მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბას ხელი ეკიდა თურმე ჭრილობაზე და იძახდა, - დაჭრილი ვარო" - ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის დეტალები: რას ამბობენ მკვლელობაში ბრალდებულზე, რომელიც კრივში საქართველოს პრიზიორია
"საბას ხელი ეკიდა თურმე ჭრილობაზე და იძახდა, - დაჭრილი ვარო" - ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის დეტალები: რას ამბობენ მკვლელობაში ბრალდებულზე, რომელიც კრივში საქართველოს პრიზიორია
  • ფო­ტო­კო­ლაჟ­ზე: საბა მამ­ფო­რია

შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია ზუგ­დიდ­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში წუ­ხელ მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ზუგ­დი­დის მე-3 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე, 15 წლის საბა მამ­ფო­რია. რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­ბას თა­ნა­ტოლ­მა ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა. დაჭ­რი­ლი შვე­ლას ითხოვ­და, ის მა­ლე­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამб სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. სა­ვა­რა­უ­დოდб მო­ზარ­დი სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე და­ა­კა­ვეს თა­ნა­ტო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზუგ­დი­დის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლეა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან და­ნა­შა­უ­ლი უკვე აღი­ა­რა. რა გახ­და უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ ლა­პა­რა­კობს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას წინ უძღო­და თა­ნა­ტო­ლებს შო­რის ჩხუ­ბი, რაც იქვე, სპორ­ტულ მო­ე­დან­ზე და­ი­წყო და შემ­დეგ ცოტა მო­შო­რე­ბით გაგ­რძელ­და.

მა­მუ­კა ბუ­ლია, ზუგ­დი­დის რე­სურს ცენ­ტრის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- ზუგ­დი­დის მე-3 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლეა მოკ­ლუ­ლი. ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტი მოხ­და. მეს­ხი­ას ქუ­ჩა­ზე, სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნია, ხე­ლოვ­ნურ­სა­ფა­რი­ა­ნი და ახალ­გაზ­რდე­ბი თურ­მე იქ თა­მა­შობ­დნენ. იქ მო­სუ­ლა დაჭ­რი­ლი ბავ­შვი. ხელი ეკი­და თურ­მე მუ­ცელ­ზე და იძახ­და, - მიშ­ვე­ლეთ, დაჭ­რი­ლი ვარო. ბავ­შვი სის­ხლის­გან იც­ლე­ბო­და... ეს რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი ჯერ არ ვი­ცით. ვი­ცით მხო­ლოდ ის, რომ პო­ლი­ცი­ას გუ­შინ ორი პირი ჰყავ­და და­კა­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა მათ­გან ერთს, ზუგ­დი­დის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლეს წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. მე­ო­რეც ამა­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო და ის გა­მო­უშ­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.ორი­ვე სკო­ლის სკო­ლის დი­რექ­ტორს ვე­სა­უბ­რე, ისი­ნი კარ­გად ახა­სი­ა­თე­ბენ რო­გორც მოკ­ლულს, ასე­ვე და­კა­ვე­ბულს. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნია, ამ­ბო­ბენ, აქამ­დე კონ­ფლიქ­ტი არა­სო­დეს მოს­ვლია, მან­და­ტუ­რებს მას­ზე არას­დროს უთ­ქვამთ შე­ნიშ­ვნა, ისე მო­ვი­და მე-12 კლა­სამ­დეო.

და­ნა­შა­უ­ლის მი­ზე­ზი ნამ­დვი­ლად არ ვი­ცით. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბას ჭრი­ლო­ბა ე.წ შტი­რით მი­ა­ყე­ნეს... ეს ორი სკო­ლა ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან მო­შო­რე­ბუ­ლია და არ ვიცი იც­ნობ­დნენ თუ არა ისი­ნი მა­ნამ­დე ერ­თმა­ნეთს. საბა და­ნა­ხუ­ლის ად­გილ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობ­და. მას ყვე­ლა და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს.

პა­რას­კევს სკო­ლა­ში, გაკ­ვე­თილ­ზე მეჯ­დაო., - მი­თხრა მის­მა ერთ-ერ­თმა პე­და­გოგ­მა, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და კარ­გი ბიჭი, კარ­გი მოს­წავ­ლე იყოო. რო­გორც ირ­კვე­ვა, დაჭ­რა სტა­დი­ო­ნი­დან ცოტა მო­შო­რე­ბით მოხ­და და ამის შემ­დეგ დაჭ­რი­ლი წა­მო­ვი­და მო­ედ­ნის­კენ და მო­ა­ხერ­ხა დახ­მა­რე­ბა ეთხო­ვა. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ყვე­ლა­ნი, ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს...

მა­ი­კო გუ­ნია, საბა მამ­ფო­რი­ას ცეკ­ვის პე­და­გო­გი:

- ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კიც მი­ჭირს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა. რო­გო­რი თბი­ლი და სი­ცო­ცხლით სავ­სე იყო საბა, რო­გო­რი წე­სი­ე­რი და მხი­ა­რუ­ლი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ბა­ზე წარ­სულ­ში ვი­სა­უბ­რო. მსგავ­სი ადა­მი­ა­ნი არ მი­ნა­ხავს. სა­ო­ცა­რი ბიჭი. ამ­დე­ნი წე­ლია პე­და­გო­გი ვარ და ასე­თი მოს­წავ­ლე არ გვყო­ლია. სულ იცი­ნო­და, უზო­მოდ თბი­ლი და წე­სი­ე­რი. მარ­თლა სა­ში­ნე­ლე­ბაა ეს ცხოვ­რე­ბა. ვერც ვლა­პა­რა­კობ, ისე ვარ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. ერ­თე­უ­ლია ასე­თი ბავ­შვე­ბი. იმ­ხე­ლა სით­ბო და­ტო­ვა ჩემს გულ­ში. ერთი ზედ­მე­ტი სი­ტყვა არ გა­მი­გია მის­გან, მხო­ლოდ სით­ბოს აფ­რქვევ­და. გუ­შინ უნდა მო­სუ­ლი­ყო ცეკ­ვა­ზე, მაგ­რამ ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი და ფეხი ვიტ­კი­ნეო, ამი­ტომ ვერ მო­ვი­და.

რო­გორც გა­ვი­გე, საბა არა­ფერ შუ­ა­ში იყო, აშ­ვე­ლებ­და სხვებს. რო­გორ გა­ი­მე­ტეს სა­სიკ­ვდი­ლოდ, არ ვიცი. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. სა­ბას ძმა­კაც­მა მი­ამ­ბო, რომ აშ­ვე­ლებ­და, კარ­გს აკე­თებ­და და ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. საბა ძა­ლი­ან სპორ­ტუ­ლი ბავ­შვი იყო, კა­ლათ­ბურთზე და­დი­ო­და, ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და, ცეკ­ვავ­და, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. რო­გორც მი­თხრეს, დაჭ­რის შემ­დეგ, და­ე­ცა თურ­მე, მაგ­რამ წა­მოდ­გა და ჭრი­ლო­ბა­ზე ხე­ლა­ფა­რე­ბულ­მა სცა­და გავ­ლა...

ლე­ვან ღურწკა­ია, ზუგ­დი­დის მე-3 სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

"მო­ტი­ვი არ ვი­ცით ამ დრომ­დე. უპა­ტი­ოს­ნე­სი ბავ­შვი იყო საბა. აგ­რე­სი­უ­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ოჯა­ხი­ა­ნად გა­მორ­ჩე­უ­ლი, უკარ­გე­სი ბიჭი დავ­კარ­გეთ. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. იკი­თხე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი და გა­ირ­კვე­ვა დე­ტა­ლე­ბი".

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით ზუგ­დი­დის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს. სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლი 17 წლის ახალ­გაზ­რდა სწავ­ლობ­და.

ლია გრი­გო­ლია:

"მკვლე­ლო­ბას ჩვენს მოს­წავ­ლეს ედა­ვე­ბი­ან. თვი­თონ აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლიო. არა­და, მას­ზე მხო­ლოდ და­დე­ბი­თი შე­მიძ­ლია ვთქვა . გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი და შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ მომ­ხდა­რით. ის კონ­ფლიქ­ტუ­რი არას­დროს ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით მომ­რი­გე­ბე­ლი იყო ხოლ­მე... სკო­ლის გა­რეთ რა ხდე­ბო­და ან იქ რა მოხ­და, ვერ გე­ტყვით. სა­ქარ­თვე­ლოს პრი­ზი­ო­რია კრივ­ში. ადრე მე­სა­მე სკო­ლა­შიც ვმუ­შა­ობ­დი და ძა­ლი­ან თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ამ სკო­ლას­თან, სა­ბას არ ვიც­ნობ­დი, რად­გან ალ­ბათ მა­შინ პა­ტა­რა იყო, მაგ­რამ მა­საც ძა­ლი­ან კარ­გად ახა­სი­ა­თე­ბენ, სამ­წუ­ხა­როა, ასე­თი ტრა­გე­დია რომ მოხ­და. ერეკ­ლეც პა­ტი­ო­სა­ნი ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი, ჰყავს დედ-მამა და ძმე­ბი. რო­გორც ვიცი, მამა სა­ზღვარ­გა­რეთ არის წა­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ. ხში­რად წვრთნე­ბი ჰქონ­და და ოფი­ცი­ა­ლუ­რად თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და ხოლ­მე სკო­ლი­დან. "შტი­რი", დანა, მის ხელ­ში მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს. ახლა ათა­სი ჭორი გავ­რცელ­დე­ბა, ამი­ტომ სჯობს და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს..."

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, არას­რულ­წლო­ვა­ნია, მისი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გავ­ცემ. ძა­ლი­ან ცუ­დად არის და არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მე ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გავ­ცემ," - გა­ნა­ცხა­და და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა კობა ტა­ბა­ღუ­ამ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
1

ვაი საწყალო ბიჭოოოოოო

კანონი უნდა
9

კანონია მისაღები, 1- აიკრძალოს დანების და მსგავსი ცივი იარაღის ტარება. 2- პოლიციელს დაერთოს ნება გაჩხრიკოს 27 წლამდე ასაკის პიროვნებები ნებისმიერ დროს, დანის და ნარკოტიკის აღმოჩენის მიზნით. 3- პირველ შემთხვევაში დაეკისროთ 300 ლარიანი ჯარიმა, მეორე შემთხვევაში 1000 , ხოლო მესამე შემთხვევაზე დაკავება 3 დღე-ღაით. მეოთხე შემთხვევაში- 1 წლიანი პატიმრობა. 4. - აიკრძალოს ბაზრობებზე საბრძოლო ტიპის დანების გაყიდვა ( არ ეხება მრავალთვლიან ჯაყვებს, გასახსნელით და სახრახნისებით).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"საბას ხელი ეკიდა თურმე ჭრილობაზე და იძახდა, - დაჭრილი ვარო" - ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის დეტალები: რას ამბობენ მკვლელობაში ბრალდებულზე, რომელიც კრივში საქართველოს პრიზიორია

"საბას ხელი ეკიდა თურმე ჭრილობაზე და იძახდა, - დაჭრილი ვარო" - ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის დეტალები: რას ამბობენ მკვლელობაში ბრალდებულზე, რომელიც კრივში საქართველოს პრიზიორია
  • ფოტოკოლაჟზე: საბა მამფორია

შემზარავი ტრაგედია ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში წუხელ მოხდა. მოკლულია ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, 15 წლის საბა მამფორია. როგორც ირკვევა, საბას თანატოლმა ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. დაჭრილი შველას ითხოვდა, ის მალევე გადაიყვანეს ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში, მაგრამб სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სავარაუდოდб მოზარდი სისხლისგან დაიცალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს თანატოლის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. მკვლელობაში ბრალდებული ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ჩვენი ინფორმაციით, მან დანაშაული უკვე აღიარა. რა გახდა უმძიმესი ტრაგედიის მიზეზი, ამაზე ჯერჯერობით არავინ ლაპარაკობს. როგორც ირკვევა, მომხდარ მკვლელობას წინ უძღოდა თანატოლებს შორის ჩხუბი, რაც იქვე, სპორტულ მოედანზე დაიწყო და შემდეგ ცოტა მოშორებით გაგრძელდა.

მამუკა ბულია, ზუგდიდის რესურს ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი:

- ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეა მოკლული. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. მესხიას ქუჩაზე, სპორტული მოედანია, ხელოვნურსაფარიანი და ახალგაზრდები თურმე იქ თამაშობდნენ. იქ მოსულა დაჭრილი ბავშვი. ხელი ეკიდა თურმე მუცელზე და იძახდა, - მიშველეთ, დაჭრილი ვარო. ბავშვი სისხლისგან იცლებოდა... ეს რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მომხდარის დეტალები ჯერ არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ პოლიციას გუშინ ორი პირი ჰყავდა დაკავებული. თუმცა მათგან ერთს, ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეს წაუყენეს ბრალი. მეორეც ამავე სკოლის მოსწავლე იყო და ის გამოუშვეს. გამოძიება მიმდინარეობს.ორივე სკოლის სკოლის დირექტორს ვესაუბრე, ისინი კარგად ახასიათებენ როგორც მოკლულს, ასევე დაკავებულს. მკვლელობაში ბრალდებული სპორტსმენია, ამბობენ, აქამდე კონფლიქტი არასოდეს მოსვლია, მანდატურებს მასზე არასდროს უთქვამთ შენიშვნა, ისე მოვიდა მე-12 კლასამდეო.

დანაშაულის მიზეზი ნამდვილად არ ვიცით. გავრცელებული ინფორმაციით, საბას ჭრილობა ე.წ შტირით მიაყენეს... ეს ორი სკოლა ერთმანეთისგან ძალიან მოშორებულია და არ ვიცი იცნობდნენ თუ არა ისინი მანამდე ერთმანეთს. საბა დანახულის ადგილთან ახლოს ცხოვრობდა. მას ყველა დადებითად ახასიათებს.

პარასკევს სკოლაში, გაკვეთილზე მეჯდაო., - მითხრა მისმა ერთ-ერთმა პედაგოგმა, ძალიან მოწესრიგებული და კარგი ბიჭი, კარგი მოსწავლე იყოო. როგორც ირკვევა, დაჭრა სტადიონიდან ცოტა მოშორებით მოხდა და ამის შემდეგ დაჭრილი წამოვიდა მოედნისკენ და მოახერხა დახმარება ეთხოვა. ძალიან განვიცდით ყველანი, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს...

მაიკო გუნია, საბა მამფორიას ცეკვის პედაგოგი:

- ძალიან ცუდად ვარ, ამ თემაზე ლაპარაკიც მიჭირს. წარმოუდგენელი ტრაგედიაა. როგორი თბილი და სიცოცხლით სავსე იყო საბა, როგორი წესიერი და მხიარული. როგორ შეიძლება საბაზე წარსულში ვისაუბრო. მსგავსი ადამიანი არ მინახავს. საოცარი ბიჭი. ამდენი წელია პედაგოგი ვარ და ასეთი მოსწავლე არ გვყოლია. სულ იცინოდა, უზომოდ თბილი და წესიერი. მართლა საშინელებაა ეს ცხოვრება. ვერც ვლაპარაკობ, ისე ვარ განადგურებული. ერთეულია ასეთი ბავშვები. იმხელა სითბო დატოვა ჩემს გულში. ერთი ზედმეტი სიტყვა არ გამიგია მისგან, მხოლოდ სითბოს აფრქვევდა. გუშინ უნდა მოსულიყო ცეკვაზე, მაგრამ ფეხბურთს ვთამაშობდი და ფეხი ვიტკინეო, ამიტომ ვერ მოვიდა.

როგორც გავიგე, საბა არაფერ შუაში იყო, აშველებდა სხვებს. როგორ გაიმეტეს სასიკვდილოდ, არ ვიცი. გაოგნებული ვარ. საბას ძმაკაცმა მიამბო, რომ აშველებდა, კარგს აკეთებდა და ეს უბედურება მოხდა. საბა ძალიან სპორტული ბავშვი იყო, კალათბურთზე დადიოდა, ფეხბურთს თამაშობდა, ცეკვავდა, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. როგორც მითხრეს, დაჭრის შემდეგ, დაეცა თურმე, მაგრამ წამოდგა და ჭრილობაზე ხელაფარებულმა სცადა გავლა...

ლევან ღურწკაია, ზუგდიდის მე-3 სკოლის დირექტორი:

"მოტივი არ ვიცით ამ დრომდე. უპატიოსნესი ბავშვი იყო საბა. აგრესიული არასოდეს ყოფილა. ოჯახიანად გამორჩეული, უკარგესი ბიჭი დავკარგეთ. მეტს ვერაფერს გეტყვით. იკითხებიან თვითმხილველები და გაირკვევა დეტალები".

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორს. სადაც ბრალდებული 17 წლის ახალგაზრდა სწავლობდა.

ლია გრიგოლია:

"მკვლელობას ჩვენს მოსწავლეს ედავებიან. თვითონ აღიარა დანაშაულიო. არადა, მასზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა . გაოცებულები და შოკირებულები ვართ მომხდარით. ის კონფლიქტური არასდროს ყოფილა, პირიქით მომრიგებელი იყო ხოლმე... სკოლის გარეთ რა ხდებოდა ან იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით. საქართველოს პრიზიორია კრივში. ადრე მესამე სკოლაშიც ვმუშაობდი და ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს ამ სკოლასთან, საბას არ ვიცნობდი, რადგან ალბათ მაშინ პატარა იყო, მაგრამ მასაც ძალიან კარგად ახასიათებენ, სამწუხაროა, ასეთი ტრაგედია რომ მოხდა. ერეკლეც პატიოსანი ოჯახშია გაზრდილი, ჰყავს დედ-მამა და ძმები. როგორც ვიცი, მამა საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოდ. ხშირად წვრთნები ჰქონდა და ოფიციალურად თავისუფლდებოდა ხოლმე სკოლიდან. "შტირი", დანა, მის ხელში მსგავსი არაფერი მინახავს. ახლა ათასი ჭორი გავრცელდება, ამიტომ სჯობს დაველოდოთ გამოძიების შედეგებს..."

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, არასრულწლოვანია, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მე ინფორმაციას ვერ გავცემ. ძალიან ცუდად არის და არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, მე ინფორმაციას ვერ გავცემ," - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა კობა ტაბაღუამ.