მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობახიძე, მდინარაძე, მათიკაშვილი, სასათბურე პირობებში იყვნენ სააკაშვილის დროს, ახლა დაცვით რომ დადიხარ და დასცინი ავადმყოფ კაცს, რა ვაჟკაცობაა? " - ეკა ბესელია
"კობახიძე, მდინარაძე, მათიკაშვილი, სასათბურე პირობებში იყვნენ სააკაშვილის დროს, ახლა დაცვით რომ დადიხარ და დასცინი ავადმყოფ კაცს, რა ვაჟკაცობაა? " - ეკა ბესელია

კო­მენ­ტა­რე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ პარ­ლა­მენ­ტის დე­რეფ­ნე­ბი­დან ვის­მენთ, სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვას ეხ­მა­რე­ბა , - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ ლი­დერ­მა, ეკა ბე­სე­ლი­ამ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ეკა ბე­სე­ლი­ას თქმით, დიდი ალ­ბა­თო­ბით სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო იტყვის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ად­გი­ლი ჰქონ­და პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლას.

"სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო ყვე­ლა კო­მენ­ტარს მი­ი­ღებს, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე აკე­თე­ბენ, ასე ვა­კე­თებ­დით ჩვენც, რო­დე­საც სტრას­ბურ­გში საქ­მე­ებს ვაგ­ზავ­ნი­დით. მსგავ­სი კო­მენ­ტა­რე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ პარ­ლა­მენ­ტის დე­რეფ­ნე­ბი­დან ვის­მენთ, რა თქმა უნდა, სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვას ეხ­მა­რე­ბა. რო­დე­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სპი­კე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "სი­მუ­ლა­ცი­აა, არა­ფე­რი ხდე­ბა, ელექტრო სი­გა­რეტს ეწე­ვა, ტი­მო­შენ­კოც სა­ვარ­ძლით და­დი­ო­და და ესეც მა­სა­ვით წა­მოხ­ტე­ბა“, ყვე­ლა კო­მენ­ტა­რი ამო­იჭ­რე­ბა და გა­იგ­ზავ­ნე­ბა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში და დიდი ალ­ბა­თო­ბით სა­სა­მარ­თლო იტყვის, რომ ამ საქ­მე­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა იყო“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

ეკა ბე­სე­ლი­ას თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვი არ აქვს, რად­გან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის დროს სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებ­ში იყო.

"უბ­რა­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გია, პერ­სო­ნა­ლუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბა რა­ტომ არ არის იცით? - კო­ბა­ხი­ძეს რა­ტომ უნდა ეჯავ­რე­ბო­დეს სა­ა­კაშ­ვი­ლი? რამე და­უ­შა­ვა მას? კო­ბა­ხი­ძეც, მდი­ნა­რა­ძეც, მა­თი­კაშ­ვი­ლიც, ესე­ნი ყვე­ლა ძა­ლი­ან სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებ­ში იყ­ვნენ, ქუ­ჩა­ში კი არ იდ­გნენ და ებ­რძოდ­ნენ სა­ა­კაშ­ვილს. თქვენ გგო­ნი­ათ რო­მე­ლი­მე გა­ბე­დავ­და იმ პე­რი­ოდ­ში ხმის ამო­ღე­ბას, ახლა რომ ასე ლა­პა­რა­კო­ბენ? წაქ­ცე­ულ ადა­მი­ან­ზე რომ ასე ქი­ლი­კობ, დას­ცი­ნი, მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მდა­ბიო საქ­ცი­ე­ლია. ახლა რომ გა­მო­ვი­დე და ვთქვა, რომ ახია, რაც მის თავს ხდე­ბა, ხომ ვიქ­ნე­ბი სულმდა­ბა­ლი და პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი? - მა­შინ იყო ამის გა­ბედ­ვა რთუ­ლი, ქუ­ჩებ­ში რომ ვი­დე­ქი და ტყვი­ებს გვეს­რო­და და არ ვი­ცო­დით ცო­ცხლე­ბი დავ­ბრუნ­დე­ბო­დით თუ არა სახ­ლში, თო­რემ ახლა რომ დგა­ხარ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბი­დან, დაც­ვით რომ და­დი­ხარ პარ­ლა­მენ­ტში, პარ­ლა­მენ­ტში რომ დაც­ვით და­დის სა­ში­ნე­ლე­ბაა, და­ა­ნე­ბოს თავი იმ დაც­ვას, პარ­ლა­მენ­ტში ვის გა­უ­გია დაც­ვით სი­ა­რუ­ლი, იქი­დან რომ ელა­პა­რა­კე­ბი ამ ავად­მყოფ სა­ა­კაშ­ვილს, რა ვაჟ­კა­ცო­ბაა ეს? დღეს არ მინ­და, რომ მას პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბით მო­ექ­ცნენ, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ვის ექ­ცე­ვი შუ­რის­ძი­ე­ბით? გა­და­იყ­ვა­ნონ იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რა­საც ექი­მე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან. მო­სა­მარ­თლე რომ ვიყო, გა­დავ­წყვეტ­დი, შე­ვა­ჩე­რებ­დი პრო­ცესს, უზ­რუნ­ველ­ყოფ­დი მის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და შემ­დეგ მი­ვიყ­ვან­დი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხის გარ­და ეკა ბე­სე­ლია გა­და­ცე­მა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბის ევ­რო­პა­ში გახ­ში­რე­ბულ ვი­ზი­ტებ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მარ­ტო სი­ა­რუ­ლი საქ­მის კე­თე­ბა არაა.

