მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპორტი და პოლიტიკა - ირანელი ფეხბურთელების გამბედაობა და ბრძოლა სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ, სიცოცხლის რისკის ფასად: "სირცხვილი თქვენ! წინ, ირანელო ქალებო"
სპორტი და პოლიტიკა - ირანელი ფეხბურთელების გამბედაობა და ბრძოლა სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ, სიცოცხლის რისკის ფასად: "სირცხვილი თქვენ! წინ, ირანელო ქალებო"

ირან­ში თვე­ზე მე­ტია, რაც მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი არ წყდე­ბა. აქ­ცი­ე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც "მო­რა­ლის პო­ლი­ცი­ამ“ თე­ი­რან­ში 22 წლის მაჰ­სა ამი­ნი "ჰი­ჯა­ბის არას­წო­რი ტა­რე­ბის­თვის“ და­ა­კა­ვა.

და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ამი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა - მოწ­მე­ე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გო­გო­ნა სცე­მეს, შე­დე­გად კი მაჰ­სამ თა­ვის მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო. მთავ­რო­ბა ამ ვერ­სი­ას უარ­ყოფს და ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სიკ­ვდილს გუ­ლის მო­უ­ლოდ­ნელ შე­ტე­ვას აბ­რა­ლებს (თუმ­ცა ადრე გო­გო­ნას გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი არას­დროს ჰქონ­და).

ამი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, თე­ი­რან­სა და გო­გო­ნას მშობ­ლი­ურ პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქურ­თის­ტან­ში პრო­ტეს­ტი და­ი­წყო და მალე მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­იც­ვა. აქ­ცი­ის ვი­ზუ­ა­ლუ­რი სიმ­ბო­ლო თმის მოჭ­რა და ჰი­ჯა­ბე­ბის დაწ­ვა გახ­და.

  • ზოგი თა­ვის გა­სა­ჭირ­სა და პი­რად ამ­ბი­ცი­ებს ნა­ცის­ტებ­სა და ფა­შის­ტებს აბ­რა­ლებს, ზო­გიც თა­ვის უსუ­სუ­რო­ბას - ომის არ და­წყე­ბის სურ­ვი­ლით ხსნის. ალ­ბათ, ტენ­დენ­ცი­აა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის რე­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის უკუგ­დე­ბა და აბ­სტრაქ­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბის ძებ­ნა. ირა­ნის მთავ­რო­ბამ, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მომ­ხდა­რი აშშ-სა და ის­რა­ელს და­აბ­რა­ლა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არე­უ­ლო­ბის ჩახ­შო­ბა ძა­ლით გა­და­წყვი­ტა. სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Human Rights-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ მცი­რე 277 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 40 ბავ­შვი და 24 ქალი შე­ე­წი­რა პო­ლი­ცი­ის მხრი­დან აქ­ცი­ის დაშ­ლის მცდე­ლო­ბას. ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი სის­ტა­ნი­სა და ბე­ლუ­ჯის­ტა­ნის რე­გი­ო­ნე­ბი აღ­მოჩ­და, სა­დაც მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა 101 ადა­მი­ანს აღე­მა­ტე­ბა.

ირან­ში ინ­ტერ­ნეტს ბლო­კა­ვენ, ამი­ტომ რეპ­რე­სი­ე­ბის სრუ­ლი მას­შტა­ბის შე­ფა­სე­ბა რთუ­ლია. გარ­და ამი­სა, მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლოა კი­დევ იმი­ტო­მაც გა­ი­ზარ­დოს, რომ ქვე­ყა­ნა­ში დაშ­ვე­ბუ­ლია სიკ­ვდი­ლით დას­ჯა. პრო­ტეს­ტის და­წყე­ბის დღი­დან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი - ათე­უ­ლებს კი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­ე­სა­ჯათ.

და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლებს შო­რის ფეხ­ბურ­თის ეს­პა­ნე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, სან­ტი­ა­გო სან­ჩე­სიც არის, რო­მე­ლიც მად­რი­დი­დან კა­ტარ­ში ფე­ხით გა­ემ­გზავ­რა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე აპი­რებ­და ჩას­ვლას. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ქა­ლაქ სა­კ­კეზ­ში, ამი­ნის საფ­ლავ­თან და­ა­პა­ტიმ­რეს და თე­ი­რა­ნის ცი­ხე­ში გაგ­ზავ­ნეს.

მი­უ­ხე­და­ვად სას­ტი­კი ჩახ­შო­ბი­სა, დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა: ერთ-ერთი მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა კი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან - 29 ოქ­ტომ­ბერს ქვეყ­ნის 50 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. პო­ლი­ცია არც ახალ­გაზ­რდე­ბის დარ­ბე­ვას მო­ე­რი­და. ისი­ნი ქურ­თის­ტა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­იჭრ­ნენ და ცრემლსა­დე­ნი­სა და საბ­რძო­ლო ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით პრო­ტეს­ტი შე­ა­ჩე­რეს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი მი­უნ­ხე­ნის "ბა­ი­ერ­ნის“ ყო­ფი­ლი ნა­ხე­ვარმცვე­ლი და აზი­ის (2004) სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი ალი ქა­რი­მია, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე აზი­ე­ლი მა­რა­დო­ნა უწო­დეს. ალის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში 15-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აუ­დი­ტო­რია ჰყავს (1.5 მი­ლი­ო­ნი "ტვი­ტერ­ზე“, 14 მი­ლი­ო­ნი "ინ­სტაგ­რამ­ზე“) ის აქ­ცი­ის მო­ნაწლე­ებს აძ­ლევს რჩე­ვებს, რო­გორ უნდა აი­რი­დონ ინ­ტერ­ნე­ტის დაბ­ლოკ­ვა თა­ვი­დან, გარ­და ამი­სა, ირა­ნის არ­მი­ას მო­უ­წო­დებს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მხა­რეს გა­და­ვიდ­ნენ.

  • ირა­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Fars (ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო) კა­რიმს ოპო­ზი­ცი­ის ახალ ლი­დერს უწო­დებს და მთავ­რო­ბას მისი და­პა­ტიმ­რე­ბის­კენ უბიძ­გებს. ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში ქა­რიმს და­უს­წრებ­ლად და­აბ­რა­ლეს არე­უ­ლო­ბის წა­ქე­ზე­ბა, ხოლო მისი სახ­ლი თე­ი­რა­ნის გა­რე­უ­ბან­ში და­ა­ყა­და­ღეს. The New York Times-ი წერს, რომ სახ­ლის შე­სას­ვლე­ლი ჩა­უ­ხერ­გეს, ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სხვა ობი­ექ­ტე­ბი კი და­ლუ­ქეს.

"სახ­ლი მი­წის გა­რე­შე არაფ­რად ღირს“, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მომ­ხდარ კა­რი­მი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობს. სხვა­თა­შო­რის, ირა­ნულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ფეხ­ბურ­თე­ლის მო­ტა­ცე­ბა დუ­ბა­ი­და­ნაც სცა­დეს. ამის შე­სა­ხებ კა­რი­მის მე­გობ­რებ­მა ისა­უბ­რეს. მათი თქმით, ფეხ­ბურ­თე­ლის ერთ-ერთი ნაც­ნო­ბი და­უ­კავ­შირ­და ალის და უთხრა, რომ მა­საც სურ­და ირა­ნის და­ტო­ვე­ბა და სთხო­ვა, რომ ქა­ლაქ ფუ­ჯა­ი­რა­ში დახ­ვედ­რო­და, რო­მე­ლიც დუ­ბა­ი­დან 120 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს. მხო­ლოდ უკა­ნას­კნელ მო­მენ­ტში, ირა­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თო­ხე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან, წყა­რომ კა­რი­მი გა­აფრ­თხი­ლა, რომ ფუ­ჯა­ი­რა­ში მა­ხეს უგებ­დნენ.

ირა­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ახლა კა­რი­მის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, მე­ტიც, სექ­ტემ­ბერ­ში სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მის, Football One-ის წამ­ყვა­ნი, მო­ჯტა­ბა პურ­ბახ­შა მხო­ლოდ იმის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან, რომ მან კა­რი­მის "თვი­თი" გა­ა­ზი­ა­რა. მთავ­რო­ბის მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი მგრძო­ბე­ლო­ბა ფეხ­ბურ­თე­ლის მი­მართ მისი დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. თე­ი­რან­ში არა­ერ­თხელ შე­ნიშ­ნეს, რომ პრო­ტესტზე გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მის სა­ხელს სკან­დი­რე­ბენ. მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ირა­ნელ­მა კი ხელი მო­ა­წე­რა პე­ტი­ცი­ას "მე მხარს ვუ­ჭერ ალი ქა­რიმს“.

თუმ­ცა ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი­სა და მოქ­მე­დი მთავ­რო­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბის ფეს­ვე­ბი კი­დევ უფრო ღრმაა.

  • ყვე­ლა­ფე­რი 2009 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც ქა­რი­მი და კი­დევ 5 ფეხ­ბურ­თე­ლი სამ­ხრეთ კო­რე­ის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მწვა­ნე სამ­კლა­უ­რე­ბით გა­ვიდ­ნენ, რაც შე­ფას­და, რო­გორც ირა­ნე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ჰო­სეი მუ­სა­ვის მხარ­დამ­ჭე­რი ჟეს­ტი. მწვა­ნე - მუ­სა­ვის მიმ­დევ­რე­ბის ფე­რია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ირა­ნი თე­ოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა, რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რის მე­თა­უ­რო­ბით, მათ ჰყავთ პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ბით მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს. იმ დღე­ებ­ში ირან­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ძა­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და: რე­ფორ­მა­ტორ მუ­სა­ვის მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და, მაგ­რამ კონ­სერ­ვა­ტორ მაჰ­მუდ აჰ­მა­დი­ნეჟად­თან და­მარ­ცხდა (33.8%-62.6%).

მუ­სა­ვიმ და მის­მა მომ­ხრე­ებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ყალ­ბე­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი: და­ი­წყო დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი, რაც პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. სამ­ხრეთ კო­რე­ას­თან მატ­ჩის დროს, სე­ულ­ში, გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა ბა­ნე­რი გა­შა­ლეს, სა­დაც ეწე­რა: "ეშ­მაკ­თან წა­სულ­ხარ, დიქ­ტა­ტო­რო“, ასე­ვე მწვა­ნე ბა­ნე­რე­ბი - "სად არის ჩემი ხმა“ და დრო­შე­ბი წარ­წე­რით - "თა­ვი­სუ­ფა­ლი ირა­ნი“.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ემ­ხრო­ბოდ­ნენ ფა­ნე­ბის მსგავს საქ­ცი­ელს, სა­მუ­და­მოდ მო­იკ­ვეთ­ნენ ნაკ­რე­ბი­დან. თუმ­ცა ერთი წლის შემ­დეგ ქა­რი­მი და­აბ­რუ­ნეს - სა­ვა­რა­უ­დოდ, ფი­ფას წნე­ხით. თუმ­ცა ის ნაკ­რებს არ­ცერთ დიდ ტურ­ნირ­ზე აღარ გაჰ­ყო­ლია.

  • სა­მა­გი­ე­როდ, 2014 წელს, კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მისი და მთავ­რო­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა მკვეთ­რად გაძ­ლი­ერ­და. ის მო­ი­თხოვ­და, რომ ქა­ლებს სტა­დი­ონ­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა ჰქო­ნო­დათ, ად­გი­ლობ­რივ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას კო­რუფ­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

აკ­რი­ტი­კებ­და რე­ჟიმს ფა­სე­ბის მკვეთ­რი ზრდი­სა და პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის გამო, იმის გამო, რომ შეც­დო­მით, სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს (176 ადა­მი­ა­ნი­დან ცო­ცხა­ლი ვერც ერთი გა­დარ­ჩა). ასე­ვე სიკ­ვდილ მის­ჯი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის უფ­ლე­ბებს იცავ­და, ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­და ურ­მი­ის ტბის დაშ­რო­ბა­ზე (გვალ­ვი­სა და არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის გამო, ტბა გაქ­რო­ბის პი­რას არის), მხარს უჭერ­და ირა­ნის მა­ი­სის პრო­ტეს­ტებს.

  • ამ ზა­ფხულს ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის ოფი­ცერ­მა და შეთმქუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის მოყ­ვა­რულ­მა ჰა­სან აბ­ბა­სიმ ფეხ­ბურ­თე­ლებს "უსარ­გებ­ლო ხალ­ხი უწო­და, რომ­ლებ­საც არ ეს­მით პო­ლი­ტი­კა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რე­ლი­გია და მო­რა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბი“.

ქა­რიმს რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს რე­ლი­გი­ურ კონ­სერ­ვა­ტო­რებ­თან. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მქა­და­გე­ბელ­მა ჰა­მიდ რეზა მო­ა­ვე­ნი­ან­მა ქა­რიმს უვარ­გი­სი და უსაქ­მუ­რი უწო­და. ჯერ კი­დევ 2010 წელს კლუბ­მა "სტილ აზინ­მა“ ფეხ­ბურ­თელს კონ­ტრაქ­ტი იმის გამო გა­უ­წყვი­ტა, რომ მან რა­მა­და­ნის დროს მარ­ხვის დაც­ვა­ზე უარი თქვა. ფეხ­ბურ­თელ­მა მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ის­ლა­მის მი­მართ უპა­ტივ­ცემ­ლო­ბა არ გა­მო­უმ­ჟღავ­ნე­ბია და ის გუნდში მა­ლე­ვე აღად­გი­ნეს.

ირა­ნუ­ლი რე­ჟი­მის კი­დევ ერთი მტკი­ცე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ფეხ­ბურ­თე­ლი მა­სუ­და შო­ჯა­ია. მა­სუ­და ერთ-ერთი მა­თა­გა­ნი იყო, ვინც სამ­ხრეთ კო­რე­ის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მწვა­ნე სამ­კლა­უ­რით თა­მა­შობ­და. ის ასე­ვე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­და ირა­ნულ ფეხ­ბურთში არ­სე­ბულ კო­რუფ­ცი­ა­ზე, იბ­რძო­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. შო­ჯაი - აქ­ტი­უ­რად მო­ი­თხოვ­და, რომ სტა­დი­ო­ნებ­ზე ქა­ლე­ბის დაშ­ვე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბით, ის ამ სა­კითხს ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტთა­ნაც გა­ნი­ხი­ლავ­და, რო­დე­საც გა­ნუ­ცხა­და, რომ წუხს, რომ მისი დედა, და და ცოლი მის თა­მა­შებს ვერ ეს­წრე­ბი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­სი­კე­თო ძვრე­ბი და­ი­წყო. 2019 წელს ირა­ნე­ლი ქა­ლე­ბი პირ­ვე­ლად 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­დი­ონ­ზე და­უშ­ვეს. მო­გო­ნი­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ირა­ნელ ქა­ლებს დღემ­დე დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბით უშ­ვე­ბენ სტა­დი­ო­ნებ­ზე. ხში­რად უარ­საც უცხა­დე­ბენ.

  • ქა­რი­მი შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, მაგ­რამ ის ნამ­დვი­ლად არ არის ფეხ­ბურ­თის ერ­თა­დერ­თი ხმა ირა­ნულ პრო­ტეს­ტში. ირა­ნუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­და ალი დაეი, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ნაკ­რე­ბო დო­ნე­ზე მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი იყო და ცოტა ხნის წინ კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დომ გა­და­ას­წრო, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ მო­ნა­წი­ლე­ობს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში.

"ბა­ი­ერ­ნის“ ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი 10-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე ასეთ გამ­ბე­დავ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

რა და­მარ­თეთ ქვე­ყა­ნას? ჩემი შვი­ლი მე­კი­თხე­ბა, რა მოხ­და. რა ვუ­პა­სუ­ხო, რა ცოდ­ვე­ბის გამო ვართ ამ დღე­ში?! რეპ­რე­სი­ე­ბის, ძა­ლა­დო­ბი­სა და და­კა­ვე­ბე­ბის ნაც­ვლად, ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბი მო­აგ­ვა­რეთ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ალის კლა­სი­კურ სტილ­ში უპა­სუ­ხა. მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ე­ის აეკ­რძა­ლა ირა­ნის და­ტო­ვე­ბა, რად­გან ის ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბის დაც­ვას უჭერ­და მხარს.

და­ე­იმ და­ა­დას­ტუ­რა, რომ თე­ი­რან­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე, პას­პორ­ტი დრო­ე­ბით ჩა­მო­არ­თვეს. მისი თქმით, აე­რო­პორ­ტში გა­დას­ცეს დო­კუ­მენ­ტი და უნდა წარ­სდგეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რომ "საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს."

The Times-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაეი მა­ს­ჰა ამი­ნის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში სე­კ­კე­ზე­ში და­ა­კა­ვეს. დაეი ჩა­სუ­ლი იყო სამ­გლო­ვი­ა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად.

  • რეპ­რე­სი­ე­ბი შე­ე­ხო ასე­ვე, ნაკ­რე­ბის ყო­ფილ მცველს ჰო­სე­ინ მაჰ­ნის, რო­მე­ლიც და­ა­პა­ტიმ­რეს "არე­უ­ლო­ბის წა­ქე­ზე­ბის“ ბრალ­დე­ბით.

მეჰდი მოჰდა­ვი­კია - ირა­ნის ნაკ­რე­ბის კი­დევ ერთი ლე­გენ­დაა. მან 1998 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე აშშ-ს გა­მარ­ჯვე­ბის გოლი გა­უ­ტა­ნა. პრო­ტეს­ტის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე მან ირა­ნის ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოს­ტი და­ტო­ვა.

"რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტუ­დენ­ტე­ბის ცე­მი­სა და მათი იდე­ე­ბის ჩახ­შო­ბის გამო, თქვენ აი­ძუ­ლეთ ქვეყ­ნის ელი­ტა და კა­პი­ტა­ლი ირა­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი­ყო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ხალ­ხის ხელ­შია და ამან მი­იყ­ვა­ნა ქვე­ყა­ნა იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, რა­შიც ახლა ვართ", - ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მეჰდიმ.

  • მოქ­მე­დი ირა­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის პრო­ტეს­ტი

მოქ­მედ ირა­ნელ ფეხ­ბურ­თელ­თა პრო­ტეს­ტი მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა. მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მარ­თულ პირ­ველ მატჩში, სა­დაც ისი­ნი ინ­გლისს და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ფეხ­ბურ­თე­ებ­მა ირა­ნის ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი თქვეს. ეს იყო ყვე­ლა­ზე გამ­ბე­და­ვი ნა­ბი­ჯი, რომ­ლის გა­მოც შე­საძ­ლოა, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სას­ტი­კად აგე­ბი­ნონ პა­სუ­ხი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ირან­ში მატ­ჩის ტრანსლა­ცია შე­წყვი­ტეს.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე ირა­ის ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა ვარ­სკვლავ­მა სე­დარ აზ­მუნ­მა ასე­თი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წეს­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ნამ ჩვე­ნი შეკ­რე­ბა არ დამ­თავ­რდე­ბა, ჩემი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა მეკ­რძა­ლე­ბა, მაგ­რამ ჩუ­მად ვე­ღარ ვიქ­ნე­ბი. თუ ამის გამო მე ნაკ­რე­ბი­დან მომ­კვე­თენ, ეს მსხვერ­პლი ირა­ნე­ლი ქა­ლის ერთ თმა­დაც არ ღირს. ეს პოს­ტი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ წა­იშ­ლე­ბა. სირ­ცხვი­ლი თქვენ, ასე მარ­ტი­ვად რომ შე­გიძ­ლი­ათ ხალ­ხის ხოც­ვა. წინ, ირა­ნე­ლო ქა­ლე­ბო

შე­და­რე­ბით რთუ­ლად აქვთ საქ­მე ირა­ნის ამ­ჟა­მინ­დელ ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ­ლე­ბიც იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან და ფიფა მათ არ მოკ­ვეთს. ავ­სტრი­ა­ში სე­ნე­გალ­თან ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩის დროს ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა მო­ი­თხო­ვეს, რომ გულ­შე­მატ­კი­ვა­რი სტა­დი­ონ­ზე არ და­ეშ­ვათ, თუმ­ცა ფა­ნე­ბი სტა­დი­ო­ნის გა­რეთ შე­იკ­რიბ­ნენ და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­გან სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბას ითხოვ­დნენ.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მხარს უჭე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­გის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც.

