პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვემზადოთ ბრეკეტებისთვის? - ბრეკეტების გაკეთებამდე გასათვალისწინებელი რჩევები
როგორ მოვემზადოთ ბრეკეტებისთვის? - ბრეკეტების გაკეთებამდე გასათვალისწინებელი რჩევები

თუ თქვე­ნი ან თქვე­ნი შვი­ლე­ბის კბი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე მჭიდ­რო­დაა მი­წყო­ბი­ლი, არე­უ­ლია კბილ­თა მწკრი­ვი და დარ­ღვე­უ­ლია პი­რის ღრუს სი­მეტ­რია, მა­შინ ბრე­კე­ტე­ბი გჭირ­დე­ბათ. ამის­თვის კი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ ორ­თო­დონტს უნდა მი­მარ­თოთ სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც ხა­რის­ხის სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ბრე­კე­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს მე­ტა­ლის, კე­რა­მი­კუ­ლი ან ლინგვა­ლუ­რი. ლინგვა­ლუ­რი ბრე­კე­ტე­ბი კბი­ლე­ბის შიგ­ნი­თა მხრი­დან მაგრდე­ბა და სხვა ანა­ლო­გებ­თან შე­და­რე­ბით ძვი­რი ღირს. ზო­გა­დად, სხვა­დას­ხვა ტი­პის ბრე­კეტსს­ტე­მის ფასი ერ­თმა­ნე­თის­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი მე­ტა­ლის ბრე­კე­ტე­ბია. თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი კე­რა­მი­კუ­ლი ბრე­კე­ტე­ბია, რო­მე­ლიც კბი­ლის ზე­და­პირ­ზე ნაკ­ლე­ბად ჩანს.

ორ­თო­დონტთან კონ­სულ­ტა­ცია და ბრე­კე­ტის გა­კე­თე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მა­შინ, რო­დე­საც ფიქ­სირ­დე­ბა დარ­ღვე­უ­ლი თან­კბილ­ვა, კბი­ლე­ბის ან ყბის ასი­მეტ­რია სა­ხის ოვალ­თან მი­მარ­თე­ბით, პი­რით სუნ­თქვა და ღეჭ­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი. ბრე­კე­ტე­ბის გა­კე­თე­ბა 11-12 წლი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში ეფექ­ტუ­რია. მკურ­ნა­ლო­ბა ერთი ან მეტი წელი გრძელ­დე­ბა. ზუს­ტი პე­რი­ო­დი პი­რის ღრუს კონ­კრე­ტუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის სირ­თუ­ლე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ბრე­კე­ტე­ბის გა­კე­თე­ბამ­დე სა­ჭი­როა მომ­ზა­დე­ბა, რათა წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გი დად­გეს. პირ­ველ რიგ­ში ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით აუ­ცი­ლე­ბე­ლია 3D სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კის ჩა­ტა­რე­ბა. ეს ექიმს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ზუს­ტად გან­სა­ზღვროს, დე­ტა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­როს თი­თო­ე­უ­ლი კბი­ლის მდე­ბა­რე­ო­ბა და მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­დე­გად კი გან­სა­ზღვროს რო­გორ უნდა და­მაგრდეს ბრე­კე­ტე­ბი.

სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად შე­იძ­ლე­ბა 1 ან მეტი კბი­ლის ამო­ღე­ბაც დაგ­ჭირ­დეთ. ამ სა­კი­თხმა არ და­გაბ­ნი­ოთ და იცო­დეთ, რომ ეს პრობ­ლე­მა არ არის. თქვე­ნი კბი­ლე­ბი სწორ რკალ­ში რომ გან­თავ­სდნენ, მათ თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე სჭირ­დე­ბათ, რაც კბი­ლე­ბის ამო­ღე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. გა­მონ­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი ნელ-ნელა შე­ივ­სე­ბა და კბილ­თა რკა­ლი სრუ­ლი და სწო­რი გახ­დე­ბა.

ბრე­კე­ტე­ბის გა­კე­თე­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია პი­რის ღრუ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა - პი­რის ღრუს სრუ­ლი სა­ნა­ცია. უნდა მოხ­დეს კბი­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა, მათ შო­რის, მცი­რე კა­რი­ე­სე­ბის დაბ­ჟე­ნა. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან რო­დე­საც კბი­ლებ­ზე ბრე­კეტ­სის­ტე­მაა და­მაგ­რე­ბუ­ლი, კბი­ლე­ბის დაბ­ჟე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა. ბრე­კე­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის დროს კი შე­იძ­ლე­ბა და­ტო­ვე­ბუ­ლი მცი­რე კა­რი­ე­რე­ბი გარ­თულ­დეს და პრობ­ლე­მა შე­ექ­მნას რო­გორც ერთ კონ­კრე­ტულ კბილს, ისე მის მე­ზო­ბელ კბი­ლებს.

არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ღრძი­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. ამ პრო­ცეს­ში ორ­თო­დონტთან ერ­თად ერ­თვე­ბა ექი­მი თე­რა­პევ­ტი, პა­რო­დონ­ტო­ლო­გი, ქი­რურ­გი. სწო­რედ ამი­ტომ, ბრე­კე­ტე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად არა მხო­ლოდ კარ­გი ორ­თო­დონ­ტი უნდა აარ­ჩი­ოთ, არა­მედ კლი­ნი­კა, სა­დაც მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბის გუნ­დი უახ­ლე­სი მა­სა­ლე­ბი­თა და ინო­ვა­ცი­უ­რი აპა­რა­ტუ­რით მუ­შა­ობს. თქვე­ნი პი­რის ღრუს ჯან­მრთე­ლო­ბა და ეს­თე­ტი­კა სა­ი­მე­დო ხელ­ში უნდა იყოს.

ბრე­კეტ­სის­ტე­მით წარ­მა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მისი და­ყე­ნე­ბა კბი­ლის სუფ­თა ზე­და­პი­რებ­ზე მოხ­დეს. ამი­ტომ ბრე­კე­ტე­ბის და­ყე­ნე­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კბი­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი წმენ­და. ქვე­ბი­სა და ნა­დე­ბის მო­შო­რე­ბის შემ­დეგ ბრე­კე­ტი კბილს უფრო მყა­რად უმაგრდე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩარ­თუ­ლო­ბით, პი­რის ღრუ სრუ­ლად სა­ნი­რე­ბუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ხდე­ბა და ბრე­კე­ტე­ბის და­სა­ყე­ნებ­ლად მზა­დაა.

ბრე­კე­ტე­ბის და­ყე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტის პი­რის ღრუს სპე­ცი­ფი­კა­სა და ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს სირ­თუ­ლე­ზე. შე­სა­ბა­მი­სად ყო­ვე­ლი პრო­ცე­დუ­რა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, თუმ­ცა, რო­გორც წესი, 1 სა­ა­თამ­დე დრო საკ­მა­რი­სია.

გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა ბრე­კე­ტე­ბის და­ყე­ნე­ბის შემ­დე­გაც მო­გი­წევთ. პი­რის ღრუს მოვ­ლის წე­სებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს თქვე­ნი ორ­თო­დონ­ტი დე­ტა­ლუ­რად გა­გაც­ნობთ.

ავტორი:

როგორ მოვემზადოთ ბრეკეტებისთვის? - ბრეკეტების გაკეთებამდე გასათვალისწინებელი რჩევები

როგორ მოვემზადოთ ბრეკეტებისთვის? - ბრეკეტების გაკეთებამდე გასათვალისწინებელი რჩევები

თუ თქვენი ან თქვენი შვილების კბილები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიწყობილი, არეულია კბილთა მწკრივი და დარღვეულია პირის ღრუს სიმეტრია, მაშინ ბრეკეტები გჭირდებათ. ამისთვის კი მაღალკვალიფიციურ ორთოდონტს უნდა მიმართოთ სტომატოლოგიურ კლინიკაში, რომელიც ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ბრეკეტები შეიძლება იყოს მეტალის, კერამიკული ან ლინგვალური. ლინგვალური ბრეკეტები კბილების შიგნითა მხრიდან მაგრდება და სხვა ანალოგებთან შედარებით ძვირი ღირს. ზოგადად, სხვადასხვა ტიპის ბრეკეტსსტემის ფასი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყველაზე ხელმისაწვდომი მეტალის ბრეკეტებია. თუმცა, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პოპულარული კერამიკული ბრეკეტებია, რომელიც კბილის ზედაპირზე ნაკლებად ჩანს.

ორთოდონტთან კონსულტაცია და ბრეკეტის გაკეთება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ფიქსირდება დარღვეული თანკბილვა, კბილების ან ყბის ასიმეტრია სახის ოვალთან მიმართებით, პირით სუნთქვა და ღეჭვითი პრობლემები. ბრეკეტების გაკეთება 11-12 წლიდან არის შესაძლებელი და ნებისმიერ ასაკში ეფექტურია. მკურნალობა ერთი ან მეტი წელი გრძელდება. ზუსტი პერიოდი პირის ღრუს კონკრეტული პათოლოგიის სირთულეზეა დამოკიდებული.

ბრეკეტების გაკეთებამდე საჭიროა მომზადება, რათა წარმატებული შედეგი დადგეს. პირველ რიგში ექიმის რეკომენდაციით აუცილებელია 3D სტომატოლოგიური დიაგნოსტიკის ჩატარება. ეს ექიმს საშუალებას აძლევს ზუსტად განსაზღვროს, დეტალურად დაათვალიეროს თითოეული კბილის მდებარეობა და მდგომარეობა, შედეგად კი განსაზღვროს როგორ უნდა დამაგრდეს ბრეკეტები.

სასურველი შედეგის მისაღებად შეიძლება 1 ან მეტი კბილის ამოღებაც დაგჭირდეთ. ამ საკითხმა არ დაგაბნიოთ და იცოდეთ, რომ ეს პრობლემა არ არის. თქვენი კბილები სწორ რკალში რომ განთავსდნენ, მათ თავისუფალი სივრცე სჭირდებათ, რაც კბილების ამოღებით არის შესაძლებელი. გამონთავისუფლებული ადგილი ნელ-ნელა შეივსება და კბილთა რკალი სრული და სწორი გახდება.

ბრეკეტების გაკეთებამდე აუცილებელია პირის ღრუში არსებული პრობლემების მოგვარება - პირის ღრუს სრული სანაცია. უნდა მოხდეს კბილებზე არსებული ყველა, მათ შორის, მცირე კარიესების დაბჟენა. ამ პრობლემის მოგვარება აუცილებელია, რადგან როდესაც კბილებზე ბრეკეტსისტემაა დამაგრებული, კბილების დაბჟენა ვერ ხერხდება. ბრეკეტებით მკურნალობის დროს კი შეიძლება დატოვებული მცირე კარიერები გართულდეს და პრობლემა შეექმნას როგორც ერთ კონკრეტულ კბილს, ისე მის მეზობელ კბილებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ღრძილების პრობლემების მოგვარება. ამ პროცესში ორთოდონტთან ერთად ერთვება ექიმი თერაპევტი, პაროდონტოლოგი, ქირურგი. სწორედ ამიტომ, ბრეკეტების გასაკეთებლად არა მხოლოდ კარგი ორთოდონტი უნდა აარჩიოთ, არამედ კლინიკა, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი უახლესი მასალებითა და ინოვაციური აპარატურით მუშაობს. თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობა და ესთეტიკა საიმედო ხელში უნდა იყოს.

ბრეკეტსისტემით წარმატებით მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი დაყენება კბილის სუფთა ზედაპირებზე მოხდეს. ამიტომ ბრეკეტების დაყენებამდე აუცილებელია კბილების პროფესიონალური წმენდა. ქვებისა და ნადების მოშორების შემდეგ ბრეკეტი კბილს უფრო მყარად უმაგრდება. საბოლოოდ სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობით, პირის ღრუ სრულად სანირებული და მოწესრიგებული ხდება და ბრეკეტების დასაყენებლად მზადაა.

ბრეკეტების დაყენების პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის პირის ღრუს სპეციფიკასა და ჩასატარებელი სამუშაოს სირთულეზე. შესაბამისად ყოველი პროცედურა ინდივიდუალურია, თუმცა, როგორც წესი, 1 საათამდე დრო საკმარისია.

გარკვეული რეკომენდაციების დაცვა ბრეკეტების დაყენების შემდეგაც მოგიწევთ. პირის ღრუს მოვლის წესებსა და რეკომენდაციებს თქვენი ორთოდონტი დეტალურად გაგაცნობთ.