პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცნაურია, რომ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმ საშინელი დღის შემდეგ მხოლოდ 36 დღე იცოცხლა" - ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავის ამბავი: როგორ იხსენებს ლელა სიხარულიძეს უახლოესი მეგობარი?
"უცნაურია, რომ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმ საშინელი დღის შემდეგ მხოლოდ 36 დღე იცოცხლა" - ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავის ამბავი: როგორ იხსენებს ლელა სიხარულიძეს უახლოესი მეგობარი?

ნი­ჭი­ერ მომ­ღე­რალს ლელა სი­ხა­რუ­ლი­ძეს, დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. ქარ­თულ სა­ესტრა­დო სცე­ნას ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და. მისი ნამ­ღე­რი მსმე­ნელს უყ­ვარ­და. ნი­ჭი­ე­რი, მშრო­მე­ლი და საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი სამ­წუ­ხა­როდ 36 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა - ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა... ხან­ძრის შე­დე­გად სხე­უ­ლის დიდი პრო­ცენ­ტი ჰქონ­და დამ­წვა­რი. ექი­მე­ბის დიდი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა...

ლელა სი­ხა­რუ­ლი­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი დი­ზა­ი­ნე­რი მა­რი­ნა ხო­რა­ვა ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლილ მომ­ღე­რალს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ასე იხ­სე­ნებს:

- უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა სტუ­დენ­ტო­ბი­დან მო­დი­ო­და. ბოლო წლებ­ში კი გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით, თან, მისი დი­ზა­ი­ნე­რიც გავ­ხდი. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ჩაც­მა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ამას დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და. სახ­ლშიც კი მუდ­მი­ვად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო და მით უმე­ტეს, სცე­ნა­ზე... ასე რომ, ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით კი­დეც. სტუ­დი­ა­ში მის ჩა­წე­რებ­საც ვეს­წრე­ბო­დი, რომ სა­კონ­ცერ­ტო კოს­ტი­უ­მი უკე­თე­სად წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ შე­მექ­მნა.

სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი იყო. მე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი, ლე­ლას პე­და­გო­გი­უ­რი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ის­ტო­რი­კო­სი იყო, კარ­გად იცო­და თა­ვის სა­გა­ნი... ჩვენ შო­რის თა­ვი­დან­ვე სიმ­პა­თი­ე­ბით გან­წყო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო. 90-ია­ნე­ბის ბო­ლოს კი ჩვე­ნი გზე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­იკ­ვე­თა. გე­მოვ­ნე­ბით კი გან­ვსხვავ­დე­ბო­დით, მაგ­რამ რო­გორც იტყვი­ან, - „ხარი ხარ­თან რომ და­ა­ბაო“... ერთი-ორ­ჯერ მა­რი­ნა ბე­რი­ძემ უთხრა კი­დეც, რო­გორ და­გე­ტყო შენი დი­ზა­ი­ნე­რის ხე­ლიო... კლა­სი­კუ­რი, დე­დოფ­ლუ­რი, ჩაც­მა უყ­ვარ­და. მე ჯინ­სებ­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნე, რად­გან უფრო ქეჟუ­ა­ლის ტი­პა­ჟი ვარ. მენ­დო­ბო­და და წა­მომ­ყვა.

- ბევ­რს დღემ­დე ახ­სოვს "ბე­რი­კონ­ში" გა­მარ­თუ­ლი მისი სოლო კონ­ცერ­ტი...

- იმ პე­რი­ო­დის­თვის ის პირ­ვე­ლი კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. 1998 წელს ჩა­ტარ­და, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე, თუმ­ცა კონ­ცერ­ტის­თვის მზა­დე­ბა და აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა 1997 წელს და­ვი­წყეთ - სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რა, კოს­ტი­უ­მე­ბი შე­კერ­ვა. „პრი­მერ­კა­ზეც“ სა­ოც­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მო­დი­ო­და. ვფიქ­რობ­დით, ვმსჯე­ლობ­დით, გან­ვი­ხი­ლავ­დით, რა და რო­გო­რი გვინ­დო­და. ყვე­ლა სამ სიმ­ღე­რა­ში, ახა­ლი კოს­ტი­უ­მი ჰქონ­და. ამას შექ­მნა უნ­დო­და... ერთ-ერთი მწვა­ნე კაბა, მკერ­დზე ბევ­რი ყვა­ვი­ლით გა­ფორმ­და. სამ­წუ­ხა­როდ ისე მოხ­და, რომ იმ კა­ბით და­იკ­რძა­ლა კი­დეც. ცხა­დია, ის კოს­ტი­უ­მი მა­ნამ­დე კონ­ცერ­ტზე ეცვა. ისე­თი­ვე შთამ­ბეჭ­და­ვი იყო შავი კა­ბაც, რა­ღაც გრან­დი­ო­ზუ­ლი. იმ კოს­ტი­უ­მე­ბის კე­თე­ბის პრო­ცეს­ში ბედ­ნი­ე­რი იყო...

