მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე მეტად მიკვირს, როდესაც მეკითხებიან, რატომ ვარ ხშირად თბილისში" - რას ამბობს საყვარელ მამაკაცსა და გავრცელებულ ჭორებზე საქართველოში მყოფი ნინო ნინიძე?
"ყველაზე მეტად მიკვირს, როდესაც მეკითხებიან, რატომ ვარ ხშირად თბილისში" - რას ამბობს საყვარელ მამაკაცსა და გავრცელებულ ჭორებზე საქართველოში მყოფი ნინო ნინიძე?

ნინო ნი­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­შია. თუმ­ცა, მას რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას­თან ომის გამო არ და­უ­ტო­ვე­ბია, მსა­ხი­ო­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დის სამ­შობ­ლო­ში ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. თბი­ლის­ში ყოფ­ნი­სას, მან ინ­ტერ­ვიუ რუ­სულ­მა იუ­თუბ არ­ხმა "Георгий За Кадром“ ჩა­წე­რა, ექ­სკურ­სია ვა­კის პარ­კი­დან იწყე­ბა და ნინო თა­ვი­სი თბი­ლი­სის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა...

"...სად ვი­ცხოვ­რებ, სად გა­და­ვალ - ამას სუ­ლაც არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად იცით, რა მიკ­ვირს, რო­დე­საც მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ ვარ ხში­რად თბი­ლის­ში, მწე­რენ, - არ გიყ­ვარს მოს­კო­ვიო? დიახ, დიახ, მე ვარ მაშა ივა­ნო­ვა, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და ტვერ­ში...“ - იცი­ნის 31 წლის მსა­ხი­ო­ბი.

ნინო ნი­ნი­ძე, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ია ნი­ნი­ძის შვი­ლია, ის წლე­ბია რუ­სეთ ში მოღ­ვა­წე­ობს. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა პრო­ექტსა და ფო­ტო­სე­სი­ა­ში, არის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. ნინო ნი­ნი­ძე 2014 წელს ცო­ლად გაჰ­ყვა უკ­რა­ი­ნელ მსა­ხი­ობს კი­რილ პლეტ­ნევს, 2015 წელს წყვილს შე­ე­ძი­ნა ვაჟი, რო­მელ­საც ალექ­სან­დრე და­არ­ქვეს. მისი ახ­ლან­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მაქს ვი­ტორ­გა­ნის შე­სა­ხებ კი AMBEBI.GE-ს არა­ერთ სტა­ტია აქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი...

  • ვა­კის პარ­კი...

"მე ისეთ დროს და­ვი­ბა­დე, თბი­ლის­ში არე­უ­ლო­ბა რომ იყო და ჩემ­თვის ქა­ლა­ქი იყო, ჩემი უბა­ნი, ვაკე... აქ არის სა­ბავ­შვო ბაღი, სა­დაც დავ­დი­ო­დი... მა­შინ და­ვი­ბა­დე, რო­დე­საც თბი­ლის­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი იყო, არ იყო, სი­ნათ­ლე, გათ­ბო­ბა, ცხე­ლი წყა­ლი, მაგ­რამ მა­ინც ტკბილ მო­გო­ნე­ბად რჩე­ბა, რად­გან ყვე­ლა ერ­თად ვცხოვ­რობ­დით.

დედა ამ­ბობ­და, რომ რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და იმ­დე­ნად არ მახ­სოვს. მახ­სოვს ის, რომ ფე­ხით ავ­დი­ო­დით მე-14 სარ­თულ­ზე. ცუდი მო­გო­ნე­ბა ის მაქვს, რომ ომის გამო მოგ­ვი­წია სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა.

დედა სულ ამ­ბობ­და, რომ შვი­ლებს კვე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა უნ­დო­დათ, რაც აქ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. სკო­ლებ­ში ჭე­რი­დან წვი­მა ჩა­დი­ო­და და ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთს ვათ­ბობ­დით. არა­ვინ ფიქ­რობ­და სწავ­ლა­ზე, ყვე­ლა შვი­ლე­ბის გა­მოკ­ვე­ბა­სა და გა­დარ­ჩე­ნა­ზე იყო გა­და­სუ­ლი.

ახლა რომ ამ­ბო­ბენ, ქუ­ჩა­ში სრო­ლე­ბი იყო, არ მახ­სოვს... ჩემ ბავ­შვო­ბა­ში სი­ნათ­ლე არ იყო და ტე­ლე­ვი­ზორ­საც არ ვუ­ყუ­რებ­დი. დის­ნე­ის მულ­ტფილ­მებ­ზეც არა­ფე­რი ვი­ცო­დი... 10 წლის ვი­ყა­ვი დის­ნე­ის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე. უცებ რომ შე­მომ­ხე­დავ, იტყვი, ნახე, რო­გო­რი გა­მო­სუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი გო­გოა, არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენ­მა ოჯახსმა ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბა გა­და­ი­ტა­ნა. ეს იყო ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის. ეს მარ­ტო თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბას არ შე­ე­ხე­ბა, მოს­კოვ­შიც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ხან ერთ კონ­მუ­ნა­ლურ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით, ხან - მე­ო­რე­ში. არ მქო­ნია კომ­ფორ­ტუ­ლი ბავ­შვო­ბა. მაგ­რამ მა­ინც კარ­გი იყო, ბავ­შვე­ბი ყვე­ლა ერ­თად ვთა­მა­შობ­დით. კომ­პი­უ­ტე­რი პირ­ვე­ლად 16 წლის ასაკ­ში მქონ­და. აქ თბი­ლის­ში ყვე­ლა­ფე­რი კომ­ფორ­ტუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მია".

  • თბი­ლი­სი...

"რომ ამ­ბო­ბენ, რომ სა­ცო­ბე­ბია, მე­ცი­ნე­ბა, თქვენ ამას სა­ცობს ეძა­ხით? - მოს­კოვ­ში უა­რე­სი ხდე­ბა. რო­დე­საც აქა­უ­რო­ბა მე­ნატ­რე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ სახ­ლი და ახ­ლობ­ლე­ბი მე­ნატ­რე­ბი­ან, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ის ხალ­ხი, ვინც აღ­მზარ­და... ისე ბევ­რი მე­გო­ბა­რი არ მყავს თბი­ლის­ში. გუ­შინ დე­დას და­ქა­ლი მარო მო­ვი­და, რო­მე­ლიც დე­დას­თან ერ­თად ჩემს აღ­ზრდა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

მოს­კოვ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, ახალ გა­რე­მოს ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი, აქა­უ­რო­ბა მე­ნატ­რე­ბო­და და სიზ­მარ­ში სულ აე­რო­პორ­ტის გზას ვხე­დავ­დი. ჩვენ უბ­რა­ლოდ ომს გა­ვე­რი­დეთ.

ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ორი ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი იყო: ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი და 2Pac -ი . ქუ­ჩებ­ში ყველ­გან წარ­წე­რე­ბი იყო. მე შე­მეძ­ლო სახ­ლში დავ­მჯდა­რი­ყა­ვი, შვი­ლე­ბი გა­მე­ზარ­და და უზ­რუნ­ვე­ლად მე­ცხოვ­რა, მაგ­რამ ჩემი ში­ნა­გა­ნი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა სულ აქ­ტი­უ­რი ვიყო, მიზ­ნე­ბი და­ვი­სა­ხო და ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში თავს კარ­გად ვგრძნობ.

რო­დე­საც შვი­ლი შე­მე­ძი­ნა, არ შე­მეძ­ლო სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და არც სახ­ლში ყოფ­ნა შე­მეძ­ლო და ქორ­წი­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში კრე­ა­ტო­რულ პრო­დი­უ­სე­რად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და იტა­ლი­ა­ში სა­ქორ­წი­ნო ფეს­ტი­ვალს გა­ვუ­წიე ორ­გა­ნი­ზე­ბა. რო­დე­საც სპორ­ტით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, იმი­ტომ არა, რომ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე, უბ­რა­ლოდ, არ მინ­და, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მქონ­დეს, სულ მინ­და, რომ მოძ­რა­ო­ბა­ში ვიყო".

  • მაქს ვი­ტორ­გა­ნი...

"არ მიყ­ვარს პი­რად­ზე სა­უ­ბა­რი. ჩემი ცხოვ­რე­ბა ამ ბოლო დროს ისე შე­იც­ვა­ლა, დროც კი აღარ მრჩე­ბა რა­მის სათ­ქმე­ლად... ვერ ეუბ­ნე­ბი ხში­რად ადა­მი­ანს, რომ შენ ის გიყ­ვარს... არც პა­ტი­ე­ბის­თვის, არაფ­რის­თვის დრო არ მრჩე­ბა... სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს ნუ და­უ­ჯე­რებთ. დედა მსა­ხი­ო­ბია, მეც... მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, რომ ჩემ ოჯახ­ზე ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ, მაგ­რამ ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მა­გი­ჟებს ამ ხალ­ხის სი­დე­ბი­ლე. ამ ქვე­ყა­ნა­ზე უფრო მეტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბია, ვიდ­რე ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად არის ჩემ­სა და მაქ­სიმს შო­რის, ჭო­რებს ნუ და­უ­ჯე­რებთ...

არ მიყ­ვარს, ჭო­რა­ო­ბა. ყო­ფი­ლი ცო­ლე­ბი, ყო­ფი­ლი ქმრე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­სა­ბა­მოა. მინ­და, ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი იყოს... ჩემი შვი­ლი და მაქ­სი­მის ვაჟი მე­გობ­რე­ბი არი­ან, ამი­ტომ მინ­და, რომ ყვე­ლა ჩემი ახ­ლო­ბე­ლი კარ­გად იყოს“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი...

  • კონ­კურ­სე­ბი

"მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. რო­დე­საც ვიმ­შო­ბი­ა­რე, თავს კარ­გად ვერ ვგრძნობ­დი, მა­შინ ჩემ­მა ყო­ფილ­მა ქმარ­მა კი­რილ­მა მი­თხრა, რომ კონ­კურ­სზე გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. წა­ვე­დი იმი­ტომ რომ შიში გა­და­მე­ლა­ხა, ვერ ვმუ­შა­ობ­დი, მინ­დო­და, რა­ღა­ცით დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი... ჟი­უ­რი ჩემ სიმ­ღე­რა­ზე არც მოტ­რი­ალ­და და რო­გორც მო­ნა­წი­ლე ვერ შევ­დე­ქი".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი ებრალიძე
2

უსაყვარლესი ნინი, ჩვენი გადასარევი ია ნინიძის ქალიშვილი, ნიჭიერი, ლამაზი დახვეწილი.. ბედნიერებას გისურვებ ნინი შეც და შენს საუკეთესო დედიკოს <3

ლალუკა
2

წადი საყვარელო სადაც გინდა, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობა, როდესაც მოგენატრება თბილისის, ჩამოდი, არავის საქმე არაა შენი პირადი ცხოვრება და შეხედულება, ყველა მის კანში დაეტიოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყველაზე მეტად მიკვირს, როდესაც მეკითხებიან, რატომ ვარ ხშირად თბილისში" - რას ამბობს საყვარელ მამაკაცსა და გავრცელებულ ჭორებზე საქართველოში მყოფი ნინო ნინიძე?

"ყველაზე მეტად მიკვირს, როდესაც მეკითხებიან, რატომ ვარ ხშირად თბილისში" - რას ამბობს საყვარელ მამაკაცსა და გავრცელებულ ჭორებზე საქართველოში მყოფი ნინო ნინიძე?

ნინო ნინიძე საქართველოშია. თუმცა, მას რუსეთი უკრაინასთან ომის გამო არ დაუტოვებია, მსახიობი პერიოდულად ჩამოდის სამშობლოში ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად. თბილისში ყოფნისას, მან ინტერვიუ რუსულმა იუთუბ არხმა "Георгий За Кадром“ ჩაწერა, ექსკურსია ვაკის პარკიდან იწყება და ნინო თავისი თბილისის შესახებ ჰყვება...

"...სად ვიცხოვრებ, სად გადავალ - ამას სულაც არ აქვს მნიშვნელობა. ყველაზე მეტად იცით, რა მიკვირს, როდესაც მეკითხებიან, რატომ ვარ ხშირად თბილისში, მწერენ, - არ გიყვარს მოსკოვიო? დიახ, დიახ, მე ვარ მაშა ივანოვა, რომელიც დაიბადა ტვერში...“ - იცინის 31 წლის მსახიობი.

ნინო ნინიძე, ცნობილი ქართველი მსახიობის ია ნინიძის შვილია, ის წლებია რუსეთ ში მოღვაწეობს. მონაწილეობას სხვადასხვა პროექტსა და ფოტოსესიაში, არის თეატრის მსახიობი. ნინო ნინიძე 2014 წელს ცოლად გაჰყვა უკრაინელ მსახიობს კირილ პლეტნევს, 2015 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. მისი ახლანდელი შეყვარებულის მაქს ვიტორგანის შესახებ კი AMBEBI.GE-ს არაერთ სტატია აქვს მომზადებული...

  • ვაკის პარკი...

"მე ისეთ დროს დავიბადე, თბილისში არეულობა რომ იყო და ჩემთვის ქალაქი იყო, ჩემი უბანი, ვაკე... აქ არის საბავშვო ბაღი, სადაც დავდიოდი... მაშინ დავიბადე, როდესაც თბილისში სამოქალაქო ომი იყო, არ იყო, სინათლე, გათბობა, ცხელი წყალი, მაგრამ მაინც ტკბილ მოგონებად რჩება, რადგან ყველა ერთად ვცხოვრობდით.

დედა ამბობდა, რომ რთული პერიოდი იყო, მე პატარა ვიყავი და იმდენად არ მახსოვს. მახსოვს ის, რომ ფეხით ავდიოდით მე-14 სართულზე. ცუდი მოგონება ის მაქვს, რომ ომის გამო მოგვიწია საქართველოს დატოვება.

დედა სულ ამბობდა, რომ შვილებს კვება და განათლება უნდოდათ, რაც აქ შეუძლებელი იყო. სკოლებში ჭერიდან წვიმა ჩადიოდა და ბავშვები ერთმანეთს ვათბობდით. არავინ ფიქრობდა სწავლაზე, ყველა შვილების გამოკვებასა და გადარჩენაზე იყო გადასული.

ახლა რომ ამბობენ, ქუჩაში სროლები იყო, არ მახსოვს... ჩემ ბავშვობაში სინათლე არ იყო და ტელევიზორსაც არ ვუყურებდი. დისნეის მულტფილმებზეც არაფერი ვიცოდი... 10 წლის ვიყავი დისნეის შესახებ რომ გავიგე. უცებ რომ შემომხედავ, იტყვი, ნახე, როგორი გამოსული და დახვეწილი გოგოა, არადა, სინამდვილეში ჩვენმა ოჯახსმა ბევრი გაჭირვება გადაიტანა. ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს მარტო თბილისში ცხოვრებას არ შეეხება, მოსკოვშიც ძალიან რთული იყო, ხან ერთ კონმუნალურ ბინაში ვცხოვრობდით, ხან - მეორეში. არ მქონია კომფორტული ბავშვობა. მაგრამ მაინც კარგი იყო, ბავშვები ყველა ერთად ვთამაშობდით. კომპიუტერი პირველად 16 წლის ასაკში მქონდა. აქ თბილისში ყველაფერი კომფორტული და ხელმისაწვდომია".

  • თბილისი...

"რომ ამბობენ, რომ საცობებია, მეცინება, თქვენ ამას საცობს ეძახით? - მოსკოვში უარესი ხდება. როდესაც აქაურობა მენატრება, ეს ნიშნავს, რომ სახლი და ახლობლები მენატრებიან, მეგობრებთან ურთიერთობა. ის ხალხი, ვინც აღმზარდა... ისე ბევრი მეგობარი არ მყავს თბილისში. გუშინ დედას დაქალი მარო მოვიდა, რომელიც დედასთან ერთად ჩემს აღზრდაში მონაწილეობდა.

მოსკოვში გადასვლის შემდეგ, ახალ გარემოს ვერ ვეგუებოდი, აქაურობა მენატრებოდა და სიზმარში სულ აეროპორტის გზას ვხედავდი. ჩვენ უბრალოდ ომს გავერიდეთ.

ჩემს ბავშვობაში ორი ცნობილი მომღერალი იყო: ირაკლი ჩარკვიანი და 2Pac -ი . ქუჩებში ყველგან წარწერები იყო. მე შემეძლო სახლში დავმჯდარიყავი, შვილები გამეზარდა და უზრუნველად მეცხოვრა, მაგრამ ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა სულ აქტიური ვიყო, მიზნები დავისახო და ჩემს პროფესიაში თავს კარგად ვგრძნობ.

როდესაც შვილი შემეძინა, არ შემეძლო სპექტაკლებში მონაწილეობა და არც სახლში ყოფნა შემეძლო და ქორწინების ორგანიზაციაში კრეატორულ პროდიუსერად დავიწყე მუშაობა და იტალიაში საქორწინო ფესტივალს გავუწიე ორგანიზება. როდესაც სპორტით ვარ დაკავებული, იმიტომ არა, რომ კარგად გამოვიყურებოდე, უბრალოდ, არ მინდა, რომ თავისუფალი დრო მქონდეს, სულ მინდა, რომ მოძრაობაში ვიყო".

  • მაქს ვიტორგანი...

"არ მიყვარს პირადზე საუბარი. ჩემი ცხოვრება ამ ბოლო დროს ისე შეიცვალა, დროც კი აღარ მრჩება რამის სათქმელად... ვერ ეუბნები ხშირად ადამიანს, რომ შენ ის გიყვარს... არც პატიებისთვის, არაფრისთვის დრო არ მრჩება... სოციალურ ქსელებს ნუ დაუჯერებთ. დედა მსახიობია, მეც... მიჩვეული ვარ, რომ ჩემ ოჯახზე ბევრს ჭორაობენ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მაგიჟებს ამ ხალხის სიდებილე. ამ ქვეყანაზე უფრო მეტი მნიშვნელოვანი პრობლემებია, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებით დაინტერესება. ყველაფერი ნორმალურად არის ჩემსა და მაქსიმს შორის, ჭორებს ნუ დაუჯერებთ...

არ მიყვარს, ჭორაობა. ყოფილი ცოლები, ყოფილი ქმრები - ეს ყველაფერი შეუსაბამოა. მინდა, ყველა ბედნიერი იყოს... ჩემი შვილი და მაქსიმის ვაჟი მეგობრები არიან, ამიტომ მინდა, რომ ყველა ჩემი ახლობელი კარგად იყოს“, - ამბობს მსახიობი...

  • კონკურსები

"მუსიკალური კონკურსების მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს. როდესაც ვიმშობიარე, თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, მაშინ ჩემმა ყოფილმა ქმარმა კირილმა მითხრა, რომ კონკურსზე გამოვსულიყავი. წავედი იმიტომ რომ შიში გადამელახა, ვერ ვმუშაობდი, მინდოდა, რაღაცით დავკავებულიყავი... ჟიური ჩემ სიმღერაზე არც მოტრიალდა და როგორც მონაწილე ვერ შევდექი".

იხილეთ ასევე: