საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია - ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს" - მელია
"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია - ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს" - მელია

რო­გორც ჩანს, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­სა და პე­რი­პე­ტი­ებ­ში გარ­თუ­ლებს, გვა­ვი­წყდე­ბა მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, რაც დგას ქვეყ­ნი­სა და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წი­ნა­შე - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ წერს.

მისი თქმით, ნაც­ვლად იმი­სა, რომ ამ სა­კი­თხზე შე­ჯერ­დნენ და ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია ჰქონ­დეთ, კან­დი­და­ტე­ბი აწარ­მო­ე­ბენ გა­ურ­კვე­ველ კამ­პა­ნი­ებს.

"მე­გობ­რე­ბო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი დღე უფრო მძიმ­დე­ბა. ოჯა­ხის და ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს ამ დღე­ებ­ში მი­მარ­თა­ვენ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით.

შე­სა­ბა­მი­სად მი­მაჩ­ნია, რომ მი­სა­ღე­ბია კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სწო­რედ აქ უნდა ვი­ყოთ ერ­თი­ა­ნე­ბი და პა­ტი­ვი ვცეთ ერ­თმა­ნეთს. რო­გორც ჩანს, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­სა და პე­რი­პე­ტი­ებ­ში გარ­თუ­ლებს, გვა­ვი­წყდე­ბა მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, რაც დგას ქვეყ­ნი­სა და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წი­ნა­შე - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ნაც­ვლად იმი­სა, რომ ამ სა­კი­თხზე შევ­ჯერ­დეთ და ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია გვქონ­დეს, კან­დი­და­ტე­ბი აწარ­მო­ე­ბენ გა­ურ­კვე­ველ კამ­პა­ნი­ებს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრო­ცე­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არც და­წყე­ბუ­ლა და უკვე ცდე­ბა ნორ­მა­ლურ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სის ფარ­გლებს, იღებს სა­მარ­ცხვი­ნო სა­ხეს, რაც შე­საძ­ლოა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდეს რო­გორც პარ­ტი­ის­თვის, ისე მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის­თვის.

ოპო­ნენ­ტე­ბი ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ სა­ჯა­რო­ო­ბა­ზე, გამჭვირ­ვა­ლო­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, ამ დროს კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი სვლე­ბი სა­ერ­თოდ კუ­ლი­სე­ბი­დან კეთ­დე­ბა და შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩანს კუ­ლუ­ა­რუ­ლი/არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბის კვა­ლი.

ოპო­ნენ­ტე­ბი იდე­ე­ბი­თა და პროგ­რა­მე­ბით ბრძო­ლას გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის კომ­პრო­მა­ტე­ბით ბრძო­ლას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ­თა­ვით­ვე ვამ­ბობ­დი, რომ ასეთ დროს და ასე­თი ფორ­მით სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თო­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა, რბი­ლად რომ ვთქვათ, უად­გი­ლო იყო, მაგ­რამ უკვე ახლა, არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში არ­ჩევ­ნე­ბი უკვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პარ­ტი­ამ შეძ­ლოს ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა. ამ­დე­ნად, ჩემი სურ­ვი­ლია, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად ჩა­ტარ­დეს ეს არ­ჩევ­ნე­ბი, რათა დრო­უ­ლად ვფო­კუ­სირ­დეთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვა­ზე და ახ­ლაც, არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გაყ­ვა­ნის სა­კი­თხი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უნდა გა­და­წყდეს და უნდა ვი­ფიქ­როთ შემ­დგომ ნა­ბი­ჯებ­ზე, ასე­თი ტი­პის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პრი­ო­რი­ტე­ტად ქცე­ვა სა­ერ­თოდ არას­წო­რად მი­მაჩ­ნია.

ვერც ერთი კან­დი­და­ტი ვერ გა­მო­ვა ამ ბრძო­ლი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, თუ სა­ერ­თო ბრძო­ლა­ში დავ­მარ­ცხდე­ბით!“ - აცხა­დებს მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოლორადო
1

ეხლა გაგახსენდა სააკაშვილი?-აქამდის სად იყავი?

ალექს
1

მთავარია ბოლომდე მიესაჯოს ყველა დანაშაულზე , ახლა მხოლოდ ორზეა,ლაითად და დაჯდომას მოასწრებს , სახალხოდ უნდა გასამართლდეს და დაიგმოს ეგეც და მისი ნაძმოც, აიკრძალოს და აეკრძალოთ პოლიტიკაში მონაწილეობა, ამის მერე პანღური და ეგდოს შარაზე ეგაცა და ნაძმოც !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია - ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს" - მელია

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია - ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს" - მელია

როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შეჯერდნენ და ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს.

"მეგობრებო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება. ოჯახის და ადვოკატების ინფორმაციით, ავტორიტეტული ექსპერტების დასკვნები დასრულებულია და შესაბამისად, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით სასამართლოს ამ დღეებში მიმართავენ შუამდგომლობით.

შესაბამისად მიმაჩნია, რომ მისაღებია კონკრეტული გადაწყვეტილება. სწორედ აქ უნდა ვიყოთ ერთიანები და პატივი ვცეთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა.

ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ და ერთიანი პოზიცია გვქონდეს, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს. სამწუხაროდ, ეს პროცესი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა და უკვე ცდება ნორმალურ პოლიტიკურ პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

ოპონენტები ბევრს საუბრობენ საჯაროობაზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე, ამ დროს კონცეპტუალური სვლები საერთოდ კულისებიდან კეთდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული/არაფორმალური გავლენების კვალი.

ოპონენტები იდეებითა და პროგრამებით ბრძოლას გაურკვეველი წარმომავლობის კომპრომატებით ბრძოლას ამჯობინებენ.

მოგეხსენებათ, იმთავითვე ვამბობდი, რომ ასეთ დროს და ასეთი ფორმით საარჩევნო მარათონის გამოცხადება, რბილად რომ ვთქვათ, უადგილო იყო, მაგრამ უკვე ახლა, არსებულ ვითარებაში არჩევნები უკვე აუცილებელია, რომ პარტიამ შეძლოს ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. ამდენად, ჩემი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ეს არჩევნები, რათა დროულად ვფოკუსირდეთ მთავარ გამოწვევაზე და ახლაც, არჩევნებამდეც, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გაყვანის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს და უნდა ვიფიქროთ შემდგომ ნაბიჯებზე, ასეთი ტიპის საარჩევნო კამპანიის პრიორიტეტად ქცევა საერთოდ არასწორად მიმაჩნია.

ვერც ერთი კანდიდატი ვერ გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, თუ საერთო ბრძოლაში დავმარცხდებით!“ - აცხადებს მელია.