მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის რუსი "სატანისტური სტილისტი", რომელსაც დემნა გვასალიას მარჯვენა ხელს უწოდებენ და რატომ ადანაშაულებენ მას Balenciaga-ს სკანდალურ ფოტოსესიაში?
ვინ არის რუსი "სატანისტური სტილისტი", რომელსაც დემნა გვასალიას მარჯვენა ხელს უწოდებენ და რატომ ადანაშაულებენ მას Balenciaga-ს სკანდალურ ფოტოსესიაში?

ფრან­გუ­ლი მო­დის სახ­ლი Balenciaga უკვე მე­ო­რე კვი­რაა სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრშია: ბრენ­დს, ორი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის გამო, რომ­ლე­ბიც 16 და 21 ნო­ემ­ბერს გა­მო­ვი­და, პე­დო­ფი­ლი­ა­სა და ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო, 16 ნო­ემ­ბერს Balenciaga-მ ახა­ლი პრო­დუქ­ცი­ის ხა­ზის გაშ­ვე­ბა და­ა­ა­ნონ­სა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თებს: ჭურ­ჭელს, ძაღ­ლის აქ­სე­სუ­ა­რებს (რო­გო­რი­ცაა სა­ყე­ლო და თასი), ავეჯს, ლარ­ნა­კებს... გა­და­ღე­ბის­თვის ბრენდმა დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი ფო­ტოგ­რა­ფი გაბ­რი­ელ გა­ლიმ­ბერ­ტი და­ი­ქი­რა­ვა. Balenciaga-ს ახა­ლი კონ­ცეფ­ცია ეხ­მი­ა­ნე­ბო­და სა­თა­მა­შო­ე­ბის ის­ტო­რი­ე­ბის იდე­ას - მას­ში ბავ­შვე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ირ­გვლივ კი კომ­პა­ნი­ის ახა­ლი ხა­ზის ნივ­თე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი...

გა­და­ღე­ბებ­ში 6 ბავ­შვი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ზო­გი­ერთ სუ­რათ­ზე ბავ­შვებს ხელ­ში უჭი­რავთ ტყა­ვის ქამ­რებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი და­თუ­ნი­ე­ბი, სა­ყე­ლო­ე­ბი სა­კე­ტე­ბი­თა და ხელ­ბორ­კი­ლე­ბით. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ის ზურგჩან­თე­ბია, რო­მე­ლიც Balenciaga-ს კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ წარ­მო­ად­გი­ნა ჯერ კი­დევ შე­მოდ­გო­მა­ზე, 2023 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის ჩვე­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ასეთ­მა აღ­კაზ­მუ­ლო­ბამ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში BDSM ეს­თე­ტი­კას­თან ასო­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, რის შემ­დე­გაც სკან­და­ლის პირ­ვე­ლი ტალ­ღა და­ი­წყო. მალე ბრენდმა კამ­პა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დი­დან ამო­ი­ღო და "ინ­სტაგ­რამ­ზე" ბო­დი­ში მო­ი­ხა­და...

ხუთი დღის შემ­დეგ, Balenciaga-მ ახა­ლი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია და­ი­წყო. ეს გახ­ლდათ Garde-Robe-ს ხაზი, რო­მელ­შიც მო­დე­ლე­ბი (მათ შო­რის ბელა ჰა­დი­დი, იზა­ბელ ჰუ­პერ­ტი და ნი­კოლ კიდ­მა­ნი) ოფის­ში პო­ზი­რე­ბენ. ირ­გვლივ სა­ო­ფი­სე ატ­რი­ბუ­ტი­კა ჩანს, მათ შო­რის ქა­ღალ­დე­ბის გრო­ვა. სწო­რედ ეს გა­ზე­თე­ბი გახ­და ბრენ­დის მი­მართ ნე­გა­ტი­ვის ახა­ლი ტალ­ღის მი­ზე­ზი.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ სა­რეკ­ლა­მო ფო­ტო­ებ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ა­ზე სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ამო­ბეჭ­დი­ლი მა­სა­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის გამო ბრენ­დი მომ­ხმა­რებ­ლებ­მა გა­აკ­რი­ტი­კეს და ბავ­შვთა წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­შიც და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

  • ვინ არის დამ­ნა­შა­ვე

თა­ვის სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, "ბა­ლენ­სი­ა­გამ" რამ­დენ­ჯერ­მე მო­ი­ხა­და ბო­დი­ში, რო­გორც სა­თა­მა­შო­ე­ბის კამ­პა­ნი­ის­თვის, ასე­ვე ფო­ტო­ებ­ზე მოხ­ვედ­რი­ლი გა­ზე­თე­ბის­თვის. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ბრენდმა სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო, ცდი­ლობ­და და­ეც­ვა ფო­ტოგ­რა­ფის რე­პუ­ტა­ცია. თა­ვად გაბ­რი­ელ გა­ლიმ­ბერ­ტიმ აღ­ნიშ­ნა, რომ და­ზუს­ტე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ნე­გა­ტი­ვის ნა­კა­დის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. გან­ცხა­დე­ბა­ში გა­ლიმ­ბერ­ტიმ თქვა, რომ გა­და­ღე­ბე­ბი­სას ის არ ირ­ჩევს სუ­ბი­ექ­ტებს ან მო­დე­ლებს და დას­ძი­ნა, რომ მსგავ­სი ბრალ­დე­ბე­ბი "არას­წო­რია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­დან და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი­დან გა­და­აქვს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით".

ფო­ტოგ­რა­ფის კა­რი­ე­რა უკვე და­ზა­რალ­და. სკან­და­ლის შემ­დეგ გა­უქ­მდა მისი გა­მო­ფე­ნა ყა­ზა­ხეთ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მუ­ქა­რის ნა­კა­დი არ შე­წყვე­ტი­ლა და ზო­გი­ერ­თმა კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა უარი თქვა მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­ძე­ნა­ზე.

სკან­და­ლი­დან ერთი დღის შემ­დეგ კომ­პა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ნიუ-იორ­კის სა­სა­მარ­თლოს 25-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სარ­ჩე­ლით მი­მარ­თა კომ­პა­ნია North Six-ის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც Garde-Robe-ის კამ­პა­ნია და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სარ­ჩელ­ში Balenciaga და­ვობს, რომ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი მათ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე გავ­რცელ­და და გა­ა­ჩი­ნა "ცრუ ასო­ცი­ა­ცია Balenciaga-სა და ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ას შო­რის“.

კომ­პა­ნი­ის ად­ვო­კა­ტი, რო­მელ­საც Balenciaga უჩი­ვის, სა­პა­სუ­ხოდ აცხა­დებს, რომ გა­და­ღე­ბებ­ზე კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვნენ, დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­სა­ხე­ბაც იცოდ­ნენ და სხვა რეკ­ვი­ზი­ტე­ბიც თა­ვად მი­ი­ტა­ნეს. ამას­თა­ნა­ვე, იუ­რის­ტის თქმით, გა­და­ღე­ბის დი­ზა­ი­ნე­რი ფო­ტო­ე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა.

მთა­ვა­რი კი­თხვა - ვინ არის დამ­ნა­შა­ვე, ისევ ღიაა... არ­სე­ბობს ორი ვერ­სია:

ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ბრენ­დის უმაღ­ლე­სი მე­ნე­ჯმენ­ტი, მათ შო­რის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი დემ­ნა გვა­სა­ლია, მი­ნი­მა­ლუ­რად იყო ჩარ­თუ­ლი პრო­ცე­სებ­ში. და­ნარ­ჩე­ნე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ არა მხო­ლოდ ღია შუქი მის­ცა კო­ლექ­ცი­ას, არა­მედ პრო­ვო­კა­ცია პი­რა­დად და­გეგ­მა.

Balenciaga-ს გარ­შე­მო ატე­ხილ სკან­დალს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამე­რი­კე­ლი ვარ­სკვლა­ვი კიმ კარ­და­ში­ა­ნი, რო­მე­ლიც ბრენდთან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და. კარ­და­ში­ა­ნი აცხა­დებს, რომ მომ­ხდა­რის შემ­დეგ Balenciaga-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უნდა გა­და­ხე­დოს:

"რო­გორც 4 შვი­ლის დედა, შეძ­რუ­ლი ვარ ფო­ტო­ე­ბით. ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა უზე­ნა­ე­სია და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ად­გი­ლი არ უნდა ჰქონ­დეს რა­ი­მე სა­ხით ბავ­შვთა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბას. ვა­ფა­სებ, რომ Balenciaga-მ კამ­პა­ნია ჩახ­სნა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. სა­ჭი­როა ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა, რომ ეს აღა­რა­სო­დეს მოხ­დეს“, - და­წე­რა კიმ კარ­და­ში­ან­მა.

