პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მეომრების გზაა, ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და ღირსება, აირჩიონ თავისუფლება. სავსეა სისხლით და ტკივილით, მაგრამ სწორედ ის წაგვიყვანს გამარჯვებისკენ" - ზალუჟნი
"ეს მეომრების გზაა, ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და ღირსება, აირჩიონ თავისუფლება. სავსეა სისხლით და ტკივილით, მაგრამ სწორედ ის წაგვიყვანს გამარჯვებისკენ" - ზალუჟნი

ძვირ­ფა­სო ჯა­რის­კა­ცე­ბო, ვა­მა­ყობ, რომ თქვენ­თან ერ­თად ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს სა­ხელ­მწი­ფოს, რომ ამ რთულ დროს ვარ თქვე­ნი მთა­ვარ­სარ­და­ლი, მჯე­რა ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის, - ამ სი­ტყვე­ბით უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნიმ უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დღე მი­უ­ლო­ცა.

"ძვირ­ფა­სო ჯა­რის­კა­ცე­ბო, სერ­ჟან­ტე­ბო და ოფიც­რე­ბო, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბო და ვე­ტე­რა­ნე­ბო! ვა­მა­ყობ, რომ თქვენ­თან ერ­თად ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს სა­ხელ­მწი­ფოს. ვა­მა­ყობ, რომ ამ რთულ დროს ვარ თქვე­ნი მთა­ვარ­სარ­და­ლი. მჯე­რა თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის და ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის. გულ­წრფე­ლად გი­ლო­ცავთ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დღეს, დაჭ­რილ ჯა­რის­კა­ცებს სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ! ყვე­ლას, ვინც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რი­გებ­შია - ძალა და გამ­ძლე­ო­ბა, შთა­გო­ნე­ბა და სი­ხა­რუ­ლი, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მსოფ­ლიო! დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას!“ - გა­ნა­ცხა­და ზა­ლუ­ჟ­ნიმ.

მისი თქმით, ამ დღეს, პირ­ველ რიგ­ში, და­ღუ­პულ ჯა­რის­კა­ცებ­სა და მათ ოჯა­ხებ­ზე ფიქ­რობს და ის გზა უდ­გას თვალ­წინ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ რუ­სეთ­თან ომის თით­ქმის 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ა­რა.

"ეს არის მე­ომ­რე­ბის გზა, ადა­მი­ა­ნე­ბის გზა, რომ­ლებ­საც აქვთ გამ­ბე­და­ო­ბა და ღირ­სე­ბა, აირ­ჩი­ონ თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სავ­სეა სის­ხლით, სავ­სეა ტან­ჯვი­თა და ტკი­ვი­ლით, მაგ­რამ სწო­რედ ის წაგ­ვიყ­ვანს წინ გა­მარ­ჯვე­ბის­კენ, ამ გზა­ზე არ რჩე­ბა ად­გი­ლი ში­ში­სა და სა­სო­წარ­კვე­თის­თვის. ყო­ველ­დღე, იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბით, თუ რა ფასს ვიხ­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, მუშტს ვკრავ, რათა მქონ­დეს ძალა, და­ვა­მარ­ცხო აგ­რე­სო­რი და მო­ვუს­პო სურ­ვი­ლი, ოდეს­მე მო­მა­ვალ­ში ხელ­ყოს ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ლუ­ჟ­ნიმ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
15

ვიშ ქაა,ან მისი ოჯახი და ახლობლები სად არიან,ან არაზამიასი,ან არესტოვიჩის,ან ზელენსკის,წინა ხაზზე არავინ,ხომ?

LEQSO-ს
12

კავკასიელი კავკასიელს რომ ებრძვის მაშინ ვინაა წაგებული-მოგებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ეს მეომრების გზაა, ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და ღირსება, აირჩიონ თავისუფლება. სავსეა სისხლით და ტკივილით, მაგრამ სწორედ ის წაგვიყვანს გამარჯვებისკენ" - ზალუჟნი

"ეს მეომრების გზაა, ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და ღირსება, აირჩიონ თავისუფლება. სავსეა სისხლით და ტკივილით, მაგრამ სწორედ ის წაგვიყვანს გამარჯვებისკენ" - ზალუჟნი

ძვირფასო ჯარისკაცებო, ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვემსახურები ჩემს სახელმწიფოს, რომ ამ რთულ დროს ვარ თქვენი მთავარსარდალი, მჯერა ჩვენი გამარჯვების, - ამ სიტყვებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ უკრაინელ სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

"ძვირფასო ჯარისკაცებო, სერჟანტებო და ოფიცრებო, შეიარაღებული ძალების თანამშრომლებო და ვეტერანებო! ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვემსახურები ჩემს სახელმწიფოს. ვამაყობ, რომ ამ რთულ დროს ვარ თქვენი მთავარსარდალი. მჯერა თითოეული თქვენგანის და ჩვენი გამარჯვების. გულწრფელად გილოცავთ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, დაჭრილ ჯარისკაცებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! ყველას, ვინც შეიარაღებული ძალების რიგებშია - ძალა და გამძლეობა, შთაგონება და სიხარული, გამარჯვებული მსოფლიო! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დიდება უკრაინას!“ - განაცხადა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, ამ დღეს, პირველ რიგში, დაღუპულ ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებზე ფიქრობს და ის გზა უდგას თვალწინ, რომელიც უკრაინის არმიამ რუსეთთან ომის თითქმის 9 წლის განმავლობაში გაიარა.

"ეს არის მეომრების გზა, ადამიანების გზა, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და ღირსება, აირჩიონ თავისუფლება. სავსეა სისხლით, სავსეა ტანჯვითა და ტკივილით, მაგრამ სწორედ ის წაგვიყვანს წინ გამარჯვებისკენ, ამ გზაზე არ რჩება ადგილი შიშისა და სასოწარკვეთისთვის. ყოველდღე, იმის გაცნობიერებით, თუ რა ფასს ვიხდით თავისუფლებისთვის, მუშტს ვკრავ, რათა მქონდეს ძალა, დავამარცხო აგრესორი და მოვუსპო სურვილი, ოდესმე მომავალში ხელყოს ჩვენი თავისუფლება“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.