სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ცოლი და 24 შვილი - შეიხა მოზას ქმარი და მე - 2 ცოლის ჩრდილქვეშ მყოფი კატარის ყოფილი ამირა, რომელმაც თავის დროზე მამის ძალაუფლება დაამხო
3 ცოლი და 24 შვილი - შეიხა მოზას ქმარი და მე - 2 ცოლის ჩრდილქვეშ მყოფი კატარის ყოფილი ამირა, რომელმაც თავის დროზე მამის ძალაუფლება დაამხო

წლე­ბია ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია მუ­სულ­მა­ნუ­რი სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალი, შე­ი­ხა მოზა, თა­ვი­სი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხით. კა­ტა­რი უნი­ტა­რუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის სა­ხელ­მწი­ფოა.

ქვე­ყა­ნას ჯერ შე­ი­ხა მო­ზას ქმა­რი ჰა­მად ბინ ხა­ლი­ფა ალ-თანი მარ­თავ­და, ახალ კი კა­ტა­რის ამი­რა მისი ვაჟი თა­მიმ ბინ ჰა­მად ბინ ხა­ლი­ფა ალ-თა­ნია.

ჰა­მად ბინ ხა­ლი­ფა ალ-თანი შვილ­თან - მე-4 ამი­რას­თან და ცოლ­თან ერ­თად

ყვე­ლა­ფე­რი კი წლე­ბის წინ და­ი­წყო...

შე­ი­ხა მო­ზას ქმა­რი, ჰა­მად ბინ ხა­ლი­ფა ალ-თანი ვიდ­რე ძა­ლა­უფ­ლე­ბას შვილს გა­და­უ­ლო­ცავ­და, კა­ტა­რის მე­სა­მე ამი­რა გახ­ლდათ. ის ყო­ველ­თვის პროგ­რე­სულ ლი­დე­რად მი­იჩ­ნე­ო­და, რა­შიც უდი­დე­სი წვლი­ლი მისი მე­უღ­ლის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და საქ­ველ­მოქ­მე­დო პროგ­რა­მებს შეჰ­ქონ­და.

კა­ტარს აქვს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის უზარ­მა­ზა­რი მა­რა­გე­ბი, გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით მო­სახ­ლე­ო­ბა და ყო­ველ­თვის თბი­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ალ-თა­ნის ოჯა­ხის გამ­დიდ­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვის ზღაპ­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და. წარ­სულ­ში არა­სო­დეს ჰქო­ნი­ათ აღ­მო­სავ­ლე­თის მმარ­თვე­ლებს იმ ოდე­ნო­ბის სიმ­დიდ­რე, რამ­დენ­საც დღეს ამი­რას ოჯა­ხი ფლობს, რად­გან ნავ­თო­ბი და გაზი მე­ტად ფა­სობს, ვიდ­რე ოქრო.

გარ­და ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის მრეწ­ვე­ლო­ბი­სა, კა­ტა­რი წარ­მა­ტე­ბით ავი­თა­რებს მე­ტა­ლურ­გი­ულ ინ­დუსტრი­ას. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლით მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რია...

შე­ი­ხი ჰა­მა­დი კატარს სა­თა­ვე­ში 1995 წელს, ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბით ჩა­უდ­გა. მან დრო იხელ­თა, ვიდ­რე მა­მა­მი­სი შვე­ი­ცა­რი­ა­ში მივ­ლი­ნე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­კუ­თა­რი თავი ამი­რად გა­მო­ა­ცხა­და. მა­მამ შვი­ლი სა­ჯა­როდ უარ­ყო და 1996 წლის 14 თე­ბერ­ვალს კონ­ტრგა­დატ­რი­ა­ლე­ბაც კი სცა­და, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ამის შემ­დეგ ჰა­მად­მა ამე­რი­კუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია Patton Boggs და­ი­ქი­რა­ვა და მა­მას სა­ზღვარ­გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი ან­გა­რი­შე­ბი გა­უ­ყი­ნა, რი­თაც ძა­ლა­უფ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­იმ­ყა­რა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შვი­ლის­გან ჩა­მო­შო­რე­ბულ­მა მა­მამ სამ­შობ­ლო­ში, მემ­კვიდ­რეს­თან შე­რი­გე­ბის შემ­დეგ, მხო­ლოდ 2004 წელს შეძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბა.

