საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეორიულად შესაძლებელია, ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსზე მიხეილ სააკაშვილის საკითხით ივაჭროს" - რას შეიძლება გეგმავდეს "ქართული ოცნება"?
"თეორიულად შესაძლებელია, ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსზე მიხეილ სააკაშვილის საკითხით ივაჭროს" - რას შეიძლება გეგმავდეს "ქართული ოცნება"?

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. 29 ნო­ემ­ბერს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მზა­დაა ჩა­მო­იყ­ვა­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი უცხო­ე­ლი ექი­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც მე-3 პრე­ზი­დენტს ან მის ოჯახს სურს და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­დეს მისი მკურ­ნა­ლო­ბა. არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის თე­მით ევ­რო­პას­თან პო­ლი­ტი­კურ ვაჭ­რო­ბას გეგ­მავს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე ექი­მე­ბის დას­კვნე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დგომ აპი­რებს, შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნოს, რომ სა­ა­კაშ­ვილს სას­ჯე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო გა­და­უ­ვად­დეს.

Ambebi.ge ამ სა­კი­თხებ­ზე პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვილს ესა­უბ­რა.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტორს წმინ­და პო­ლი­ტი­კურ ას­პექ­ტში გა­ნი­ხი­ლავს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბა ან უცხო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნა, მხო­ლოდ რა­ი­მე სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბა. და­ვი­ნა­ხეთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პირ­და­პირ და­ე­მუქ­რა, რომ მე-3 პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბა არც კი გა­ბე­დოს. როცა ამ ტო­ნა­ლო­ბა­ში მი­დის სა­უ­ბა­რი, ჩანს, რომ მათ ძა­ლი­ან ენა­ნე­ბათ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რის მოხ­სნა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბი კი, სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლია. სა­ა­კაშ­ვი­ლის თე­მას 3 გან­ზო­მი­ლე­ბა აქვს: პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი. სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­რი­ცხუ­ლია. სა­ა­კაშ­ვილს დღეს ასა­მარ­თლე­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ადრე მის­გან იღებ­დნენ პო­ლი­ტი­კურ და­ვა­ლე­ბებს. ამის შემ­დეგ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სან­დო­ო­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შექ­მნას გან­ცდა, რომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს. მინ­და გი­თხრათ, რომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მეტი ხა­რის­ხის წარ­მოდ­გე­ნა, რაც დღეს არ­სე­ბობს, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა მუდ­მი­ვი იწი­ლო-ბი­წი­ლო­თი და­ი­ღა­ლა. თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი მო­იხ­სნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი­დან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა დამ­შვიდ­დე­ბა. მეც და ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ვებ­რძო­დით სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ძა­ლა­დე რე­ჟიმს, მი­ვიჩ­ნევთ, რომ მან პო­ლი­ტი­კუ­რი ფასი უკვე გა­და­ი­ხა­და და მზად ვართ, რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ და დაგ­ვა­ნე­ბონ ამ თე­მით თავი.

გვინ­და, პო­ზი­ტი­ურ დღის წეს­რიგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი. რა თქმა უნდა, სა­ზო­გა­დე­ბა­ში არ­სე­ბობს ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და სურთ, მაგ­რამ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე რამ აღაშ­ფო­თა, ვერ გა­ვი­გე. რო­გორც ვიცი, თა­ლაკ­ვა­ძე სა­ა­კაშ­ვი­ლის ცოლს ყა­ვას უდუ­ღებ­და და მისი თა­ნა­შემ­წე იყო, მა­შინ არ გას­ჩე­ნია არა­ნა­ი­რი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა იმ­ჟა­მინ­დე­ლი რე­ჟი­მის მი­მართ, კო­ბა­ხი­ძე კი ბუჩ­ქებ­ში იმა­ლე­ბო­და. მათ მხო­ლოდ ირა­ცი­ო­ნუ­ლი შიში აქვთ ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვის." - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, ცდი­ლობს თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით ვაჭ­რო­ბას, გვპა­სუ­ხობს:

"თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხით ივაჭ­როს. მმარ­თველ პარ­ტი­ას არა­ნა­ი­რი პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა არ უნდა, რომ ქვე­ყა­ნამ ამ გზით მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ის არის, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს".

პო­ლი­ტო­ლოგ­მა, ასე­ვე ისა­უბ­რა რატი ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბა­სა და უცხო­ე­ლი ექი­მე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა­ზე:

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ით­ქვას, რომ აქ ექი­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ექი­მე­ბი გვყავს. უბ­რა­ლოდ, არ გვაქვს ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სჭირ­დე­ბა".

  • ავ­ტო­რი: ლუკა ცხვე­დი­ა­ნი
მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nunu
5

kartulo ocneba shadziruli xar ver miigeb xmebs

თა­ლაკ­ვა­ძე სა­ა­კა...
4

თა­ლაკ­ვა­ძე სა­ა­კაშ­ვი­ლის ცოლს ყა­ვას უდუ­ღებ­და. . . .

სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ ცოდვებს მიხედეთ, ყავის ადუღება მგონი ეპატიება სხვას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თეორიულად შესაძლებელია, ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსზე მიხეილ სააკაშვილის საკითხით ივაჭროს" - რას შეიძლება გეგმავდეს "ქართული ოცნება"?

"თეორიულად შესაძლებელია, ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსზე მიხეილ სააკაშვილის საკითხით ივაჭროს" - რას შეიძლება გეგმავდეს "ქართული ოცნება"?

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა კვლავ აქტუალურია. 29 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მზადაა ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი საქართველოში, ვინც მე-3 პრეზიდენტს ან მის ოჯახს სურს და საქართველოში მოხდეს მისი მკურნალობა. არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლება სააკაშვილის თემით ევროპასთან პოლიტიკურ ვაჭრობას გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ექიმების დასკვნების გაცნობის შემდგომ აპირებს, შუამდგომლობა დააყენოს, რომ სააკაშვილს სასჯელი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაუვადდეს.

Ambebi.ge ამ საკითხებზე პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

"ხელისუფლება სააკაშვილის ფაქტორს წმინდა პოლიტიკურ ასპექტში განიხილავს. მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა, მხოლოდ რაიმე სარგებლის მიღების შემდეგ მოხდება. დავინახეთ, რომ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ დაემუქრა, რომ მე-3 პრეზიდენტის შეწყალება არც კი გაბედოს. როცა ამ ტონალობაში მიდის საუბარი, ჩანს, რომ მათ ძალიან ენანებათ სააკაშვილის ფაქტორის მოხსნა ქართული პოლიტიკიდან.

ხელისუფლების არგუმენტები კი, სრულიად აბსურდულია. სააკაშვილის თემას 3 განზომილება აქვს: პოლიტიკური, სამართლებრივი და ჰუმანიტარული. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი პოლიტიკური აქტივობა ჯერჯერობით გამორიცხულია. სააკაშვილს დღეს ასამართლებენ ის ადამიანები, რომლებიც ადრე მისგან იღებდნენ პოლიტიკურ დავალებებს. ამის შემდეგ მართლმსაჯულების სანდოობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში შექმნას განცდა, რომ პოლარიზაციას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება გამოიწვევს. მინდა გითხრათ, რომ პოლარიზაციის მეტი ხარისხის წარმოდგენა, რაც დღეს არსებობს, შეუძლებელია.

საზოგადოება მუდმივი იწილო-ბიწილოთი დაიღალა. თუ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი მოიხსნება პოლიტიკური დღის წესრიგიდან, საზოგადოება დამშვიდდება. მეც და ჩემი თანამებრძოლებიც, რომლებიც ვებრძოდით სააკაშვილის მოძალადე რეჟიმს, მივიჩნევთ, რომ მან პოლიტიკური ფასი უკვე გადაიხადა და მზად ვართ, რომ გაათავისუფლონ და დაგვანებონ ამ თემით თავი.

გვინდა, პოზიტიურ დღის წესრიგზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესი. რა თქმა უნდა, საზოგადებაში არსებობს ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც სააკაშვილისთვის სამაგიეროს გადახდა სურთ, მაგრამ ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე რამ აღაშფოთა, ვერ გავიგე. როგორც ვიცი, თალაკვაძე სააკაშვილის ცოლს ყავას უდუღებდა და მისი თანაშემწე იყო, მაშინ არ გასჩენია არანაირი პროტესტის გრძნობა იმჟამინდელი რეჟიმის მიმართ, კობახიძე კი ბუჩქებში იმალებოდა. მათ მხოლოდ ირაციონული შიში აქვთ ძალაუფლების დაკარგვის." - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, ცდილობს თუ არა ხელისუფლება სააკაშვილის მდგომარეობით ვაჭრობას, გვპასუხობს:

"თეორიულად შესაძლებელია, რომ ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსზე მიხეილ სააკაშვილის საკითხით ივაჭროს. მმართველ პარტიას არანაირი პირობის შესრულება არ უნდა, რომ ქვეყანამ ამ გზით მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ხელისუფლების ერთადერთი მიზანი ის არის, რომ ძალაუფლება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნოს".

პოლიტოლოგმა, ასევე ისაუბრა რატი ბრეგაძის განცხადებასა და უცხოელი ექიმების საქართველოში ჩამოყვანაზე:

"მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აქ ექიმის კვალიფიკაციაზე არ არის ლაპარაკი. არაჩვეულებრივი ექიმები გვყავს. უბრალოდ, არ გვაქვს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც სააკაშვილის რეაბილიტაციას სჭირდება".

  • ავტორი: ლუკა ცხვედიანი