ლელა სი­ხა­რუ­ლი­ძე

კონ­ცერ­ტის რე­ჟი­სო­რი დათო დო­ი­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ყვე­ლა­ფერ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა მა­ნამ­დე ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­და, თან, ბედ­ნი­ე­რი იყო. გარ­და იმი­სა, რომ უნდა ემ­ღე­რა, თან კუ­ლი­სებ­ში კოს­ტი­უ­მე­ბის გა­მოც­ვლა უწევ­და. უნ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი მა­ღალ ხა­რისხში უნ­დო­და, ჰქონ­და და მისი ემო­ცი­ე­ბიც გა­სა­გე­ბი იყო. მე­ო­რე კონ­ცერ­ტი „ოქ­როს ნალ­ში“ ჩა­ტარ­და, მა­ში­ნაც ისე­თი­ვე გან­ცდე­ბი ჰქონ­და. ის სხვა მას­შტა­ბის და სხვა ფორ­მა­ტის კონ­ცერ­ტი გახ­ლდათ. სტუმ­რებს რო­გორც დი­ა­სახ­ლი­სი ისე ხვდე­ბო­და, თან სუფ­რას­თან უმას­პინ­ძლდე­ბო­და და თან, მღე­რო­და... 2 კვი­რა­ში კი მოხ­და ის, რაც მოხ­და.

- იქ­ნებ ის მძი­მე დღე­ე­ბიც გა­იხ­სე­ნოთ?

- ის და­იწ­ვა, რაც შემ­თხვე­ვი­თო­ბის ამ­ბა­ვი იყო, გე­ნე­რა­ტო­რი აფეთ­ქდა და რე­ა­ლუ­რად ამას ემსხვერ­პლა. მერე იმ აა­ლე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ოთახ­ში შეს­ვლა სცა­და, ახა­ლი შექ­მნი­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი იყო და მისი გა­დარ­ჩე­ნა უნ­დო­და, იყო ასე­ვე რა­ღაც ნივ­თე­ბი, მათი გა­მო­ტა­ნა სცა­და და ამა­სო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი აალ­და. ალი ნაყ­ლა­პიც ჰქონ­და და სხე­უ­ლის დიდი პრო­ცენ­ტი და­ეწ­ვა... ის დამ­წვრო­ბა სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მა­ინც დიდ­ხანს იცო­ცხლა, ძლი­ე­რი ორ­გა­ნიზ­მი ჰქონ­და. ბო­ლომ­დე გო­ნე­ბა­ზე იყო, ნერ­ვი­უ­ლობ­და, რაც მთა­ვა­რია, სახე არ ჰქონ­და დამ­წვა­რი. სა­ნა­ხა­ვად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მივ­დი­ო­დი, ვამ­შვი­დებ­დი, ვა­წყნა­რებ­დი, - ექი­მებს და­უ­ჯე­რე, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა-მეთ­ქი...

მა­ნამ­დე ერ­თად აუზ­ზეც დავ­დი­ო­დით, ვსე­ირ­ნობ­დით, თან, საქ­მეს ვა­კე­თებ­დით - ის თა­ვი­სას, მე ჩემ­სას და ერ­თობ­ლივ­საც… ერ­თად უამ­რა­ვი რამ გვქონ­და და­გეგ­მი­ლი, სოჭ­ში გას­ტრო­ლებს ვა­პი­რებ­დით და ახა­ლი კოს­ტი­უ­მე­ბის ჩა­ნა­ხა­ტე­ბიც გვქონ­და. მო­ნარ­ქის­ტუ­ლი კო­ლექ­ცია რომ მქონ­და შექ­მნი, კოს­ტი­უ­მე­ბი იქი­დან უნ­დო­და... ისიც უც­ნა­უ­რია, 36 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და იმ სა­ში­ნე­ლი დღის შემ­დეგ მხო­ლოდ 36 დღე იცო­ცხლა...

