჩა­დე­ბის პრო­ცეს­ში, რა­საც ჩვენ პრო­ცე­სებ­ზე გა­მო­ვა­აშ­კა­რა­ვებთ მი­უ­ხე­და­ვად, წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი გა­ნა­ჩე­ნი­სა.

ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას მხო­ლოდ სის­ხლი­ა­ნი ცხრა წლის ხსე­ნე­ბით ახერ­ხე­ბენ მა­შინ, რო­დე­საც ამ რე­ჟი­მის დრო­ინ­დე­ლი ყვე­ლა ბინ­ძუ­რი ზონ­დე­რი, "ჩამ­დე­ბი“ და გამ­ყალ­ბე­ბე­ლი "ოც­ნე­ბა­ში“ გა­და­ბარ­გდა, რაც კარ­გად ეხერ­ხე­ბათ ისევ იმას აკე­თე­ბენ, ახლა ლურ­ჯად შე­ი­ღებ­ნენ. შევ­ხვდე­ბით მალე, ვნა­ხოთ რა გა­მო­ვა“, - აცხა­დებს გო­გაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი ტაბატაძე
0

ნ ა ძ ი რ ა ლ ა !!

მაქარაშვილი-მარქარიანი
0

პროფესიონალი მეხორცე და ყასაბი გოგაშვილი ისევ უფრო და უფრო იახლოვებს ციხეში დაინვალიდებას ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"გადავწყვიტე დავესწრო სასამართლო პროცესს, მიუხედავად რისკებისა... ჩემი გადაადგილების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რატი ბრეგაძეს" - სოსო გოგაშვილი

"გადავწყვიტე დავესწრო სასამართლო პროცესს, მიუხედავად რისკებისა... ჩემი გადაადგილების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რატი ბრეგაძეს" - სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, ის მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნულ სასამართლო პროცესს დღეს დაესწრება.

როგორც "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გოგაშვილი წერს, მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობს და ოჯახიც ეწინააღმდეგება სასამართლოში მის მისვლას, ის სხდომაზე მაინც გამოცხადდება.

გოგაშვილი უკრაინაში ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარსაც გამოთქვამს.

"ვუსამძიმრებ საქართველოს "რაშისტებთან“ 30-წლიან ომში 6 ვაჟკაცის გმირულად დაღუპვის გამო. მწამს, რომ მათი მსხვერპლი შედეგს გამოიღებს, უკრაინა გაიმარჯვებს, ტერორისტები დამარცხდებიან და საქართველოც მოიპოვებს თავისუფლებას.

ჩემო მეგობრებო, მოგიკითხავთ ტყვეობიდან, თქვენც გისურვებთ მალე გათავისუფლებას. ახლა ციხეში და გარეთ ყოფნას ერთი ფასი აქვს, რადგან თავისუფლება გარეთ პირობითია, რომელიც შეუმჩნევლად დავკარგეთ და შევეგუეთ.

7 დეკემბერს არის ჩემი ,,სასამართლო” პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო მიუხედავად რისკებისა და ჩემი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობისა. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ რაიმე ფორმით კანონის დარღვევას. ბუნებრივია, ჩემი გადაადგილების უსაფრთხოებაზე მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება რატი ბრეგაძეს.

ჩემი სამაგალითოდ დასჯა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, მაგრამ ნაჯახით მუშაობამ ბევრი შეცდომა დააშვებინა საქმის გაყალბებისა და ჩადების პროცესში, რასაც ჩვენ პროცესებზე გამოვააშკარავებთ მიუხედავად, წინასწარ დაწერილი განაჩენისა.

ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ სისხლიანი ცხრა წლის ხსენებით ახერხებენ მაშინ, როდესაც ამ რეჟიმის დროინდელი ყველა ბინძური ზონდერი, "ჩამდები“ და გამყალბებელი "ოცნებაში“ გადაბარგდა, რაც კარგად ეხერხებათ ისევ იმას აკეთებენ, ახლა ლურჯად შეიღებნენ. შევხვდებით მალე, ვნახოთ რა გამოვა“, - აცხადებს გოგაშვილი.