პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიახლე მოსწავლეებისთვის - წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება
სიახლე მოსწავლეებისთვის - წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, სო­ფიო გორ­გო­ძის გან­ცხა­დე­ბით, წლის ბო­ლოს მე-4 და მე-6 კლა­სე­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ასე­ვე, მა­თე­მა­ტი­კა­ში ტეს­ტი­რე­ბით შე­ფას­დე­ბა.

რო­გორც გორ­გო­ძემ გა­ნა­ცხა­და, ცენ­ტრი ახლა მუ­შა­ობს სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტზე სა­ხელ­წო­დე­ბით, „შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე“, რომ­ლის მი­ზა­ნია ორ სა­გან­ში ელექტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის დახ­მა­რე­ბით, წლის ბო­ლოს მე­ო­თხე და მე­ექ­ვსეკ­ლა­სე­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბა მოხ­დეს.

მი­სი­ვე თქმით, პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მთელ ქვეყ­ნის სკო­ლებს მო­ი­ცავს, ღია და და­ხუ­რუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ხით იქ­ნე­ბა შედ­გე­ნი­ლი.

გორ­გო­ძის გან­მარ­ტე­ბით, და­ხუ­რუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი კომ­პი­უ­ტე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გას­წორ­დე­ბა, ხოლო ღია და­ვა­ლე­ბებს მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­ას­წო­რე­ბენ.

„პრო­ექ­ტის იდეა გახ­ლავთ ის, რომ მე­ო­თხე და მე­ექ­ვსე კლა­სებ­ში ისე­თი ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ვა­ტა­როთ, რო­მე­ლიც სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ეს არ არის შე­ფა­სე­ბე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი მხო­ლოდ ქუ­ლებს იღე­ბენ, არა­მედ ეს არის შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა გა­ვარ­კვი­ოთ, რა უჭირს მოს­წავ­ლეს, რაში სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა და რო­გორ და­ვეხ­მა­როთ მათ მი­აღ­წი­ოს უკე­თეს შე­დე­გებს. პრო­ექ­ტი სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ტეს­ტი­რე­ბა იქ­ნე­ბა ორ სა­გან­ში, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და მა­თე­მა­ტი­კა­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს შე­ფა­სე­ბა არის სრუ­ლად ელექტრო­ნუ­ლი, ეს კი­დევ ერთი სი­ახ­ლეა. მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ ელექტრო­ნუ­ლი რე­ჟიმ­ში კომ­პი­უ­ტე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ეს ტეს­ტი­რე­ბა გა­ი­ა­რონ. სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბებ­ში, სა­დაც ჩვენ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ და რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი დგე­ბა, შემ­დე­გი წლე­ბი­დან სრუ­ლად ელექტრო­ნულ შე­ფა­სე­ბა­ზე გა­და­დი­ან და ფურ­ცელ­ზე შე­ფა­სე­ბა აღარ მოხ­დე­ბა. ამი­ტომ ჩვენც ფეხი, რომ ავუ­წყოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩვენც გვინ­და მოს­წავ­ლე­ე­ბი ელექტრო­ნუ­ლად ტეს­ტის შეს­რუ­ლე­ბას შე­ეჩ­ვი­ონ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს გა­მოც­დის და­წე­რა აღარ გა­უ­ჭირ­დე­ბათ. ტეს­ტი­რე­ბა ელექტრო­ნუ­ლად ტარ­დე­ბა და გას­წო­რე­ბის ნა­წი­ლის შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა რო­გორც და­ხუ­რუ­ლი, ასე­ვე, ღია და­ვა­ლე­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ხუ­რულ და­ვა­ლე­ბებს, ის გას­წორ­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, ღია და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, თუმ­ცა, ესეც ელექტრო­ნუ­ლად მოხ­დე­ბა და არა ფურ­ცელ­ზე. მას­წავ­ლებ­ლის როლი ამ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი იღებს არა მარ­ტო მოს­წავ­ლის შე­დეგს, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოს კონ­კრე­ტულ მოს­წავ­ლეს რა გა­უ­ჭირ­და, რა გა­ა­კე­თა კარ­გად, შე­უძ­ლია თა­ვი­სი კლა­სის შე­დე­გი შე­ა­და­როს პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სის შე­დეგს, ასე­ვე, შე­უძ­ლია თა­ვი­სი კლა­სის სა­შუ­ა­ლო ქულა ქვეყ­ნის სა­შუ­ა­ლო ქუ­ლას შე­ა­და­როს. ეს შე­დე­გე­ბი მათ აჩ­ვე­ნებთ გა­ი­გონ თა­ვი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი რა ეტაპ­ზე არი­ან სხვა მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით”, - გა­ნა­ცხა­და გორ­გო­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუ ელექტრო­ნუ­ლი ტეს­ტი­რე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე სკო­ლებ­ში ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­იქ­მნე­ბა, ისი­ნი ამ პრობ­ლე­მას სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით გა­დაჭ­რი­ან.