  • რა ელის Balenciaga-ს?

Balenciaga-მ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ბრენ­დი ითა­ნამ­შრომ­ლებს ბავ­შვთა დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ფრან­გუ­ლი ბრენ­დი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. Balenciaga ყო­ველ­თვის ით­ვლე­ბო­და პრო­ვო­კა­ცი­ულ მო­დის სახ­ლად. 2015 წელს ბრენდში დემ­ნა გვა­სა­ლი­ას მოს­ვლას­თან ერ­თად, მსგავ­სი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი გახ­შირ­და...

ჯერ კი­დევ ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რა იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი. ბლო­გე­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წვა­ვენ ბრენ­დის ნივ­თებს. მო­დე­ლებ­მა ბელა ჰა­დიდ­მა და იზა­ბელ ჰუ­პერ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წა­შა­ლეს პოს­ტე­ბი Garde-Robe კამ­პა­ნი­ის ფო­ტო­ე­ბით. Business of Fashion დემ­ნა გვა­სა­ლი­ას წელს ჯილ­დოს აღარ გა­დას­ცემს მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის...

უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, კე­რინ­გის კონ­გლო­მე­რატ­მა, რო­მელ­შიც შე­დის Balenciaga, შე­იძ­ლე­ბა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი. მაგ­რამ ეს სცე­ნა­რი ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ალე­სან­დრო მი­კე­ლეს ბო­ლოდ­რო­ინ­დელ წას­ვლას Gucci-დან...

  • ვინ არის ლოტა ვოლ­კო­ვა?

კი­დევ ერთი სა­ხე­ლი და გვა­რი, რო­მე­ლიც "ბა­ლენ­სი­ა­გას" გარ­შე­მო არ­სე­ბულ სკან­დალ­თან ასო­ცირ­დე­ბა, რუსი წარ­მო­შო­ბის სტი­ლის­ტი ლოტა ვოლ­კო­ვაა, რო­მელ­საც დემ­ნა გვა­სა­ლი­ას მარ­ჯვე­ნა ხელს ეძა­ხი­ან... ვოლ­კო­ვა ბრენ­დის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

ვინ არის ქალი, ზუს­ტად არაა ცნო­ბი­ლი. ზო­გი­ერ­თი წყა­როს თა­ნახ­მად, იგი და­ი­ბა­და 1984 წელს ნო­ვო­სი­ბირსკში ან - 1983 წელს ვლა­დი­ვოს­ტოკ­ში. ერთი სი­ტყვით, ვოლ­კო­ვას პერ­სო­ნა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით არის მო­ცუ­ლი... მაგ­რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ მისი მამა იყო მე­ზღვა­უ­რი, ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და და ქა­ლიშ­ვილ­თვის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ხში­რად ჩა­მოჰ­ქონ­და სა­ჩუქ­რე­ბი. 17 წლის ასაკ­ში ლონ­დონ­ში გა­ემ­გზავ­რა დი­ზა­ი­ნი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სას­წავ­ლად, 2004 წელს კი სა­კუ­თა­რი ბრენ­დი Lotta Skeletrix გა­მო­უშ­ვა. 2007 წელს გა­და­ვი­და პა­რიზ­ში, სა­დაც გა­დამ­ზად­და სტი­ლის­ტად, გა­იც­ნო დემ­ნა გვა­სა­ლია და ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო...

დემ­ნას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, და­ი­წყო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ბრენ­დებ­თან Vetements-თან და Balenciaga-სთან. ვოლ­კო­ვამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო Adidas-ის ბრენ­დის კამ­პა­ნი­ებ­ში 2018 და 2019 წლებ­ში.

