მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვში "ქართული კულტურის დღეები" გაიმართება - ვინ არიან ორგანიზატორები და რა ინფორმაციას ავრცელებენ დაგეგმილ ღონისძიებაზე?
მოსკოვში "ქართული კულტურის დღეები" გაიმართება - ვინ არიან ორგანიზატორები და რა ინფორმაციას ავრცელებენ დაგეგმილ ღონისძიებაზე?

11-დან 13 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით მოს­კოვ­ში "ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღე­ე­ბი" გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, "ქარ­თუ­ლი ეროვ­ნულ-კულ­ტუ­რუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­აა." ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ამ დღე­ებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა კონ­ფე­რენ­ცია მიგ­რა­ცი­ი­სა და ტრან­სპორ­ტის სა­კი­თხებ­ზე, ასე­ვე ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის შეხ­ვედ­რე­ბი, გა­მო­ფე­ნე­ბი, ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის მას­ტერ-კლა­სე­ბი და ლექ­ცი­ე­ბი.

"ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღე­ე­ბის“ აღ­ნიშ­ვნა 13 დე­კემ­ბერს დიდ კოს­მო­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტით "ჩვენ ერ­თად ვართ" დას­რულ­დე­ბა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მოს­კო­ვე­ლი არ­ტის­ტე­ბი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჯგუ­ფი. ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ყვე­ლა ფე­დე­რა­ლუ­რი ეროვ­ნულ-კულ­ტუ­რუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღე­ე­ბი“ გა­ი­მარ­თე­ბა სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე, რო­გო­რი­ცაა მოს­კო­ვის ეროვ­ნე­ბის სახ­ლი, რუს ხალ­ხთა სახ­ლი და სხვა. 1 დე­კემ­ბრი­დან დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ჩვენს ტე­ლეგ­რა­მის არხზე. დარ­ჩით ჩვენ­თან და მიჰ­ყე­ვით ჩვენს სი­ახ­ლე­ებს.“ - ვკთხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­თუმ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და­ვით ცე­ცხლა­ძეა. ვინ იქ­ნე­ბი­ან კონ­ცერ­ტზე გა­მომ­სვლე­ლი არ­ტის­ტე­ბი და ჯგუ­ფე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით 67
8

ღომს და ელარჯს არ მოზილავენ? კულტურის დღეებიო, მოსკოვში რომ ამბობთ .აი აქ დამთავრებულია უკვე თქვენი კულტურა! 

კაკო
18

ქოცებმა აამუშავეს ვაზელინის ქარხანა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მოსკოვში "ქართული კულტურის დღეები" გაიმართება - ვინ არიან ორგანიზატორები და რა ინფორმაციას ავრცელებენ დაგეგმილ ღონისძიებაზე?

მოსკოვში "ქართული კულტურის დღეები" გაიმართება - ვინ არიან ორგანიზატორები და რა ინფორმაციას ავრცელებენ დაგეგმილ ღონისძიებაზე?

11-დან 13 დეკემბრის ჩათვლით მოსკოვში "ქართული კულტურის დღეები" გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, "ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა." ორგანიზაციის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ამ დღეებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ასევე ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები და ლექციები.

"ქართული კულტურის დღეების“ აღნიშვნა 13 დეკემბერს დიდ კოსმოსის საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტით "ჩვენ ერთად ვართ" დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული წარმოშობის მოსკოველი არტისტები და ქორეოგრაფიული ჯგუფი. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.

"ქართული კულტურის დღეები“ გაიმართება სხვადასხვა ლოკაციებზე, როგორიცაა მოსკოვის ეროვნების სახლი, რუს ხალხთა სახლი და სხვა. 1 დეკემბრიდან დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ტელეგრამის არხზე. დარჩით ჩვენთან და მიჰყევით ჩვენს სიახლეებს.“ - ვკთხულობთ განცხადებაში.

ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის პრეზიდენტი ბათუმში დაბადებული დავით ცეცხლაძეა. ვინ იქნებიან კონცერტზე გამომსვლელი არტისტები და ჯგუფები ჯერჯერობით უცნობია.