ზუგდიდში, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასახა. შემთხვევა კრასნოდარის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაცით, 60 წლის მამაკაცი ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.
ასევე, კლინიკაში იმყოფება გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველების დროს დაზიანებები მიიღო. როგორც ირკვევა, მეზობლებს შორის დავა ყოფით ნიადგაზე გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის წლების წინ შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობდა.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ეტყობა ძლიერ უყვარდათ ერთმანეთი
ჯოჯოხეთში ვართ.....