მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა“ - მერკელის თქმით, კანცლერობის ბოლო ხანს რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის საქართველოს საკითხზეც
"პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა“ - მერკელის თქმით, კანცლერობის ბოლო ხანს რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის საქართველოს საკითხზეც

გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი კან­ცლე­რი, ან­გე­ლა მერ­კე­ლი აცხა­დებს, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში რუ­სეთ­თან პროგ­რესს ვერ მი­აღ­წია, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის, დნესტრის­პი­რე­თი­სა და მოლ­დო­ვას, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზე­თის, სი­რი­ი­სა და ლი­ბი­ის სა­კი­თხებ­ზე.

მერ­კე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ცდი­ლობ­და, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს ფარ­გლებ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­ე­მარ­თა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან 2021 წლის ზა­ფხულ­ში, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე.

მერ­კელ­მა გან­მარ­ტა, რომ მას და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს, ემა­ნუ­ელ მაკ­რონს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ახა­ლი ევ­რო­პუ­ლი ფორ­მა­ტის შექ­მნა სურ­დათ.

"მინ­სკის შე­თან­ხმე­ბა ცა­რი­ე­ლი გახ­და. 2021 წლის ზა­ფხულ­ში, მას შემ­დეგ რაც პრე­ზი­დენ­ტე­ბი ბა­ი­დე­ნი და პუ­ტი­ნი შეხ­ვდნენ, მინ­დო­და პუ­ტინ­თან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ევ­რო­პუ­ლი დის­კუ­სი­ის ფორ­მა­ტის შექ­მნა, მაგ­რამ მე აღარ მქონ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბა ამის გა­სა­კე­თებ­ლად რად­გან, ყვე­ლამ იცო­და - ”ის შე­მოდ­გო­მა­ზე მი­დის”, - აღ­ნიშ­ნა მერ­კელ­მა გერ­მა­ნულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

კრემლში 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში ვი­ზიტ­ზე სა­უბ­რი­სას, მერ­კელ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, მას რუს კო­ლე­გა­ზე გავ­ლე­ნა აღარ ჰქონ­და.

"გან­წყო­ბა ძა­ლი­ან მკა­ფიო იყო: "ძა­ლა­უფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, თქვენ დას­რულ­დით“. პუ­ტი­ნის­თვის მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პუ­ტი­ნის შეჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში მის­თვის სი­ურპრი­ზი არ ყო­ფი­ლა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

პეტრე პირველი, სუვოროვი და სტალინი ბრიფინგის წინ საიქიოში კითხულობენ, ეს პუტინი ივან ვასილიჩის ხალოპი არ არისო ?! ჩინგიზხანი პასუხობს, არა ჩემიაო , რაც დაგაკელით , მაგან მოგითავათო !

მერკელი-პუტინის მეგობარია!
1

მერკელი უსინდისოდ იტყუება! მის სინდისზეა საქართველოსა და უკრაინაში ომი და დატრიალებული უბედურებები, რადგან მან "თავი გაიგიჟა" და მაპი არ მოაცემინა! ეხლა იჯდეს და უსმინოს მის ლანძღვა-გინებას!

ავტორი:

"პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა“ - მერკელის თქმით, კანცლერობის ბოლო ხანს რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის საქართველოს საკითხზეც

"პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა“ - მერკელის თქმით, კანცლერობის ბოლო ხანს რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის საქართველოს საკითხზეც

გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის უკრაინის, დნესტრისპირეთისა და მოლდოვას, საქართველოსა და აფხაზეთის, სირიისა და ლიბიის საკითხებზე.

მერკელის განცხადებით, ცდილობდა, ევროპული საბჭოს ფარგლებში მოლაპარაკება გაემართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 2021 წლის ზაფხულში, თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე.

მერკელმა განმარტა, რომ მას და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მოლაპარაკებების ახალი ევროპული ფორმატის შექმნა სურდათ.

"მინსკის შეთანხმება ცარიელი გახდა. 2021 წლის ზაფხულში, მას შემდეგ რაც პრეზიდენტები ბაიდენი და პუტინი შეხვდნენ, მინდოდა პუტინთან დამოუკიდებელი, ევროპული დისკუსიის ფორმატის შექმნა, მაგრამ მე აღარ მქონდა ძალაუფლება ამის გასაკეთებლად რადგან, ყველამ იცოდა - ”ის შემოდგომაზე მიდის”, - აღნიშნა მერკელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

კრემლში 2021 წლის აგვისტოში ვიზიტზე საუბრისას, მერკელმა ასევე განაცხადა, რომ გააცნობიერა, მას რუს კოლეგაზე გავლენა აღარ ჰქონდა.

"განწყობა ძალიან მკაფიო იყო: "ძალაუფლების პოლიტიკის თვალსაზრისით, თქვენ დასრულდით“. პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, პუტინის შეჭრა უკრაინაში მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.