მი­სი­ვე თქმით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად გა­უ­გე­ბა­რი ქცე­ვე­ბი აქვს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, რად­გან ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ევ­რო­კავ­შირს "გა­და­უ­ა­რა და ლან­ძღა თუკი რა­მით შე­ეძ­ლო ელან­ძღა“ და "სენ­ტი­მენ­ტე­ბი“ მხო­ლოდ უნ­გრე­თის მი­მართ აქვს.

"მარ­ტო სი­ა­რუ­ლი არ არის საქ­მე, რა არის სა­სა­უბ­რო, რა მი­გაქვს ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან? გა­მე­ღი­მა, როცა მო­ვის­მი­ნე გან­ცხა­დე­ბა, კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობ­და: უნ­გრეთს ნუ ეს­ხმით თავს, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვე­ყა­ნა­სო. მთელ ევ­რო­კავ­შირს გა­და­უ­ა­რა, თავ­ზე და­ამ­ხო, თუკი რამე შე­იძ­ლე­ბო­და, და­ემ­ხო, თუკი რა­მით შე­იძ­ლე­ბო­და ელან­ძღა და მარ­ტო უნ­გრე­თის მი­მართ გა­უჩ­ნდა სენ­ტი­მენ­ტე­ბი ამ ბიჭს. იქ რომ აუ­ჩუყ­და გული და მო­უ­წო­და ყვე­ლას, და­ა­ნე­ბეთ თავი უნ­გრეთ­სო, იმის გარ­და ვე­რა­ვინ ვერ და­ი­ნა­ხა ყვე­ლა რომ გა­და­რია? - დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად გა­უ­გე­ბა­რი ქცე­ვე­ბი ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

აი რა ქნას საცოდავმა ეკამ ფული იშოვნა ყოველ დღე "ნარიადებს" იცვლის, კაცებიანაც, აი სუნი ვერა და ვერ მოიშორა, მძორის სუნი , ასეთი აყროლებული ქალი სულით არ არსებობს ეს კრეტინ ელისი კილაძეზე უარესი გარეწარია

nia
3

ეს ლოყები არ შემიძლიააააააა,დაგვინდეთ გთხოვთ რააა!!!!!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კობახიძე, მდინარაძე, მათიკაშვილი, სასათბურე პირობებში იყვნენ სააკაშვილის დროს, ახლა დაცვით რომ დადიხარ და დასცინი ავადმყოფ კაცს, რა ვაჟკაცობაა? " - ეკა ბესელია

"კობახიძე, მდინარაძე, მათიკაშვილი, სასათბურე პირობებში იყვნენ სააკაშვილის დროს, ახლა დაცვით რომ დადიხარ და დასცინი ავადმყოფ კაცს, რა ვაჟკაცობაა? " - ეკა ბესელია

კომენტარები, რომელსაც ჩვენ პარლამენტის დერეფნებიდან ვისმენთ, სააკაშვილის დაცვას ეხმარება , - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ მმართველი პარტიის ლიდერების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, დიდი ალბათობით სტრასბურგის სასამართლო იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ ზეწოლას.

"სტრასბურგის სასამართლო ყველა კომენტარს მიიღებს, რომელსაც პოლიტიკოსები სააკაშვილის საქმეზე აკეთებენ, ასე ვაკეთებდით ჩვენც, როდესაც სტრასბურგში საქმეებს ვაგზავნიდით. მსგავსი კომენტარები, რომელსაც ჩვენ პარლამენტის დერეფნებიდან ვისმენთ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დაცვას ეხმარება. როდესაც მმართველი პარტიის სპიკერები ამბობენ, რომ "სიმულაციაა, არაფერი ხდება, ელექტრო სიგარეტს ეწევა, ტიმოშენკოც სავარძლით დადიოდა და ესეც მასავით წამოხტება“, ყველა კომენტარი ამოიჭრება და გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში და დიდი ალბათობით სასამართლო იტყვის, რომ ამ საქმეზე პოლიტიკური ზეწოლა იყო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი შურისძიების მოტივი არ აქვს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სასათბურე პირობებში იყო.

"უბრალოდ პოლიტიკური დღის წესრიგია, პერსონალური შურისძიება რატომ არ არის იცით? - კობახიძეს რატომ უნდა ეჯავრებოდეს სააკაშვილი? რამე დაუშავა მას? კობახიძეც, მდინარაძეც, მათიკაშვილიც, ესენი ყველა ძალიან სასათბურე პირობებში იყვნენ, ქუჩაში კი არ იდგნენ და ებრძოდნენ სააკაშვილს. თქვენ გგონიათ რომელიმე გაბედავდა იმ პერიოდში ხმის ამოღებას, ახლა რომ ასე ლაპარაკობენ? წაქცეულ ადამიანზე რომ ასე ქილიკობ, დასცინი, მგონია, რომ ყველაზე მდაბიო საქციელია. ახლა რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ ახია, რაც მის თავს ხდება, ხომ ვიქნები სულმდაბალი და პატარა ადამიანი? - მაშინ იყო ამის გაბედვა რთული, ქუჩებში რომ ვიდექი და ტყვიებს გვესროდა და არ ვიცოდით ცოცხლები დავბრუნდებოდით თუ არა სახლში, თორემ ახლა რომ დგახარ თანამდებობიდან, სასათბურე პირობიდან, დაცვით რომ დადიხარ პარლამენტში, პარლამენტში რომ დაცვით დადის საშინელებაა, დაანებოს თავი იმ დაცვას, პარლამენტში ვის გაუგია დაცვით სიარული, იქიდან რომ ელაპარაკები ამ ავადმყოფ სააკაშვილს, რა ვაჟკაცობაა ეს? დღეს არ მინდა, რომ მას პოლიტიკური შურისძიებით მოექცნენ, რა მნიშვნელობა აქვს ვის ექცევი შურისძიებით? გადაიყვანონ იმ საავადმყოფოში, რასაც ექიმები ეუბნებიან. მოსამართლე რომ ვიყო, გადავწყვეტდი, შევაჩერებდი პროცესს, უზრუნველყოფდი მის გამოჯანმრთელებას და შემდეგ მივიყვანდი მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სააკაშვილის საკითხის გარდა ეკა ბესელია გადაცემაში ხელისუფლების წევრების ევროპაში გახშირებულ ვიზიტებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მარტო სიარული საქმის კეთება არაა.

მისივე თქმით, დიპლომატიურად გაუგებარი ქცევები აქვს "ქართულ ოცნებას“, რადგან ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს "გადაუარა და ლანძღა თუკი რამით შეეძლო ელანძღა“ და "სენტიმენტები“ მხოლოდ უნგრეთის მიმართ აქვს.

"მარტო სიარული არ არის საქმე, რა არის სასაუბრო, რა მიგაქვს ევროპელ კოლეგებთან? გამეღიმა, როცა მოვისმინე განცხადება, კობახიძე ამბობდა: უნგრეთს ნუ ესხმით თავს, ევროკავშირის წევრ ქვეყანასო. მთელ ევროკავშირს გადაუარა, თავზე დაამხო, თუკი რამე შეიძლებოდა, დაემხო, თუკი რამით შეიძლებოდა ელანძღა და მარტო უნგრეთის მიმართ გაუჩნდა სენტიმენტები ამ ბიჭს. იქ რომ აუჩუყდა გული და მოუწოდა ყველას, დაანებეთ თავი უნგრეთსო, იმის გარდა ვერავინ ვერ დაინახა ყველა რომ გადარია? - დიპლომატიურად გაუგებარი ქცევები ხდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.