სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოების კრიზისი და ტრაგედია - სწორედ ასეთი შეიძლება იყოს აღქმა მონასტერში ასაკოვან მონაზონზე განხორციელებული ძალადობისა" - ანდრია ჯაღმაიძე
"საზოგადოების კრიზისი და ტრაგედია - სწორედ ასეთი შეიძლება იყოს აღქმა მონასტერში ასაკოვან მონაზონზე განხორციელებული ძალადობისა" - ანდრია ჯაღმაიძე

სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის, რაც დღეს ხა­შურ­ში, ცხრა­მუ­ხის მო­ნას­ტერ­ში მოხ­და, ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­გო­ნე­ბებს აცო­ცხლებს. ამის შე­სა­ხებ ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე "ფე­ის­ბუქ­ში" წერს.

"გარ­და ეროვ­ნუ­ლი ტრა­გე­დი­ი­სა, რთუ­ლია რა­ი­მე სა­ხე­ლი შე­ურ­ჩი­ოთ ამ გა­უ­გო­ნარ ფაქტს, რომ­ლის მსგავ­სი მხო­ლოდ ქვეყ­ნის სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბის მო­სურ­ნე მტრის შე­მო­სე­ვე­ბის დროს თუ მომ­ხდა­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ისიც ყო­ველ­თვის არა.

რო­გორ მი­ვე­დით აქამ­დე?! - ყო­ველ­გვარ ქმე­დე­ბას წინ აუ­ცი­ლებ­ლად უძღვის მო­ტი­ვა­ცია, საკ­რა­ლუ­რის შე­უ­რა­ცხყო­ფას კი - და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი იდე­ო­ლო­გია, რო­მე­ლიც დე­საკ­რა­ლი­ზა­ცი­ის გზით ხსნის ყვე­ლა ბა­რი­ერს და პრო­ფა­ნა­ცი­ას ეწე­ვა იმი­სა, რაც მა­საზ­რდო­ე­ბე­ლი უნდა იყოს ადა­მი­ან­თა სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბი­სა.

გა­მა­ლე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ან­ტი­ეკ­ლე­სი­უ­რი კამ­პა­ნია მა­ს­მე­დი­ის ზო­გი­ერთ სა­შუ­ა­ლე­ბის ("მთა­ვა­რი არხი", "ტვ პირ­ვე­ლი", "ფორ­მუ­ლა"), "თე­ო­ლო­გის“ თუ "ექ­სპერ­ტის“ მხრი­დან, რომ­ლებ­საც მი­აჩ­ნი­ათ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხსნა, მისი ეკო­ნო­მი­უ­რი აღ­მას­ვლა და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის სრუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ით ან სა­ერ­თოდ, დაშ­ლით უნდა მოხ­დეს, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­ზე მძი­მე გავ­ლე­ნას ახ­დენს.

ად­რეც გან­ვა­ცხა­დეთ, რომ 2021 წელს მარ­ტვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეჭ­რა შე­საძ­ლოა, "რე­პე­ტი­ცი­ად“ ქცე­უ­ლი­ყო შემ­დგო­მი მოვ­ლე­ნე­ბი­სა. გა­ვიხ­სე­ნოთ მე­დი­ის ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნია ბოდ­ბის დე­და­თა მო­ნას­ტრის დე­დე­ბი­სად­მი, რო­დე­საც მათ არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბის მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში დას­დო ბრა­ლი "მთა­ვარ­მა არ­ხმა“ (ბო­დი­ში არა­ვის მო­უხ­დია დღემ­დე). რა ხდე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის შემ­ყუ­რე ავა­ზა­კის გო­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც ხალ­ხის არ რცხვე­ნია? თუ ხე­დავს, რომ და­საშ­ვე­ბია ეკ­ლე­სი­ის გა­მუდ­მე­ბუ­ლი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ში, თუ ხე­დავს, რომ და­საშ­ვე­ბია, სვე­ტი­ცხოვ­ლის ეზო­ში სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბა დღეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს "ბან­დი­ტე­ბი“ უწო­დოს ("ტვ პირ­ვე­ლი") ჟურ­ნა­ლის­ტმა, თუ და­საშ­ვე­ბია მსა­ხუ­რე­ბე­ბის ჩაშ­ლა ("მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ მარ­ტვი­ლის ტა­ძარ­ში) და პატ­რი­არ­ქის ქვეყ­ნის მტრად გა­მო­ცხა­დე­ბა, რაღა რჩე­ბა იქი­დან, რისი დაშ­ვე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ ავა­ზა­კი ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც ღმერ­თის არ ეში­ნია?! - ის, რაც მოხ­და დღეს ხა­შუ­რის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის დაკ­ნი­ნე­ბის მცდე­ლო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის ნგრე­ვაც, რაც ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის სიხ­ში­რით ვლინ­დე­ბა. ერთი-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა გუ­შინ მომ­ხდა­რი ოჯა­ხუ­რი ტრა­გე­დი­ა­ცაა, ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ზი­სი და ტრა­გე­დია - სწო­რედ ასე­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს აღ­ქმა მო­ნას­ტერ­ში ასა­კო­ვან მო­ნა­ზონ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა არა მომ­ხდუ­რი მტრის, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან. სა­ჭი­როა, ეს ტრა­გე­დი­ე­ბი თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა, რო­გორც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის ტრა­გე­დია, ისე მი­ვი­ღოთ, თით­ქოს ჩვენს სახ­ლში, ჩვენს ოჯა­ხის წევ­რს მი­ა­ყე­ნეს ენით გა­მო­უთ­ქმე­ლი ტკი­ვი­ლი და გა­ვი­აზ­როთ ერთი რამ: თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვთე­სავთ ღვარ­ძლს, მისი ნა­ყო­ფი აუ­ცი­ლებ­ლად ჩვე­ნამ­დეც მო­აღ­წევს და, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ზე მძი­მე შე­დე­გე­ბით.

პ.ს. ჩვენ თვალ­წინ მზად­დე­ბა ის სუ­რა­თი, რაც ხდე­ბო­და ეკ­ლე­სი­ის დევ­ნის უმ­კაც­რეს ეტა­პებ­ზე. დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს დევ­ნაც მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო სწო­რედ იმ მო­საზ­რე­ბით, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ მთა­ვა­რი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი რო­მის იმ­პე­რი­ის ეკო­ნო­მი­უ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი­სა“, - წერს ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატია
6

აი ნამდვილად თქვენ კორექტული, რომ ვიყო არ გაქვთ უფლება სხვები დაადანაშაულოთ.... კარგი იქნება თავად სასულიერო პირები იყოთ რწმენაში და შემსრულებლები ათი მცნების და სახარების... მერე შეგიძლიათ რჩევა დარიგება მისცეთ მრევლს. ზუსტად ვაი მაღალი სამღვდელოების და ვითომ მამაოების ბრალია რაც ხდება დღეს ჩვენ თავს. ჯერ თქვენით დაიწყეთ და მერე ხალხზე ისაუბრეთ.

რაც შეეხება ამ ფაქტს ეს ხომ არის საშინელება, ამაზრზენი, უზნეო, არაადამიანური... ნამდვილად უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, რომ სხვამ არც კი გაიფიქროს და გაბედოს.

 მომიტევეთ მართლა სულიტ და გულით ეკლესიის წიაგში მყოფმა სასულიერო პირებმა რომლებიც ჯერ კიდევ არიან შემორჩენილები.

jorj
4

ეხლა მოკლედ გეტყვით, როგორ უნდა მოექცეს ხალხი სამღვდელოებას და ეკლესიას. ჩვენ ვთხოულობთ ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მთავრობა სრულიად არ უნდა ჩაერივნენ ეკლესიისა და სარწმუნოების საქმეში. სამაგიეროდ არც ეკლესია და არც სამღვდელოება უნდა ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეში. სამღვდელოება და ეკლესია უნდა შეინახონ იმათ, ვისაც სწამთ ღმერთი და ეკლესია. ვთქვათ, ერთ სოფელში ას კაცს სწამს ღმერთი, ათ კაცს კი არა სწამს. ასმა კაცმა უნდა აირჩიონ მღვდელი და ისე მოაწყონ ეკლესიის საქმე, როგორც მათ უნდათ, ათ ურწმუნო კაცს კი ძალა არ უნდა დაატანონ რწმენაში. ყველამ ის ღმერთი უნდა ილოცოს, რომელიც მას სწამს, ყველამ ისე უნდა ილოცოს, როგორც მისი სურვილი იქნება.მაშ ასე: ჩვენ ვთხოულობთ რწმენის სრულ თავისუფლებას. ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან და ვუკრძალავთ მთავრობასაც და სამღვდელოებასაც ერთმანეთის საქმეში ჩარევას."

გლეხის წერილები, 1906მიხეილ ჯავახიშვილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"საზოგადოების კრიზისი და ტრაგედია - სწორედ ასეთი შეიძლება იყოს აღქმა მონასტერში ასაკოვან მონაზონზე განხორციელებული ძალადობისა" - ანდრია ჯაღმაიძე

"საზოგადოების კრიზისი და ტრაგედია - სწორედ ასეთი შეიძლება იყოს აღქმა მონასტერში ასაკოვან მონაზონზე განხორციელებული ძალადობისა" - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ის, რაც დღეს ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს. ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქში" წერს.

"გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც ყოველთვის არა.

როგორ მივედით აქამდე?! - ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი - დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა.

გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების ("მთავარი არხი", "ტვ პირველი", "ფორმულა"), "თეოლოგის“ თუ "ექსპერტის“ მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს.

ადრეც განვაცხადეთ, რომ 2021 წელს მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა შესაძლოა, "რეპეტიციად“ ქცეულიყო შემდგომი მოვლენებისა. გავიხსენოთ მედიის ცილისმწამებლური კამპანია ბოდბის დედათა მონასტრის დედებისადმი, როდესაც მათ არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი "მთავარმა არხმა“ (ბოდიში არავის მოუხდია დღემდე). რა ხდება ამ ყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს "ბანდიტები“ უწოდოს ("ტვ პირველი") ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა ("მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! - ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში.

საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის დაკნინების მცდელობებს უკავშირდება ოჯახური ტრადიციების ნგრევაც, რაც ოჯახური კონფლიქტების სიხშირით ვლინდება. ერთი-ერთი ასეთი შემთხვევა გუშინ მომხდარი ოჯახური ტრაგედიაცაა, ქალზე ძალადობის საშინელი ფაქტით.

საზოგადოების კრიზისი და ტრაგედია - სწორედ ასეთი შეიძლება იყოს აღქმა მონასტერში ასაკოვან მონაზონზე განხორციელებული ძალადობისა არა მომხდური მტრის, არამედ საკუთარი თანამოქალაქის მხრიდან. საჭიროა, ეს ტრაგედიები თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია, ისე მივიღოთ, თითქოს ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახის წევრს მიაყენეს ენით გამოუთქმელი ტკივილი და გავიაზროთ ერთი რამ: თუ საზოგადოებაში ვთესავთ ღვარძლს, მისი ნაყოფი აუცილებლად ჩვენამდეც მოაღწევს და, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე შედეგებით.

პ.ს. ჩვენ თვალწინ მზადდება ის სურათი, რაც ხდებოდა ეკლესიის დევნის უმკაცრეს ეტაპებზე. დიოკლეტიანეს დევნაც მოტივირებული იყო სწორედ იმ მოსაზრებით, რომ ქრისტიანები იყვნენ მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი რომის იმპერიის ეკონომიური თუ პოლიტიკური გამარჯვებებისა“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.