პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება? - რა ინფორმაციას ფლობს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი
კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება? - რა ინფორმაციას ფლობს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი

ომის შეს­წავ­ლის ამე­რი­კუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის შე­ფა­სე­ბით, კრემ­ლი უარ­ყოფს მით­ქმა-მოთ­ქმას იმის შე­სა­ხებ, რომ მოს­კო­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მე­ო­რე ტალ­ღის გა­მო­ცხა­დე­ბას გეგ­მავს, თუმ­ცა არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ინ­დი­კა­ტო­რი იმი­სა, რომ რუ­სე­თი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მე­ო­რე ტალ­ღის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აპი­რებს.

ამას­თან, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კრემ­ლი რის­კავს მისი სან­დო­ო­ბის კი­დევ უფრო შე­ლახ­ვას მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ახა­ლი ტალ­ღის გა­მო­ცხა­დე­ბით, რა­ზეც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ რუსი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი უარ­ყო­ფენ.

"პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მე­ო­რე ტალ­ღის, სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ბრძა­ნე­ბის შე­სა­ხებ ან თუნ­დაც უკ­რა­ი­ნას­თან ომის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ ვერ მო­აგ­ვა­რებს იმ პრობ­ლე­მებს, რაც რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლას აქვს.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ახ­ლო­ე­ბით 130 000 ახალ­წვე­უ­ლის გაწ­ვრთნა შე­უძ­ლია ორ­წლი­ა­ნი გაწ­ვე­ვის ციკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მშვი­დო­ბი­ან პე­რი­ოდ­ში და დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბის უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში“, - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი.

  • მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­როა მი­ნი­მუმ სამი თვე.

"უკ­რა­ი­ნის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სარ­დალ­მა, გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნიკ­მა ალექ­სან­დრე სირსკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ რუსი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა ფრონტზე მი­დი­ან, უკეთ გაწ­ვრთნი­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ფრონტზე 21 სექ­ტემ­ბერს, პუ­ტი­ნის მიერ ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გაგ­ზავ­ნეს. კრემლს თით­ქმის სამი თვე დას­ჭირ­და ამ ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია "ომის შეს­წავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის“ ან­გა­რიშ­ში.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, კრემ­ლის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა 28 ოქ­ტომ­ბერს სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო გაწ­ვე­ვის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ასე­ვე იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აღი­ა­რებს, რომ მას არ გა­აჩ­ნია შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­აგ­რძე­ლოს სა­რე­ზერ­ვო მო­ბი­ლი­ზა­ცია და გაწ­ვე­ვა ერ­თდრო­უ­ლად.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
9

უკრაინა გაიმარჯვებს!!!

ამისთვის რუსეთი მობილიზირებული უნდა იყოს.

ILIA
7

 რუსეთის ყველა მეხოტბის ................................................................

ავტორი:

კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება? - რა ინფორმაციას ფლობს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი

კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება? - რა ინფორმაციას ფლობს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, კრემლი უარყოფს მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, რომ მოსკოვი მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებას გეგმავს, თუმცა არსებობს რამდენიმე ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის განხორციელებას აპირებს.

ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლი რისკავს მისი სანდოობის კიდევ უფრო შელახვას მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებით, რაზეც არაოფიციალური წყაროები საუბრობენ, მაგრამ რუსი ოფიციალური პირები უარყოფენ.

"პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის მეორე ტალღის, საყოველთაო მობილიზაციის ბრძანების შესახებ ან თუნდაც უკრაინასთან ომის ოფიციალური გამოცხადების შესახებ ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც რუსეთის სამხედრო ძალას აქვს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 130 000 ახალწვეულის გაწვრთნა შეუძლია ორწლიანი გაწვევის ციკლის განმავლობაში, მშვიდობიან პერიოდში და დიდი ძალისხმევა დასჭირდა მობილიზებულების უფრო დიდი რაოდენობის მოსამზადებლად მოკლე პერიოდში“, - აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები.

  • მათივე შეფასებით, მობილიზებულების მოსამზადებლად საჭიროა მინიმუმ სამი თვე.

"უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ აღნიშნა, რომ რუსი მობილიზებულები, რომლებიც ახლა ფრონტზე მიდიან, უკეთ გაწვრთნილები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც ფრონტზე 21 სექტემბერს, პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულებისთანავე გაგზავნეს. კრემლს თითქმის სამი თვე დასჭირდა ამ ქვედანაყოფების მოსამზადებლად“, - აღნიშნულია "ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშში.

მათივე შეფასებით, კრემლის მოჩვენებითი განცხადება 28 ოქტომბერს სამობილიზაციო გაწვევის დასრულების შესახებ ასევე იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ მას არ გააჩნია შესაძლებლობა, გააგრძელოს სარეზერვო მობილიზაცია და გაწვევა ერთდროულად.