მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა" - მაიმუნმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში აღმოაჩინეს, ზოოპარკი "ოჯახური კონფლიქტის" გამო დატოვა: რას წერს "თბილისის ზოოპარკი"
"დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა" - მაიმუნმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში აღმოაჩინეს, ზოოპარკი "ოჯახური კონფლიქტის" გამო დატოვა: რას წერს "თბილისის ზოოპარკი"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეზო­ში მყოფ­მა მა­ი­მუ­ნის ფო­ტომ მო­იც­ვა. ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ებს გა­მოთ­ქვამ­დნენ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ცხო­ვე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეზო­ში.

რო­გორც "თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი" "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წერს, პო­პუ­ლა­რუ­ლი მა­კა­კას "მოგ­ზა­უ­რო­ბას" წინ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია უძღო­და.

"ალ­ბათ ბევ­რმა გა­ი­გეთ და ფო­ტო­ე­ბიც ნა­ხეთ, ორი­ოდ დღის წინ ჩვე­ნი ბერ­ბე­რუ­ლი მა­კა­კა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ბუ­ფეტ­ში რომ წაბ­რძან­და სა­უზ­მე­ზე. სხვა­თა შო­რის, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ყვე­ლას გა­უ­ხარ­და დი­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რის და­ნახ­ვა და ჯო­ხე­ბი­თა და ქვე­ბით არა­ვინ გა­მოჰ­კი­დე­ბია. პი­რი­ქით, ბა­ნან­ზეც კი და­უ­პა­ტი­ჟე­ბი­ათ...

ახლა, რაც მოხ­და, იმა­ზე:

ჩვე­ნი ბერ­ბე­რუ­ლი მა­კა­კე­ბის ვო­ლი­ერ­ში მა­მა­თა და შვილ­თა ბრძო­ლის კლა­სი­კუ­რი სცე­ნა გა­თა­მაშ­და. ახა­ლი თა­ო­ბა მო­ი­ზარ­და და მო­ყოყლო­ჩინ­და, ძვე­ლი თა­ო­ბა ჯერ კი­დევ ყო­ჩა­ღობს და პო­ზი­ცი­ებს არ თმობს. არ ვი­ცით, მდედ­რე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და შე­ტა­კე­ბა (გა­გა­ნია გამ­რავ­ლე­ბის პე­რი­ო­დი აქვთ ახლა), თუ ეზო-კა­რის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ იმ დი­ლით ეს ყმაწ­ვი­ლი და ზრდას­რუ­ლი, კუნთმა­გა­რი მამ­რი წა­კინ­კლავ­დნენ. არა, წა­კინ­კლავ­დნენ რბი­ლად ნათ­ქვა­მია, იჩხუ­ბეს და კარ­გა გემ­რი­ე­ლი მუშ­ტი-კრი­ვი გა­მარ­თეს. ჩხუბ­ში უფ­როს­მა იმარ­ჯვა და და­ჩაგ­რულ­მა უმ­ცროს­მა რა ქნა? დაჰ­კრა ფეხი და სახ­ლი­დან გა­იქ­ცა. სა­ერ­თოდ, მა­კა­კე­ბის სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვა არაა ად­ვი­ლი საქ­მე. ვო­ლი­ე­რი მათი სა­ხე­ო­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტით არის შე­მო­სა­ზღვრუ­ლი - წყლი­ა­ნი თხრი­ლი, ელექტრო­ღო­ბე­ე­ბი, ბა­რი­ე­რის სი­მაღ­ლე - ყვე­ლა­ფე­რი იმგვა­რა­დაა მო­წყო­ბი­ლი, რომ მა­კა­კამ სივ­რცის და­ტო­ვე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხოს, მაგ­რამ რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბის ზო­ო­პარ­კე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც გვიჩ­ვე­ნებს, ხან­და­ხან, ში­შის, ან სტრე­სის პი­რო­ბებ­ში, ცხო­ველს მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო ქცე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა შე­უძ­ლია. ჰო, ლო­გი­კუ­რი კი­თხვა იბა­დე­ბა აქ: ხომ შე­იძ­ლე­ბა, ლომ­მაც გა­მო­ავ­ლი­ნოს უჩ­ვე­უ­ლო ქცე­ვა? დიახ, შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თო ცხო­ვე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვო­ლი­ე­რის კონ­სტრუქ­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით და მე­ტიც - უკი­დუ­რე­სად მკაც­რია. გაქ­ცე­უ­ლი ვაჟ­ბა­ტო­ნი მა­ლე­ვე მშვი­დო­ბით მო­ვაბ­რუ­ნეთ უკან და ახლა მე­ტო­ქე­ე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით გვყავს მო­თავ­სე­ბუ­ლი.

სა­მო­მავ­ლოდ რას ვა­პი­რებთ? ამ­ჟა­მად ახალ ზო­ო­პარკში ძა­ლი­ან კარგ, ლა­მაზ, კე­თილ­მო­წყო­ბილ, სა­ინ­ტე­რე­სო ვო­ლი­ერს ვა­შე­ნებთ ბერ­ბე­რუ­ლი მა­კა­კე­ბის­თვის და დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ყვე­ლას, დი­დი­ან-პა­ტა­რი­ა­ნად, ახალ სახ­ლში გა­და­ვა­ბარ­გებთ. იქ გა­ცი­ლე­ბით დიდი სივ­რცე (და­ახ­ლო­ე­ბით 1000 კვ.მ) დახ­ვდე­ბათ, ტე­რი­ტო­რი­ა­საც ად­ვი­ლად გა­ი­ნა­წი­ლე­ბენ და თა­ო­ბა­თა ბრძო­ლაც წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა." - ვკი­თხუ­ლობთ პოს­ტში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ისევ ტყეში ? !
0

ხომ დაიღუპება!

ჯობია პარლამენტში გავამწესოთ ..,. ანუ დამსახურებულ პენსიაზე გავუშვათ1

ვოვა
1

რა ვერ გადაიტანეთ ეს ზოოპარკი! არაფრის თავი აე გაქვთ, ავაშენებდი თანამედეოვე გაშლილი სივრცის მსგავს ზოოპარკს, რაღა დროს გალიებში ცხოველებია, რომელი საუკუნეა. ეგ ადგილი პარკად უნდა გადაკეთდეს და კეთილმოეწყოს და ლაგუმა ვერეც უნდა გაკეთდეს, რომ ქალაქი ქალაქს დაემგვანოს!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა" - მაიმუნმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში აღმოაჩინეს, ზოოპარკი "ოჯახური კონფლიქტის" გამო დატოვა: რას წერს "თბილისის ზოოპარკი"

"დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა" - მაიმუნმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში აღმოაჩინეს, ზოოპარკი "ოჯახური კონფლიქტის" გამო დატოვა: რას წერს "თბილისის ზოოპარკი"

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში მყოფმა მაიმუნის ფოტომ მოიცვა. ფეისბუქმომხმარებლები სხვადასხვა ვერსიებს გამოთქვამდნენ იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ცხოველი ტელევიზიის ეზოში.

როგორც "თბილისის ზოოპარკი" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, პოპულარული მაკაკას "მოგზაურობას" წინ საინტერესო ისტორია უძღოდა.

"ალბათ ბევრმა გაიგეთ და ფოტოებიც ნახეთ, ორიოდ დღის წინ ჩვენი ბერბერული მაკაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბუფეტში რომ წაბრძანდა საუზმეზე. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ტელევიზიაში ყველას გაუხარდა დილის მოულოდნელი სტუმრის დანახვა და ჯოხებითა და ქვებით არავინ გამოჰკიდებია. პირიქით, ბანანზეც კი დაუპატიჟებიათ...

ახლა, რაც მოხდა, იმაზე:

ჩვენი ბერბერული მაკაკების ვოლიერში მამათა და შვილთა ბრძოლის კლასიკური სცენა გათამაშდა. ახალი თაობა მოიზარდა და მოყოყლოჩინდა, ძველი თაობა ჯერ კიდევ ყოჩაღობს და პოზიციებს არ თმობს. არ ვიცით, მდედრების ნიადაგზე მოხდა შეტაკება (გაგანია გამრავლების პერიოდი აქვთ ახლა), თუ ეზო-კარის განაწილებაზე, მაგრამ იმ დილით ეს ყმაწვილი და ზრდასრული, კუნთმაგარი მამრი წაკინკლავდნენ. არა, წაკინკლავდნენ რბილად ნათქვამია, იჩხუბეს და კარგა გემრიელი მუშტი-კრივი გამართეს. ჩხუბში უფროსმა იმარჯვა და დაჩაგრულმა უმცროსმა რა ქნა? დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა. საერთოდ, მაკაკების სახლიდან გაქცევა არაა ადვილი საქმე. ვოლიერი მათი სახეობისთვის შესაბამისი სტანდარტით არის შემოსაზღვრული - წყლიანი თხრილი, ელექტროღობეები, ბარიერის სიმაღლე - ყველაფერი იმგვარადაა მოწყობილი, რომ მაკაკამ სივრცის დატოვება ვერ მოახერხოს, მაგრამ როგორც სხვა ქვეყნების ზოოპარკების გამოცდილებაც გვიჩვენებს, ხანდახან, შიშის, ან სტრესის პირობებში, ცხოველს მისთვის უჩვეულო ქცევების გამოვლენა შეუძლია. ჰო, ლოგიკური კითხვა იბადება აქ: ხომ შეიძლება, ლომმაც გამოავლინოს უჩვეულო ქცევა? დიახ, შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო ცხოველების შემთხვევაში ვოლიერის კონსტრუქციის სტანდარტებიც განსაკუთრებით და მეტიც - უკიდურესად მკაცრია. გაქცეული ვაჟბატონი მალევე მშვიდობით მოვაბრუნეთ უკან და ახლა მეტოქეებისგან განცალკევებით გვყავს მოთავსებული.

სამომავლოდ რას ვაპირებთ? ამჟამად ახალ ზოოპარკში ძალიან კარგ, ლამაზ, კეთილმოწყობილ, საინტერესო ვოლიერს ვაშენებთ ბერბერული მაკაკებისთვის და დასრულებისთანავე ყველას, დიდიან-პატარიანად, ახალ სახლში გადავაბარგებთ. იქ გაცილებით დიდი სივრცე (დაახლოებით 1000 კვ.მ) დახვდებათ, ტერიტორიასაც ადვილად გაინაწილებენ და თაობათა ბრძოლაც წარსულს ჩაბარდება." - ვკითხულობთ პოსტში.