მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
82 წლის ნათესავი ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი ცხედარს ცეცხლი მოუკიდა - სასტიკი მკვლელობა გლდანში: რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ?
82 წლის ნათესავი ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი ცხედარს ცეცხლი მოუკიდა - სასტიკი მკვლელობა გლდანში: რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2022 წლის 16 მარტს თბი­ლის­ში, გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით ბრალ­დე­ბულ­მა ნა­თე­სა­ვი ქალი, მის­სა­ვე ბი­ნა­ში და­ნით კის­რის არე­ში დაჭ­რა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ბრალ­დე­ბულ­მა კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით გარ­დაც­ვლილს ბენ­ზი­ნი და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და, ასე­ვე, და­ე­უფ­ლა გარ­დაც­ვლი­ლის კუთ­ვნილ ტე­ლე­ვი­ზორს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 17 მარტს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი ან­გა­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში სრუ­ლად დამ­ნა­შა­ვედ ცნო და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერნა
0

ტელევიზორი სჭირდებოდა და აბა რა უნდა ექნა? 😠

გაგებით------დაკიდებულები
13

გაგებით მოეკიდეთ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

82 წლის ნათესავი ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი ცხედარს ცეცხლი მოუკიდა - სასტიკი მკვლელობა გლდანში: რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ?

82 წლის ნათესავი ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი ცხედარს ცეცხლი მოუკიდა - სასტიკი მკვლელობა გლდანში: რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ?

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობითვე, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში, ანგარების მოტივით ბრალდებულმა ნათესავი ქალი, მისსავე ბინაში დანით კისრის არეში დაჭრა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ასევე, დაეუფლა გარდაცვლილის კუთვნილ ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.