  • რა­ტომ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ლოტა ვოლ­კო­ვას Balenciaga-ს სკან­და­ლურ ფო­ტო­სე­სი­ა­ში? - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლოტა ვოლ­კო­ვას "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოს­ტე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ, ეჭ­ვობ­დნენ, რომ სწო­რედ სტი­ლის­ტი იყო Balenciaga-ს წი­ნა­სა­შო­ბაო ფო­ტო­სე­სი­ის იდე­ო­ლო­გი­უ­რი ინ­სპი­რა­ტო­რი. მის ან­გა­რიშ­ში არის პენ­ტაგ­რა­მე­ბის სუ­რა­თე­ბი, ბავ­შვე­ბის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სუ­რა­თე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი და წი­თე­ლი ლა­ქე­ბი, რომ­ლე­ბიც სის­ხლს ჰგავს.

ვოლ­კო­ვას "სა­ტა­ნის­ტუ­რი სტი­ლის­ტი" უწო­დეს ინ­სტაგ­რა­მის კონ­ტენ­ტის გამო, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და ძა­ლა­დო­ბის სცე­ნებს და სა­ტა­ნის­ტურ სუ­რა­თებს. ბრალ­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ კი ქალ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და­ხუ­რა.

ვოლ­კო­ვას წარ­მო­მად­გე­ნელ­მა Newsweek-თან გა­ნა­ცხა­და, რომ ”ის გმობს ბავ­შვე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით” და დას­ძი­ნა, რომ ”არ უმუ­შა­ვია Balenciaga-სთან და მის გუნდთან 2017 წლის შემ­დეგ და არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბრენ­დის ბოლო სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ებ­ში...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ვინ არის რუსი "სატანისტური სტილისტი", რომელსაც დემნა გვასალიას მარჯვენა ხელს უწოდებენ და რატომ ადანაშაულებენ მას Balenciaga-ს სკანდალურ ფოტოსესიაში?

ვინ არის რუსი "სატანისტური სტილისტი", რომელსაც დემნა გვასალიას მარჯვენა ხელს უწოდებენ და რატომ ადანაშაულებენ მას Balenciaga-ს სკანდალურ ფოტოსესიაში?

ფრანგული მოდის სახლი Balenciaga უკვე მეორე კვირაა სკანდალის ეპიცენტრშია: ბრენდს, ორი სარეკლამო კამპანიის გამო, რომლებიც 16 და 21 ნოემბერს გამოვიდა, პედოფილიასა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო, 16 ნოემბერს Balenciaga-მ ახალი პროდუქციის ხაზის გაშვება დააანონსა, რომელიც მოიცავდა საყოფაცხოვრებო ნივთებს: ჭურჭელს, ძაღლის აქსესუარებს (როგორიცაა საყელო და თასი), ავეჯს, ლარნაკებს... გადაღებისთვის ბრენდმა დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი გაბრიელ გალიმბერტი დაიქირავა. Balenciaga-ს ახალი კონცეფცია ეხმიანებოდა სათამაშოების ისტორიების იდეას - მასში ბავშვებიც მონაწილეობდნენ, ირგვლივ კი კომპანიის ახალი ხაზის ნივთები იყო განთავსებული...

გადაღებებში 6 ბავშვი მონაწილეობდა. ზოგიერთ სურათზე ბავშვებს ხელში უჭირავთ ტყავის ქამრებში გამოწყობილი დათუნიები, საყელოები საკეტებითა და ხელბორკილებით. სინამდვილეში, ეს ის ზურგჩანთებია, რომელიც Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ წარმოადგინა ჯერ კიდევ შემოდგომაზე, 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე, თუმცა ამჯერად ასეთმა აღკაზმულობამ მომხმარებლებში BDSM ესთეტიკასთან ასოცირება გამოიწვია, რის შემდეგაც სკანდალის პირველი ტალღა დაიწყო. მალე ბრენდმა კამპანია სოციალური ქსელებიდან და ოფიციალური ვებ-გვერდიდან ამოიღო და "ინსტაგრამზე" ბოდიში მოიხადა...

