სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა" - აჟიოტაჟი ჩეხეთის ელჩის განცხადებაზე: დიპლომატის კომენტარი და შემოსავლების სამსახურის განმარტება
"სამწუხაროდ, ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა" - აჟიოტაჟი ჩეხეთის ელჩის განცხადებაზე: დიპლომატის კომენტარი და შემოსავლების სამსახურის განმარტება

ჩე­ხე­თის ელჩმა პეტრ მი­კის­კამ და­ა­ფიქ­სი­რა, რომ სამ­წუ­ხა­როდ, მისი სი­ტყვე­ბის მცდა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია და კონ­ტექ­სტი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ფორ­მით გავ­რცე­ლე­ბა მოხ­და.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან შეხ­ვედ­რი­სას, ელჩმა აგ­რეთ­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში შე­კი­თხვე­ბი არ არ­სე­ბობს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, უწყე­ბა­ში და­ბა­რე­ბის მი­ზე­ზი მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბა გახ­და, რო­მელ­შიც იგი ამ­ბობ­და, რომ ჩე­ხე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ნა­წი­ლი, სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით, რუ­სეთ­ში გა­დის.

"სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვილ­მა ჩე­ხურ მხა­რეს კი­დევ ერთხელ გა­აც­ნო ის კომ­პლექ­სუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო ახორ­ცი­ე­ლებს მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის არ­დაშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ელ­ჩი­სა­გან მო­ი­თხო­ვა დე­ტა­ლუ­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა იმი­სა, თუ რას ეფუძ­ნე­ბო­და პეტრ მი­კის­კას გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ზი­ანს აყე­ნებს რო­გორც ორი ქვეყ­ნის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ას.

ჩე­ხე­თის ელჩმა და­ა­ფიქ­სი­რა, რომ სამ­წუ­ხა­როდ მისი სი­ტყვე­ბის მცდა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია და კონ­ტექ­სტი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ფორ­მით გავ­რცე­ლე­ბა მოხ­და.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან შეხ­ვედ­რი­სას, ელჩმა აგ­რეთ­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში შე­კი­თხვე­ბი არ არ­სე­ბობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • ელ­ჩის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გან­ცხა­დე­ბით უპა­სუ­ხა შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მაც:

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის მიზ­ნით, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ტა­ნის შე­სა­ხებ - არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და წარ­მო­ად­გენს ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"სა­ქონ­ლის იმ­პორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან, მათ შო­რის, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კი­დან, რე­ა­ლუ­რად გაზ­რდი­ლია, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მით უფრო, ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა და იმ შე­ზღუდ­ვე­ბის მოქ­მე­დე­ბის შემ­დგომ, რა­საც იწ­ვევ­და პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნა მსოფ­ლი­ო­ზე.

ჩე­ხე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქონ­ლის იმ­პორ­ტის გაზ­რდი­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მო­დის ბაქო-ჯე­ი­ჰა­ნის მილ­სა­დე­ნის მომ­სა­ხუ­რე კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ შე­მო­ტა­ნილ მან­ქა­ნებ­სა და მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე, ტურ­ბი­ნებ­ზე, ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე, ზე­თებ­სა და აკუ­მუ­ლა­ტო­რებ­ზე, ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ე­ბის, მათ შო­რის, სს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას და სს ეპ „ჯორ­ჯია გე­ნე­რა­ცი­ის“ მიერ შე­მო­ტა­ნილ ელექტრო­ა­პა­რა­ტუ­რა­ზე, ტრანსფორ­მა­ტო­რებ­ზე, ელექტრო­სა­დე­ნებ­ზე, აკუ­მუ­ლა­ტო­რებ­ზე და მე­ტა­ლო­კონ­სტრუქ­ცი­ებ­ზე, ასე­ვე სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ შე­მო­ტა­ნილ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე, კომ­პი­უ­ტე­რებ­ზე და სხვა პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­ქო­ნელ­ზე, რომ­ლე­ბიც გან­კუთ­ვნი­ლია ად­გილ­ზე მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის და არა სხვა ქვეყ­ნებ­ში რე­ექ­სპორ­ტი­სათ­ვის.ამას­თან, გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­ნუხ­რე­ლად ით­ვა­ლის­წი­ნებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე სხვა ქვეყ­ნე­ბის მიერ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ბე­ლა­რუს­თან გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ქონ­ლით ვაჭ­რო­ბა­ზე და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს.

ყვე­ლა ის პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც მოხ­ვედ­რი­ლია სან­ქცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის მიერ გან­სა­ზღვრულ სი­ა­ში, აგ­რეთ­ვე ნე­ბის­მი­ე­რი სა­ბა­ჟო ოპე­რა­ცია (მათ შო­რის, ტრან­ზი­ტი, ექ­სპორ­ტი და რე­ექ­სპორ­ტი), რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს სან­ქცი­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის ან კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ბა­ჟო კონ­ტროლს. შე­სა­ბა­მი­სად, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში, ევ­რო­კავ­შირ­ში (მ.შ. ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში) წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის რუ­სე­თის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე, ასე­ვე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან ჩე­ხე­თი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სხვა ქვეყ­ნე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე უა­რის ასე­უ­ლო­ბით შემ­თხვე­ვაა.

ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას­თან სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის (მ.შ. იმ­პორ­ტის) სტა­ტის­ტი­კის მო­ნა­ცე­მე­ბი წარ­მო­ად­გენს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას და იგი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ჩვე­ნი პარტნი­ო­რის­თვის.ამ ფონ­ზე, გა­საკ­ვი­რი და გა­უ­გე­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის მხრი­დან გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში გავ­რცე­ლე­ბა და ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­სა და და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის მი­მართ ეჭ­ვის შე­ტა­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ებ­თან აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, გა­მარ­თა არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ზეც მა­ღალ დო­ნე­ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩე­ხე­თის სა­ელ­ჩოც, სა­დაც უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რის მიერ სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­წე­ულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დიპ­ლო­მა­ტებს ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ად­გილ­ზე დე­ტა­ლუ­რად გას­ცნო­ბოდ­ნენ სა­ბა­ჟო-გამ­შვებ პუნ­ქტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე ტვირ­თე­ბის კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რებს.სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი მუდ­მივ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­შია პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან და ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა ოპე­რა­ტი­ულ რე­ჟიმ­ში. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი, კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, კვლა­ვაც ახორ­ცი­ე­ლებს შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს და გამ­კაც­რე­ბულ კონ­ტროლს, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად აღიკ­ვე­თოს დაარ იქ­ნეს დაშ­ვე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა.კი­დევ ერთხელ, ჩვე­ნი მო­წო­დე­ბაა - ყვე­ლამ თავი შე­ი­კა­ვოს გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი და მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა­გან. სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია უნდა გა­და­მოწ­მდეს სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხიმ­გე­ბელ შე­სა­ბა­მის უწყე­ბას­თან - სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­თან, რაც სამ­წუ­ხა­როდ, არ მომ­ხდა­რა ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო­სა და ელ­ჩის მხრი­დან" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ცნო­ბის­თვის, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩე­ხე­თის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, პეტრ მი­კის­კამ გა­ნა­ცხა­და, რომ 2022 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩე­ხუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპორ­ტი "თით­ქმის გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია". ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სხვა­ო­ბის ნა­წი­ლი მა­ინც ხვდე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში.

"მა­გა­ლი­თად, ამ წლის და­სა­წყი­სი­დან, ჩე­ხუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სპორ­ტი გა­ი­ზარ­და 80%-ით, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით. თით­ქმის გა­ორ­მაგ­და. გა­სულ წელს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნა იყო, უკვე რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვქონ­და. ასე რომ, საკ­მა­ოდ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ამ ზრდის ნა­წი­ლი რუ­სეთ­ში მი­დის“, - გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
4

კარგი, ბატონო, კონტექსტით გვითხარი, იქნებ გავიგოთ.

ნინუცები
5

რუსეთის ელჩს ამდენი რო გაებედა, ნაცები იმ დღესვე გააგდებდნენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სამწუხაროდ, ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა" - აჟიოტაჟი ჩეხეთის ელჩის განცხადებაზე: დიპლომატის კომენტარი და შემოსავლების სამსახურის განმარტება

"სამწუხაროდ, ჩემი სიტყვები კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა" - აჟიოტაჟი ჩეხეთის ელჩის განცხადებაზე: დიპლომატის კომენტარი და შემოსავლების სამსახურის განმარტება

ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ, მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს.

მათივე ცნობით, უწყებაში დაბარების მიზეზი მედიაში გავრცელებული ელჩის განცხადება გახდა, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.

"საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა, თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას.

ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება მოხდა.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით უპასუხა შემოსავლების სამსახურმაც:

უწყების ინფორმაციით, მედიაში გავრცელებული განცხადება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ - არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას.

"საქონლის იმპორტი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, რეალურად გაზრდილია, რაც მისასალმებელია, მით უფრო, ეკონომიკური აქტიურობის შემცირებისა და იმ შეზღუდვების მოქმედების შემდგომ, რასაც იწვევდა პანდემიის გავლენა მსოფლიოზე.

ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლების დიდი ნაწილი მოდის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მომსახურე კომპანიების მიერ შემოტანილ მანქანებსა და მოწყობილობებზე, ტურბინებზე, ელექტრომოწყობილობებზე, ზეთებსა და აკუმულატორებზე, ელექტროენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების, მათ შორის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას და სს ეპ „ჯორჯია გენერაციის“ მიერ შემოტანილ ელექტროაპარატურაზე, ტრანსფორმატორებზე, ელექტროსადენებზე, აკუმულატორებზე და მეტალოკონსტრუქციებზე, ასევე სხვა კომპანიების მიერ შემოტანილ მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე და სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, რომლებიც განკუთვნილია ადგილზე მოხმარებისათვის და არა სხვა ქვეყნებში რეექსპორტისათვის.ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო განუხრელად ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს.

ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ტრანზიტი, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს. შესაბამისად, დასახელებული სანქციების მოქმედების პერიოდში, ევროკავშირში (მ.შ. ჩეხეთის რესპუბლიკაში) წარმოებული საქონლის რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებაზე, ასევე რუსეთის ფედერაციიდან ჩეხეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების დანიშნულებით გადაადგილებაზე უარის ასეულობით შემთხვევაა.

ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ისევე როგორც ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.ამ ფონზე, გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება და ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორი ქვეყნის მიმართ ეჭვის შეტანა.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა, რომელზეც მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ჩეხეთის საელჩოც, სადაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა.

მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე დეტალურად გასცნობოდნენ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარე ტვირთების კონტროლის პროცედურებს.საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში. შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, კვლავაც ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს დაარ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა.კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა - ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ შესაბამის უწყებასთან - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რაც სამწუხაროდ, არ მომხდარა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩის მხრიდან" - ნათქვამია განცხადებაში.

  • ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი "თითქმის გაორმაგებულია". ის დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

"მაგალითად, ამ წლის დასაწყისიდან, ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა. ასე რომ, საკმაოდ დარწმუნებული ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის“, - განაცხადა ელჩმა.