სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 რამ, რაც არ უნდა გამოგრჩეს, როცა ბიზნესს იწყებ
5 რამ, რაც არ უნდა გამოგრჩეს, როცა ბიზნესს იწყებ

იცო­დით, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ე­ბის 75% სუნ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი? მარ­კე­ტინ­გუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად მომ­ხმა­რებ­ლის გან­წყო­ბა 40%-ით უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, თუ ის სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნელს გრძნობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კი სა­ბო­ლო­ოდ, შე­ძე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ამ­რი­გად, იმი­სათ­ვის, რომ მომ­ხმა­რე­ბელს თავი და­ვა­მახ­სოვ­როთ, ასე­თი დე­ტა­ლე­ბიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.

გაზ­რდი­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, როცა კომ­პა­ნი­ე­ბი მომ­ხმა­რე­ბელ­თა შე­სა­ძე­ნად და შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მარ­კე­ტინ­გულ კამ­პა­ნი­ებ­ში მი­ლი­ო­ნებს ხარ­ჯა­ვენ, რთუ­ლია, დამ­წყებ­მა ბიზ­ნეს­მა ბა­ზარ­ზე სწრა­ფად და მარ­ტი­ვად მო­ი­კი­დოს ფეხი, თუ ამის­თვის ინო­ვა­ცი­ურ გზას არ მი­აგ­ნო და სწო­რად არ და­ი­წყო პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად ერ­თად, უკვე უსა­ზღვროა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც, რომ შენი უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თუ ახ­ლად ფე­ხად­გმუ­ლი ბიზ­ნე­სი გა­ნა­ვი­თა­რო და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მო­ი­ზი­დო.

წარ­მა­ტე­ბის ათა­სო­ბით რე­ცეპ­ტი არ­სე­ბობს, თუმ­ცა გთა­ვა­ზობთ 5 სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მოც­დილ მე­თოდს, რო­მე­ლიც არ უნდა გა­მოგრჩეს, თუ ბიზ­ნესს იწყებ:

  • სწო­რი მე­სი­ჯის შექ­მნა

როცა ბიზ­ნესს აფუძ­ნებ, დი­დია ცდუ­ნე­ბა, სწრა­ფად­ვე შე­ა­ტყო­ბი­ნო მომ­ხმა­რე­ბელს, რას სთა­ვა­ზობ და რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს შენს პრო­დუქტს, მაგ­რამ თუ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არას­წო­რი მე­სი­ჯ­ბოქ­სით აწ­ვდი, შე­იძ­ლე­ბა, ნე­გა­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი გა­მო­იწ­ვიო.

ვი­ნა­ი­დან სი­ტყვას დიდი ძალა აქვს, სლო­გა­ნი და მთა­ვა­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­სტე­ბი მკი­თხველ­ში უნდა აღ­ძრავ­დეს პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას, უნდა იგ­რძნო­ბო­დეს, რომ მის­თვის სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა­ზე, მისი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე ხარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ცდი­ლობ, მისი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სი გა­ხა­დო.

რო­გორც წესი, ნე­გა­ტი­ურ ვი­თა­რე­ბა­ზე თუ პრობ­ლე­მა­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბა და ამის ხარ­ჯზე სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ტის უპი­რა­ტე­სად წარ­მო­ჩე­ნა უარ­ყო­ფით უკუ­კავ­შირს იწ­ვევს. მთა­ვა­რი მე­სი­ჯ­ბოქ­სი აგე­ბუ­ლი უნდა იყოს პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნა­სა და სარ­გე­ბელ­ზე და არა უარ­ყო­ფით გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე.

  • ფე­რე­ბი­სა და გა­ნა­თე­ბის შერ­ჩე­ვა

კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ფერი დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ფე­რე­ბი, რო­გორც ლო­გოს, ისე მა­ღა­ზი­ის ინ­ტე­რი­ე­რის შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რებ­ლის უფრო დიდ­ხანს და­ყოვ­ნე­ბის, მისი მე­ო­რედ სტუმ­რო­ბის და ზო­გა­დად, ბრენ­დის მი­მართ ინ­ტე­რე­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ერთ-ერთი სა­წინ­და­რია.

მა­გა­ლი­თის­თვის, რო­გო­რი ფე­რე­ბი და გა­ნა­თე­ბა გვხვდე­ბა აფ­თი­ა­ქებ­ში შეს­ვლი­სას? მკვეთ­რი და ცივი გა­ნა­თე­ბა ქმნის სი­სუფ­თა­ვი­სა და სი­ჯან­სა­ღის შეგ­რძნე­ბას. ასე­ვე, თუ ზო­გი­ერთ ფი­ლი­ალ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ სარ­კე­ებ­ში სა­კუ­თარ ანა­რეკლს და­აკ­ვირ­დე­ბით, ამ­გვა­რი გა­ნა­თე­ბის გამო, კან­სა თუ თმა­ზე უმ­ცი­რეს ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­საც შე­ამ­ჩნევთ და შე­იძ­ლე­ბა, ხელს გა­ა­ყო­ლოთ ისე­თი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა შე­ძე­ნას არ გეგ­მავ­დით.

ასე­ვე ფე­რე­ბი, რო­მელ­საც აფ­თი­ა­ქე­ბის უმე­ტე­სო­ბა ინ­ტე­რი­ერ­ში იყე­ნებს, არის ნა­თე­ლი - ძი­რი­თა­დად, თეთ­რი. მას­თან ერ­თად კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში კი რო­გორც წესი, ერთი რო­მე­ლი­მე ფერი გვხვდე­ბა ხოლ­მე.

სა­ინ­ტე­რე­სო გა­ნა­თე­ბა და ფე­რე­ბია სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­შიც: აქ ძი­რი­თა­დად წი­თე­ლი სჭარ­ბობს, რად­გან კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, ის შიმ­ში­ლის გრძნო­ბას კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს, მკვეთ­რი გა­ნა­თე­ბი­სა და ხმა­უ­რის გამო კი აქ მე­გობ­რებ­თან ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ინ­ტი­მურ გა­რე­მოს ვერ შე­იქ­მნი - სწრა­ფად უნდა მი­ირ­თვა და წახ­ვი­დე.

ფე­რი­სა და გა­ნა­თე­ბის შერ­ჩე­ვი­სას უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რა სა­ხის პრო­დუქტსა და სერ­ვისს ვყი­დით და რა გრძნო­ბე­ბი გვსურს აღვძრათ აუ­დი­ტო­რი­ა­ში.

  • ნი­შუ­რი სურ­ნე­ლის შერ­ჩე­ვა

გახ­სოვთ, 15-20 წლის წინ რო­გო­რი სუნი იდგა აფ­თი­ა­ქებ­ში? კა­რის გა­ღე­ბის­თა­ნა­ვე მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მძაფ­რი სუნი გე­ცე­მო­დათ, რო­მე­ლიც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბას გგვრი­დათ და ერთი სული გქონ­დათ, უკან გა­მო­სუ­ლი­ყა­ვით.

თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, არ­ცერთ ქსე­ლურ აფ­თი­აქ­ში ასე­თი სუნი აღარ დგას. მი­ზე­ზი კი ისაა, რომ კომ­პა­ნი­ებ­მა კარ­გად გა­ი­აზ­რეს, რამ­დე­ნად უარ­ყო­ფით ემო­ცი­ებს იწ­ვევ­და ის და გა­და­წყვი­ტეს, სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის შექ­მნი­ლი სურ­ნე­ლით ჩა­ეხ­შოთ, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად, სი­სუფ­თა­ვი­სა და სი­ჯან­სა­ღის შეგ­რძნე­ბას გვი­ჩენს.

ამი­სათ­ვის არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ. მა­გა­ლი­თად ნი­შუ­რი სურ­ნე­ლის შექ­მნა­ში მო­ვიყ­ვა­ნოთ ბაზ­რის ლი­დე­რის „არო­მა­კოს“ გა­მოც­დი­ლე­ბა: კომ­პა­ნია სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის ბიზ­ნე­სის­თვის ქმნის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სურ­ნელს, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელ­ში პო­ზი­ტი­ურ ემო­ცი­ებს აღ­ძრავს, კომ­პა­ნი­ე­ბი კი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რის მეშ­ვე­ო­ბით მას მთელს სივ­რცე­ში ავ­რცე­ლე­ბენ. მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია.

