სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიყვარული ყველაფრის წამალია, გიყვარდეთ დემნა“ - ქანიე უესტი სკანდალში გახვეულ გვასალიას და Balenciaga-ს მხარდაჭერას უცხადებს
"სიყვარული ყველაფრის წამალია, გიყვარდეთ დემნა“ - ქანიე უესტი სკანდალში გახვეულ გვასალიას და Balenciaga-ს მხარდაჭერას უცხადებს

ქა­ნიე უეს­ტმა სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სკან­და­ლის მი­უ­ხე­და­ვად, Balenciaga-ს მხარს უჭერს. ბრენ­დს, ორი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის გამო, რომ­ლე­ბიც 16 და 21 ნო­ემ­ბერს გა­მო­ვი­და, პე­დო­ფი­ლი­ა­სა და ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მას შემ­დეგ, რაც ქა­ნი­ემ ბრენ­დსა და დემ­ნა გვა­სა­ლი­ა­ზე მო­უ­თო­კა­ვი პოს­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო, Twitter-მა კი­დევ ერთხელ დაბ­ლო­კა მისი ან­გა­რი­ში.

"მე Balenciaga-ს გვერ­დში ვიდ­გე­ბი! წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ადა­მი­ა­ნებ­ზე ნა­დი­რო­ბის. გა­უქ­მე­ბის კულ­ტუ­რას მე შევ­წყვეტ. იესო მე­ფეა. ტრე­ფი­კინ­გი არ იწყე­ბა და არ მთავ­რდე­ბა მო­დის კამ­პა­ნი­ით, ღვთის გუ­ლი­სათ­ვის“, - წერ­და რე­პე­რი. ("გა­უქ­მე­ბის კულ­ტუ­რა" (Cancel Culture) - ოს­ტრა­კიზ­მის თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მა, რა დრო­საც ვინ­მეს რი­ყა­ვენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ან პრო­ფე­სი­უ­ლი წრე­ე­ბი­დან). "ბალნსი­ა­გას" გა­უქ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მან "ტვი­ტე­რი­დან" და სხვა პლატ­ფორ­მე­ბი­დან ყვე­ლა სა­ხის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლის წაშ­ლა ითხო­ვა.

მომ­დევ­ნო პოს­ტში უეს­ტი წერს: "ზურგს არას­დროს ვაქ­ცევთ. დემ­ნა და Balenciaga-ს ოჯა­ხი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე! შე­წყდეს გა­უქ­მე­ბის კულ­ტუ­რა".

მა­ნამ­დე, რე­პერ­მა მისი და "ბა­ლენ­სი­ა­გას" კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის, დემ­ნა გვა­სა­ლი­ას მი­მო­წე­რა გა­ავ­რცე­ლა "ტვი­ტერ­ზე".

წე­რი­ლებ­ში დემ­ნა უესტს ევედ­რე­ბა, რომ თა­ვის ფა­ნებს სთხო­ვოს, "შე­წყვი­ტონ დემ­ნას მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი“, რო­მელ­ზეც ვეს­ტმა უპა­სუ­ხა: "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლაფ­რის წა­მა­ლია, გიყ­ვარ­დეთ დემ­ნა“.

რე­პე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი უამ­რა­ვი პოს­ტი­დან კი­დევ ერ­თში, ის გა­ნაგ­რძობს ბრენ­დის დაც­ვას:

"ღმერ­თს უყ­ვარს Balenciaga. სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლაფ­რის პა­სუ­ხია, იესო ყვე­ლაფ­რის პა­სუ­ხია. ვლო­ცუ­ლობ ყვე­ლა უდა­ნა­შა­უ­ლო ხე­ლო­ვა­ნი­სა და ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ტან­საც­მელს ქმნი­ან..“

შემ­დეგ უეს­ტმა ლოგო გა­ა­ზი­ა­რა, რო­მე­ლიც და­ვი­თის ვარ­სკვლა­ვი­სა და სვას­ტი­კის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ვერ­სი­ას წა­ა­გავ­და, მაგ­რამ ტვი­ტი მა­ლე­ვე წა­ი­შა­ლა, რა­გან ის სა­ი­ტის რე­გუ­ლა­ცი­ებს არ­ღვევ­და. „მე ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი წე­სე­ბი ძა­ლა­დო­ბის წა­ქე­ზე­ბის შე­სა­ხებ მან ისევ და­არ­ღვია. მისი ან­გა­რი­ში გა­უქ­მდე­ბა“,- და­წე­რა ილონ მასკმა.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
0

ვისაც გიყვართ გიყვერდეთ!

მძაღო
2

აფუთფუთდნენ მეტაკუნეები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"სიყვარული ყველაფრის წამალია, გიყვარდეთ დემნა“ - ქანიე უესტი სკანდალში გახვეულ გვასალიას და Balenciaga-ს მხარდაჭერას უცხადებს

"სიყვარული ყველაფრის წამალია, გიყვარდეთ დემნა“ - ქანიე უესტი სკანდალში გახვეულ გვასალიას და Balenciaga-ს მხარდაჭერას უცხადებს

ქანიე უესტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი სკანდალის მიუხედავად, Balenciaga-ს მხარს უჭერს. ბრენდს, ორი სარეკლამო კამპანიის გამო, რომლებიც 16 და 21 ნოემბერს გამოვიდა, პედოფილიასა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მას შემდეგ, რაც ქანიემ ბრენდსა და დემნა გვასალიაზე მოუთოკავი პოსტების გამოქვეყნება დაიწყო, Twitter-მა კიდევ ერთხელ დაბლოკა მისი ანგარიში.

"მე Balenciaga-ს გვერდში ვიდგები! წინააღმდეგი ვარ ადამიანებზე ნადირობის. გაუქმების კულტურას მე შევწყვეტ. იესო მეფეა. ტრეფიკინგი არ იწყება და არ მთავრდება მოდის კამპანიით, ღვთის გულისათვის“, - წერდა რეპერი. ("გაუქმების კულტურა" (Cancel Culture) - ოსტრაკიზმის თანამედროვე ფორმა, რა დროსაც ვინმეს რიყავენ საზოგადოებრივი ან პროფესიული წრეებიდან). "ბალნსიაგას" გაუქმების სანაცვლოდ, მან "ტვიტერიდან" და სხვა პლატფორმებიდან ყველა სახის პორნოგრაფიული მასალის წაშლა ითხოვა.

მომდევნო პოსტში უესტი წერს: "ზურგს არასდროს ვაქცევთ. დემნა და Balenciaga-ს ოჯახი ცხოვრების ბოლომდე! შეწყდეს გაუქმების კულტურა".

მანამდე, რეპერმა მისი და "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას მიმოწერა გაავრცელა "ტვიტერზე".

წერილებში დემნა უესტს ევედრება, რომ თავის ფანებს სთხოვოს, "შეწყვიტონ დემნას მიმართ სიძულვილი“, რომელზეც ვესტმა უპასუხა: "სიყვარული ყველაფრის წამალია, გიყვარდეთ დემნა“.

რეპერის გამოქვეყნებული უამრავი პოსტიდან კიდევ ერთში, ის განაგრძობს ბრენდის დაცვას:

"ღმერთს უყვარს Balenciaga. სიყვარული ყველაფრის პასუხია, იესო ყველაფრის პასუხია. ვლოცულობ ყველა უდანაშაულო ხელოვანისა და ლამაზი ადამიანისთვის, რომლებიც მხოლოდ ტანსაცმელს ქმნიან..“

შემდეგ უესტმა ლოგო გააზიარა, რომელიც დავითის ვარსკვლავისა და სვასტიკის გაერთიანებულ ვერსიას წააგავდა, მაგრამ ტვიტი მალევე წაიშალა, რაგან ის საიტის რეგულაციებს არღვევდა. „მე ყველაფერი ვცადე. ამის მიუხედავად, ჩვენი წესები ძალადობის წაქეზების შესახებ მან ისევ დაარღვია. მისი ანგარიში გაუქმდება“,- დაწერა ილონ მასკმა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა