პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 შვილი, სკანდალები, ძვირადღირებული კოსმეტიკის კომპანია და წვეულებები: ვინ არის და რატომ მოხვდა dailymail-ის ყურადღების ცენტრში დავით კეზერაშვილის ცოლი?
3 შვილი, სკანდალები, ძვირადღირებული კოსმეტიკის კომპანია და წვეულებები: ვინ არის და რატომ მოხვდა dailymail-ის ყურადღების ცენტრში დავით კეზერაშვილის ცოლი?

ბოლო პე­რი­ოდ­ში რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ასე­ვე ოპო­ზი­ცია სულ უფრო ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, თან ისე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ის ოლი­გარ­ქი აღ­მოჩ­ნდა, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის­თვის - თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის დამ­ცვე­ლი, სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბის ერ­თა­დერ­თი შან­სი.

კე­ზე­რაშ­ვი­ლის გამო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" და­პი­რის­პი­რე­ბაა. მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია ჯერ კი­დევ 2017 წელს აცხა­დებ­და, - კე­ზე­რაშ­ვილ­მა მი­ლი­ო­ნე­ბი ყა­ჩა­ღო­ბით, ქურ­დო­ბი­თა და ძარ­ცვით იშო­ვაო... დღეს კი არ წყდე­ბა მით­ქმა-მოთ­ქმა, რომ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის დამ­ყა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან ერ­თად, არა­ფორ­მა­ლუ­რად იბ­რძვის ამის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად, უპი­რის­პირ­დე­ბა მოქ­მედ თავ­მჯდო­მა­რეს ნიკა მე­ლი­ას.

"და­ი­ბა­და თბი­ლის­ში...1992 წელს ბე­ბი­ას­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში, ხო­ლონ­ში გა­და­სახ­ლდა. წლი­ნა­ხევ­რის შემ­დეგ კი ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. 1999 წელს და­ას­რუ­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი. ფლობს ინ­გლი­სურ, რუ­სულ, იტა­ლი­ურ და ებ­რა­ულ ენებს...“ - ვკი­თხუ­ლობთ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში.

იყო დრო, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბი­სას, მის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობ­და. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ავან­გარ­დში იყო, რის შემ­დე­გაც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში და­ა­საქ­მეს, იყო ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სიც. 2006 წლის 11 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი შეც­ვა­ლა. მი­ნის­ტრის პოს­ტი 2008 წლის 5 დე­კემ­ბერს და­ტო­ვა, აგ­ვის­ტოს ომი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში. 2019 წლის 5 სექ­ტემ­ბრი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლია...

  • ამო­ნა­რი­დი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სტა­ტი­ი­დან:

"მას თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2008 წელს (თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბი­სას) აქვს შევ­სე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ ის სა­ერ­თოდ არა­ფერს ფლობ­და. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2008 წლის ბო­ლოს მას "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" სა­ხელ­ფა­სო ბა­რათ­ზე მხო­ლოდ 51 000 ლარი ჰქონ­და და არც უძ­რავ და არც მოძ­რავ ქო­ნე­ბას არ ფლობ­და. ასე­ვე არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი აქ­ცია და არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ბი­ნას და მან­ქა­ნას კე­ზე­რაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, სო­ფიო ჩი­ქო­ვა­ნი ფლობ­და.

2008 წლის დე­კემ­ბერ­ში, ამ დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, კე­ზე­რაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა - ანუ ამ დროს არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი ქო­ნე­ბა და ისე­თი თან­ხა, რომ­ლი­თაც თუნ­დაც სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს და­ი­წყებ­და.

თუმ­ცა 2016 წლის აპ­რილ­ში შვე­ი­ცა­რი­ულ­მა გა­ზეთ­მა Tribune de Genève-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ Panama papers-ის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ დო­კუ­მენ­ტებ­ში და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლიც ფი­გუ­რი­რებ­და.

გა­ზე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 დღე­ში, მას შემ­დეგ, რაც კე­ზე­რაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა 2008 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ტო­ვა, მის­მა ათმა რწმუ­ნე­ბულ­მა ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში სამი კომ­პა­ნია და­ა­რე­გის­ტრი­რა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თის ან­გა­რიშ­ზე ნავ­თო­ბის ბიზ­ნე­სი­დან მი­ღე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი ირი­ცხე­ბო­და. Panama papers-ის თა­ნახ­მად, შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის ან­გა­რიშ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 21 მლნ აშშ დო­ლა­რი ჩა­ი­რი­ცხა, ამას­თან, ამა­ვე გზით მოხ­ვდა და­ახ­ლო­ე­ბით 25 მლნ სხვა ან­გა­რი­შებ­ზე.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კვლე­ვე­ბი­თა და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს კე­ზე­რაშ­ვი­ლი აკონ­ტრო­ლებ­და სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის დიდ ნა­წილს. ის ასე­ვე აკონ­ტრო­ლებ­და "სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ა­საც". ამ კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთ მე­წი­ლედ თა­ვი­სი ცო­ლისძმა, დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნი ჰყავ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. გარ­და ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ი­სა, ჩი­ქო­ვა­ნი იყო "აუთ­დორ ჯის"“(სა­რეკ­ლა­მო მო­ნო­პო­ლის­ტი) ფორ­მა­ლუ­რი მე­სა­კუთ­რე და კე­ზე­რაშ­ვი­ლის "ფოთი ტერ­მი­ნალ ჰოლ­დინ­გის"“ დი­რექ­ტო­რი.

2011 წლის დე­კემ­ბერ­ში კე­ზე­რაშ­ვილ­მა "ნეტ­გა­ზეთ­თან"“ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ის ნავ­თო­ბკომ­პა­ნია "გალ­ფის" ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი იყო. ეჭვი, რომ მას ნავ­თო­ბ­ბა­ზარ­ზე ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­და, მა­ნამ­დეც არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ეს პი­რა­დად და­ა­დას­ტუ­რა". იხი­ლეთ სრუ­ლად

  • ვინ არის თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი?

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცოლს, სო­ფია ჩი­ქო­ვანს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ნაკ­ლე­ბად იც­ნობს. წყვი­ლი წლე­ბია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია და სამ შვილს ზრდის. სო­ფიო ჩი­ქო­ვა­ნი 2000-2003 წლებ­ში "AES თე­ლა­სის“ გამ­რი­ცხვე­ლი­ა­ნე­ბის პრო­ექ­ტის ოფის­მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და. 2003-2004 წლებ­ში კი შპს "კო­ნექ­ტე­კის“ ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის ასის­ტენ­ტად. 2004 წლი­დან მუ­შა­ობ­და შპს "ინ­ტერმ­შენ კომ­პა­ნის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რად, იმ­ჟა­მად მისი ხელ­ფა­სი 1000 ლარი იყო.

კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცო­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი მე­დი­ა­ში წლე­ბის წინ სკან­და­ლუ­რად გახ­მა­ურ­და. 2009 წლის 26 აპ­რილს თბი­ლის­ში, სან­დრო ეუ­ლის ქუ­ჩა­ზე, ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა ჩა­მო­ინ­გრა... ეს დღე საკ­მა­ოდ ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა "რუს­თა­ვი 2“-სთვის. შე­ნო­ბის ერთი ფლი­გე­ლი, რო­მელ­შიც სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია“ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მი­წას­თან გას­წორ­და. ნგრე­ვას ტე­ლე­ვი­ზი­ის ორი თა­ნამ­შრომ­ლის ნიკა გე­ლაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. მა­შინ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ბოდ­რუ­მი­დან ახალ­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც მი­ვი­და და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს 10-დღი­ა­ნი ვადა მის­ცა იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რამ გა­მო­იწ­ვია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა.

სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ობი­ექ­ტზე ერთ-ერთი კომ­პა­ნია აწარ­მო­ებ­და. მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი კი სო­ფიო ჩი­ქო­ვა­ნი და გიგა ბო­კე­რი­ას ცო­ლის­და - რუ­სუ­დან ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი იყ­ვნენ. ნიკა გე­ლაშ­ვი­ლის დედა და მე­უღ­ლე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­დე­გოდ ითხო­ვენ საქ­მის სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ძი­ე­ბას. იბეჭ­დე­ბო­და მე­დი­ა­ში სტა­ტი­ე­ბი, თუმ­ცა რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხი ამ­ბობს, "დამ­ნა­შა­ვე“ მხო­ლოდ "პრა­რა­ბი" აღ­მოჩ­ნდა.

2014 წლის იან­ვარ­ში, ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი­სა და სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნის ოჯა­ხე­ბი მე­გობ­რობ­დნენ, ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა:

"ჰოდა, აი ასე, ფი­ნან­სუ­რი­დან მეწ­ვივ­ნენ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი. ჩემი დის კომ­პა­ნი­ას ჩემს გვერ­დზე სა­დარ­ბა­ზო­ში ჰქონ­და ოფი­სი ნა­ქი­რა­ვე­ბი და გა­და­წყვი­ტეს, რომ ჩემს ბი­ნას­თან იყო კავ­შირ­ში. ჩემი დის კომ­პა­ნი­ა­ში შე­ვიდ­ნენ დღეს დი­ლით - კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცოლი და ჩემი და არი­ან დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი. ალ­ბათ კე­ზე­რაშ­ვილ­ზე უნ­დათ კომ­პრო­მა­ტი. რა უნდა იპო­ვონ, არ ვიცი - ყვე­ლაფ­რის აუ­დი­ტი გა­ა­კე­თეს შარ­შან, ამ დროს სა­ლა­რო აპა­რა­ტი თქვენს ბი­ნა­ში ჰქონ­დათ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლიო, პა­სუ­ხი რომ მი­ი­ღეს, მა­ლე­ვე წა­ვიდ­ნენ - ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ხალ­ხი იყო. ქალი და კაცი“, - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

ა.წ. სექ­ტემ­ბერ­ში ქარ­თულ მე­დი­ა­ში კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნის გვა­რი. მა­შინ "დრო­ას“ ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას "ფე­ის­ბუქპოსტზე" ნიკა მე­ლი­ას მი­სა­მარ­თით და­წე­რა:

"აქვე გე­ტყვი, რომ რაც ილა­პა­რა­კა სულ მო­ი­ტყუა, რა­ღაც­ნა­ი­რი სა­ცო­და­ო­ბა იყო...”

რას საქ­მი­ა­ნობს ახლა სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნი? - ის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კოს­მე­ტი­კის ბრენ­დის, Code8-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. კომ­პა­ნი­ის სა­თაო მა­ღა­ზია ლონ­დონ­შია. ბრენ­დი კი სო­ფია ჩი­ქო­ვან­მა, თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ ნა­დინ აია­ჩეს­თან ერ­თად შექ­მნა.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, კომ­პა­ნი­ამ აშშ-ში წვე­უ­ლე­ბაც გა­მარ­თა. ლაქ­შე­რუ­ლი ბრენ­დის სა­ღა­მო სტუმ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე dailymail-ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვდა. სტა­ტი­ა­ში ნა­ხავთ სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნის ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც სა­ღა­მო­ზე ცნო­ბილ მო­დელ­სა და მსა­ხი­ობ ემი­ლი რა­ტა­კოვ­სკის­თან ერ­თად გა­და­ი­ღო...

კომ­პა­ნი­ის სა­იტ­ზე, სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნის ინ­ტერ­ვი­უც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ.

"Code8 Beauty-ის შექ­მნამ­დე სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­ლდათ, ის სამი შვი­ლის დე­დაა, წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან. Decoding Beauty-ის პირ­ველ სე­რი­ა­ში ის გვი­ზი­ა­რებს მა­კი­ა­ჟის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას და ცხოვ­რე­ბის, სი­ლა­მა­ზი­სა და სტი­ლი­სად­მი მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას“, - ასე იწყე­ბა სტა­ტია ჩი­ქო­ვან­ზე, სა­დაც ძი­რი­თა­დად თა­ვის მოვ­ლის რუ­ტი­ნა­ზე ლა­პა­რა­კობს...

  • ამო­ნა­რი­დე­ბი სტა­ტი­ი­დან:

"დე­ი­და ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და: "არა­სო­დეს და­ი­ვი­წყო მა­კი­ა­ჟის დას­რუ­ლე­ბა ტუ­შით“ და ეს გა­მი­ჭირ­და, რად­გან ვცდი­ლობ­დი და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ის ცდე­ბო­და...“

"და­ახ­ლო­ე­ბით 45 წუთი მჭირ­დე­ბა მო­სამ­ზა­დებ­ლად. ჩემი დი­ლის რუ­ტი­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია კა­ნის მოვ­ლის რე­ჟი­მი, რად­გან ჩემი კანი ძა­ლი­ან მშრა­ლი ხდე­ბა ცივ ამინ­დში. ზეთი და და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია...“

"ჩემი თა­ვის მოვ­ლის რუ­ტი­ნა საკ­მა­ოდ შე­იც­ვა­ლა 35 წლის შემ­დეგ. და­ვი­წყე მა­კი­ა­ჟის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის და­სა­მა­ლად, რომ­ლე­ბიც გარ­და­უ­ვა­ლია ასაკ­თან ერ­თად... მთე­ლი დღე დავ­რბი­ვარ და ამი­ტომ ყო­ველ­თვის ვე­ძებ­დი სრულ­ყო­ფილ პრო­დუქტს".

კი­თხვა­ზე, - რა არის თქვე­ნი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო? - სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნი პა­სუ­ხობს:

"ახა­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ვმოგ­ზა­უ­რობ, რო­გო­რი­ცაა მა­რო­კო ან იბი­ცა. არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ავე­ჯი და ინ­ტე­რი­ე­რის ობი­ექ­ტე­ბი, შთა­გო­ნე­ბის დიდი წყა­როა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დი­ზა­ი­ნით ვარ შე­პყრო­ბი­ლი".

ამო­ნა­რი­დი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- სად ფიქ­რობთ შემ­დეგ მოგ­ზა­უ­რო­ბას?

- პე­რუ­ში, დიდი ხა­ნია მაქვს სი­ა­ში, მა­რიო ვარ­გას ლი­ო­სას ყვე­ლა წიგ­ნის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც ბევ­რჯერ გა­და­ვი­კი­თხე.

- დღის რო­მე­ლი მო­ნაკ­ვე­თი გიყ­ვართ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- სა­ღა­მო... ოფის­ში ხან­გრძლი­ვი დღის შემ­დეგ, მიყ­ვარს ოჯახ­თან ყოფ­ნა, მე­გობ­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად გას­ვლა ან, უბ­რა­ლოდ, სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა და ერთი ჭიქა კო­ნი­ა­კის და­ლე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vuai
0

რაღაცნაერი ,არასასიამოვნო ქალია. არც ინტელექტი ეტყობა , არც განსაკუთრებული სტილი და გემოვნება, 

ნინო
0

ნაძალადევად გასვეტებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, რატაკოვსკის რა სახე აქვს, ეტყობა რომ ,,ძალიან კმაყოფილია" იქ ყოფნით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

3 შვილი, სკანდალები, ძვირადღირებული კოსმეტიკის კომპანია და წვეულებები: ვინ არის და რატომ მოხვდა dailymail-ის ყურადღების ცენტრში დავით კეზერაშვილის ცოლი?

3 შვილი, სკანდალები, ძვირადღირებული კოსმეტიკის კომპანია და წვეულებები: ვინ არის და რატომ მოხვდა dailymail-ის ყურადღების ცენტრში დავით კეზერაშვილის ცოლი?

ბოლო პერიოდში როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია სულ უფრო ხშირად ახსენებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს, თან ისე, რომ ხელისუფლებისთვის ის ოლიგარქი აღმოჩნდა, ოპოზიციის ნაწილისთვის - თავისუფალი მედიის დამცველი, სულისჩამდგმელი და ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი შანსი.

კეზერაშვილის გამო "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა. მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ჯერ კიდევ 2017 წელს აცხადებდა, - კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვაო... დღეს კი არ წყდება მითქმა-მოთქმა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" პოლიტიკური გავლენის დამყარება გადაწყვიტა და ვანო მერაბიშვილთან ერთად, არაფორმალურად იბრძვის ამისთვის, შესაბამისად, უპირისპირდება მოქმედ თავმჯდომარეს ნიკა მელიას.

"დაიბადა თბილისში...1992 წელს ბებიასთან ერთად ისრაელში, ხოლონში გადასახლდა. წლინახევრის შემდეგ კი ისევ საქართველოში დაბრუნდა. 1999 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ და ებრაულ ენებს...“ - ვკითხულობთ დავით კეზერაშვილის ბიოგრაფიაში.

იყო დრო, იუსტიციის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მინისტრობისას, მის თანაშემწედ მუშაობდა. "ვარდების რევოლუციის" ავანგარდში იყო, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტროში დაასაქმეს, იყო ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსიც. 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილი შეცვალა. მინისტრის პოსტი 2008 წლის 5 დეკემბერს დატოვა, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში. 2019 წლის 5 სექტემბრიდან ტელეკომპანია "ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელია...

  • ამონარიდი "კვირის პალიტრის" სტატიიდან:

"მას თანამდებობრივი დეკლარაცია ბოლოს 2008 წელს (თავდაცვის მინისტრობისას) აქვს შევსებული, საიდანაც ირკვევა, რომ ის საერთოდ არაფერს ფლობდა. დეკლარაციის თანახმად, 2008 წლის ბოლოს მას "საქართველოს ბანკში" სახელფასო ბარათზე მხოლოდ 51 000 ლარი ჰქონდა და არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას არ ფლობდა. ასევე არ ჰქონდა არანაირი აქცია და არ მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში. დეკლარაციის მიხედვით, ბინას და მანქანას კეზერაშვილის მეუღლე, სოფიო ჩიქოვანი ფლობდა.

2008 წლის დეკემბერში, ამ დეკლარაციის შევსებიდან რამდენიმე დღეში, კეზერაშვილმა თანამდებობა დატოვა - ანუ ამ დროს არ ჰქონდა არანაირი ქონება და ისეთი თანხა, რომლითაც თუნდაც საშუალო ბიზნესს დაიწყებდა.

თუმცა 2016 წლის აპრილში შვეიცარიულმა გაზეთმა Tribune de Genève-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ Panama papers-ის სახელით გავრცელებულ ფარულ დოკუმენტებში დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებდა.

გაზეთის ინფორმაციით, 10 დღეში, მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა, მისმა ათმა რწმუნებულმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა. Panama papers-ის თანახმად, შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე დაახლოებით 21 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, ამასთან, ამავე გზით მოხვდა დაახლოებით 25 მლნ სხვა ანგარიშებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებითა და ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, წინა ხელისუფლების დროს კეზერაშვილი აკონტროლებდა სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს. ის ასევე აკონტროლებდა "საქართველოს ლატარიის კომპანიასაც". ამ კომპანიის ერთ-ერთ მეწილედ თავისი ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი ჰყავდა გაფორმებული. გარდა ლატარიის კომპანიისა, ჩიქოვანი იყო "აუთდორ ჯის"“(სარეკლამო მონოპოლისტი) ფორმალური მესაკუთრე და კეზერაშვილის "ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის"“ დირექტორი.

2011 წლის დეკემბერში კეზერაშვილმა "ნეტგაზეთთან"“ინტერვიუში თქვა, რომ ის ნავთობკომპანია "გალფის" ერთ-ერთი მფლობელი იყო. ეჭვი, რომ მას ნავთობბაზარზე ინტერესები ჰქონდა, მანამდეც არსებობდა, თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეს პირადად დაადასტურა". იხილეთ სრულად

  • ვინ არის თავდაცვის ექსმინისტრის მეორე ნახევარი?

დავით კეზერაშვილის ცოლს, სოფია ჩიქოვანს საზოგადოების დიდი ნაწილი ნაკლებად იცნობს. წყვილი წლებია დაქორწინებულია და სამ შვილს ზრდის. სოფიო ჩიქოვანი 2000-2003 წლებში "AES თელასის“ გამრიცხველიანების პროექტის ოფისმენეჯერად მუშაობდა. 2003-2004 წლებში კი შპს "კონექტეკის“ ფინანსური დირექტორის ასისტენტად. 2004 წლიდან მუშაობდა შპს "ინტერმშენ კომპანის“ მარკეტინგის მენეჯერად, იმჟამად მისი ხელფასი 1000 ლარი იყო.

კეზერაშვილის ცოლის სახელი და გვარი მედიაში წლების წინ სკანდალურად გახმაურდა. 2009 წლის 26 აპრილს თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა... ეს დღე საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა "რუსთავი 2“-სთვის. შენობის ერთი ფლიგელი, რომელშიც სატელევიზიო პროექტი "ვარსკვლავების აკადემია“ მიმდინარეობდა, მიწასთან გასწორდა. ნგრევას ტელევიზიის ორი თანამშრომლის ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას სიცოცხლე შეეწირა. მაშინ შემთხვევის ადგილზე ბოდრუმიდან ახალდაბრუნებული, იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მივიდა და შესაბამის უწყებებს 10-დღიანი ვადა მისცა იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა.

სამშენებლო სამუშაოებს ობიექტზე ერთ-ერთი კომპანია აწარმოებდა. მისი დამფუძნებლები კი სოფიო ჩიქოვანი და გიგა ბოკერიას ცოლისდა - რუსუდან ჩერგოლეიშვილი იყვნენ. ნიკა გელაშვილის დედა და მეუღლე წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვენ საქმის სათანადოდ გამოძიებას. იბეჭდებოდა მედიაში სტატიები, თუმცა როგორც დაზარალებულის ოჯახი ამბობს, "დამნაშავე“ მხოლოდ "პრარაბი" აღმოჩნდა.

2014 წლის იანვარში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თამარ ჩერგოლეიშვილისა და სოფია ჩიქოვანის ოჯახები მეგობრობდნენ, ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

"ჰოდა, აი ასე, ფინანსურიდან მეწვივნენ გამომძიებლები. ჩემი დის კომპანიას ჩემს გვერდზე სადარბაზოში ჰქონდა ოფისი ნაქირავები და გადაწყვიტეს, რომ ჩემს ბინასთან იყო კავშირში. ჩემი დის კომპანიაში შევიდნენ დღეს დილით - კეზერაშვილის ცოლი და ჩემი და არიან დამფუძნებლები. ალბათ კეზერაშვილზე უნდათ კომპრომატი. რა უნდა იპოვონ, არ ვიცი - ყველაფრის აუდიტი გააკეთეს შარშან, ამ დროს სალარო აპარატი თქვენს ბინაში ჰქონდათ რეგისტრირებულიო, პასუხი რომ მიიღეს, მალევე წავიდნენ - ზრდილობიანი ხალხი იყო. ქალი და კაცი“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ა.წ. სექტემბერში ქართულ მედიაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა სოფია ჩიქოვანის გვარი. მაშინ "დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას "ფეისბუქპოსტზე" ნიკა მელიას მისამართით დაწერა:

"აქვე გეტყვი, რომ რაც ილაპარაკა სულ მოიტყუა, რაღაცნაირი საცოდაობა იყო...”

რას საქმიანობს ახლა სოფია ჩიქოვანი? - ის ძვირადღირებული კოსმეტიკის ბრენდის, Code8-ის დამფუძნებელია. კომპანიის სათაო მაღაზია ლონდონშია. ბრენდი კი სოფია ჩიქოვანმა, თანადამფუძნებელ ნადინ აიაჩესთან ერთად შექმნა.

რამდენიმე კვირის წინ, კომპანიამ აშშ-ში წვეულებაც გამართა. ლაქშერული ბრენდის საღამო სტუმრებიდან გამომდინარე dailymail-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა. სტატიაში ნახავთ სოფია ჩიქოვანის ფოტოებს, რომელიც საღამოზე ცნობილ მოდელსა და მსახიობ ემილი რატაკოვსკისთან ერთად გადაიღო...

კომპანიის საიტზე, სოფია ჩიქოვანის ინტერვიუც აღმოვაჩინეთ.

"Code8 Beauty-ის შექმნამდე სოფია ჩიქოვანი წლების განმავლობაში, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის კომპანიის დამფუძნებელი გახლდათ, ის სამი შვილის დედაა, წარმოშობით საქართველოდან. Decoding Beauty-ის პირველ სერიაში ის გვიზიარებს მაკიაჟის პირად გამოცდილებას და ცხოვრების, სილამაზისა და სტილისადმი მის დამოკიდებულებას“, - ასე იწყება სტატია ჩიქოვანზე, სადაც ძირითადად თავის მოვლის რუტინაზე ლაპარაკობს...

  • ამონარიდები სტატიიდან:

"დეიდა ყოველთვის ამბობდა: "არასოდეს დაივიწყო მაკიაჟის დასრულება ტუშით“ და ეს გამიჭირდა, რადგან ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ ის ცდებოდა...“

"დაახლოებით 45 წუთი მჭირდება მოსამზადებლად. ჩემი დილის რუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია კანის მოვლის რეჟიმი, რადგან ჩემი კანი ძალიან მშრალი ხდება ცივ ამინდში. ზეთი და დამატენიანებელი აუცილებელია...“

"ჩემი თავის მოვლის რუტინა საკმაოდ შეიცვალა 35 წლის შემდეგ. დავიწყე მაკიაჟის გამოყენება იმ ნაკლოვანებების დასამალად, რომლებიც გარდაუვალია ასაკთან ერთად... მთელი დღე დავრბივარ და ამიტომ ყოველთვის ვეძებდი სრულყოფილ პროდუქტს".

კითხვაზე, - რა არის თქვენი შთაგონების წყარო? - სოფია ჩიქოვანი პასუხობს:

"ახალი ადგილები, სადაც ვმოგზაურობ, როგორიცაა მაროკო ან იბიცა. არქიტექტურა, ავეჯი და ინტერიერის ობიექტები, შთაგონების დიდი წყაროა. შეიძლება ითქვას, რომ დიზაინით ვარ შეპყრობილი".

ამონარიდი ინტერვიუდან:

- სად ფიქრობთ შემდეგ მოგზაურობას?

- პერუში, დიდი ხანია მაქვს სიაში, მარიო ვარგას ლიოსას ყველა წიგნის წყალობით, რომელიც ბევრჯერ გადავიკითხე.

- დღის რომელი მონაკვეთი გიყვართ ყველაზე მეტად?

- საღამო... ოფისში ხანგრძლივი დღის შემდეგ, მიყვარს ოჯახთან ყოფნა, მეგობრებთან შესახვედრად გასვლა ან, უბრალოდ, სერიალების ყურება და ერთი ჭიქა კონიაკის დალევა.