საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი... ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ" - ბებიობა 37 წლის ასაკში, საინტერესო შემოქმედება და თაყვანისმცემლების არმია: ინტერვიუ ყველა დროის ულამაზეს ქალთან
"მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი... ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ" - ბებიობა 37 წლის ასაკში, საინტერესო შემოქმედება და თაყვანისმცემლების არმია: ინტერვიუ ყველა დროის ულამაზეს ქალთან

კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი ყვე­ლა დრო­ის უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნია. თუ რო­გო­რია იხ­სე­ნებს წარ­სულს, რო­გო­რია მისი დღე­ვან­დე­ლო­ბა, ამის შე­სა­ხებ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვად კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა...

- რა თქმა უნდა სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო და ამის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი ვერც იქ­ნე­ბა... არ მიყ­ვარს ჩემი პრობ­ლე­მე­ბით ვინ­მეს დამ­ძი­მე­ბა... ვარ­სკვლა­ვი არც არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვცხოვ­რობ­დი! ახლა მო­ი­გო­ნეს ეგ სი­ტყვა, თო­რემ ჩვენს დროს სულ იმას ვფიქ­რობ­დით, გვეშ­რო­მა, ბევ­რი წიგ­ნი წაგ­ვე­კი­თხა, კარგ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გვქო­ნო­და... ნატო ვაჩ­ნა­ძე და თა­მარ ცი­ციშ­ვი­ლი არ იბ­რა­ლებ­დნენ, ვარ­სკვლა­ვე­ბი ვარ­თო... ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ ყო­ფი­ლა ნა­ტო­ზე დიდი ვარ­სკვლა­ვი! სა­ზღვარ­გა­რეთ ამ წო­დე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღე­ბენ, იმი­ტო­მაც აქვს იქ აზრი, მერე ქველ­მოქ­მე­დე­ბა გა­წი­ონ, ბევ­რი სა­სი­კე­თო რამ გა­ა­კე­თონ.

ჩვენ­თან ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი და ასე­ვე კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ბევრ მათ­გან­თან ერ­თად გა­და­ღე­ბა­ზე ვყო­ფილ­ვარ. ვხე­დავ­დი, რო­გორ იტან­დნენ სი­ცი­ვეს, მძი­მე პი­რო­ბებს. რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძეს­თან ერ­თად ჯერ "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ზე" ვი­ყა­ვი, შემ­დეგ დათო ცინ­ცა­ძემ რომ - ნო­ვე­ლა სიყ­ვა­რულ­ზე გა­და­ი­ღო... ლი­კან­ში მი­ხა­ილ რო­მა­ნოვ­მა რომ სა­სახ­ლე აა­შე­ნა, ამ სა­სახ­ლე­ში გა­და­ღე­ბა იყო, იქა­უ­რო­ბა არ თბე­ბო­და, უზარ­მა­ზა­რი ჭერი იყო, ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბა და ამ ყინ­ვა­ში მოთ­მი­ნე­ბით ის­ხდნენ ეს გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი, არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ ჰქონ­დათ... "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის" გა­და­ღე­ბა­ზე სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით, ერო­სი გვერ­დით ფლი­გელ­ში იყო და ერთხელ რომ მი­ვე­დი, თოკი ჰქონ­და გაბ­მუ­ლი, ტან­საც­მელს იშ­რობ­და... ყვე­ლა სა­ოც­რად დახ­ვე­წი­ლი იყო... ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე მა­გა­ლი­თად როხ­რო­ხა იყო, მაგ­რამ უსაყ­ვარ­ლე­სი...

მას­ზე სა­სა­ცი­ლო ამ­ბავს გი­ა­ბობთ: მძღოლს გა­და­ღე­ბბ­ზე ცოტა გვი­ან მივ­ყავ­დი, იქ სა­ნამ კი­ნოს გა­და­ღე­ბე­ბი აე­წყო­ბო­და. ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულს რომ და­მი­ნა­ხავ­და, ყვი­რო­და - კი­რი­ლე მო­ვი­და ხალხნო, კი­რი­ლეო... ყვე­ლა გაშ­ტე­რე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და და გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, კი­რი­ლე არ ვარ-მეთ­ქი...გა­და­ღე­ბე­ბი რომ მორ­ჩა, ხალ­ხიც ცოტა და­ი­ფან­ტა, ვუ­თხა­რი, ზურა ძა­ლი­ან გთხოვ, კი­რი­ლე არ და­მი­ძა­ხო, ძა­ლი­ან კარ­გი სა­ხე­ლი მაქვს - კირა-თქო... დამ­პირ­და, აუ­ცი­ლებ­ლად შე­გის­რუ­ლებ თხოვ­ნას და აღარ და­გი­ძა­ხე­ბო... ცოტა ხნის მერე ისევ დიდ, მა­სი­ურ გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვით და ხალ­ხში ისევ აყ­ვირ­და, ხალხნო კი­რი­ლე მო­ვი­დაო... ახლა სულ არ მი­ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვამ­დი. ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბო­დი, მა­შინ სულ რა­ღაც 27 წლის ვი­ყა­ვი...

ანაკ­ლი­ა­ში "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის გა­და­ღე­ბი­სას", უცებ გა­მოგ­ვი­ცხა­დეს ბუ­ღალ­ტე­რი­ამ ფული ვე­ღარ გად­მო­რი­ცხა, თბი­ლის­ში უნდა წახ­ვი­დე­თო და თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბი აგ­ვი­ღეს... მე, ზურა ქა­ფი­ა­ნი­ძე, გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი თვითმფრი­ნა­ვით წა­მო­ვე­დით... ჩემს ჭკუ­ა­ში ზუ­რას არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რად­გან კი­რი­ლეს მე­ძახ­და... უცებ თვითმფრი­ნა­ვის პი­ლოტ­მა გა­მო­ა­ცხა­და, არ შე­გე­შინ­დეთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით, თვითმფრი­ნა­ვი გა­ფუჭ­და, მაგ­რად მო­ე­ჭი­დე­თო... წარ­მო­იდ­გი­ნეთ მა­მი­და - ნატო ვაჩ­ნა­ძე ხომ მაგ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მეგ­რე­ლო­ში და­ი­ღუ­პა და ბავ­შვო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან შიში ჩამ­რჩა. ნატა რომ მო­ას­ვე­ნეს, იმ დღეს სი­ცხე­მაც მომ­ცა, რად­გან მა­მი­და ჩემ­ზე ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავ­და... თვითმფრი­ნავ­ში შევ­ხე­დე ზურა რო­გორ იდგა და ეჭი­დე­ბო­და, რო­გორ წვა­ლობ­და... ვი­ფიქ­რე უკვე ვი­ღუ­პე­ბით-მეთ­ქი, ზუ­რას და­ვუ­ძა­ხე, გინდ კი­რი­ლე, რაც გინ­დო­დეს მე­ძა­ხე-მეთ­ქი... სა­ბედ­ნი­ე­როდ პი­ლოტ­მა თვითმფრი­ნა­ვი დას­ვა და რომ გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, იქვე სა­ხან­ძრო და სას­წრა­ფო იდგა.

არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ია, გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი და კირა ან­დო­ნი­კაშ­ვი­ლი - "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა"

ფოთ­ში დაგ­ვსვეს და არ­ცერ­თს ფული არ გვქონ­და მა­ტა­რე­ბელს რომ გა­მოვ­ყო­ლო­დით... ზუ­რამ თქვა აქ და­მე­ლო­დე­თო, იქ რეს­ტორ­ნის დი­რექ­ტო­რი მისი ახ­ლო­ბე­ლი ყო­ფი­ლა, ყვე­ლა წაგ­ვიყ­ვა­ნა, ძა­ლი­ან მში­ე­რე­ბი და შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით. დაგ­ვა­პუ­რეს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სუფ­რა იყო, ახ­ლაც მახ­სოვს სა­ო­ცა­რი თევ­ზი გემო. იმ ქვეყ­ნად წას­ვლის ნაც­ვლად რომ ასეთ რეს­ტო­რან­ში აღ­მოვ­ჩნდით... რეს­ტორ­ნის დი­რექ­ტორ­მა მო­სას­ვე­ნებ­ლად ოთა­ხიც დაგ­ვით­მო და მერე მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თე­ბიც აგ­ვი­ღო. აი იქ იყო ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი მე­გობ­რო­ბის და მას­პინ­ძლო­ბის ნი­მუ­ში. ხომ ბევ­რი ცუდი ხდე­ბა, მაგ­რამ ასეთ­მა რა­მე­ებ­მა მოგ­ვიყ­ვა­ნა დღემ­დე!

- ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა - 37 წლის ასაკ­ში ბე­ბია გახ­დით...

- გა­და­სა­რე­ვი შეგ­რძნე­ბა იყო, მე­გო­ნა, ბავ­შვი მე გა­ვა­ჩი­ნე და სულ მინ­დო­და, ძუძუ მეჭ­მია. სულ ვი­ხუ­ტებ­დი, გულ­ში ვიკ­რავ­დი... ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს ვზრდი­დი, ხან ერთს მი­ვარ­ბე­ნი­ნებ­დი ეტ­ლით, ან მე­ო­რეს ხე­ლით, მათ­ზე ძა­ლი­ან ვზრუ­ნავ­დი. ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. ერ­თმა ამ­ხა­ნაგ­მა, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ჩემ­თან ცხოვ­რობ­და, მი­თხრა, ამ ამ­პლუ­ა­ში რა სხვა­ნა­ი­რი ხარ, რამ­დე­ნად დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა გაქვს სა­ხე­ზეო... ახლა უკვე დი­დე­ბი არი­ან, მუ­შა­ო­ბენ, შრო­მო­ბენ და აღარ სცა­ლი­ათ ჩემ­თან ხში­რად რომ იყ­ვნენ. სამი შვილ­თაშ­ვი­ლი მყავს, მაგ­რამ მათ­ზე ამა­გი ნამ­დვი­ლად აღარ მაქვს.

კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი და ქეთი ყი­ა­საშ­ვი­ლი

კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი შვილ­თან და შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

- ცოტა უკან რომ დავ­ბრუნ­დეთ, ალ­ბათ და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე აუ­ა­რე­ბე­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავ­დათ...

- ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავ­და, არ ვი­ყა­ვი ცუდი გოგო, მაგ­რამ ეგ ჩემი კი არა, გე­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო... ვე­რის ბაღ­თან, ჩემი სახ­ლის წინ ზა­ფხუ­ლის კი­ნო­თე­ატ­რი იყო... ბაღ­ში ძვე­ლე­ბუ­რი ნა­ყი­ნი იყი­დე­ბო­და, ძა­ლი­ან კარ­გი ხა­რის­ხის, ეტყო­ბა მა­შინ არა­ფერს ურევ­დნენ. იქ ჩემი ძა­ლი­ან ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი იყო, მაგ­რამ არ მა­წუ­ხებ­დნენ, კი­ნო­თე­ატ­რის აფი­შას­თან თა­ვის­თვის იდ­გნენ და აი­ვან­ზე რომ გა­ვი­დო­დი, იქი­დან მი­ყუ­რებ­დნენ. ვი­საც უფრო ახ­ლოს ვიც­ნობ­დი, სულ მახ­სოვ­და რომ მას­თან სხვა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­ზე არ წა­მომ­ცდე­ნო­და, ჩხუ­ბი რომ არ მომ­ხდა­რი­ყო... ძა­ლი­ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ, რად­გან კი­თხვა მო­და­ში იყო...

ახლა ერთი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი დამ­რჩა და მის შე­სა­ხებ გა­გან­დობთ... მე­ზობ­ლის კა­ტას შე­ვუყ­ვარ­დი. ერთ დღეს შევ­ხე­დე, რა­ღაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კატა იჯდა ჩემს აი­ვან­ზე, თა­თებ­ზე სა­მა­ჯუ­რე­ბით, მა­ღა­ლი კის­რით... ძეხ­ვი გა­მო­ვუ­ტა­ნე, მაგ­რამ არ მი­ირ­თვა, ნა­ჭა­მი და მოვ­ლი­ლი იყო. მერე ოთახ­ში შე­მო­ვარ­და და იმ სა­ვარ­ძელ­ზე დაჯ­და, სა­დაც ჩემი მე­უღ­ლე ხში­რად იჯდა... იმ­დე­ნად შე­მე­შინ­და, ვი­ფიქ­რე სული ხომ არ გა­და­ი­სა­ხა მას­ში მეთ­ქი... მერე მე­ო­რე სა­დარ­ბა­ზოს მე­ზო­ბელს აივ­ნი­დან და­ვუ­ძა­ხე, თქვენ კატა ხომ არ გყავთ-მეთ­ქი და აღ­მოჩ­ნდა რომ უკვე ეძებ­დნენ... ვე­რაფ­რით ვერ გა­ი­ტყუ­ეს, მე მეტ­მას­ნე­ბო­და, იცი­ნოდ­ნენ, თქვენ შე­უყ­ვარ­დით, თქვენ­თან უნ­დაო... თურ­მე იმ დღეს აუც­რი­ათ და მათ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო.

- რო­გო­რია თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბა?

- მთა­ვა­რია ადა­მი­ა­ნი იქ მოხ­ვდე, სა­დაც შენი ად­გი­ლია... მე ვთვლი, რომ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ასე იყო. არ­ქე­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრში ვმუ­შა­ობ­დი, სა­უ­კე­თე­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ში­გა­და­შიგ გა­და­ღე­ბე­ბი სულ მქონ­და... ბევ­რი ფილ­მე­ბი ხალ­ხმა არც კი იცის, რომ­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ჩემს სა­ღა­მო­ზე კად­რე­ბი რომ გა­დი­ო­და, ხალ­ხს უკ­ვირ­და, ეს რო­დინ­დე­ლი­აო... ყო­ველ­თვის მყოფ­ნი­და რაც მქონ­და და დღე­საც ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ბან­კი­დან კრე­დი­ტი გა­მო­ი­ტა­ნო, მხო­ლოდ იმის­თვის, კარ­გად ჩა­ვიც­ვა და და­ვი­ხუ­რო. ღმერ­თმა ყვე­ლას აშო­როს და კრე­დიტს მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო თუ ავი­ღებ... მაწ­ვნის ნი­სი­ად წა­მო­ღე­ბაც კი არ მიყ­ვარს, თუ არ მაქვს, არ ვი­ყი­დი... მე­უღ­ლეს ფული ჰქონ­და, სულ სი­კე­თეს აკე­თებ­და, მაგ­რამ მე რე­მონტს, მოგ­ზა­უ­რო­ბებს, არა­ფერს ვთხოვ­დი. ერთხელ ვყავ­დი სა­მოგ­ზა­უ­როდ - და­ნია, შვე­დე­თი, გერ­მა­ნია... ადა­მი­ა­ნი რა­საც ითხოვ იმას იღებ და არ ვთხოვ­დი. თუმ­ცა მისი იმე­დი სულ მქონ­და.

მე­უღ­ლე 14 წლის წინ გარ­და­მეც­ვა­ლა. მის შემ­დეგ ჩემი შვი­ლე­ბი ჩემი დე­დე­ბი გახ­დნენ, ძა­ლი­ან მივ­ლი­ან, მეხ­მა­რე­ბი­ან... რომც არ მო­მეხ­მა­რონ მირ­ჩევ­ნია ტა­ფა­ზე პური გა­ვა­ცხე­ლო, ორი სტა­ფი­ლო, ორი ბულ­გა­რუ­ლი ვი­ყი­დო და ასე ად­ვი­ლად გა­და­ვი­ა­რო. გარ­თუ­ლე­ბა არ მაქვს. წუ­წუნს ვერ ვი­ტან და ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც სახ­ლში რა­ღა­ცებ­ზე მეხ­მა­რე­ბო­და, მი­თხრა შენ მა­ძღა­რი სის­ხლი გაქვს, არა­ფერ­ზე არ წუ­წუ­ნე­ბო... ამ გე­ნე­ტი­კას სულ ვგრძნობ­დი. მა­მა­ჩე­მი ამ­ბობ­და, რაც გაქვს, უნდა იკ­მა­როო. ასე გა­ვა­ტა­რე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა!

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგო
4

თანამედროვე ვარსკვლავები არ ეცნობიან ამეებს? უნდა დავაძალოთ/.

თეონა
8

ქართული გენი არ გადაშენდება, დიდხანს იცოცხლეთ მშვენიერო ქალბატონო... ქართველი ქალის ეტალონი ბრძანდებით. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!...

ავტორი:

"მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი... ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ" - ბებიობა 37 წლის ასაკში, საინტერესო შემოქმედება და თაყვანისმცემლების არმია: ინტერვიუ ყველა დროის ულამაზეს ქალთან

"მეუღლეს ფული ჰქონდა, მაგრამ მისგან არაფერს ვთხოვდი... ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ" - ბებიობა 37 წლის ასაკში, საინტერესო შემოქმედება და თაყვანისმცემლების არმია: ინტერვიუ ყველა დროის ულამაზეს ქალთან

კირა ანდრონიკაშვილი ყველა დროის უმშვენიერესი ქალბატონია. თუ როგორია იხსენებს წარსულს, როგორია მისი დღევანდელობა, ამის შესახებ ვრცელ ინტერვიუში თავად კირა ანდრონიკაშვილი გვესაუბრა...

- რა თქმა უნდა სირთულეები იყო და ამის გარეშე ადამიანი ვერც იქნება... არ მიყვარს ჩემი პრობლემებით ვინმეს დამძიმება... ვარსკვლავი არც არასოდეს ვყოფილვარ, ჩვეულებრივად ვცხოვრობდი! ახლა მოიგონეს ეგ სიტყვა, თორემ ჩვენს დროს სულ იმას ვფიქრობდით, გვეშრომა, ბევრი წიგნი წაგვეკითხა, კარგ ადამიანებთან ურთიერთობა გვქონოდა... ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილი არ იბრალებდნენ, ვარსკვლავები ვართო... ყოფილ საბჭოთა კავშირში არ ყოფილა ნატოზე დიდი ვარსკვლავი! საზღვარგარეთ ამ წოდების ადამიანები დიდ ანაზღაურებას იღებენ, იმიტომაც აქვს იქ აზრი, მერე ქველმოქმედება გაწიონ, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთონ.

ჩვენთან ძალიან კარგი მსახიობები და ასევე კარგი ადამიანები იყვნენ. ბევრ მათგანთან ერთად გადაღებაზე ვყოფილვარ. ვხედავდი, როგორ იტანდნენ სიცივეს, მძიმე პირობებს. რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად ჯერ "მთვარის მოტაცებაზე" ვიყავი, შემდეგ დათო ცინცაძემ რომ - ნოველა სიყვარულზე გადაიღო... ლიკანში მიხაილ რომანოვმა რომ სასახლე ააშენა, ამ სასახლეში გადაღება იყო, იქაურობა არ თბებოდა, უზარმაზარი ჭერი იყო, ძველი ნაგებობა და ამ ყინვაში მოთმინებით ისხდნენ ეს გენიალური მსახიობები, არანაირი პრეტენზიები არ ჰქონდათ... "მთვარის მოტაცების" გადაღებაზე სკოლის შენობაში ვცხოვრობდით, ეროსი გვერდით ფლიგელში იყო და ერთხელ რომ მივედი, თოკი ჰქონდა გაბმული, ტანსაცმელს იშრობდა... ყველა საოცრად დახვეწილი იყო... ზურაბ ქაფიანიძე მაგალითად როხროხა იყო, მაგრამ უსაყვარლესი...

მასზე სასაცილო ამბავს გიაბობთ: მძღოლს გადაღებბზე ცოტა გვიან მივყავდი, იქ სანამ კინოს გადაღებები აეწყობოდა. ზურაბ ქაფიანიძე მანქანიდან გადმოსულს რომ დამინახავდა, ყვიროდა - კირილე მოვიდა ხალხნო, კირილეო... ყველა გაშტერებული მიყურებდა და გაგიჟებული ვიყავი, კირილე არ ვარ-მეთქი...გადაღებები რომ მორჩა, ხალხიც ცოტა დაიფანტა, ვუთხარი, ზურა ძალიან გთხოვ, კირილე არ დამიძახო, ძალიან კარგი სახელი მაქვს - კირა-თქო... დამპირდა, აუცილებლად შეგისრულებ თხოვნას და აღარ დაგიძახებო... ცოტა ხნის მერე ისევ დიდ, მასიურ გადაღებაზე ვიყავით და ხალხში ისევ აყვირდა, ხალხნო კირილე მოვიდაო... ახლა სულ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ახალგაზრდა ყველაფერს სხვანაირად აღიქვამდი. ძალიან ვბრაზდებოდი, მაშინ სულ რაღაც 27 წლის ვიყავი...

ანაკლიაში "მთვარის მოტაცების გადაღებისას", უცებ გამოგვიცხადეს ბუღალტერიამ ფული ვეღარ გადმორიცხა, თბილისში უნდა წახვიდეთო და თვითმფრინავის ბილეთები აგვიღეს... მე, ზურა ქაფიანიძე, გეიდარ ფალავანდიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი თვითმფრინავით წამოვედით... ჩემს ჭკუაში ზურას არ ველაპარაკებოდი, რადგან კირილეს მეძახდა... უცებ თვითმფრინავის პილოტმა გამოაცხადა, არ შეგეშინდეთ, მაგრამ ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით, თვითმფრინავი გაფუჭდა, მაგრად მოეჭიდეთო... წარმოიდგინეთ მამიდა - ნატო ვაჩნაძე ხომ მაგ ტერიტორიაზე, სამეგრელოში დაიღუპა და ბავშვობიდანვე ძალიან შიში ჩამრჩა. ნატა რომ მოასვენეს, იმ დღეს სიცხემაც მომცა, რადგან მამიდა ჩემზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა... თვითმფრინავში შევხედე ზურა როგორ იდგა და ეჭიდებოდა, როგორ წვალობდა... ვიფიქრე უკვე ვიღუპებით-მეთქი, ზურას დავუძახე, გინდ კირილე, რაც გინდოდეს მეძახე-მეთქი... საბედნიეროდ პილოტმა თვითმფრინავი დასვა და რომ გადმოგვიყვანეს, იქვე სახანძრო და სასწრაფო იდგა.

არიადნა შენგელაია, გეიდარ ფალავანდიშვილი და კირა ანდონიკაშვილი - "მთვარის მოტაცება"

ფოთში დაგვსვეს და არცერთს ფული არ გვქონდა მატარებელს რომ გამოვყოლოდით... ზურამ თქვა აქ დამელოდეთო, იქ რესტორნის დირექტორი მისი ახლობელი ყოფილა, ყველა წაგვიყვანა, ძალიან მშიერები და შეშინებული ვიყავით. დაგვაპურეს, არაჩვეულებრივი სუფრა იყო, ახლაც მახსოვს საოცარი თევზი გემო. იმ ქვეყნად წასვლის ნაცვლად რომ ასეთ რესტორანში აღმოვჩნდით... რესტორნის დირექტორმა მოსასვენებლად ოთახიც დაგვითმო და მერე მატარებლის ბილეთებიც აგვიღო. აი იქ იყო ნამდვილი ქართული მეგობრობის და მასპინძლობის ნიმუში. ხომ ბევრი ცუდი ხდება, მაგრამ ასეთმა რამეებმა მოგვიყვანა დღემდე!

- ასეთი საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრების პარალელურად, ძალიან ახალგაზრდა - 37 წლის ასაკში ბებია გახდით...

- გადასარევი შეგრძნება იყო, მეგონა, ბავშვი მე გავაჩინე და სულ მინდოდა, ძუძუ მეჭმია. სულ ვიხუტებდი, გულში ვიკრავდი... ჩემს შვილიშვილებს ვზრდიდი, ხან ერთს მივარბენინებდი ეტლით, ან მეორეს ხელით, მათზე ძალიან ვზრუნავდი. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ერთმა ამხანაგმა, რომელიც გარკვეული პერიოდი ჩემთან ცხოვრობდა, მითხრა, ამ ამპლუაში რა სხვანაირი ხარ, რამდენად დიდი ბედნიერება გაქვს სახეზეო... ახლა უკვე დიდები არიან, მუშაობენ, შრომობენ და აღარ სცალიათ ჩემთან ხშირად რომ იყვნენ. სამი შვილთაშვილი მყავს, მაგრამ მათზე ამაგი ნამდვილად აღარ მაქვს.

კირა ანდრონიკაშვილი და ქეთი ყიასაშვილი

კირა ანდრონიკაშვილი შვილთან და შვილიშვილთან ერთად

- ცოტა უკან რომ დავბრუნდეთ, ალბათ დაოჯახებამდე აუარებელი თაყვანისმცემელი გყავდათ...

- ნამდვილად ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, არ ვიყავი ცუდი გოგო, მაგრამ ეგ ჩემი კი არა, გენების დამსახურება იყო... ვერის ბაღთან, ჩემი სახლის წინ ზაფხულის კინოთეატრი იყო... ბაღში ძველებური ნაყინი იყიდებოდა, ძალიან კარგი ხარისხის, ეტყობა მაშინ არაფერს ურევდნენ. იქ ჩემი ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ არ მაწუხებდნენ, კინოთეატრის აფიშასთან თავისთვის იდგნენ და აივანზე რომ გავიდოდი, იქიდან მიყურებდნენ. ვისაც უფრო ახლოს ვიცნობდი, სულ მახსოვდა რომ მასთან სხვა თაყვანისმცემელზე არ წამომცდენოდა, ჩხუბი რომ არ მომხდარიყო... ძალიან ინტელექტუალური ბიჭები იყვნენ, რადგან კითხვა მოდაში იყო...

ახლა ერთი თაყვანისმცემელი დამრჩა და მის შესახებ გაგანდობთ... მეზობლის კატას შევუყვარდი. ერთ დღეს შევხედე, რაღაც არაჩვეულებრივი კატა იჯდა ჩემს აივანზე, თათებზე სამაჯურებით, მაღალი კისრით... ძეხვი გამოვუტანე, მაგრამ არ მიირთვა, ნაჭამი და მოვლილი იყო. მერე ოთახში შემოვარდა და იმ სავარძელზე დაჯდა, სადაც ჩემი მეუღლე ხშირად იჯდა... იმდენად შემეშინდა, ვიფიქრე სული ხომ არ გადაისახა მასში მეთქი... მერე მეორე სადარბაზოს მეზობელს აივნიდან დავუძახე, თქვენ კატა ხომ არ გყავთ-მეთქი და აღმოჩნდა რომ უკვე ეძებდნენ... ვერაფრით ვერ გაიტყუეს, მე მეტმასნებოდა, იცინოდნენ, თქვენ შეუყვარდით, თქვენთან უნდაო... თურმე იმ დღეს აუცრიათ და მათზე გაბრაზებული იყო.

- როგორია თქვენი დღევანდელობა?

- მთავარია ადამიანი იქ მოხვდე, სადაც შენი ადგილია... მე ვთვლი, რომ ჩემს შემთხვევაში ასე იყო. არქეოლოგიის ცენტრში ვმუშაობდი, საუკეთესო საზოგადოებაში, შიგადაშიგ გადაღებები სულ მქონდა... ბევრი ფილმები ხალხმა არც კი იცის, რომლებშიც ვმონაწილეობდი. ჩემს საღამოზე კადრები რომ გადიოდა, ხალხს უკვირდა, ეს როდინდელიაო... ყოველთვის მყოფნიდა რაც მქონდა და დღესაც ვერ წარმომიდგენია, ბანკიდან კრედიტი გამოიტანო, მხოლოდ იმისთვის, კარგად ჩავიცვა და დავიხურო. ღმერთმა ყველას აშოროს და კრედიტს მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თუ ავიღებ... მაწვნის ნისიად წამოღებაც კი არ მიყვარს, თუ არ მაქვს, არ ვიყიდი... მეუღლეს ფული ჰქონდა, სულ სიკეთეს აკეთებდა, მაგრამ მე რემონტს, მოგზაურობებს, არაფერს ვთხოვდი. ერთხელ ვყავდი სამოგზაუროდ - დანია, შვედეთი, გერმანია... ადამიანი რასაც ითხოვ იმას იღებ და არ ვთხოვდი. თუმცა მისი იმედი სულ მქონდა.

მეუღლე 14 წლის წინ გარდამეცვალა. მის შემდეგ ჩემი შვილები ჩემი დედები გახდნენ, ძალიან მივლიან, მეხმარებიან... რომც არ მომეხმარონ მირჩევნია ტაფაზე პური გავაცხელო, ორი სტაფილო, ორი ბულგარული ვიყიდო და ასე ადვილად გადავიარო. გართულება არ მაქვს. წუწუნს ვერ ვიტან და ერთი ქალბატონი, რომელიც სახლში რაღაცებზე მეხმარებოდა, მითხრა შენ მაძღარი სისხლი გაქვს, არაფერზე არ წუწუნებო... ამ გენეტიკას სულ ვგრძნობდი. მამაჩემი ამბობდა, რაც გაქვს, უნდა იკმაროო. ასე გავატარე მთელი ცხოვრება!