არაბ მმარ­თველ­თა შო­რის ჰა­მა­დი პროგ­რე­სულ ლი­დე­რად მი­იჩ­ნე­ო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აბ­სო­ლუ­ტურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და. 1997 წელს კა­ტა­რი რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გახ­და, სა­დაც ქა­ლებს ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. 1996 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნია ”ალ ჯა­ზი­რას” და­არ­სე­ბას შე­უ­წყო ხელი, რო­მე­ლიც ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქვეყ­ნის გავ­ლე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტია.

შეიხ ჰა­მადს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, დი­ა­ბე­ტით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ეს ავად­მყო­ფო­ბა ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია კა­ტარ­ში.

ქვე­ყა­ნა­ში ახლო ნა­თე­სა­ვებს შო­რის ქორ­წი­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია.

ყო­ფი­ლი ამი­რა შვილ­თან - ამ­ჟა­მინ­დელ ამი­რას­თან ერ­თად

2013 წლის 25 ივ­ნისს ჰა­მად­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბა თა­ვის შვილს, კრონპ­რინც თა­მიმ ბინ ჰა­მად ალ-თა­ნის გა­დას­ცა.

  • სამი ცოლი

კა­ტა­რის ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე პროგ­რე­სულ მმარ­თველს სამი ცოლი ჰყავს, თუმ­ცა მათ­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ მე­ო­რეს - შე­ი­ხა მო­ზას იც­ნობს, რო­მელ­საც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ქმარ­ზე დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბა აქვს. ამი­რას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე შე­ი­ხა მა­რი­ამ ბინტ მუ­ჰა­მა­დი გახ­ლდათ, რო­მელ­საც მო­ზას­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე დიდი ხნით ადრე დას­ცილ­და. მე­ო­რე ცოლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალი შე­ი­ხა მოზა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ქმრის გვერ­დით ჩანს და მე­სა­მე ცოლი, ნურა ბინტ ჰა­ლი­დი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ირ­თო. ამ­ბო­ბენ, რომ მე­ო­რე ცო­ლის ჯი­ნა­ზე, თუ რა მოხ­და, ამას ქვე­ვით მო­გიყ­ვე­ბით... აქვე გე­ტყვით, რომ პირ­ვე­ლი და და მე­სა­მე ცო­ლე­ბი ჰა­მა­დის სის­ხლით ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან, პირ­ვე­ლი ცოლი, შე­ი­ხის მა­მის ბი­ძაშ­ვი­ლის შვი­ლი იყო, მე­სა­მე ცოლი კი მისი ბი­ძაშ­ვი­ლი და კა­ტა­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ქა­ლიშ­ვი­ლია. პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ცო­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­სო­დეს გა­მო­ჩე­ნი­ლან...

შეიხ ჰა­მადს სამ ცოლ­თან ოც­და­ო­თხი შვი­ლი ჰყავს - თერ­თმე­ტი ვაჟი და ცა­მე­ტი ქა­ლიშ­ვი­ლი... პირ­ველ ცოლ­თან ორი ვაჟი და ექ­ვსი ქა­ლიშ­ვი­ლი, შე­ი­ხა მო­ზას­თან ხუთი ვაჟი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, მე­სა­მე ცოლ­თან კი ოთხი ვაჟი და ხუთი ქა­ლიშ­ვი­ლი.

  • შე­ი­ხა მოზა და მისი გავ­ლე­ნე­ბი

შე­ი­ხა მოზა ბინტ ნა­სერ ალ-მის­ნე­დი მდი­დარ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მისი მამა ცნო­ბი­ლი კა­ტა­რე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო. მო­ზას ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა აღ­მო­სავ­ლურ ზღა­პარს ჰგავს. მან 18 წლის ასაკ­ში გა­იც­ნო კა­ტა­რის მო­მა­ვა­ლი ემი­რი, მა­შინ პრინ­ცი ჰა­მად ბინ ხა­ლი­ფა ალ-ტანი. თუმ­ცა აღ­მო­სავ­ლეთ­ში დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, გო­გო­ნა არ ჩქა­რობ­და და­ო­ჯა­ხე­ბას. მან მი­ი­ღო კა­ტა­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ხა­რის­ხი, შემ­დეგ კი სტა­ჟი­რე­ბა­ზე წა­ვი­და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მო­ზამ, რო­გორც შე­ი­ხის მე­ო­რე ცოლ­მა, პირ­ვე­ლი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. ახალ სტა­ტუს­ში პირ­ვე­ლი წლე­ბი ქალ­მა ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვას მი­უ­ძღვნა. სწო­რედ მისი ვაჟი გახ­და ტახ­ტის მემ­კვიდ­რე და კა­ტა­რის მე-4 ემი­რი.

შე­ი­ხა თა­ვი­სი ჩაც­მის სტი­ლით არა მხო­ლოდ კა­ტარს, მსოფ­ლი­ოს აო­ცებს. მას ვე­რა­სო­დეს ნა­ხავთ მო­სა­წყენ სა­მოს­ში. მისი სუ­რა­თე­ბი აერ­თი­ა­ნებს ძლი­ე­რი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ქა­ლის ელე­გან­ტუ­რო­ბას, სი­კაშ­კა­შეს და ქა­ლუ­რო­ბას. ამავდრო­უ­ლად, მოსა არ სარ­გებ­ლობს სტი­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით - ის თა­ვად ირ­ჩევს სა­მოსს, მი­აჩ­ნია, რომ ეს მის­თვის ფსი­ქო­თე­რა­პი­ის მსგავ­სია.

შე­ი­ხა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და ბავ­შვე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის­თვის. მან იმოგ­ზა­უ­რა ბევ­რი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­სი­ით, შეხ­ვდა სა­ხელ­მწი­ფო ლი­დე­რებს და მფარ­ვე­ლებს, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა პრობ­ლე­მა­ზე. მისი ფონ­დი Educate a Child Foundation ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ღა­რიბ ად­გი­ლებ­ში, ომი­სა და კონ­ფლიქ­ტის მსხვერ­პლებს, რათა მი­ი­ღონ უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის შან­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბით.

შე­ი­ხა მო­ზამ 7,9 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია ჩადო ქალ­თა სა­ა­ვად­მყო­ფოს ასა­შე­ნებ­ლად. Sheikha Mozah Foundation-ის წყა­ლო­ბით, 6 წე­ლი­წად­ში 10 მი­ლი­ონ­მა ბავ­შვმა და­ი­წყო სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი.

"ეს არის ჩემი ბრძო­ლა, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ და­ვი­წყე... სა­კუ­თარ თავს დავ­პირ­დი, რომ 6 წე­ლი­წად­ში შევ­ძლებ­დი 10 მი­ლი­ო­ნი ბავ­შვის­თვის გა­ნათ­ლებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, მაგ­რამ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა არ არის პრი­ო­რი­ტე­ტი ბევ­რი ლი­დე­რის­თვის. მე მინ­და, რომ სკო­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს წმინ­და ად­გი­ლე­ბად, რომ­ლე­ბიც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს სა­მიზ­ნედ ომე­ბის დროს”.

შე­ი­ხა მო­ზას, სპარ­სე­თის ყუ­რის მმარ­თვე­ლე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უამ­რა­ვი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია, მათ შო­რის არის: ყა­ტა­რის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რე, ოჯა­ხუ­რი სა­კი­თხე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, გა­ნათ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, იუ­ნეს­კოს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი...

სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნებ­ში მოზა ერ­თდრო­უ­ლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­სა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. მო­ნარ­ქე­ბის არ­ცერ­თი ცოლი არ ჩნდე­ბა პუბ­ლი­კის წი­ნა­შე ისე­თი სიხ­ში­რით, რო­გორც ის. მისი ელე­გან­ტუ­რი სტი­ლი და დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა ევ­რო­პე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის აღ­ტა­ცე­ბას იწ­ვევს. მუს­ლი­მე­ბის ნა­წი­ლი კი, აღ­შფო­თე­ბუ­ლია ქა­ლის ჩაც­მუ­ლო­ბით. პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შე­ი­ხამ კა­ტარ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო: პატ­რი­არ­ქა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, მატ­რი­არ­ქა­ტი შექ­მნა.

ვი­საც შე­ი­ხას ფონდთან რა­ი­მე შე­ხე­ბა ჰქო­ნია, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არი­ან ქა­ლის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბი­თა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ფონ­დი ”გვე­ლე­ბის ბუ­დეს” აგო­ნებთ. ამ­ბო­ბენ, რომ მო­ზას ხის­ტი ხა­სი­ა­თი აქვს, სხვაგ­ვა­რად ქალი ვერ შეძ­ლებ­და უდი­დე­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ შეიხ ჰა­მად­მა მე­სა­მე ცოლი მო­ზას ჯი­ნა­ზე შე­ირ­თო, რათა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბა უსა­ზღვრო არ არის. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ­ცერ­თმა ქალ­მა ვერ შეძ­ლო მო­ზას­თან მი­ახ­ლო­ვე­ბა: დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ტო­კო­ლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ეტი­კე­ტის უბად­ლო მცოდ­ნე, ქმარს სა­ზღვარ­გა­რეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რა­ზე ახ­ლდა.

პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მან მო­ა­ხერ­ხა კა­ტარ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­მის მიღ­წე­ვა: პატ­რი­არ­ქა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მატ­რი­არ­ქი­ის შექ­მნა. 2013 წელს ქმრის პენ­სი­ა­ზე გას­ვლი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის შვი­ლის­თვის გა­და­ცე­მის შემ­დეგ ის კვლავ მი­იჩ­ნე­ვა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქა­ლად ქვე­ყა­ნა­სა და მსოფ­ლი­ო­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მურმანი
6

დიდებული ქალბატონია, ვინც ისლამი იცის ამ ქალს ნამდვილად ჯანა დარკს შეადარებდა. 

 არაბეთის ხალიფატები ქალების წინ წამოწევით, დიდ წარმატებას მიაღწევენ.

მადონა
4

როგორ ეფერებიან ინგლისელები და ამერიკელები... ბაზები კატარში ჰქონიათ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

3 ცოლი და 24 შვილი - შეიხა მოზას ქმარი და მე - 2 ცოლის ჩრდილქვეშ მყოფი კატარის ყოფილი ამირა, რომელმაც თავის დროზე მამის ძალაუფლება დაამხო

3 ცოლი და 24 შვილი - შეიხა მოზას ქმარი და მე - 2 ცოლის ჩრდილქვეშ მყოფი კატარის ყოფილი ამირა, რომელმაც თავის დროზე მამის ძალაუფლება დაამხო

წლებია ყურადღების ცენტრშია მუსულმანური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალი, შეიხა მოზა, თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახით. კატარი უნიტარული კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფოა.

ქვეყანას ჯერ შეიხა მოზას ქმარი ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი მართავდა, ახალ კი კატარის ამირა მისი ვაჟი თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანია.

ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი შვილთან - მე-4 ამირასთან და ცოლთან ერთად

ყველაფერი კი წლების წინ დაიწყო...

შეიხა მოზას ქმარი, ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი ვიდრე ძალაუფლებას შვილს გადაულოცავდა, კატარის მესამე ამირა გახლდათ. ის ყოველთვის პროგრესულ ლიდერად მიიჩნეოდა, რაშიც უდიდესი წვლილი მისი მეუღლის ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო პროგრამებს შეჰქონდა.

კატარს აქვს ნავთობისა და გაზის უზარმაზარი მარაგები, გარდა ამისა, ქვეყანაში ცხოვრობს მცირე რაოდენობით მოსახლეობა და ყოველთვის თბილა, შესაბამისად, ალ-თანის ოჯახის გამდიდრებისთვის ყოველთვის ზღაპრული შესაძლებლობა ჰქონდა. წარსულში არასოდეს ჰქონიათ აღმოსავლეთის მმართველებს იმ ოდენობის სიმდიდრე, რამდენსაც დღეს ამირას ოჯახი ფლობს, რადგან ნავთობი და გაზი მეტად ფასობს, ვიდრე ოქრო.

გარდა ნავთობისა და გაზის მრეწველობისა, კატარი წარმატებით ავითარებს მეტალურგიულ ინდუსტრიას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს პატარა ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით მსოფლიოში ლიდერია...

შეიხი ჰამადი კატარს სათავეში 1995 წელს, ოჯახის დახმარებით ჩაუდგა. მან დრო იხელთა, ვიდრე მამამისი შვეიცარიაში მივლინებით იმყოფებოდა და საკუთარი თავი ამირად გამოაცხადა. მამამ შვილი საჯაროდ უარყო და 1996 წლის 14 თებერვალს კონტრგადატრიალებაც კი სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ ჰამადმა ამერიკული იურიდიული კომპანია Patton Boggs დაიქირავა და მამას საზღვარგარეთ არსებული ფულადი ანგარიშები გაუყინა, რითაც ძალაუფლება საბოლოოდ გაიმყარა. ხელისუფლებას შვილისგან ჩამოშორებულმა მამამ სამშობლოში, მემკვიდრესთან შერიგების შემდეგ, მხოლოდ 2004 წელს შეძლო დაბრუნება.

არაბ მმართველთა შორის ჰამადი პროგრესულ ლიდერად მიიჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ინარჩუნებდა. 1997 წელს კატარი რეგიონში პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიეცათ. 1996 წელს ტელეკომპანია ”ალ ჯაზირას” დაარსებას შეუწყო ხელი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ქვეყნის გავლენის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

შეიხ ჰამადს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დიაბეტით არის დაავადებული. ეს ავადმყოფობა ფართოდ გავრცელებულია კატარში.

ქვეყანაში ახლო ნათესავებს შორის ქორწინება დაშვებულია.

ყოფილი ამირა შვილთან - ამჟამინდელ ამირასთან ერთად

2013 წლის 25 ივნისს ჰამადმა ძალაუფლება თავის შვილს, კრონპრინც თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის გადასცა.

  • სამი ცოლი

კატარის ყველა დროის ყველაზე პროგრესულ მმართველს სამი ცოლი ჰყავს, თუმცა მათგან საზოგადოება მხოლოდ მეორეს - შეიხა მოზას იცნობს, რომელსაც, როგორც ამბობენ, ქმარზე დიდი ძალაუფლება აქვს. ამირას პირველი მეუღლე შეიხა მარიამ ბინტ მუჰამადი გახლდათ, რომელსაც მოზასთან ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე დასცილდა. მეორე ცოლი, გავლენიანი ქალი შეიხა მოზა, რომელიც ყოველთვის ქმრის გვერდით ჩანს და მესამე ცოლი, ნურა ბინტ ჰალიდი, მოგვიანებით შეირთო. ამბობენ, რომ მეორე ცოლის ჯინაზე, თუ რა მოხდა, ამას ქვევით მოგიყვებით... აქვე გეტყვით, რომ პირველი და და მესამე ცოლები ჰამადის სისხლით ნათესავები არიან, პირველი ცოლი, შეიხის მამის ბიძაშვილის შვილი იყო, მესამე ცოლი კი მისი ბიძაშვილი და კატარის შინაგან საქმეთა მინისტრის ქალიშვილია. პირველი და მესამე ცოლები საზოგადოებაში არასოდეს გამოჩენილან...

შეიხ ჰამადს სამ ცოლთან ოცდაოთხი შვილი ჰყავს - თერთმეტი ვაჟი და ცამეტი ქალიშვილი... პირველ ცოლთან ორი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი, შეიხა მოზასთან ხუთი ვაჟი და ორი ქალიშვილი, მესამე ცოლთან კი ოთხი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი.

  • შეიხა მოზა და მისი გავლენები

შეიხა მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი მდიდარ ოჯახში დაიბადა. მისი მამა ცნობილი კატარელი ბიზნესმენი იყო. მოზას ბავშვობა და ახალგაზრდობა აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავს. მან 18 წლის ასაკში გაიცნო კატარის მომავალი ემირი, მაშინ პრინცი ჰამად ბინ ხალიფა ალ-ტანი. თუმცა აღმოსავლეთში დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ, გოგონა არ ჩქარობდა დაოჯახებას. მან მიიღო კატარის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ხარისხი, შემდეგ კი სტაჟირებაზე წავიდა შეერთებულ შტატებში. სამშობლოში დაბრუნებულმა მოზამ, როგორც შეიხის მეორე ცოლმა, პირველი შვილი გააჩინა. ახალ სტატუსში პირველი წლები ქალმა ბავშვებზე ზრუნვას მიუძღვნა. სწორედ მისი ვაჟი გახდა ტახტის მემკვიდრე და კატარის მე-4 ემირი.

შეიხა თავისი ჩაცმის სტილით არა მხოლოდ კატარს, მსოფლიოს აოცებს. მას ვერასოდეს ნახავთ მოსაწყენ სამოსში. მისი სურათები აერთიანებს ძლიერი, თავდაჯერებული ქალის ელეგანტურობას, სიკაშკაშეს და ქალურობას. ამავდროულად, მოსა არ სარგებლობს სტილისტების მომსახურებით - ის თავად ირჩევს სამოსს, მიაჩნია, რომ ეს მისთვის ფსიქოთერაპიის მსგავსია.

შეიხა წლების განმავლობაში იბრძოდა ბავშვებისთვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის. მან იმოგზაურა ბევრი ამ მნიშვნელოვანი მისიით, შეხვდა სახელმწიფო ლიდერებს და მფარველებს, ყურადღება გაამახვილა პრობლემაზე. მისი ფონდი Educate a Child Foundation ეხმარება ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ადგილებში, ომისა და კონფლიქტის მსხვერპლებს, რათა მიიღონ უკეთესი ცხოვრების შანსი განათლების მიღებით.

შეიხა მოზამ 7,9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ქალთა საავადმყოფოს ასაშენებლად. Sheikha Mozah Foundation-ის წყალობით, 6 წელიწადში 10 მილიონმა ბავშვმა დაიწყო სკოლაში სიარული.

"ეს არის ჩემი ბრძოლა, რომელიც დიდი ხნის წინ დავიწყე... საკუთარ თავს დავპირდი, რომ 6 წელიწადში შევძლებდი 10 მილიონი ბავშვისთვის განათლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზოგადი განათლება არ არის პრიორიტეტი ბევრი ლიდერისთვის. მე მინდა, რომ სკოლები განიხილებოდეს წმინდა ადგილებად, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იქცეს სამიზნედ ომების დროს”.

შეიხა მოზას, სპარსეთის ყურის მმართველების მეუღლეებისგან განსხვავებით, უამრავი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობა უკავია, მათ შორის არის: ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის თავმჯდომარე, ოჯახური საკითხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი, განათლების უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი...

სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოზა ერთდროულად გაღიზიანებასა და აღფრთოვანებას იწვევს. მონარქების არცერთი ცოლი არ ჩნდება პუბლიკის წინაშე ისეთი სიხშირით, როგორც ის. მისი ელეგანტური სტილი და დახვეწილი გემოვნება ევროპელი დიზაინერების აღტაცებას იწვევს. მუსლიმების ნაწილი კი, აღშფოთებულია ქალის ჩაცმულობით. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ შეიხამ კატარში შეუძლებელი შეძლო: პატრიარქალურ ქვეყანაში, ფაქტობრივად, მატრიარქატი შექმნა.

ვისაც შეიხას ფონდთან რაიმე შეხება ჰქონია, აღფრთოვანებული არიან ქალის მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ფონდი ”გველების ბუდეს” აგონებთ. ამბობენ, რომ მოზას ხისტი ხასიათი აქვს, სხვაგვარად ქალი ვერ შეძლებდა უდიდესი ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებას. ცნობილი ფაქტია, რომ შეიხ ჰამადმა მესამე ცოლი მოზას ჯინაზე შეირთო, რათა დაემტკიცებინა, რომ მისი ძალაუფლება უსაზღვრო არ არის. ამის მიუხედავად, ვერცერთმა ქალმა ვერ შეძლო მოზასთან მიახლოვება: დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ეტიკეტის უბადლო მცოდნე, ქმარს საზღვარგარეთ ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ახლდა.

პოლიტოლოგები ამბობენ, რომ მან მოახერხა კატარში უპრეცედენტო რამის მიღწევა: პატრიარქალურ ქვეყანაში ვირტუალური მატრიარქიის შექმნა. 2013 წელს ქმრის პენსიაზე გასვლისა და ძალაუფლების შვილისთვის გადაცემის შემდეგ ის კვლავ მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად ქვეყანასა და მსოფლიოში.