პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს "მესენჯერში" მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა - საგამოძიებო სამსახური
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს "მესენჯერში" მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა - საგამოძიებო სამსახური

გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­მა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფი ქა­ლის მე­უღ­ლეს "მე­სენ­ჯერ­ში" მი­წე­რა, რომ ცოლი ღა­ლა­ტობ­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

  • მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-ს თა­ნამ­შრო­მელ­მა ქა­ლის მე­უღ­ლეს ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­სუ­რა­თი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ცოლი ნა­ხევ­რად შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

"და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტო­რი გ.ლ., რო­მელ­მაც მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყოფ ქალ­ბა­ტონს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო გა­უვრცე­ლა. კერ­ძოდ, 2022 წლის მარ­ტის თვე­ში, მე­გო­ბარ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტით გაბ­რა­ზე­ბულ­მა გ.ლ-მ, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფი ქა­ლის მე­უღ­ლეს, სოც. ქსე­ლის "მე­სენ­ჯე­რის" სა­შუ­ა­ლე­ბით ქა­ლის ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი, ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­სუ­რა­თი გა­უგ­ზავ­ნა და მი­წე­რა, რომ ცოლი ღა­ლა­ტობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის შე­დე­გად, და­ზა­რა­ლე­ბულს მო­რა­ლუ­რი სა­ხის ზი­ა­ნი მი­ად­გა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის­თვის მო­მარ­თვი­დან მა­ლე­ვე, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტო­რი და­კა­ვე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლით" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­სა და ნო­ემ­ბერ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, რის შემ­დე­გაც 4 სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

00:00 / 00:00
კატო
1

რა ძალა ადგა.

სამსახურიდან გათავისუფლებენ, სასჯელსაც მიუსჯიან და ბოროტება ხომ ჩადენილი დარჩა და დარჩება. 

ბედნიერი ცხოვრება ქალს და მის მეუღლეს! 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს "მესენჯერში" მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა - საგამოძიებო სამსახური

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს "მესენჯერში" მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა - საგამოძიებო სამსახური

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს "მესენჯერში" მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

  • მათი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელმა ქალის მეუღლეს ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა, სადაც ცოლი ნახევრად შიშველ მდგომარეობაში იყო.

"დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ლ., რომელმაც მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს პირადი ცხოვრების საიდუმლო გაუვრცელა. კერძოდ, 2022 წლის მარტის თვეში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა გ.ლ-მ, შურისძიების მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს, სოც. ქსელის "მესენჯერის" საშუალებით ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს მორალური სახის ზიანი მიადგა.

დაზარალებული ქალის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, არასათანადო მოპყრობის და ძალადობის ფაქტები გამოავლინა, რის შემდეგაც 4 სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.