რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებები ჩეჩნებთან და ბურიატებთან დაკავშირებით არა უბრალოდ რუსოფობიის გამოვლინებაა, არამედ სიმართლის აღმაშფოთებელი გარყვნაა.
"ეს უკვე აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება, არც კი ვიცი, რა დონის. გაიხსენეთ, 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში პირიქით გვეუბნებოდნენ, რომ კავკასიის ხალხებს სწორედ რუსები, სლავები აწამებდნენ და ახლა გვეუბნებიან, რომ რუსებს აწამებენ კავკასიის ხალხები“, - აღნიშნა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოეხმაურა რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვებს, რომელმაც ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული ჯარების ყველაზე სასტიკი ნაწილი ჩეჩნები და ბურიატები არიან.
საბჭოთა კავშირის დროსაც ეგრე იყო. მთელ რუსულ ასეულში ერთი ჩეჩენი მაინც თუ იყო, ის ინიშნებოდა ასეულის უფროსად და ტყავს აძრობდა საწყალ რუსებს. რუსები ადვილი სამართავები არიან, ხომ ხედავთ ერთ პუტინს რა დღეში ჰყავს საწყალი 150 მილიონი რუსი!
მაშა ძალიან პატიოსანი და წესიერი დედაკაცია... მთავარია ფხიზელი იყოს...