პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება" - სალომე ზურაბიშვილი
"თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება" - სალომე ზურაბიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თუკი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა იქ­ნე­ბა, სა­სა­მარ­თლომ ღირ­სე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს.

  • ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლით სა­სა­მარ­თლო ორ სა­კითხს გა­და­წყვეტს, მათ შო­რის, და­ამ­ტკი­ცებს, რომ ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია.

"რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბას, არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც ყო­ველ­დღე დიდი ყუ­რა­დღე­ბით ვარ, რად­გან ვთვლი, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის და ჩვე­ნი ღირ­სე­ბის­თვის. ამ­დე­ნად, ჩემი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ხვდე­ბი­ან რე­გუ­ლა­რუ­ლად კონ­სი­ლი­უმს, ხან "ემ­პა­თი­ას“, ხან სხვა კონ­სი­ლი­უმს.

დღე­საც არის ასე­თი შეხ­ვედ­რა ჩა­ნიშ­ნუ­ლი. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ზე სწო­რი გზა არის და ეს არა­ერ­თხელ, სა­ზღვარ­გა­რე­თაც და და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რებ­ზეც მით­ქვამს, თუ ჯან­მრთე­ლო­ბა იმ დო­ნე­ზეა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი (და ეს მე არ ვიცი, არ მაქვს ეს ინ­ფორ­მა­ცია დღემ­დე და არც ექ­სპერ­ტი ვარ, ასე­თი დას­კვნა დავ­დო, დას­კვნა სხვებ­მა უნდა და­დონ, ვი­საც ეს ევა­ლე­ბა), რომ ასე­თი დას­კვნა იქ­ნე­ბა, ეს უნდა იყოს სა­სა­მარ­თლოს­თან წარ­დგე­ნი­ლი და სა­სა­მარ­თლომ უნდა მი­ი­ღოს ღირ­სე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს გა­და­წყვეტს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით პრობ­ლე­მას, პირ­ვე­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მას, თუ ამ დო­ნე­ზე არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მისი ჯან­მრთე­ლო­ბა და იმე­დი მაქვს, ეს ასე არ არის. მე­ო­რე სა­კი­თხსაც გა­და­წყვეტს, ამით სა­სა­მარ­თლო იმის გა­რან­ტი­ას მოგ­ვცემს, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, რაც ქვეყ­ნის­თვის არა­ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

ამის სურ­ვი­ლი მაქვს, სა­სა­მარ­თლომ დაგ­ვიმ­ტკი­ცოს, თუკი და­ი­დე­ბა დას­კვნა, რო­მე­ლიც ამას მო­ი­თხოვს. ეს არის ალ­ბათ, ვე­ქი­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნონ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფოს
0

სოფოს. ნამდვილად მძიმესი იყო ირინას მდგომარეობა და ჩვენ სუყველა და მათ შორის მეც ვისთვისაც ოცნება მიუღებელია ყველანაირად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ასეთი რამ არ განმეორდეს დ ის პატარა ბიჭი ლუკა"ამ ცხოვრების დედც ' რომ დაწერა და თავი მოიკლა! ისიც მსხვერპლია და იმასაც ყავს დედა! ასე რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ! 

:))))))))))
4

მიშას უნდა კასტილიანი, ხელად გამოცოცხლდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება" - სალომე ზურაბიშვილი

"თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

  • ზურაბიშვილის განმარტებით, აღნიშნულით სასამართლო ორ საკითხს გადაწყვეტს, მათ შორის, დაამტკიცებს, რომ ის დამოუკიდებელია.

"რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყოველდღე დიდი ყურადღებით ვარ, რადგან ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის. ამდენად, ჩემი ადმინისტრაციიდან ხვდებიან რეგულარულად კონსილიუმს, ხან "ემპათიას“, ხან სხვა კონსილიუმს.

დღესაც არის ასეთი შეხვედრა ჩანიშნული. მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის და ეს არაერთხელ, საზღვარგარეთაც და დახურულ შეხვედრებზეც მითქვამს, თუ ჯანმრთელობა იმ დონეზეა დაზიანებული (და ეს მე არ ვიცი, არ მაქვს ეს ინფორმაცია დღემდე და არც ექსპერტი ვარ, ასეთი დასკვნა დავდო, დასკვნა სხვებმა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება), რომ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს სასამართლოსთან წარდგენილი და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას, პირველი, ჯანმრთელობის პრობლემას, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, ეს ასე არ არის. მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, ამით სასამართლო იმის გარანტიას მოგვცემს, რომ დამოუკიდებელია, რაც ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება.

ამის სურვილი მაქვს, სასამართლომ დაგვიმტკიცოს, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს. ეს არის ალბათ, ვექილების ვალდებულება, რომ სასამართლოში შეიტანონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.