„რო­გორც თქვენ იცით, ყვე­ლა სკო­ლას აქვს ე.წ „ბუ­კე­ბი“, რო­მელ­საც პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბი იღე­ბენ. სა­პი­ლო­ტე ცდის დროს, თუ სკო­ლებს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კომ­პი­უ­ტე­რე­ბი არ ჰყოფ­ნი­დათ, თა­ვად თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით ეს “ბუ­კე­ბი” გა­მო­ი­ყე­ნეს, რომ­ლე­ბიც პირ­ველკ­ლა­სე­ლებს აქვთ და ბავ­შვებს ტეს­ტი­რე­ბა ასე აწე­რი­ნეს. რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნი­კურ პრობ­ლე­მებს, რა­ღაც ხარ­ვე­ზი ტექ­ნი­კის ჩარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა იყოს, შე­საძ­ლოა, შუქი გა­ი­თი­შოს. ასე­თი რამ ხდე­ბა, ამი­ტომ ჩვენ ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბით და გვექ­ნე­ბა ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ ტეს­ტი­რე­ბის და­წყე­ბი­სას თუნ­დაც შუ­ქის გა­თიშ­ვამ პრობ­ლე­მა არ შექ­მნას”, - გა­ნა­ცხა­და სო­ფიო გორ­გო­ძემ.

რო­გორც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი აღ­ნიშ­ნავს, ორ თვე­ში კი­დევ ერთ მას­შტა­ბურ პი­ლოტს გეგ­მა­ვენ და ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რო­დის მო­ი­ცავს პრო­ექ­ტი სრუ­ლად ქვეყ­ნის მას­შტაბს.

„რაც შე­ე­ხე­ბა სა­პი­ლო­ტე ვერ­სი­ას, ვფიქ­რობთ, რომ წინ კარ­გად მივ­დი­ვართ, უბ­რა­ლოდ სა­მუ­შაო ჯერ კი­დევ გვაქვს, სა­ნამ ეროვ­ნულ დო­ნე­ზე და­ი­ნერ­გე­ბა, იმი­ტომ, რომ საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი პრო­ექ­ტია. ახლა მთა­ვა­რია ის შე­დე­გე­ბი, რა­საც შემ­დეგ სკო­ლე­ბი მი­ი­ღებს, ისი­ნი გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმის­თვის, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უკე­თე­სად დავ­გეგ­მოთ. ჩვენ ორ თვე­ში კი­დევ ერთ მას­შტა­ბურ პი­ლოტს ვგეგ­მავთ და ამის შემ­დეგ უკვე გვე­ცო­დი­ნე­ბა, რო­დის ვიქ­ნე­ბით მზად, რომ სრუ­ლად ყვე­ლა სკო­ლა­ში ტეს­ტი­რე­ბა და­ვი­წყოთ. სა­პი­ლო­ტე ვერ­სია მხო­ლოდ თბი­ლის­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და რე­გი­ო­ნე­ბიც მო­იც­ვა”, - აღ­ნიშ­ნა გორ­გო­ძემ.

irakli
0

"მეხუთელებმა" რა დააშავეს?:)

ავტორი:

სიახლე მოსწავლეებისთვის - წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება

სიახლე მოსწავლეებისთვის - წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება.

როგორც გორგოძემ განაცხადა, ცენტრი ახლა მუშაობს საპილოტე პროექტზე სახელწოდებით, „შეფასება განვითარებაზე“, რომლის მიზანია ორ საგანში ელექტრონული პლატფორმის დახმარებით, წლის ბოლოს მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება მოხდეს.

მისივე თქმით, პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში მთელ ქვეყნის სკოლებს მოიცავს, ღია და დახურული დავალებების სახით იქნება შედგენილი.

გორგოძის განმარტებით, დახურული დავალებები კომპიუტერის საშუალებით გასწორდება, ხოლო ღია დავალებებს მასწავლებლები შეასწორებენ.

„პროექტის იდეა გახლავთ ის, რომ მეოთხე და მეექვსე კლასებში ისეთი ტესტირება ჩავატაროთ, რომელიც სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ეს არ არის შეფასებები, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ქულებს იღებენ, არამედ ეს არის შეფასება, რომელიც გვეხმარება გავარკვიოთ, რა უჭირს მოსწავლეს, რაში სჭირდება დახმარება და როგორ დავეხმაროთ მათ მიაღწიოს უკეთეს შედეგებს. პროექტი საპილოტე რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტესტირება იქნება ორ საგანში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება არის სრულად ელექტრონული, ეს კიდევ ერთი სიახლეა. მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონული რეჟიმში კომპიუტერის საშუალებით ეს ტესტირება გაიარონ. საერთაშორისო შეფასებებში, სადაც ჩვენ ვმონაწილეობთ და რომლის მიხედვითაც ქვეყნების რეიტინგი დგება, შემდეგი წლებიდან სრულად ელექტრონულ შეფასებაზე გადადიან და ფურცელზე შეფასება აღარ მოხდება. ამიტომ ჩვენც ფეხი, რომ ავუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენც გვინდა მოსწავლეები ელექტრონულად ტესტის შესრულებას შეეჩვიონ. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის დროს გამოცდის დაწერა აღარ გაუჭირდებათ. ტესტირება ელექტრონულად ტარდება და გასწორების ნაწილის შემთხვევაში იქნება როგორც დახურული, ასევე, ღია დავალებები.

რაც შეეხება დახურულ დავალებებს, ის გასწორდება კომპიუტერის საშუალებით, ღია დავალებების შემთხვევაში მასწავლებლები იქნებიან ჩართულები, თუმცა, ესეც ელექტრონულად მოხდება და არა ფურცელზე. მასწავლებლის როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მასწავლებელი იღებს არა მარტო მოსწავლის შედეგს, არამედ თითოეული დავალების მიხედვით შეიძლება ნახოს კონკრეტულ მოსწავლეს რა გაუჭირდა, რა გააკეთა კარგად, შეუძლია თავისი კლასის შედეგი შეადაროს პარალელური კლასის შედეგს, ასევე, შეუძლია თავისი კლასის საშუალო ქულა ქვეყნის საშუალო ქულას შეადაროს. ეს შედეგები მათ აჩვენებთ გაიგონ თავისი მოსწავლეები რა ეტაპზე არიან სხვა მოსწავლეებთან შედარებით”, - განაცხადა გორგოძემ.

მისივე განმარტებით, თუ ელექტრონული ტესტირებების დაწყებამდე სკოლებში ტექნიკური პრობლემა შეიქმნება, ისინი ამ პრობლემას სხვადასხვა საშუალებით გადაჭრიან.

„როგორც თქვენ იცით, ყველა სკოლას აქვს ე.წ „ბუკები“, რომელსაც პირველკლასელები იღებენ. საპილოტე ცდის დროს, თუ სკოლებს ლაბორატორიაში კომპიუტერები არ ჰყოფნიდათ, თავად თავისი ინიციატივით ეს “ბუკები” გამოიყენეს, რომლებიც პირველკლასელებს აქვთ და ბავშვებს ტესტირება ასე აწერინეს. რაც შეეხება ტექნიკურ პრობლემებს, რაღაც ხარვეზი ტექნიკის ჩართვასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, შესაძლოა, შუქი გაითიშოს. ასეთი რამ ხდება, ამიტომ ჩვენ ამისთვის ვემზადებით და გვექნება ისეთი საშუალებები, რომ ტესტირების დაწყებისას თუნდაც შუქის გათიშვამ პრობლემა არ შექმნას”, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ორ თვეში კიდევ ერთ მასშტაბურ პილოტს გეგმავენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის მოიცავს პროექტი სრულად ქვეყნის მასშტაბს.

„რაც შეეხება საპილოტე ვერსიას, ვფიქრობთ, რომ წინ კარგად მივდივართ, უბრალოდ სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს, სანამ ეროვნულ დონეზე დაინერგება, იმიტომ, რომ საკმაოდ მოცულობითი პროექტია. ახლა მთავარია ის შედეგები, რასაც შემდეგ სკოლები მიიღებს, ისინი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უკეთესად დავგეგმოთ. ჩვენ ორ თვეში კიდევ ერთ მასშტაბურ პილოტს ვგეგმავთ და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება, როდის ვიქნებით მზად, რომ სრულად ყველა სკოლაში ტესტირება დავიწყოთ. საპილოტე ვერსია მხოლოდ თბილისში არ ჩატარებულა და რეგიონებიც მოიცვა”, - აღნიშნა გორგოძემ.