ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოწმებენ ინფორმაციას შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ.
"აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს საგამოძიებო ღონისძიებებს, რომლის მიზანიც არის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"უსაფრთხოების სამსახური" მოუწოდებს აფხაზებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, "არ წამოეგონ პროვოკაციებს და იყონ ყურადღებით."
ჩანაწერში ქალის ხმა ამბობს, რომ თითქოს, აფხაზეთის უშიშროების ძალებს უთხრეს, გაეძლიერებინათ მზადყოფნა შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო.
"მათ გაიგეს, რომ საქართველოდან ვიღაც აფინანსებდა დიდ ტერაქტს, თუმცა არ იციან, ვინ, ვერ პოულობენ“, - ამბობს ქალი აუდიო ჩანაწერში. ქალის ვინაობა უცნობია. მისი თქმით, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა სკოლებში, ბაზრებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში სოხუმის პორტში აფხაზეთის "ძალოვანი სტრუქტურებისა" და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ერთობლივი ანტიტერორისტული წვრთნა გაიმართა.
ისეთი პრიმიტიული პროპაგანდაა აბა გამოიცანით ვისი დაწერილი სცენარია :დ
ნაცები, არახამია და თვით პუტინი!!!! მშვიდობა ჩვენს ქვეყნაში ყველას ყელში ამოუვიდა, ამითომ უშშროებამ უნდა იმუშავოს ბევრის და ალბათ ისედაც იციან ან სეპარატისტებს რადგან ხალხი უკვე აუჯანყდა , და თვალებს ახელენ ნელ ნელა ოსებზე ცოტა მეტი ტვინი აქვტ!! სულ იზრდება საქრთველოს მიმაღტ დამოკიდებულება ახლაგაზრდებში!! ხოდა ეს სეპარატისტების და რუსეთის ერთიანი ცანაფიზქრია ყურადღების გადატანა!!! ან არახამიაც ისიამოვნებს ამით და ნაცებიც, ან ჩვენ ან გაწყდეს ხალხი!!! მიშას ბიძის ოცნება!!!!!