"ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი და პარტია თანდათან სუსტდება, რაც ძალიან კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის. არის სამი კანდიდატი ამ პოლიტიკურ პარტიაში და სამივე არის ერთმანეთზე უინტელექტო, ერთმანეთზე ოდიოზური და ერთმანეთზე სამარცხვინო, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარ პროცესებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, "საზოგადოება ნახავს, თუ რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ამ პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს“.
"ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის ეს პროცესი. ერთადერთი, რითაც არის საინტერესო, არის ის, რომ "ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი და პარტია თანდათან სუსტდება, რაც ძალიან კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის. არის სამი კანდიდატი ამ პოლიტიკურ პარტიაში და სამივე არის ერთმანეთზე უინტელექტო, ერთმანეთზე ოდიოზური და ერთმანეთზე სამარცხვინო. ვგულისხმობ ხაბეიშვილს, მელიას და მუმლაძეს. საზოგადოება შეხედავს ამ ყველაფერს და ნახავს, თუ რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ამ პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს. საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.
კრიმინალური მეგონა, თურმე გოიმურიც ყოფილა !?
მხოლოდ გოიმები რომ იყვნენ, კიდევ რა უშავს?