სწო­რედ „არო­მა­კოს“ დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ აფ­თი­აქ­ში სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სუნი არ გა­წუ­ხებთ, სას­ტუმ­რო­ებ­ში მა­შინ­ვე გრძნობთ სი­სუფ­თა­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სუნს, რო­გორც კი ნომ­რის კარს შე­ა­ღებთ, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ლო­ნებ­ში სი­ახ­ლის სურ­ნე­ლი შეს­ვლის­თა­ნა­ვე „გე­ცე­მათ“ ცხვირ­ში, სპა ცენ­ტრში რბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლი სწრა­ფად და­გამ­შვი­დებთ და ვინ მოთ­ვლის...

სტუმ­რე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში არო­მა მარ­კე­ტინგს იყე­ნე­ბენ ისე­თი ბიზ­ნე­სე­ბი, რო­გო­რი­ცაა: „ევექ­სის" კლი­ნი­კე­ბის ქსე­ლი, გა­გუ­ა­სა და თო­დუ­ას კლი­ნი­კე­ბი, პსპ, „აქ­სის თა­უ­ერ­სი", „თა­ი­მის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი, „ატ­რიო", „არ­მა­ნი" „გა­ლე­რია თბი­ლი­სი", სა­ჯა­რო რე­ესტრი, „ტერ­მი­ნა­ლი", ფიტ­ნეს ცენ­ტრი „ვორლდქ­ლა­სი", „თე­გე­ტა მო­ტორ­სი", „ამ­ბო­ლი", „კრე­დო ბან­კი", სას­ტუმ­რო „შე­რა­ტო­ნი", „ლო­პო­ტა სპა &ამპ; რე­ზორ­ტი" , სას­ტუმ­რო „პა­რაგ­რა­ფი" , „ალი­ან­სი", „კრწა­ნი­სი ვილა რე­ზი­დენ­სი", „ანა­გი", „პური გუ­ლი­ა­ნი" და სხვა.

ყვე­ლა მათ­გა­ნის­თვის სურ­ნე­ლი „არო­მა­კოს" ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად აქვს შერ­ჩე­უ­ლი და პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს მათ გა­რე­მო­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლის არ­სე­ბო­ბა­ზე.

სწორ მე­სი­ჯ­ბოქ­სთან, ფერ­თან და გა­ნა­თე­ბას­თან ერ­თად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სურ­ნე­ლი, რომ­ლი­თაც მომ­ხმა­რე­ბელს ვა­მახ­სოვ­რდე­ბით, ამი­ტომ ბა­ზარ­ზე სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბის პრო­ცეს­ში ეს მცი­რე დე­ტა­ლი ერთ-ერთ გა­დამ­წყვეტ როლს ითა­მა­შებს.

  • სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის, რო­გორც ყვე­ლა­ზე იაფი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა

რამ­დე­ნად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი და მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ტე­რი­ე­რიც არ უნდა გქონ­დეს, მომ­ხმა­რე­ბელ­მა შენ შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის, თუ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას ეფექ­ტი­ა­ნად არ იყე­ნებ.

ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ას მცი­რე და­ნა­ხარ­ჯე­ბით მი­აწ­ვდი­ნო ხმა და შემ­დეგ ად­გილ­ზე და­ახ­ვედ­რო გა­მარ­თუ­ლი სერ­ვი­სი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­შიც მომ­ხმა­რე­ბელს პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზო და მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას ყო­ველ­თვის და­იც­ვა ზღვა­რი.

ამას­თან, აუ­დი­ტო­რია აფა­სებს, როცა კომ­პა­ნია მის მო­თხოვ­ნებ­სა და შე­ნიშ­ვნებს ით­ვა­ლის­წი­ნებს და ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბად აქ­ცევს მათ. ბიზ­ნე­სის „ოქ­როს წე­სია“, ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელ­სა და ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ას გო­ნივ­რუ­ლად და თა­ვა­ზი­ა­ნად მი­უ­დე­ქი, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რო­გორც წესი, ამარ­თლებს.

  • მო­უ­ყე­ვი ის­ტო­რია

მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სულ უფრო ხში­რად იყე­ნე­ბენ რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ებს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ გვერ­დით ცხოვ­რობს, მას რა­ღაც რე­ა­ლუ­რად გა­დახ­და, პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, რო­მე­ლიც თქვენ მიერ და­ფუძ­ნე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ გა­და­უჭ­რა.

ის­ტო­რია, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბელს მო­უყ­ვე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს პა­ცი­ენტს, მე­ხან­ძრეს, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშ­სა თუ ტრა­დი­ცი­ულ კერძს... მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მთა­ვა­რია, აუ­დი­ტო­რი­ას გა­აც­ნო რა­ი­მე რე­ა­ლუ­რი, სა­სარ­გებ­ლო და ამით და­ა­ინ­ტე­რე­სო.

ჩა­მოთ­ვლი­ლი დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, და­გეხ­მა­რე­ბათ, უკეთ და­ა­მახ­სოვ­როთ თავი აუ­დი­ტო­რი­ას, რაც კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა.

დათო
1

კარგი სტატიაა და ნამდვილად ჭირდება ამის ცოდნა ბეევრ ჩვენებურ ბიზნეს ოპერატორს. ერთს დავამატებდი მხოლოდ, დასახელება... სახელის დარქმევის დროსაც ცოტა მეტი რო იფიქრონ ან ვინმე პროფრსიონალს თხოვონ დახმარება, თორე ისეთ სახელწოდებები შეგხვდება ხანდახან ადამიანს რომ საერთოდ შიგნით შესვლაც არ მოგინდება და ვერც იქაურ სურნელს შეიგრძნობ შესაბამისად ))))

ავტორი:

5 რამ, რაც არ უნდა გამოგრჩეს, როცა ბიზნესს იწყებ

5 რამ, რაც არ უნდა გამოგრჩეს, როცა ბიზნესს იწყებ

იცოდით, რომ ყოველდღიურად ადამიანის ემოციების 75% სუნთან არის დაკავშირებული? მარკეტინგული კვლევების თანახმად მომხმარებლის განწყობა 40%-ით უმჯობესდება, თუ ის სასიამოვნო სურნელს გრძნობს. აღნიშნული ემოციური მდგომარეობა კი საბოლოოდ, შეძენის გადაწყვეტილებაზეც აისახება. ამრიგად, იმისათვის, რომ მომხმარებელს თავი დავამახსოვროთ, ასეთი დეტალებიც უნდა გავითვალისწინოთ.

გაზრდილი კონკურენციის პირობებში, როცა კომპანიები მომხმარებელთა შესაძენად და შესანარჩუნებლად მარკეტინგულ კამპანიებში მილიონებს ხარჯავენ, რთულია, დამწყებმა ბიზნესმა ბაზარზე სწრაფად და მარტივად მოიკიდოს ფეხი, თუ ამისთვის ინოვაციურ გზას არ მიაგნო და სწორად არ დაიწყო პოზიციონირება.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივებასა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ერთად, უკვე უსაზღვროა შესაძლებლობებიც, რომ შენი უკვე წარმატებული თუ ახლად ფეხადგმული ბიზნესი განავითარო და მომხმარებლები მოიზიდო.

წარმატების ათასობით რეცეპტი არსებობს, თუმცა გთავაზობთ 5 საინტერესო და გამოცდილ მეთოდს, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს, თუ ბიზნესს იწყებ:

  • სწორი მესიჯის შექმნა

როცა ბიზნესს აფუძნებ, დიდია ცდუნება, სწრაფადვე შეატყობინო მომხმარებელს, რას სთავაზობ და რა უპირატესობები აქვს შენს პროდუქტს, მაგრამ თუ ამ ინფორმაციას არასწორი მესიჯბოქსით აწვდი, შეიძლება, ნეგატიური უკუკავშირი გამოიწვიო.

ვინაიდან სიტყვას დიდი ძალა აქვს, სლოგანი და მთავარი საკომუნიკაციო ტექსტები მკითხველში უნდა აღძრავდეს პოზიტიურ განწყობას, უნდა იგრძნობოდეს, რომ მისთვის სარგებლის მოტანაზე, მისი პრობლემის გადაჭრაზე ხარ ორიენტირებული, რომ ცდილობ, მისი ცხოვრება უკეთესი გახადო.

როგორც წესი, ნეგატიურ ვითარებაზე თუ პრობლემაზე აქცენტირება და ამის ხარჯზე საკუთარი პროდუქტის უპირატესად წარმოჩენა უარყოფით უკუკავშირს იწვევს. მთავარი მესიჯბოქსი აგებული უნდა იყოს პოზიტიურ გავლენასა და სარგებელზე და არა უარყოფით გამოცდილებაზე.

  • ფერებისა და განათების შერჩევა

კვლევებით დადასტურდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მომხმარებელზე ფერი დიდ ზეგავლენას ახდენს. სწორად შერჩეული ფერები, როგორც ლოგოს, ისე მაღაზიის ინტერიერის შემთხვევაში, მომხმარებლის უფრო დიდხანს დაყოვნების, მისი მეორედ სტუმრობის და ზოგადად, ბრენდის მიმართ ინტერესის შენარჩუნების ერთ-ერთი საწინდარია.

მაგალითისთვის, როგორი ფერები და განათება გვხვდება აფთიაქებში შესვლისას? მკვეთრი და ცივი განათება ქმნის სისუფთავისა და სიჯანსაღის შეგრძნებას. ასევე, თუ ზოგიერთ ფილიალში დამონტაჟებულ სარკეებში საკუთარ ანარეკლს დააკვირდებით, ამგვარი განათების გამო, კანსა თუ თმაზე უმცირეს ნაკლოვანებებსაც შეამჩნევთ და შეიძლება, ხელს გააყოლოთ ისეთი თავის მოვლის საშუალებები, რომელთა შეძენას არ გეგმავდით.

ასევე ფერები, რომელსაც აფთიაქების უმეტესობა ინტერიერში იყენებს, არის ნათელი - ძირითადად, თეთრი. მასთან ერთად კომბინაციაში კი როგორც წესი, ერთი რომელიმე ფერი გვხვდება ხოლმე.

საინტერესო განათება და ფერებია სწრაფი კვების ობიექტებშიც: აქ ძირითადად წითელი სჭარბობს, რადგან კვლევებით დადასტურდა, ის შიმშილის გრძნობას კიდევ უფრო აღრმავებს, მკვეთრი განათებისა და ხმაურის გამო კი აქ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად ინტიმურ გარემოს ვერ შეიქმნი - სწრაფად უნდა მიირთვა და წახვიდე.

ფერისა და განათების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რა სახის პროდუქტსა და სერვისს ვყიდით და რა გრძნობები გვსურს აღვძრათ აუდიტორიაში.

  • ნიშური სურნელის შერჩევა

გახსოვთ, 15-20 წლის წინ როგორი სუნი იდგა აფთიაქებში? კარის გაღებისთანავე მედიკამენტების მძაფრი სუნი გეცემოდათ, რომელიც არასასიამოვნო შეგრძნებას გგვრიდათ და ერთი სული გქონდათ, უკან გამოსულიყავით.

თუ დააკვირდებით, არცერთ ქსელურ აფთიაქში ასეთი სუნი აღარ დგას. მიზეზი კი ისაა, რომ კომპანიებმა კარგად გაიაზრეს, რამდენად უარყოფით ემოციებს იწვევდა ის და გადაწყვიტეს, სპეციალურად მათთვის შექმნილი სურნელით ჩაეხშოთ, რომელიც ამავდროულად, სისუფთავისა და სიჯანსაღის შეგრძნებას გვიჩენს.

ამისათვის არსებობს სპეციალური მექანიზმი, რომელსაც ქართული კომპანიებიც აქტიურად იყენებენ. მაგალითად ნიშური სურნელის შექმნაში მოვიყვანოთ ბაზრის ლიდერის „არომაკოს“ გამოცდილება: კომპანია სხვადასხვა პროფილის ბიზნესისთვის ქმნის დამახასიათებელ სურნელს, რომელიც მომხმარებელში პოზიტიურ ემოციებს აღძრავს, კომპანიები კი სპეციალური დანადგარის მეშვეობით მას მთელს სივრცეში ავრცელებენ. მიზანი მიღწეულია.

სწორედ „არომაკოს“ დამსახურებაა, რომ აფთიაქში სამკურნალო საშუალებების სუნი არ გაწუხებთ, სასტუმროებში მაშინვე გრძნობთ სისუფთავის დამახასიათებელ სუნს, როგორც კი ნომრის კარს შეაღებთ, ავტომობილების სალონებში სიახლის სურნელი შესვლისთანავე „გეცემათ“ ცხვირში, სპა ცენტრში რბილი და სასიამოვნო სურნელი სწრაფად დაგამშვიდებთ და ვინ მოთვლის...

სტუმრებისთვის სასურველი განწყობის შესაქმნელად საქართველოში არომა მარკეტინგს იყენებენ ისეთი ბიზნესები, როგორიცაა: „ევექსის" კლინიკების ქსელი, გაგუასა და თოდუას კლინიკები, პსპ, „აქსის თაუერსი", „თაიმის" მაღაზიათა ქსელი, „ატრიო", „არმანი" „გალერია თბილისი", საჯარო რეესტრი, „ტერმინალი", ფიტნეს ცენტრი „ვორლდქლასი", „თეგეტა მოტორსი", „ამბოლი", „კრედო ბანკი", სასტუმრო „შერატონი", „ლოპოტა სპა &ამპ; რეზორტი" , სასტუმრო „პარაგრაფი" , „ალიანსი", „კრწანისი ვილა რეზიდენსი", „ანაგი", „პური გულიანი" და სხვა.

ყველა მათგანისთვის სურნელი „არომაკოს" ინდივიდუალურად აქვს შერჩეული და პროექტის მენეჯერი მუდმივად ზრუნავს მათ გარემოში სასიამოვნო სურნელის არსებობაზე.

სწორ მესიჯბოქსთან, ფერთან და განათებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია სურნელი, რომლითაც მომხმარებელს ვამახსოვრდებით, ამიტომ ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრების პროცესში ეს მცირე დეტალი ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

  • სოციალური მედიის, როგორც ყველაზე იაფი შესაძლებლობის ეფექტიანად გამოყენება

რამდენად მაღალი ხარისხის პროდუქტი და მიმზიდველი და სასიამოვნო ინტერიერიც არ უნდა გქონდეს, მომხმარებელმა შენ შესახებ არაფერი იცის, თუ სოციალურ მედიას ეფექტიანად არ იყენებ.

ის საშუალებას იძლევა, სამიზნე აუდიტორიას მცირე დანახარჯებით მიაწვდინო ხმა და შემდეგ ადგილზე დაახვედრო გამართული სერვისი. მნიშვნელოვანია, სოციალურ მედიაშიც მომხმარებელს პოზიტიური გამოცდილება შესთავაზო და მასთან კომუნიკაციისას ყოველთვის დაიცვა ზღვარი.

ამასთან, აუდიტორია აფასებს, როცა კომპანია მის მოთხოვნებსა და შენიშვნებს ითვალისწინებს და ახალ შესაძლებლობად აქცევს მათ. ბიზნესის „ოქროს წესია“, ყველა მომხმარებელსა და ყველა სიტუაციას გონივრულად და თავაზიანად მიუდექი, რაც სოციალურ ქსელებში როგორც წესი, ამართლებს.

  • მოუყევი ისტორია

მომხმარებელთა ნდობის მოსაპოვებლად მარკეტინგის სპეციალისტები სულ უფრო ხშირად იყენებენ რეალურ ისტორიებს. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ჩვენ გვერდით ცხოვრობს, მას რაღაც რეალურად გადახდა, პრობლემა შეექმნა, რომელიც თქვენ მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ გადაუჭრა.

ისტორია, რომელსაც მომხმარებელს მოუყვებით, შეიძლება ეხებოდეს პაციენტს, მეხანძრეს, ხელოვნების ნიმუშსა თუ ტრადიციულ კერძს... მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, აუდიტორიას გააცნო რაიმე რეალური, სასარგებლო და ამით დააინტერესო.

ჩამოთვლილი დეტალები, რომლებიც ბიზნესის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაგეხმარებათ, უკეთ დაამახსოვროთ თავი აუდიტორიას, რაც კომერციალიზაციაზე დადებითად აისახება.