ხუთი დღის შემდეგ, Balenciaga-მ ახალი სარეკლამო კომპანია დაიწყო. ეს გახლდათ Garde-Robe-ს ხაზი, რომელშიც მოდელები (მათ შორის ბელა ჰადიდი, იზაბელ ჰუპერტი და ნიკოლ კიდმანი) ოფისში პოზირებენ. ირგვლივ საოფისე ატრიბუტიკა ჩანს, მათ შორის ქაღალდების გროვა. სწორედ ეს გაზეთები გახდა ბრენდის მიმართ ნეგატივის ახალი ტალღის მიზეზი.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კამპანიის ფარგლებში გავრცელებულ სარეკლამო ფოტოებზე აღმოაჩინეს ბავშვთა პორნოგრაფიაზე სასამართლო გადაწყვეტილებების ამობეჭდილი მასალები. აღნიშნული კამპანიების გამო ბრენდი მომხმარებლებმა გააკრიტიკეს და ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის რეკლამირებაშიც დაადანაშაულეს.

  • ვინ არის დამნაშავე

თავის სოციალურ მედიაში, "ბალენსიაგამ" რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში, როგორც სათამაშოების კამპანიისთვის, ასევე ფოტოებზე მოხვედრილი გაზეთებისთვის. პირველ შემთხვევაში, ბრენდმა სრული პასუხისმგებლობა აიღო, ცდილობდა დაეცვა ფოტოგრაფის რეპუტაცია. თავად გაბრიელ გალიმბერტიმ აღნიშნა, რომ დაზუსტებების მიუხედავად, ნეგატივის ნაკადის წინაშე აღმოჩნდა. განცხადებაში გალიმბერტიმ თქვა, რომ გადაღებებისას ის არ ირჩევს სუბიექტებს ან მოდელებს და დასძინა, რომ მსგავსი ბრალდებები "არასწორია და საზოგადოების ყურადღება რეალური პრობლემებიდან და დამნაშავეებიდან გადააქვს სხვა მიმართულებით".

ფოტოგრაფის კარიერა უკვე დაზარალდა. სკანდალის შემდეგ გაუქმდა მისი გამოფენა ყაზახეთში, სოციალურ ქსელებში მუქარის ნაკადი არ შეწყვეტილა და ზოგიერთმა კოლექციონერმა უარი თქვა მისი ნამუშევრების შეძენაზე.

სკანდალიდან ერთი დღის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ ნიუ-იორკის სასამართლოს 25-მილიონიანი სარჩელით მიმართა კომპანია North Six-ის წინააღმდეგ, რომელმაც Garde-Robe-ის კამპანია დაგეგმა და განახორციელა. სარჩელში Balenciaga დავობს, რომ კამპანიის ფარგლებში გადაღებული ფოტოები მათთან შეთანხმების გარეშე გავრცელდა და გააჩინა "ცრუ ასოციაცია Balenciaga-სა და ბავშვთა პორნოგრაფიას შორის“.

კომპანიის ადვოკატი, რომელსაც Balenciaga უჩივის, საპასუხოდ აცხადებს, რომ გადაღებებზე კომპანიის წარმომადგენლებიც იყვნენ, დოკუმენტების შესახებაც იცოდნენ და სხვა რეკვიზიტებიც თავად მიიტანეს. ამასთანავე, იურისტის თქმით, გადაღების დიზაინერი ფოტოების შერჩევასა და გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი არ ყოფილა.

მთავარი კითხვა - ვინ არის დამნაშავე, ისევ ღიაა... არსებობს ორი ვერსია:

ზოგიერთი მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ ბრენდის უმაღლესი მენეჯმენტი, მათ შორის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, მინიმალურად იყო ჩართული პროცესებში. დანარჩენები დარწმუნებულნი არიან, რომ დემნა გვასალიამ არა მხოლოდ ღია შუქი მისცა კოლექციას, არამედ პროვოკაცია პირადად დაგეგმა.

Balenciaga-ს გარშემო ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა ამერიკელი ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი, რომელიც ბრენდთან აქტიურად თანამშრომლობდა. კარდაშიანი აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ Balenciaga-სთან თანამშრომლობას უნდა გადახედოს:

"როგორც 4 შვილის დედა, შეძრული ვარ ფოტოებით. ბავშვების უსაფრთხოება უზენაესია და ჩვენს საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახით ბავშვთა მიმართ ძალადობის ნორმალიზებას. ვაფასებ, რომ Balenciaga-მ კამპანია ჩახსნა და ბოდიში მოიხადა. საჭიროა ზომების გატარება, რომ ეს აღარასოდეს მოხდეს“, - დაწერა კიმ კარდაშიანმა.

  • რა ელის Balenciaga-ს?

Balenciaga-მ ოფიციალურ განცხადებაში განაცხადა, რომ ბრენდი ითანამშრომლებს ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფრანგული ბრენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. Balenciaga ყოველთვის ითვლებოდა პროვოკაციულ მოდის სახლად. 2015 წელს ბრენდში დემნა გვასალიას მოსვლასთან ერთად, მსგავსი პროვოკაციები გახშირდა...

ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, რა იქნება რეალური შედეგები. ბლოგერები სოციალურ ქსელებში წვავენ ბრენდის ნივთებს. მოდელებმა ბელა ჰადიდმა და იზაბელ ჰუპერტმა სოციალურ ქსელებში წაშალეს პოსტები Garde-Robe კამპანიის ფოტოებით. Business of Fashion დემნა გვასალიას წელს ჯილდოს აღარ გადასცემს მოდის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის...

უარეს შემთხვევაში, კერინგის კონგლომერატმა, რომელშიც შედის Balenciaga, შეიძლება გაათავისუფლოს კრეატიული დირექტორი. მაგრამ ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, თუ გავითვალისწინებთ ალესანდრო მიკელეს ბოლოდროინდელ წასვლას Gucci-დან...

  • ვინ არის ლოტა ვოლკოვა?

კიდევ ერთი სახელი და გვარი, რომელიც "ბალენსიაგას" გარშემო არსებულ სკანდალთან ასოცირდება, რუსი წარმოშობის სტილისტი ლოტა ვოლკოვაა, რომელსაც დემნა გვასალიას მარჯვენა ხელს ეძახიან... ვოლკოვა ბრენდის ერთ-ერთი მთავარი თანამშრომელია.

ვინ არის ქალი, ზუსტად არაა ცნობილი. ზოგიერთი წყაროს თანახმად, იგი დაიბადა 1984 წელს ნოვოსიბირსკში ან - 1983 წელს ვლადივოსტოკში. ერთი სიტყვით, ვოლკოვას პერსონა საიდუმლოებით არის მოცული... მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ მისი მამა იყო მეზღვაური, ბევრს მოგზაურობდა და ქალიშვილთვის სხვადასხვა ქვეყნებიდან ხშირად ჩამოჰქონდა საჩუქრები. 17 წლის ასაკში ლონდონში გაემგზავრა დიზაინისა და ხელოვნების შესასწავლად, 2004 წელს კი საკუთარი ბრენდი Lotta Skeletrix გამოუშვა. 2007 წელს გადავიდა პარიზში, სადაც გადამზადდა სტილისტად, გაიცნო დემნა გვასალია და ყველაფერი ასე დაიწყო...

დემნასთან შეხვედრის შემდეგ, დაიწყო თანამშრომლობა ბრენდებთან Vetements-თან და Balenciaga-სთან. ვოლკოვამ მონაწილეობა მიიღო Adidas-ის ბრენდის კამპანიებში 2018 და 2019 წლებში.

  • რატომ ადანაშაულებენ ლოტა ვოლკოვას Balenciaga-ს სკანდალურ ფოტოსესიაში? - სოციალურ ქსელში ლოტა ვოლკოვას "ინსტაგრამზე" პოსტების ნახვის შემდეგ, ეჭვობდნენ, რომ სწორედ სტილისტი იყო Balenciaga-ს წინასაშობაო ფოტოსესიის იდეოლოგიური ინსპირატორი. მის ანგარიშში არის პენტაგრამების სურათები, ბავშვების შემაშფოთებელი სურათები, სათამაშოები და წითელი ლაქები, რომლებიც სისხლს ჰგავს.

ვოლკოვას "სატანისტური სტილისტი" უწოდეს ინსტაგრამის კონტენტის გამო, რომელიც მოიცავდა ძალადობის სცენებს და სატანისტურ სურათებს. ბრალდებების გავრცელების შემდეგ კი ქალმა სოციალური ქსელები დახურა.

ვოლკოვას წარმომადგენელმა Newsweek-თან განაცხადა, რომ ”ის გმობს ბავშვების შეურაცხყოფას ნებისმიერი ფორმით” და დასძინა, რომ ”არ უმუშავია Balenciaga-სთან და მის გუნდთან 2017 წლის შემდეგ და არ მიუღია მონაწილეობა ბრენდის ბოლო სარეკლამო კამპანიებში...