ახალ­გაზ­რდა თავ­დამ­სხმელ­მა სა­ჯად აგა­იმ ეფექ­ტუ­რი გოლი გა­ი­ტა­ნა, მაგ­რამ ზე­ი­მის ნაც­ვლად, ტი­რი­ლი და­ი­წყო. "ახლა ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ არის“ - გან­ცხა­და მატ­ჩის შემ­დეგ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბით, ფორ­ვარ­დი სინა მა­ლა­ი­რე­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გლო­ვობ­და, რო­მე­ლიც ხელ­კე­ტის თავ­ში ჩარ­ტყმის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ტესტს ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად თით­ქმის ყვე­ლა სხვა სპორ­ტსმე­ნი მხარს უჭერს. მსგავ­სი მას­შტა­ბის აქ­ცი­ე­ბი ირა­ნის ტი­პის ქვეყ­ნის­თვის, არ­ცთუ ისე ხში­რია.

სამ­წუ­ხა­როა, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვი­ღა­ცას ოკუ­პან­ტის­გან თა­ვის დაც­ვა უწევს, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მძი­მეა, როცა შენი უფ­ლე­ბე­ბი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში­ვე არ არის სა­თა­ნა­დოდ და­ცუ­ლი. ირა­ნე­ლი ქა­ლე­ბი გა­ი­მარ­ჯვე­ბენ, შე­საძ­ლოა, დღეს არ არის ეს დღე და არც ხვალ იყოს, მაგ­რამ მათი გა­მარ­ჯვე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია, რად­გან სი­მარ­თლე მათ მხა­რეს არის.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sake
2

წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგეს ამ ბიჭებმა,ბრავო ირანელ ფეხბურთელებს.

ბელა ჩაო
5

დაიშლება ირანი. შეიძლება დღეს და ხვალ არა მაგრამ მოვა ეგ დროც. აზერბაიჯანელები, ქურთები და კიდე უამრავი ერები არიან მანდ. 1900 წლის ევროპის რუქას დახედეთ, სუ 7 ქვეყანა იყო ევროპაში და დღეს 47-ია. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სპორტი და პოლიტიკა - ირანელი ფეხბურთელების გამბედაობა და ბრძოლა სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ, სიცოცხლის რისკის ფასად: "სირცხვილი თქვენ! წინ, ირანელო ქალებო"

სპორტი და პოლიტიკა - ირანელი ფეხბურთელების გამბედაობა და ბრძოლა სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ, სიცოცხლის რისკის ფასად: "სირცხვილი თქვენ! წინ, ირანელო ქალებო"

ირანში თვეზე მეტია, რაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც "მორალის პოლიციამ“ თეირანში 22 წლის მაჰსა ამინი "ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის“ დააკავა.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში, ამინი საავადმყოფოში გარდაიცვალა - მოწმეები ამტკიცებენ, რომ პოლიციელებმა გოგონა სცემეს, შედეგად კი მაჰსამ თავის მძიმე ტრავმა მიიღო. მთავრობა ამ ვერსიას უარყოფს და ახალგაზრდა ქალის სიკვდილს გულის მოულოდნელ შეტევას აბრალებს (თუმცა ადრე გოგონას გულის პრობლემები არასდროს ჰქონდა).

ამინის გარდაცვალების შემდეგ, თეირანსა და გოგონას მშობლიურ პროვინციაში, ქურთისტანში პროტესტი დაიწყო და მალე მთელი ქვეყანა მოიცვა. აქციის ვიზუალური სიმბოლო თმის მოჭრა და ჰიჯაბების დაწვა გახდა.

  • ზოგი თავის გასაჭირსა და პირად ამბიციებს ნაცისტებსა და ფაშისტებს აბრალებს, ზოგიც თავის უსუსურობას - ომის არ დაწყების სურვილით ხსნის. ალბათ, ტენდენციაა საკუთარი ხალხის რეალური გამოწვევების უკუგდება და აბსტრაქტული მიზეზების ძებნა. ირანის მთავრობამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მომხდარი აშშ-სა და ისრაელს დააბრალა.

ხელისუფლებამ არეულობის ჩახშობა ძალით გადაწყვიტა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights-ის მონაცემებით, სულ მცირე 277 ადამიანი, მათ შორის 40 ბავშვი და 24 ქალი შეეწირა პოლიციის მხრიდან აქციის დაშლის მცდელობას. ყველაზე სისხლიანი სისტანისა და ბელუჯისტანის რეგიონები აღმოჩდა, სადაც მსხვერპლის რაოდენობა 101 ადამიანს აღემატება.

ირანში ინტერნეტს ბლოკავენ, ამიტომ რეპრესიების სრული მასშტაბის შეფასება რთულია. გარდა ამისა, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ იმიტომაც გაიზარდოს, რომ ქვეყანაში დაშვებულია სიკვდილით დასჯა. პროტესტის დაწყების დღიდან ათასობით ადამიანია დაკავებული - ათეულებს კი სიკვდილით დასჯა მიესაჯათ.

დაპატიმრებულებს შორის ფეხბურთის ესპანელი გულშემატკივარი, სანტიაგო სანჩესიც არის, რომელიც მადრიდიდან კატარში ფეხით გაემგზავრა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე აპირებდა ჩასვლას. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალაქ საკკეზში, ამინის საფლავთან დააპატიმრეს და თეირანის ციხეში გაგზავნეს.

მიუხედავად სასტიკი ჩახშობისა, დემონსტრაციები გრძელდება: ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა კი სტუდენტები არიან - 29 ოქტომბერს ქვეყნის 50 უნივერსიტეტში აქციები გაიმართა. პოლიცია არც ახალგაზრდების დარბევას მოერიდა. ისინი ქურთისტანის უნივერსიტეტში შეიჭრნენ და ცრემლსადენისა და საბრძოლო ტყვიების გამოყენებით პროტესტი შეაჩერეს.

ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მთავარი ოპონენტი მიუნხენის "ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველი და აზიის (2004) საუკეთესო ფეხბურთელი ალი ქარიმია, რომელსაც თავის დროზე აზიელი მარადონა უწოდეს. ალის სოციალურ ქსელებში 15-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს (1.5 მილიონი "ტვიტერზე“, 14 მილიონი "ინსტაგრამზე“) ის აქციის მონაწლეებს აძლევს რჩევებს, როგორ უნდა აირიდონ ინტერნეტის დაბლოკვა თავიდან, გარდა ამისა, ირანის არმიას მოუწოდებს, რომ მოსახლეობის მხარეს გადავიდნენ.

  • ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars (ფაქტობრივად, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო) კარიმს ოპოზიციის ახალ ლიდერს უწოდებს და მთავრობას მისი დაპატიმრებისკენ უბიძგებს. ოქტომბრის დასაწყისში ქარიმს დაუსწრებლად დააბრალეს არეულობის წაქეზება, ხოლო მისი სახლი თეირანის გარეუბანში დააყადაღეს. The New York Times-ი წერს, რომ სახლის შესასვლელი ჩაუხერგეს, ლეგენდარული ფეხბურთელის უძრავი ქონების სხვა ობიექტები კი დალუქეს.

"სახლი მიწის გარეშე არაფრად ღირს“, - ასე გამოეხმაურა მომხდარ კარიმი, რომელიც ამჟამად დუბაიში ცხოვრობს. სხვათაშორის, ირანულმა სპეცსამსახურებმა ფეხბურთელის მოტაცება დუბაიდანაც სცადეს. ამის შესახებ კარიმის მეგობრებმა ისაუბრეს. მათი თქმით, ფეხბურთელის ერთ-ერთი ნაცნობი დაუკავშირდა ალის და უთხრა, რომ მასაც სურდა ირანის დატოვება და სთხოვა, რომ ქალაქ ფუჯაირაში დახვედროდა, რომელიც დუბაიდან 120 კმ-ში მდებარეობს. მხოლოდ უკანასკნელ მომენტში, ირანის ეროვნული უსაფრთოხების სამსახურიდან, წყარომ კარიმი გააფრთხილა, რომ ფუჯაირაში მახეს უგებდნენ.

ირანის ტელევიზიაში ახლა კარიმის სახელის ხსენება აკრძალულია, მეტიც, სექტემბერში სპორტული გადაცემის, Football One-ის წამყვანი, მოჯტაბა პურბახშა მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ მან კარიმის "თვითი" გააზიარა. მთავრობის მოჭარბებული მგრძობელობა ფეხბურთელის მიმართ მისი დიდი ავტორიტეტით არის განპირობებული. თეირანში არაერთხელ შენიშნეს, რომ პროტესტზე გამოსული ადამიანები მის სახელს სკანდირებენ. მილიონზე მეტმა ირანელმა კი ხელი მოაწერა პეტიციას "მე მხარს ვუჭერ ალი ქარიმს“.

თუმცა ყოფილი ფეხბურთელისა და მოქმედი მთავრობის დაძაბულობის ფესვები კიდევ უფრო ღრმაა.

  • ყველაფერი 2009 წელს დაიწყო, როდესაც ქარიმი და კიდევ 5 ფეხბურთელი სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ მწვანე სამკლაურებით გავიდნენ, რაც შეფასდა, როგორც ირანელი ოპოზიციონერის, ჰოსეი მუსავის მხარდამჭერი ჟესტი. მწვანე - მუსავის მიმდევრების ფერია.

მიუხედავად იმისა, რომ ირანი თეოკრატიული სახელმწიფოა, რელიგიური ლიდერის მეთაურობით, მათ ჰყავთ პრეზიდენტი, რომელიც მნიშვნელობით მეორე ადგილს იკავებს. იმ დღეებში ირანში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა: რეფორმატორ მუსავის მაღალი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ კონსერვატორ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან დამარცხდა (33.8%-62.6%).

მუსავიმ და მისმა მომხრეებმა ხელისუფლებას გაყალბებაში დასდეს ბრალი: დაიწყო დემონსტრაციები, რაც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამხრეთ კორეასთან მატჩის დროს, სეულში, გულშემატკივრებმა ბანერი გაშალეს, სადაც ეწერა: "ეშმაკთან წასულხარ, დიქტატორო“, ასევე მწვანე ბანერები - "სად არის ჩემი ხმა“ და დროშები წარწერით - "თავისუფალი ირანი“.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ემხრობოდნენ ფანების მსგავს საქციელს, სამუდამოდ მოიკვეთნენ ნაკრებიდან. თუმცა ერთი წლის შემდეგ ქარიმი დააბრუნეს - სავარაუდოდ, ფიფას წნეხით. თუმცა ის ნაკრებს არცერთ დიდ ტურნირზე აღარ გაჰყოლია.

  • სამაგიეროდ, 2014 წელს, კარიერის დასრულების შემდეგ, მისი და მთავრობის დაპირისპირება მკვეთრად გაძლიერდა. ის მოითხოვდა, რომ ქალებს სტადიონზე დასწრების უფლება ჰქონოდათ, ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციას კორუფციაში ადანაშაულებდა.

აკრიტიკებდა რეჟიმს ფასების მკვეთრი ზრდისა და პროდუქტების დეფიციტის გამო, იმის გამო, რომ შეცდომით, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს (176 ადამიანიდან ცოცხალი ვერც ერთი გადარჩა). ასევე სიკვდილ მისჯილი მსჯავრდებულების უფლებებს იცავდა, ხმამაღლა საუბრობდა ურმიის ტბის დაშრობაზე (გვალვისა და არარაციონალური გამოყენების გამო, ტბა გაქრობის პირას არის), მხარს უჭერდა ირანის მაისის პროტესტებს.

  • ამ ზაფხულს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცერმა და შეთმქულების თეორიის მოყვარულმა ჰასან აბბასიმ ფეხბურთელებს "უსარგებლო ხალხი უწოდა, რომლებსაც არ ესმით პოლიტიკა, საზოგადოება, რელიგია და მორალური პრინციპები“.

ქარიმს რთული ურთიერთობა აქვს რელიგიურ კონსერვატორებთან. რამდენიმე თვის წინ, მქადაგებელმა ჰამიდ რეზა მოავენიანმა ქარიმს უვარგისი და უსაქმური უწოდა. ჯერ კიდევ 2010 წელს კლუბმა "სტილ აზინმა“ ფეხბურთელს კონტრაქტი იმის გამო გაუწყვიტა, რომ მან რამადანის დროს მარხვის დაცვაზე უარი თქვა. ფეხბურთელმა მაშინ განაცხადა, რომ ისლამის მიმართ უპატივცემლობა არ გამოუმჟღავნებია და ის გუნდში მალევე აღადგინეს.

ირანული რეჟიმის კიდევ ერთი მტკიცე მოწინააღმდეგე ფეხბურთელი მასუდა შოჯაია. მასუდა ერთ-ერთი მათაგანი იყო, ვინც სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ მწვანე სამკლაურით თამაშობდა. ის ასევე ხმამაღლა საუბრობდა ირანულ ფეხბურთში არსებულ კორუფციაზე, იბრძოდა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. შოჯაი - აქტიურად მოითხოვდა, რომ სტადიონებზე ქალების დაშვება ნებადართული ყოფილიყო. გავრცელებული ხმებით, ის ამ საკითხს ირანის პრეზიდენტთანაც განიხილავდა, როდესაც განუცხადა, რომ წუხს, რომ მისი დედა, და და ცოლი მის თამაშებს ვერ ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით სასიკეთო ძვრები დაიწყო. 2019 წელს ირანელი ქალები პირველად 40 წლის განმავლობაში სტადიონზე დაუშვეს. მოგონილი მიზეზების გამო, ირანელ ქალებს დღემდე დიდი სირთულეებით უშვებენ სტადიონებზე. ხშირად უარსაც უცხადებენ.

  • ქარიმი შესაძლოა, ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ის ნამდვილად არ არის ფეხბურთის ერთადერთი ხმა ირანულ პროტესტში. ირანული ფეხბურთის ლეგენდა ალი დაეი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სანაკრებო დონეზე მსოფლიოში საუკეთესო ბომბარდირი იყო და ცოტა ხნის წინ კრიშტიანო რონალდომ გადაასწრო, საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ მონაწილეობს საპროტესტო აქციებში.

"ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი 10-მილიონიანი აუდიტორიის წინაშე ასეთ გამბედავ პოსტს აქვეყნებს:

რა დამართეთ ქვეყანას? ჩემი შვილი მეკითხება, რა მოხდა. რა ვუპასუხო, რა ცოდვების გამო ვართ ამ დღეში?! რეპრესიების, ძალადობისა და დაკავებების ნაცვლად, ხალხის პრობლემები მოაგვარეთ.

ხელისუფლებამ ალის კლასიკურ სტილში უპასუხა. მალე ცნობილი გახდა, რომ დაეის აეკრძალა ირანის დატოვება, რადგან ის ქალების უფლების დაცვას უჭერდა მხარს.

დაეიმ დაადასტურა, რომ თეირანში ჩასვლისთანავე, პასპორტი დროებით ჩამოართვეს. მისი თქმით, აეროპორტში გადასცეს დოკუმენტი და უნდა წარსდგეს პროკურატურაში, რომ "საქმის გამოძიებაში წვლილი შეიტანოს."

The Times-ის ინფორმაციით, დაეი მასჰა ამინის მშობლიურ ქალაქში სეკკეზეში დააკავეს. დაეი ჩასული იყო სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად და საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

  • რეპრესიები შეეხო ასევე, ნაკრების ყოფილ მცველს ჰოსეინ მაჰნის, რომელიც დააპატიმრეს "არეულობის წაქეზების“ ბრალდებით.

მეჰდი მოჰდავიკია - ირანის ნაკრების კიდევ ერთი ლეგენდაა. მან 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ს გამარჯვების გოლი გაუტანა. პროტესტის დაწყებიდან მალევე მან ირანის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

"რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში, სტუდენტების ცემისა და მათი იდეების ჩახშობის გამო, თქვენ აიძულეთ ქვეყნის ელიტა და კაპიტალი ირანიდან გაქცეულიყო. მნიშვნელოვანი თანამდებობები გაუნათლებელი ხალხის ხელშია და ამან მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რაშიც ახლა ვართ", - ასეთი კომენტარი გააკეთა მეჰდიმ.

  • მოქმედი ირანელი ფეხბურთელების პროტესტი

მოქმედ ირანელ ფეხბურთელთა პროტესტი მთელმა მსოფლიომ ნახა. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართულ პირველ მატჩში, სადაც ისინი ინგლისს დაუპირისპირდნენ, ფეხბურთეებმა ირანის ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვეს. ეს იყო ყველაზე გამბედავი ნაბიჯი, რომლის გამოც შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სასტიკად აგებინონ პასუხი.

აღსანიშნავია, რომ ირანში მატჩის ტრანსლაცია შეწყვიტეს.

ჩემპიონატის დაწყებამდე ირაის ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა სედარ აზმუნმა ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

ეროვნული ნაკრების წესბიდან გამომდინარე, სანამ ჩვენი შეკრება არ დამთავრდება, ჩემი აზრის დაფიქსირება მეკრძალება, მაგრამ ჩუმად ვეღარ ვიქნები. თუ ამის გამო მე ნაკრებიდან მომკვეთენ, ეს მსხვერპლი ირანელი ქალის ერთ თმადაც არ ღირს. ეს პოსტი არავითარ შემთხვევაში არ წაიშლება. სირცხვილი თქვენ, ასე მარტივად რომ შეგიძლიათ ხალხის ხოცვა. წინ, ირანელო ქალებო

შედარებით რთულად აქვთ საქმე ირანის ამჟამინდელ ფეხბურთელებს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან და ფიფა მათ არ მოკვეთს. ავსტრიაში სენეგალთან ამხანაგური მატჩის დროს ფეხბურთელებმა მოითხოვეს, რომ გულშემატკივარი სტადიონზე არ დაეშვათ, თუმცა ფანები სტადიონის გარეთ შეიკრიბნენ და ფეხბურთელებისგან საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ითხოვდნენ.

საპროტესტო აქციებს მხარს უჭერენ ადგილობრივი ლიგის ფეხბურთელებიც.

ახალგაზრდა თავდამსხმელმა საჯად აგაიმ ეფექტური გოლი გაიტანა, მაგრამ ზეიმის ნაცვლად, ტირილი დაიწყო. "ახლა ბედნიერი არავინ არის“ - განცხადა მატჩის შემდეგ. გავრცელებული მოსაზრებით, ფორვარდი სინა მალაირეის გარდაცვალებას გლოვობდა, რომელიც ხელკეტის თავში ჩარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ პროტესტს ფეხბურთელებთან ერთად თითქმის ყველა სხვა სპორტსმენი მხარს უჭერს. მსგავსი მასშტაბის აქციები ირანის ტიპის ქვეყნისთვის, არცთუ ისე ხშირია.

სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ვიღაცას ოკუპანტისგან თავის დაცვა უწევს, მაგრამ არანაკლებ მძიმეა, როცა შენი უფლებები საკუთარ ქვეყანაშივე არ არის სათანადოდ დაცული. ირანელი ქალები გაიმარჯვებენ, შესაძლოა, დღეს არ არის ეს დღე და არც ხვალ იყოს, მაგრამ მათი გამარჯვება გარდაუვალია, რადგან სიმართლე მათ მხარეს არის.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე