მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმდენად ნეგატიური იყო მთელი მისი არსება" - რატომ არ უნდოდა ჯეიმს კამერონს "ტიტანიკში" ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობა - მსახიობის შერჩევის დროს მომხდარი აქამდე უცნობი ამბავი
"იმდენად ნეგატიური იყო მთელი მისი არსება" - რატომ არ უნდოდა ჯეიმს კამერონს "ტიტანიკში" ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობა - მსახიობის შერჩევის დროს მომხდარი აქამდე უცნობი ამბავი

რე­ჟი­სორ­მა ჯე­იმს კა­მე­რონ­მა GQ-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ამ­ხი­ლა, რომ "ტი­ტა­ნიკ­ში" ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს­თვის რო­ლის მი­ცე­მა­ზე "თით­ქმის უკან და­ი­ხია", რად­გან მსა­ხი­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მო­ე­წო­ნა. კა­მე­რო­ნის თქმით, დი­კაპ­რიო "დი­ვას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით" გა­მო­ცხად­და კას­ტინგზე, რა­მაც არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მას­ზე.

რე­ჟი­სორ­მა, 1997 წელს ფილ­მის კას­ტინგზე დი­კაპ­რი­ოს­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნა. ამ დროს ქეით უინსლე­ტი უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იყო რო­უ­ზის როლ­ზე.

"შე­მო­ვი­და ლეო, რო­მელ­მაც ოთახ­ში ყვე­ლა მო­ხიბ­ლა, მათ შო­რის მეც. მე ვუ­თხა­რი: კარ­გი, მოდი ვნა­ხოთ, რო­გო­რია შენი და ქე­ი­თის ქი­მია", - ყვე­ბა 68 წლის რე­ჟი­სო­რი.

რე­ჟი­სორს სურ­და, რომ სცე­ნა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სტრი­ქო­ნი მსა­ხი­ო­ბებს ერ­თად წა­ე­კი­თხათ.

ლეოს უკი­თხავს, "უნდა წა­ვი­კი­თხო? ოჰ, მე არ ვკი­თხუ­ლობ." კა­მე­რონს გული აუც­რუვ­და, მას ხელი ჩა­მო­არ­თვა და დი­კაპ­რი­ოს მის­ვლის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. ლეო და­იბ­ნა და უთხრა: "მო­ი­ცა­დე, მო­ი­ცა­დე, მო­ი­ცა­დე... ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თუ არ წა­ვი­კი­თხავ, როლ­ზე არ და­მამ­ტკი­ცებთ? სულ ესაა? "

კა­მე­რონ­მა კი ხის­ტად მი­უ­გო: "ეს უდი­დე­სი ფილ­მია, რო­მელ­საც ჩემი ცხოვ­რე­ბის 2 წელი უნდა და­ვუთ­მო. ამი­ტომ, არ ვა­პი­რებ კას­ტინ­გში არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბით ფილ­მი გა­ვა­ფუ­ჭო. ანუ, ან წა­ი­კი­თხავ სტრი­ქო­ნებს, ან როლს ვერ მი­ი­ღებ".

ჯე­იმს კა­მე­რო­ნის თქმით, ამა­ზე დი­კაპ­რი­ომ ცხვი­რი აიბ­ზუა და ტექ­სტის წა­კი­თხვას და­თან­ხმდა.

  • "იმ­დე­ნად ნე­გა­ტი­უ­რი იყო მთე­ლი მისი არ­სე­ბა, სა­ნამ არ და­ვი­ძა­ხე "action!", იმ მო­მენ­ტში ქე­ი­თი გა­ნათ­და და ორი­ვე მათ­გა­ნი გარ­და­იქ­მნა. ღრუბ­ლე­ბი გა­ი­ფან­ტა და მზის სხივ­მა ჯეკი გა­ა­ნა­თა. ვთქვი: მორ­ჩა, მი­სია როლი".

კა­მე­რო­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, "ტი­ტა­ნი­კის" წარ­მა­ტე­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, ფილმმა ოს­კა­რის 14 ნო­მი­ნა­ცი­ი­დან 11-ში გა­ი­მარ­ჯვა, დი­კაპ­რი­ომ კი, სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მსა­ხი­ო­ბის ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
3

საუკუნის ფილმი ასე შემიძლია ვუწოდო, რამდენჯერა არ უნდა ვუყურო იმდენჯერ გაოცებული ვრჩები

სალ
8

გიორგის გუბაზ სანიკიძე საიდან რა მოიტანეთ რამდენი ვიცინე🤣🤣🤣🤣

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"იმდენად ნეგატიური იყო მთელი მისი არსება" - რატომ არ უნდოდა ჯეიმს კამერონს "ტიტანიკში" ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობა - მსახიობის შერჩევის დროს მომხდარი აქამდე უცნობი ამბავი

"იმდენად ნეგატიური იყო მთელი მისი არსება" - რატომ არ უნდოდა ჯეიმს კამერონს "ტიტანიკში" ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობა - მსახიობის შერჩევის დროს მომხდარი აქამდე უცნობი ამბავი

რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა GQ-სთან ინტერვიუში გაამხილა, რომ "ტიტანიკში" ლეონარდო დიკაპრიოსთვის როლის მიცემაზე "თითქმის უკან დაიხია", რადგან მსახიობის დამოკიდებულება არ მოეწონა. კამერონის თქმით, დიკაპრიო "დივას დამოკიდებულებით" გამოცხადდა კასტინგზე, რამაც არც თუ ისე სახარბიელო შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.

რეჟისორმა, 1997 წელს ფილმის კასტინგზე დიკაპრიოსთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ამ დროს ქეით უინსლეტი უკვე დამტკიცებული იყო როუზის როლზე.

"შემოვიდა ლეო, რომელმაც ოთახში ყველა მოხიბლა, მათ შორის მეც. მე ვუთხარი: კარგი, მოდი ვნახოთ, როგორია შენი და ქეითის ქიმია", - ყვება 68 წლის რეჟისორი.

რეჟისორს სურდა, რომ სცენარიდან რამდენიმე სტრიქონი მსახიობებს ერთად წაეკითხათ.

ლეოს უკითხავს, "უნდა წავიკითხო? ოჰ, მე არ ვკითხულობ." კამერონს გული აუცრუვდა, მას ხელი ჩამოართვა და დიკაპრიოს მისვლისთვის მადლობა გადაუხადა. ლეო დაიბნა და უთხრა: "მოიცადე, მოიცადე, მოიცადე... ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არ წავიკითხავ, როლზე არ დამამტკიცებთ? სულ ესაა? "

კამერონმა კი ხისტად მიუგო: "ეს უდიდესი ფილმია, რომელსაც ჩემი ცხოვრების 2 წელი უნდა დავუთმო. ამიტომ, არ ვაპირებ კასტინგში არასწორი არჩევანის გაკეთებით ფილმი გავაფუჭო. ანუ, ან წაიკითხავ სტრიქონებს, ან როლს ვერ მიიღებ".

ჯეიმს კამერონის თქმით, ამაზე დიკაპრიომ ცხვირი აიბზუა და ტექსტის წაკითხვას დათანხმდა.

  • "იმდენად ნეგატიური იყო მთელი მისი არსება, სანამ არ დავიძახე "action!", იმ მომენტში ქეითი განათდა და ორივე მათგანი გარდაიქმნა. ღრუბლები გაიფანტა და მზის სხივმა ჯეკი გაანათა. ვთქვი: მორჩა, მისია როლი".

კამერონის გადაწყვეტილების მართებულობა, გარკვეულწილად, "ტიტანიკის" წარმატებამაც დაადასტურა, ფილმმა ოსკარის 14 ნომინაციიდან 11-ში გაიმარჯვა, დიკაპრიომ კი, საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მსახიობის ადგილი დაიმკვიდრა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა