მთელი ქვეყანა შეძრულია ცხრამუხის მონასტერში მომხდარი ტრაგედიის გამო, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“ წერს.
მისი თქმით, "სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა.“
"თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა.
მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს”,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველმა ვერ დაინახა მედიის მიერ ჩადენილი ელემენტალური უტაქტობა, როდესაც მათ გაასაჯაროეს დაზარალებული მონაზვნის ფოტოები და ვინაობა, მიუხედავად მისი ხანდაზმული ასაკისა.
ქ ნო სახ დამცველო, დაინტერესდით მეცხვარეების ბედით და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობით; ადით მთაში, იალაღებზე, თან წაიყვანეთ იმ თქვენი საყვარელი ტვ-ების ჟურნალისტებიც, დარჩით ცოტა ხანს და დარწმუნებული იყავით, რომ უაღრესად კმაყოფილები წამოხვალთ