მა­რი­ნა ხო­რა­ვა

- მის პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­ზე რა გვე­ტყვით?

- არ იყო ჭო­რი­კა­ნა ადა­მი­ა­ნი, არას­დროს არა­ვის გა­ნი­კი­თხავ­და. არ მახ­სოვს, ვინ­მე­ზე რა­ი­მე აუ­გად ეთ­ქვა. ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის შე­ფა­სე­ბა­ში. ვაჟ­კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და, რთუ­ლი ადა­მი­ა­ნიც იყო, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ იყო მარ­ტი­ვი... ჩემ­თან, მე­რაბ სე­ფაშ­ვილ­თან და ლალი სტუ­რუ­ას­თან იყო ახ­ლოს... სა­ერ­თოდ, მე­გობ­რე­ბი უყ­ვარ­და, ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ყვე­ლას­თან... იყო ნი­ჭი­ე­რი, მშრო­მე­ლი და შემ­ტე­ვი ადა­მი­ა­ნი. თუ რა­მეს და­ი­სა­ხავ­და, ის საქ­მე ბო­ლომ­დე უნდა მი­ეყ­ვა­ნა.

- რო­გორც ვი­ცით, ლე­ლას დარ­ჩა შვი­ლი?

- ჰყავს შვი­ლი - თა­მუ­ნა მო­სი­ძე. მა­შინ 9 წლის იყო. ულა­მა­ზე­სია, რომ უყუ­რებ ძა­ლი­ან ჰგავს ლე­ლას - მა­ნე­რე­ბით, ლა­პა­რა­კის ტო­ნით... დედა კი ახ­სოვს, მაგ­რამ ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, რომ და­კარ­გა... თა­მუ­ნაც მღე­რის, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ლე­ლას მსგავ­სი ხმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ორ მომ­ღე­რალს თუ აქვს...

- ლე­ლას შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის სიმ­ღე­რე­ბი მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლია...

- "ირი­ნო­ლა" მა­მუ­კა ჩარ­კვი­ან­თან ერ­თად თა­მუ­ნამ თა­ვის ქორ­წილ­ში იმ­ღე­რა... ლე­ლას დიდი სურ­ვი­ლი ჰქონ­და, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გა­ე­მარ­თა კონ­ცერ­ტი, აინ­ტე­რე­სებ­და და სულ ამ­ბობ­და, ნე­ტავ, დარ­ბა­ზი თუ გა­ივ­სე­ბაო? სი­ცო­ცხლე­ში ვერ მო­ას­წრო, მაგ­რამ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ღა­მო­ზე, ფი­ლარ­მო­ნია გა­ივ­სო, ხალ­ხი კი­ბე­ებ­ზეც იჯდა. მე და ჩემი მე­უღ­ლე, რა თქმა უნდა, ვი­ყა­ვით. ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი გა­მო­ვი­და, ყვე­ლამ იმ­ღე­რა ლე­ლას სიმ­ღე­რა მისი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან, ნამ­ღერს ვე­რა­ვის და­უ­წუ­ნებ­დი, მაგ­რამ მისი სიმ­ღე­რე­ბი ისე ვე­რა­ვინ შე­ას­რუ­ლა, რო­გორც თა­ვად მღე­რო­და. ახ­ლაც კი, როცა ჩა­ნა­წერს ვუს­მენ, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი... მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის „ირი­ნო­ლა“ ბე­რი­კო­ნის კონ­ცერ­ტზე რომ შე­ას­რუ­ლა, ჩემ წინ ჩა­მოჯ­და და მიმ­ღე­რა. იცით, რომ იქ არის ფრა­ზა თავ­ლის ფერ­ზე...

მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი, ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძე, გია გო­გო­რიშ­ვი­ლი და ლელა სი­ხა­რუ­ლი­ძე

- თქვე­ნი თვა­ლის ფერი მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლია და რო­გორც ჩანს, ამა­ზე კონ­ცერ­ტზე ამ ჟეს­ტით ხაზი გა­უს­ვა, თან მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­გი­ხა­ტათ...

- კი და იმა­ვე კონ­ცერ­ტზე პერ­სო­ნა­ლუ­რი მად­ლო­ბაც გა­და­მი­ხა­და და ეს ჩა­ნა­წე­რიც არ­სე­ბობს... მის არ­ყოფ­ნას, ასე უდ­რო­ოდ წას­ვლას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ახ­ლაც კი, როცა გე­სა­უბ­რე­ბით... რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ჩემს პირ­ველ შვილ­ზე ვი­ყა­ვი ფეხ­მძი­მედ. სულ ამ­ბობ­და, იცო­დე, შენი შვი­ლის ნათ­ლია მე უნდა ვი­ყოო. სა­ო­ცა­რი რამ მოხ­და, რომ მათ­თან სამ­ძი­მარ­ზე რომ მი­ვე­დი, თა­მუ­ნა გა­მო­ვარ­და და მუ­ცელ­ზე ჩა­მე­ხუ­ტა, მო­მე­ფე­რა. არ იცო­და, მე და ლელა რაზე ვი­ყა­ვით შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი და უცებ მი­თხრა - მუ­ცელ­ში რომ პა­ტა­რა გყავს, იმას მე მო­გი­ნათ­ლა­ვო... აღარ ვი­ცო­დი, რა მეთ­ქვა, სუნ­თქვა შე­მეკ­რა... ასეც მოხ­და, ჩემი შვი­ლია ნათ­ლია თა­მუ­ნა გახ­და... ლე­ლას და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ყო­ველ 1-ელ ივ­ლისს მე, თა­მუ­ნა და­ლე­ლას მე­გობ­რე­ბი საფ­ლავ­ზე ავ­დი­ვართ... მე ასე­თი მე­გო­ბა­რი მყავ­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ადრე დავ­კარ­გე

ნა­ხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უცნაურია, რომ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმ საშინელი დღის შემდეგ მხოლოდ 36 დღე იცოცხლა" - ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავის ამბავი: როგორ იხსენებს ლელა სიხარულიძეს უახლოესი მეგობარი?

"უცნაურია, რომ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმ საშინელი დღის შემდეგ მხოლოდ 36 დღე იცოცხლა" - ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავის ამბავი: როგორ იხსენებს ლელა სიხარულიძეს უახლოესი მეგობარი?

ნიჭიერ მომღერალს ლელა სიხარულიძეს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ქართულ საესტრადო სცენას ძალიან უხდებოდა. მისი ნამღერი მსმენელს უყვარდა. ნიჭიერი, მშრომელი და საქმეზე ორიენტირებული მომღერალი სამწუხაროდ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა - ტრაგიკული შემთხვევას ემსხვერპლა... ხანძრის შედეგად სხეულის დიდი პროცენტი ჰქონდა დამწვარი. ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა...

ლელა სიხარულიძის უახლოესი მეგობარი დიზაინერი მარინა ხორავა ტრაგიკულად გარდაცვლილ მომღერალს ჩვენთან საუბარში ასე იხსენებს:

- უახლოესი მეგობრები ვიყავით, ჩვენი მეგობრობა სტუდენტობიდან მოდიოდა. ბოლო წლებში კი განუყრელი მეგობრები გავხდით, თან, მისი დიზაინერიც გავხდი. მოწესრიგებული ადამიანი იყო, გემოვნებიანი ჩაცმა ძალიან უყვარდა. ამას დიდ ყურადღებას აქცევდა. სახლშიც კი მუდმივად მოწესრიგებული იყო და მით უმეტეს, სცენაზე... ასე რომ, ვთანამშრომლობდით კიდეც. სტუდიაში მის ჩაწერებსაც ვესწრებოდი, რომ საკონცერტო კოსტიუმი უკეთესად წარმომედგინა, რომ შემექმნა.

საერთოდ, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. მე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, ლელას პედაგოგიური ჰქონდა დამთავრებული. ისტორიკოსი იყო, კარგად იცოდა თავის საგანი... ჩვენ შორის თავიდანვე სიმპათიებით განწყობილი ურთიერთობა დაიწყო. 90-იანების ბოლოს კი ჩვენი გზები სერიოზულად გადაიკვეთა. გემოვნებით კი განვსხვავდებოდით, მაგრამ როგორც იტყვიან, - „ხარი ხართან რომ დააბაო“... ერთი-ორჯერ მარინა ბერიძემ უთხრა კიდეც, როგორ დაგეტყო შენი დიზაინერის ხელიო... კლასიკური, დედოფლური, ჩაცმა უყვარდა. მე ჯინსებზე გადავიყვანე, რადგან უფრო ქეჟუალის ტიპაჟი ვარ. მენდობოდა და წამომყვა.

- ბევრს დღემდე ახსოვს "ბერიკონში" გამართული მისი სოლო კონცერტი...

- იმ პერიოდისთვის ის პირველი კოსტიუმირებული კონცერტი იყო საქართველოში. 1998 წელს ჩატარდა, მისი გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თუმცა კონცერტისთვის მზადება და აქტიური მუშაობა 1997 წელს დავიწყეთ - სიმღერების ჩაწერა, კოსტიუმები შეკერვა. „პრიმერკაზეც“ საოცრად მოწესრიგებული მოდიოდა. ვფიქრობდით, ვმსჯელობდით, განვიხილავდით, რა და როგორი გვინდოდა. ყველა სამ სიმღერაში, ახალი კოსტიუმი ჰქონდა. ამას შექმნა უნდოდა... ერთ-ერთი მწვანე კაბა, მკერდზე ბევრი ყვავილით გაფორმდა. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ იმ კაბით დაიკრძალა კიდეც. ცხადია, ის კოსტიუმი მანამდე კონცერტზე ეცვა. ისეთივე შთამბეჭდავი იყო შავი კაბაც, რაღაც გრანდიოზული. იმ კოსტიუმების კეთების პროცესში ბედნიერი იყო...

ლელა სიხარულიძე

კონცერტის რეჟისორი დათო დოიაშვილი გახლდათ. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, თუმცა მანამდე ძალიან ნერვიულობდა, უდიდესი პასუხისმგებლობას გრძნობდა, თან, ბედნიერი იყო. გარდა იმისა, რომ უნდა ემღერა, თან კულისებში კოსტიუმების გამოცვლა უწევდა. უნდოდა, ყველაფერი მაღალ ხარისხში უნდოდა, ჰქონდა და მისი ემოციებიც გასაგები იყო. მეორე კონცერტი „ოქროს ნალში“ ჩატარდა, მაშინაც ისეთივე განცდები ჰქონდა. ის სხვა მასშტაბის და სხვა ფორმატის კონცერტი გახლდათ. სტუმრებს როგორც დიასახლისი ისე ხვდებოდა, თან სუფრასთან უმასპინძლდებოდა და თან, მღეროდა... 2 კვირაში კი მოხდა ის, რაც მოხდა.

- იქნებ ის მძიმე დღეებიც გაიხსენოთ?

- ის დაიწვა, რაც შემთხვევითობის ამბავი იყო, გენერატორი აფეთქდა და რეალურად ამას ემსხვერპლა. მერე იმ აალებულ სიტუაციაში ოთახში შესვლა სცადა, ახალი შექმნილი კოსტიუმები იყო და მისი გადარჩენა უნდოდა, იყო ასევე რაღაც ნივთები, მათი გამოტანა სცადა და ამასობაში ყველაფერი აალდა. ალი ნაყლაპიც ჰქონდა და სხეულის დიდი პროცენტი დაეწვა... ის დამწვრობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა, მაგრამ მაინც დიდხანს იცოცხლა, ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა. ბოლომდე გონებაზე იყო, ნერვიულობდა, რაც მთავარია, სახე არ ჰქონდა დამწვარი. სანახავად საავადმყოფოში რომ მივდიოდი, ვამშვიდებდი, ვაწყნარებდი, - ექიმებს დაუჯერე, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი...

მანამდე ერთად აუზზეც დავდიოდით, ვსეირნობდით, თან, საქმეს ვაკეთებდით - ის თავისას, მე ჩემსას და ერთობლივსაც… ერთად უამრავი რამ გვქონდა დაგეგმილი, სოჭში გასტროლებს ვაპირებდით და ახალი კოსტიუმების ჩანახატებიც გვქონდა. მონარქისტული კოლექცია რომ მქონდა შექმნი, კოსტიუმები იქიდან უნდოდა... ისიც უცნაურია, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმ საშინელი დღის შემდეგ მხოლოდ 36 დღე იცოცხლა...

მარინა ხორავა

- მის პიროვნულ თვისებებზე რა გვეტყვით?

- არ იყო ჭორიკანა ადამიანი, არასდროს არავის განიკითხავდა. არ მახსოვს, ვინმეზე რაიმე აუგად ეთქვა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანის შეფასებაში. ვაჟკაცური თვისებები ჰქონდა, რთული ადამიანიც იყო, მასთან ურთიერთობა არ იყო მარტივი... ჩემთან, მერაბ სეფაშვილთან და ლალი სტურუასთან იყო ახლოს... საერთოდ, მეგობრები უყვარდა, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან... იყო ნიჭიერი, მშრომელი და შემტევი ადამიანი. თუ რამეს დაისახავდა, ის საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა.

- როგორც ვიცით, ლელას დარჩა შვილი?

- ჰყავს შვილი - თამუნა მოსიძე. მაშინ 9 წლის იყო. ულამაზესია, რომ უყურებ ძალიან ჰგავს ლელას - მანერებით, ლაპარაკის ტონით... დედა კი ახსოვს, მაგრამ ძალიან პატარა იყო, რომ დაკარგა... თამუნაც მღერის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლელას მსგავსი ხმა საქართველოში ერთ-ორ მომღერალს თუ აქვს...

- ლელას შესრულებული მამუკა ჩარკვიანის სიმღერები მართლაც გამორჩეულია...

- "ირინოლა" მამუკა ჩარკვიანთან ერთად თამუნამ თავის ქორწილში იმღერა... ლელას დიდი სურვილი ჰქონდა, ფილარმონიაში გაემართა კონცერტი, აინტერესებდა და სულ ამბობდა, ნეტავ, დარბაზი თუ გაივსებაო? სიცოცხლეში ვერ მოასწრო, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, ფილარმონია გაივსო, ხალხი კიბეებზეც იჯდა. მე და ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, ვიყავით. ბევრი მომღერალი გამოვიდა, ყველამ იმღერა ლელას სიმღერა მისი რეპერტუარიდან, ნამღერს ვერავის დაუწუნებდი, მაგრამ მისი სიმღერები ისე ვერავინ შეასრულა, როგორც თავად მღეროდა. ახლაც კი, როცა ჩანაწერს ვუსმენ, ძალიან განვიცდი... მამუკა ჩარკვიანის „ირინოლა“ ბერიკონის კონცერტზე რომ შეასრულა, ჩემ წინ ჩამოჯდა და მიმღერა. იცით, რომ იქ არის ფრაზა თავლის ფერზე...

მამუკა ჩარკვიანი, ნუგზარ ერგემლიძე, გია გოგორიშვილი და ლელა სიხარულიძე

- თქვენი თვალის ფერი მართლაც გამორჩეულია და როგორც ჩანს, ამაზე კონცერტზე ამ ჟესტით ხაზი გაუსვა, თან მადლიერება გამოგიხატათ...

- კი და იმავე კონცერტზე პერსონალური მადლობაც გადამიხადა და ეს ჩანაწერიც არსებობს... მის არყოფნას, ასე უდროოდ წასვლას ძალიან განვიცდი, ახლაც კი, როცა გესაუბრებით... რომ გარდაიცვალა, ჩემს პირველ შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ. სულ ამბობდა, იცოდე, შენი შვილის ნათლია მე უნდა ვიყოო. საოცარი რამ მოხდა, რომ მათთან სამძიმარზე რომ მივედი, თამუნა გამოვარდა და მუცელზე ჩამეხუტა, მომეფერა. არ იცოდა, მე და ლელა რაზე ვიყავით შეთანხმებულები და უცებ მითხრა - მუცელში რომ პატარა გყავს, იმას მე მოგინათლავო... აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, სუნთქვა შემეკრა... ასეც მოხდა, ჩემი შვილია ნათლია თამუნა გახდა... ლელას დაბადების დღეზე, ყოველ 1-ელ ივლისს მე, თამუნა დალელას მეგობრები საფლავზე ავდივართ... მე ასეთი მეგობარი მყავდა, რომელიც ძალიან ადრე დავკარგე

ნახეთ ასევე: