ერთი დღე, ორი დღე, დღე-ნახევარი ისე თიშავენ ამ წყალს, ვითომ რაღაც დევი აჯდეს და დაპყრობილი ქალაქის მოსახლეობას დასცინოდეს. პარლამენტი ვართ, თითქოს რაღაც განყენებულ თემებზე ვლაპარაკობთ და "ვედროებით“ დავრბოდით ყველანი აქეთ-იქით, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქში არსებულ წყლის მიწოდების პრობლემაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, კომპანია "ჯივიპის“ თბილისის წყლით მომარაგება ევალება, სინამდვილეში კი თბილისის მოსახლეობის აბუჩად აგდებით არის დაკავებული.
ელისაშვილმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მოუწოდა, კომპანია "ჯივიპი“ დაიბაროს და ახსნან, თუ რა ხედვა აქვთ პრობლემის მოგვარების კუთხით.
"კომპანია ისე იქცევა, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ძალაუფლებით ერთობიან, იმით, რომ წყალს დაგვიწყვეტენ, რომ გაგვაბრაზებენ და გაგვამწარებენ. მე მინდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას მივმართო, დაიბარონ. ბოლო-ბოლო დაგვენახონ მაინც ვინ არიან ეს ჩვენი მწვალებლები და გვითხრან, რა გეგმა აქვთ ერთი წლის განმავლობაში, 5 წლის განმავლობაში, აქვთ თუ არა ქალაქის მოსახლეობის პატივისცემის ნატამალი. ხომ არ შეიძლება ყოველ წამს ველოდოთ მესიჯს, ან მივდიოდეთ სახლში და ბრახ, უცბად წყალი არ არის. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ და გვყავს კომპანია, რომელიც უბრალოდ გვაწვალებს და შეურაცხყოფას გვაყენებს. რა, პარლამენტში არ დარბოდნენ "ვედროებით“ ცოტა ხნის წინ? პარლამენტის აპარატმა არ დაგვირეკა და დავიშალეთ, რამდენიმე დღე წყალი არ გვექნებაო? პარლამენტი ვართ, თითქოს რაღაც განყენებულ თემებზე ვლაპარაკობთ და "ვედროებით“ დავრბოდით ყველანი აქეთ-იქით. ეს ნორმალურია? ვინ არის ეს ხალხი დაგვენახონ, თუ არსებობენ მაინც გავიგოთ და რა ხედვა აქვთ საერთოდ ამ ქალაქის მიმართ. როგორ შეიძლება სადღაც ციხე-სიმაგრეში გამაგრებულია ხალხი, რომელიც მთელი ქალაქის მოსახლეობას თავის ნებაზე ათამაშებს? ეს ამბავი ნორმალურია? ამდენად, მარეგულირებელ კომუნიკაციაში მაინც დაიბარონ. წინასწარ გვითხრან, რომ ამ ჩვენს მწვალებლებს იბარებენ და აუცილებლად მივალ, კითხვებს დავუსვამ, თვალებში ჩავხედავ საერთოდ როგორ შეიძლება ასე იქცეოდეს რომელიმე თავმოყვარე და რამეზე პრეტენზიის მქონე კომპანია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სულ ეგ არის რაც გაწუხებს დანგრეულ, ქალის გაწეწილ თმასავითსრომ ხედავ ქალასს, თუ ვერ ხედავ?მანქანები რომ ერთმანე ტს ასხედან და ისე დადიან. რატომ არ მოი ტხოვთ თითო ოჯახს თითო მანქანა ქონდეს და ქალაქმა ისუნთქოს, რომელი უფო ძნელია უწყლობა თუ უჰაერობა.იქნება არც ის გიშლის ნერვებს პადიეზდის შესასვლელებში მაღაზიებს რომ ხსნიან, აქ,ჩვენთან საროსკიპოც აღმოუჩენიათ რომელიღაც კორპუსში? ვიცი პასუხს ვერ გამცემ, პასუხი რომელს გაქვთ, არცერთს!
ბოდიში მაგრამ თუ რაიმე დაზიანება ან გეგმიური ავარიებია წუალხე ესემესები მოდის მობილურ ტელეფონზე..ასე რომ ნუ ახურებთ