სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასოდეს მისწავლია სახელოვნებო სკოლაში" - გაიცანით "მშვიდობის მხატვარი": ვინ არის ქართველი დიპლომატი, რომლის შთამბეჭდავი ნახატები მსოფლიომ აღიარა
"არასოდეს მისწავლია სახელოვნებო სკოლაში" - გაიცანით "მშვიდობის მხატვარი": ვინ არის ქართველი დიპლომატი, რომლის შთამბეჭდავი ნახატები მსოფლიომ აღიარა

შოთა იმერ­ლიშ­ვილ­მა ამე­რი­კის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე (American Art Award) მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2019 წელს მი­ი­ღო და მსოფ­ლი­ოს 72 ქვეყ­ნის 200 ნა­მუ­შევ­რი­დან მისი ნა­ხა­ტი "სტოპ" სა­უ­კე­თე­სო კუ­ბის­ტურ ნა­მუ­შევ­რად და­სა­ხელ­და... კონ­კურსს ატა­რებს ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი და ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი ტომ ბი­ერ­დი, რომ­ლის ფა­ვო­რი­ტიც სწო­რედ ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის ნა­ხა­ტი გახ­და... მისი ნა­ხა­ტე­ბი მსოფ­ლი­ო­ში კი­დევ ბევ­რჯერ გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სებ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბაც მი­ი­პყრო..

პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მატ შოთა იმერ­ლიშ­ვილს "მშვი­დო­ბის მხატ­ვარს" უწო­დე­ბენ... იგი ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვის მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს:

- ბა­ტო­ნო შოთა, რა ასაკ­ში და­ი­წყეთ ხატ­ვა, ვინ აღ­მო­ა­ჩი­ნა თქვენ­ში ხე­ლო­ვა­ნი პირ­ვე­ლად?

- ხატ­ვა ბავ­შვო­ბი­დან და­ვი­წყე. სამი წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც დე­დამ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­ამ­ჩნია. ვხა­ტავ­დი ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ზე, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ერ­თა­დერ­თი, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მსი­ა­მოვ­ნებ­და იყო ხატ­ვა, ხატ­ვა კე­დელ­ზე, ია­ტაკ­ზე, ავე­ჯზე ,ტან­საც­მელ­ზე და ასე შემ­დეგ... შე­სა­ბა­მი­სად მთე­ლი სახ­ლი მო­ხა­ტუ­ლი იყო, ყვე­ლა კუ­თხე და პა­ტა­რა ნა­წი­ლიც კი.

- 8 წლი­სას რომ უკვე გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა გქონ­დათ (კავ­კა­სი­ელ ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა)...

- მი­უ­ხე­და­ვად ჩემი გა­ტა­ცე­ბი­სა ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ, არა­სო­დეს მის­წავ­ლია რო­მე­ლი­მე სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლა­ში, აკა­დე­მი­ა­ში... შე­სა­ბა­მი­სად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი, სამ­ხატ­ვრო სა­ფე­ხუ­რე­ბი არ გა­მივ­ლია. ერ­თა­დერ­თი, სა­დაც სახ­ლის გარ­და ვხა­ტავ­დი, იყო სკო­ლის ხატ­ვის წრე... ამ სივ­რცე­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი, რო­მელ­მაც დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემი სამ­ხატ­ვრო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, ხედ­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ასე­ვე ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო ყვე­ლა ის რჩე­ვა თუ და­რი­გე­ბა, რა­საც ვი­ღებ­დი ჩემი ხე­ლოვ­ნე­ბის, ხატ­ვის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ქალ­ბა­ტო­ნი იზა თა­ვა­ძი­სა და მაია კა­ცი­ტა­ძის­გან... მათ შე­ამ­ჩნი­ეს ჩემი მის­წრა­ფე­ბა, ნიჭი ხატ­ვის მი­მართ და ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ბავ­შვთა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო კონ­კურ­სზე გა­აგ­ზავ­ნეს, რო­მე­ლიც USAID-ის მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტარ­და 1998 წელს ქა­ლაქ თბი­ლის­ში. მე გა­ვი­მარ­ჯვე, პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვე­დი, ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა, რა­მაც უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემი, რო­გორც მხატ­ვრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

მას შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევრ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო, პრეს­ტი­ჟულ კონ­კურსსა და გა­მო­ფე­ნა­ში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამე­რი­კის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და­ჯილ­დო­ე­ბას (American Art Award)ს გა­მოვ­ყოფ­დი. კონ­კურ­სში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2019 წელს და მსოფ­ლი­ოს 72 ქვეყ­ნის 200 ნა­მუ­შევ­რი­დან ჩემი ნა­ხა­ტი “სტოპ’’, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო კუ­ბის­ტუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი და­სა­ხელ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ ამ კონ­კურსს ატა­რებს ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი და ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი - ტომ ბი­ერ­დი, სწო­რედ მისი ფა­ვო­რი­ტი გახ­და ჩემი ნა­ხა­ტი.

"სტოპ"

ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ქა­ლაქ ცი­უ­რიხ­ში გა­მარ­თუ­ლი 2022 წლის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ბა­ზა­რი(Swiss Art Expo), რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო, ცნო­ბილ მხატ­ვარს და ხე­ლო­ვანს აერ­თი­ა­ნებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლა და ჩემი რო­გორც მხატ­ვრი­სათ­ვის დიდი ნა­ბი­ჯი იყო ეს სივ­რცე, სა­დაც ჩემ­მა ნა­მუ­შე­ვარ­მა "ბა­ლან­სმა’’ უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა და დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მა­ნამ­დე იყო ჩემი გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში, ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი შექ­მნი­ლი ერთ კონ­ცეფ­ცი­ა­ში, ერთი იდე­ის გარ­შე­მო.

"ბა­ლან­სი"

ამა­ვე წელს ამე­რი­კა­ში, ქა­ლაქ -ნიუ იორკში Jose Art Gallery-ის მიერ წლის სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რად და­სა­ხელ­და ჩემი ნა­ხა­ტი - „სიზ­მა­რი“, რო­მე­ლიც ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბის ერთ ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­ხა­ტია, შექ­მნი­ლია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში.

"სიზ­მა­რი"

ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა 2020 წე­ლიც. ამა­ვე წლის 9 თე­ბერ­ვალს The John Briant Award-ზე ჩემი ნა­ხა­ტი გა­ვი­და ტოპ ხუ­თე­ულ­ში მსოფ­ლი­ოს 100 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, ასე­ვე თე­ბერ­ვალ­ში მე გავ­ხდი ამე­რი­კუ­ლი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დოს (Ashurst Emerging Art Prize) და Jackson Art Prize-ის ფი­ნა­ლის­ტი.

2022 წლის ნო­ემ­ბე­რი იყო სა­ინ­ტე­რე­სო ჩემ­თვის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე, კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმ­ში და ასე­ვე ბრი­უ­სე­ლის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ჟურ­ნალ­მა ‘’Bruxel Art Vue’’-მ და­ა­სა­ხე­ლა ჩემი ნა­ხა­ტი ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო 30 ნა­მუ­შე­ვარს შო­რის და გა­მო­ი­ფი­ნა ეს ნა­ხა­ტი ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში.

ცალ­კე ეპი­ზო­დი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი იყო ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბის დრო, რო­დე­საც მო­მი­წია და­მო­უ­კი­დებ­ლად, ცალ­კე სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში გა­დას­ვლა. ამ დროს შექ­მნი­ლი ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რად­გან აღ­სავ­სე იყო სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით, ასე­ვე ფე­რე­ბი­თა და ემო­ცი­ე­ბით... ხატ­ვა მიყ­ვარ­და და მეყ­ვა­რე­ბა ყო­ველ­თვის, რად­გან ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ამ ქვე­ყა­ნამ და­მა­ნა­ხა და მას­წავ­ლა ის, რომ სა­კუ­თა­რი შრო­მი­თა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია! თუმ­ცა შრო­მა, უდი­დე­სი შრო­მა და იღ­ბა­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გო­რი გა­რე­მოა ხე­ლო­ვა­ნის­თვის?

- ჩემ­თვის ჩემს ქვე­ყა­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, აქ ჰა­ე­რიც კი სხვა­ნა­ი­რია და დიდ ემო­ცი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი დღე!მი­უ­ხე­და­ვად ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ სხვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­სა, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა - სა­ქარ­თვე­ლო არის ქვე­ყა­ნა ემო­ცი­ე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და დიდი სიყ­ვა­რუ­ლის! შე­სა­ბა­მი­სად ჩემ­თვის აქ ყოფ­ნა, აქ ცხოვ­რე­ბა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლოვ­ნე­ბას ყველ­გან ნა­ხავ, ყვე­ლა სივ­რცე­ში, ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში და ად­გი­ლას შე­იძ­ლე­ბა ნახო ის სა­გა­ნი, მოვ­ლე­ნა, შემ­თხვე­ვა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მოგ­ცეს უდი­დე­სი მუზა და ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო გახ­დეს. კი­დევ ერთხელ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მხო­ლოდ თა­ნად­გო­მით და სა­ერ­თო მიზ­ნი­სა­კენ და­უ­ღა­ლა­ვი და უდი­დე­სი შრო­მით შევ­ძლებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას გა­რე­შე მტრე­ბი­სა­გან! მჯე­რა თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი­სათ­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, გაბრ­წყი­ნე­ბის და ღირ­სე­უ­ლი ის­ტო­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

- გვი­ამ­ბეთ, თქვენ­ზე რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალ დიპ­ლო­მატ­ზე...

- სკო­ლა და­ვამ­თავ­რე 2008 წელს და ჩა­ვა­ბა­რე იმა­ვე წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, დიდ­წი­ლად ჩემი არ­ჩე­ვა­ნი გა­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ­მა ომის შემ­დგომ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ, ვი­თა­რე­ბამ გარ­კვე­ულ წი­ლად ეს იყო ჩემი პრო­ტეს­ტი და მი­ზა­ნი იმის რომ მსურ­და ჩემი ქვეყ­ნის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­ო­კუ­პა­ციო სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა, სწო­რედ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი რაც გა­დავ­დგი ჩემი რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის რან­გში იყო 2014 წლის აგ­ვის­ტო, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია ქა­ლაქ ნიუ-იორკში, სა­დაც მე ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ელჩი, წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

მახ­სოვს რა­ო­დენ სა­ინ­ტე­რე­სო და ემო­ცი­უ­რი იყო ჩემი გა­მოს­ვლა ახალ­გაზ­რდულ ტრი­ბუ­ნა­ზე, ერ­თის მხრივ მე ვი­ყა­ვი ჩემი ქვეყ­ნის სახე და მსურ­და გა­მეც­ნო მსოფ­ლი­ო­სათ­ვის ჩემი უდი­დე­სი ის­ტო­რი­ის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფოს გა­სა­ჭი­რი და ვი­თა­რე­ბა, მე­ო­რეს მხრივ ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან ამა­ყი, რად­გან ჩემს უკან იდგა ქვე­ყა­ნა უდი­დე­სი ის­ტო­რი­ით და მო­მავ­ლით!

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მომ­ცე­მი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის 2019 წლის ბრი­უ­სე­ლის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ვი­ზი­ტი, სა­დაც მე და­მა­სა­ხე­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ელ­ჩად და ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდა წარ­მო­მად­გენ­ლად.ჩემი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზა­ნი და უდი­დე­სი აზ­რია. მჯე­რა რომ ჩვენ ყვე­ლა ერ­თად, ერ­თმა­ნეთ­თან დგო­მით სწო­რი, გა­მიზ­ნუ­ლი და გო­ნივ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კით აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ ქვეყ­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიბი
2

ნუ უფუჭებთ კაცს საქმეს, ნუ უწოდებთ მშვიდობის მხატვარს, თორემ ოპოზიცია განრისხდება. მშვიდობა ხომ უკვე მიუღებელი და სამარცხვინო სიტყვაა.

ოტტო
0

პიკასოს სტილია..

ავტორი:

"არასოდეს მისწავლია სახელოვნებო სკოლაში" - გაიცანით "მშვიდობის მხატვარი": ვინ არის ქართველი დიპლომატი, რომლის შთამბეჭდავი ნახატები მსოფლიომ აღიარა

"არასოდეს მისწავლია სახელოვნებო სკოლაში" - გაიცანით "მშვიდობის მხატვარი": ვინ არის ქართველი დიპლომატი, რომლის შთამბეჭდავი ნახატები მსოფლიომ აღიარა

შოთა იმერლიშვილმა ამერიკის სახელოვნებო დაჯილდოებაზე (American Art Award) მონაწილეობა 2019 წელს მიიღო და მსოფლიოს 72 ქვეყნის 200 ნამუშევრიდან მისი ნახატი "სტოპ" საუკეთესო კუბისტურ ნამუშევრად დასახელდა... კონკურსს ატარებს ჰოლივუდის მსახიობი და ცნობილი რეჟისორი ტომ ბიერდი, რომლის ფავორიტიც სწორედ ქართველი მხატვრის ნახატი გახდა... მისი ნახატები მსოფლიოში კიდევ ბევრჯერ გახდა გამარჯვებული სხვადასხვა კონკურსებში და განსაკუთრებული ყურადღებაც მიიპყრო..

პროფესიით დიპლომატ შოთა იმერლიშვილს "მშვიდობის მხატვარს" უწოდებენ... იგი ინტერვიუში თავის მიღწევების შესახებ გვიამბობს:

- ბატონო შოთა, რა ასაკში დაიწყეთ ხატვა, ვინ აღმოაჩინა თქვენში ხელოვანი პირველად?

- ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. სამი წლის ვიყავი, როდესაც დედამ ჩემი ნამუშევრები შეამჩნია. ვხატავდი ყველგან და ყველაფერზე, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა იყო ხატვა, ხატვა კედელზე, იატაკზე, ავეჯზე ,ტანსაცმელზე და ასე შემდეგ... შესაბამისად მთელი სახლი მოხატული იყო, ყველა კუთხე და პატარა ნაწილიც კი.

- 8 წლისას რომ უკვე გარკვეული წარმატება გქონდათ (კავკასიელ ბავშვთა საერთაშორისო გამოფენა)...

- მიუხედავად ჩემი გატაცებისა ხელოვნების მიმართ, არასოდეს მისწავლია რომელიმე სახელოვნებო სკოლაში, აკადემიაში... შესაბამისად პროფესიონალური, სამხატვრო საფეხურები არ გამივლია. ერთადერთი, სადაც სახლის გარდა ვხატავდი, იყო სკოლის ხატვის წრე... ამ სივრცეში ბევრი საინტერესო და კარგი ნამუშევარი იყო გამოფენილი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემი სამხატვრო მიმდინარეობის, ხედვის ჩამოყალიბებაში. ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ყველა ის რჩევა თუ დარიგება, რასაც ვიღებდი ჩემი ხელოვნების, ხატვის მასწავლებლების ქალბატონი იზა თავაძისა და მაია კაციტაძისგან... მათ შეამჩნიეს ჩემი მისწრაფება, ნიჭი ხატვის მიმართ და ჩემი ნამუშევარი, სამხრეთ კავკასიის ბავშვთა სახელოვნებო კონკურსზე გააგზავნეს, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა 1998 წელს ქალაქ თბილისში. მე გავიმარჯვე, პირველ ადგილზე გავედი, ეს იყო ჩემი პირველი წარმატება, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემი, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაში.

მას შემდეგ ძალიან ბევრ სახელოვნებო, პრესტიჟულ კონკურსსა და გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. განსაკუთრებულად ამერიკის სახელოვნებო დაჯილდოებას (American Art Award)ს გამოვყოფდი. კონკურსში მივიღე მონაწილეობა 2019 წელს და მსოფლიოს 72 ქვეყნის 200 ნამუშევრიდან ჩემი ნახატი “სტოპ’’, როგორც საუკეთესო კუბისტური ნამუშევარი დასახელდა. აღსანიშნავია რომ ამ კონკურსს ატარებს ჰოლივუდის მსახიობი და ცნობილი რეჟისორი - ტომ ბიერდი, სწორედ მისი ფავორიტი გახდა ჩემი ნახატი.

"სტოპ"

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში გამართული 2022 წლის სახელოვნებო ბაზარი(Swiss Art Expo), რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო, ცნობილ მხატვარს და ხელოვანს აერთიანებს. მნიშვნელოვანი წინსვლა და ჩემი როგორც მხატვრისათვის დიდი ნაბიჯი იყო ეს სივრცე, სადაც ჩემმა ნამუშევარმა "ბალანსმა’’ უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა და დიდი მოწონება დაიმსახურა. მანამდე იყო ჩემი გამოფენა საქართველოს საელჩოში, ქალაქ ბრიუსელში 2019 წლის ნოემბერში, სადაც წარმოდგენილი იყო ჩემი ნამუშევრები შექმნილი ერთ კონცეფციაში, ერთი იდეის გარშემო.

"ბალანსი"

ამავე წელს ამერიკაში, ქალაქ -ნიუ იორკში Jose Art Gallery-ის მიერ წლის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა ჩემი ნახატი - „სიზმარი“, რომელიც ჩემი მოღვაწეობის ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული ნახატია, შექმნილია ამერიკაში ცხოვრების პერიოდში.

"სიზმარი"

ჩემთვის წარმატებული და იღბლიანი აღმოჩნდა 2020 წელიც. ამავე წლის 9 თებერვალს The John Briant Award-ზე ჩემი ნახატი გავიდა ტოპ ხუთეულში მსოფლიოს 100 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, ასევე თებერვალში მე გავხდი ამერიკული პრესტიჟული ჯილდოს (Ashurst Emerging Art Prize) და Jackson Art Prize-ის ფინალისტი.

2022 წლის ნოემბერი იყო საინტერესო ჩემთვის, რადგან საქართველოში პირველად ჩატარდა ჩემი პერსონალური გამოფენა საქართველოს ხელოვნების სასახლე, კულტურის ისტორიის მუზეუმში და ასევე ბრიუსელის სახელოვნებო ჟურნალმა ‘’Bruxel Art Vue’’-მ დაასახელა ჩემი ნახატი ევროპის საუკეთესო 30 ნამუშევარს შორის და გამოიფინა ეს ნახატი ქალაქ ბრიუსელში.

ცალკე ეპიზოდი და განსხვავებული პერიოდი იყო ამერიკაში ცხოვრების დრო, როდესაც მომიწია დამოუკიდებლად, ცალკე სრულიად უცხო გარემოში გადასვლა. ამ დროს შექმნილი ჩემი ნამუშევრები ყველაზე განსხვავებული და მრავალფეროვანია, რადგან აღსავსე იყო სიახლეებითა და თავგადასავლებით, ასევე ფერებითა და ემოციებით... ხატვა მიყვარდა და მეყვარება ყოველთვის, რადგან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ ქვეყანამ დამანახა და მასწავლა ის, რომ საკუთარი შრომითა და მიზანდასახულობით შეუძლებელი არაფერია! თუმცა შრომა, უდიდესი შრომა და იღბალიც აუცილებელია ამ ყველაფერთან ერთად.

- საქართველოში როგორი გარემოა ხელოვანისთვის?

- ჩემთვის ჩემს ქვეყანას, საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აქ ჰაერიც კი სხვანაირია და დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული თითოეული დღე!მიუხედავად ეკონომიკური თუ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი დაბრკოლებებისა, ჩვენი ქვეყანა - საქართველო არის ქვეყანა ემოციების, ურთიერთობებისა და დიდი სიყვარულის! შესაბამისად ჩემთვის აქ ყოფნა, აქ ცხოვრება უდიდესი პასუხისმგებლობაა.საქართველოში ხელოვნებას ყველგან ნახავ, ყველა სივრცეში, ნებისმიერ მომენტში და ადგილას შეიძლება ნახო ის საგანი, მოვლენა, შემთხვევა, რამაც შეიძლება მოგცეს უდიდესი მუზა და ინსპირაციის წყარო გახდეს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ თანადგომით და საერთო მიზნისაკენ დაუღალავი და უდიდესი შრომით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და განთავისუფლებას გარეშე მტრებისაგან! მჯერა თითოეული ქართველისათვის გაერთიანების, გაბრწყინების და ღირსეული ისტორიის გაგრძელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

- გვიამბეთ, თქვენზე როგორც პროფესიონალ დიპლომატზე...

- სკოლა დავამთავრე 2008 წელს და ჩავაბარე იმავე წელს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, დიდწილად ჩემი არჩევანი განაპირობა საქართველოში არსებულმა ომის შემდგომმა სიტუაციამ, ვითარებამ გარკვეულ წილად ეს იყო ჩემი პროტესტი და მიზანი იმის რომ მსურდა ჩემი ქვეყნის განთავისუფლება და საოკუპაციო სიტუაციიდან, მდგომარეობიდან გამოყვანა, სწორედ პირველი ნაბიჯი რაც გადავდგი ჩემი როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის რანგში იყო 2014 წლის აგვისტო, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც მე ვიყავი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, წარმომადგენელი.

მახსოვს რაოდენ საინტერესო და ემოციური იყო ჩემი გამოსვლა ახალგაზრდულ ტრიბუნაზე, ერთის მხრივ მე ვიყავი ჩემი ქვეყნის სახე და მსურდა გამეცნო მსოფლიოსათვის ჩემი უდიდესი ისტორიის მქონე სახელმწიფოს გასაჭირი და ვითარება, მეორეს მხრივ ვიყავი ძალიან ამაყი, რადგან ჩემს უკან იდგა ქვეყანა უდიდესი ისტორიით და მომავლით!

ასევე საინტერესო და დიდი გამოცდილების მომცემი აღმოჩნდა ჩემთვის 2019 წლის ბრიუსელის, ევროპარლამენტის ვიზიტი, სადაც მე დამასახელეს საქართველოს ახალგაზრდა ელჩად და ქვეყნის ახალგაზრდა წარმომადგენლად.ჩემი ქვეყნის გაერთიანება, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი და უდიდესი აზრია. მჯერა რომ ჩვენ ყველა ერთად, ერთმანეთთან დგომით სწორი, გამიზნული და გონივრული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ ქვეყნის დეოკუპაციას.